Page 1 of 20

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

Posted: 28 იან 2008, 11:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამ ზამთრიან-თოვლიან ნინოობას მშვენიერი გასვლა გამოგვივიდა.
წავედით 10ნი, გზა და გზა, დრო და დრო ვიზრდებოდით და დავბრუნდით 19ნი.

ჩავედით სიღნაღში, ღამით ბოდბეში ფეხით წავედით, წირვას დავესწარით, მეორე დღეს ვიტავით სიღნაღის
მართლაც დიდებულ მუზეუმში და წავედით ხორნაბუჯში.

შთაბეჭდილებებისა და ფოტოების შემოთავაზებამდე, ლაშქრობის აღწერის წესებს დავიცავ


1. რეგიონი:
კახეთი, ქიზიყი

2. მარშუტის დასახელება:
ტფილისი-სიღნაღი-ბოდბე-ხორნაბუჯი-სიღნაღი-ტფილისი

3. ხანგრძლივობა:
ორი დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სიღნაღი-ბოდბესთან ტფილისის მხრიდან უახლოესი დასახლებული პუნქტია სოფ. ნუკრიანი (ნუკრიანი-სიღნაღი 1კმ),
კახეთის (ლაგოდეხის) მხრიდან დაბა წნორი (წნორი-სიღნაღი 5კმ) .

ხორნაბუჯი-უახლოესი სოფელი ტიბაანი (10კმ)

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
ტფილისი-სიღნაღი 150 კმ
სიღნაღი-ხორნაბუჯი 30 კმ

7. ფეხით გავლილი მანძილი:
სიღნაღი-ბოდბე-სიღნაღი 5კმ,
ხორნაბუჯი 3 კმ

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
სიღნაღი: ქალაქის უბნები, წმ. გიორგის და წმ. სტეფანეს ეკლესიები, ფიროსმანის მუზეუმი.
ბოდბის დედათა მონასტერი წმინდა ნინოს საფლავით
ხორნაბუჯის ციხე

9. საბანაკე ადგილები:
სიღნაღის პარკი, ბოდბის დედათა მონასტრის ავტოგაჩერების მიმდებარე ტერიტორია, წმინდა ნინოს წყაროს მიმდებარე ადგილები
ხორნაბუჯი - ციხის შიდა ტაფობი

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
დასახლებულ პუნქტებში ონკანის წყალი გამოიყენება
ხორნაბუჯი: ჩვენთვის უცნობია

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
განსაკუთრებული არაფერი. ხალხი კეთილგანწყობილია.
გეზის დადგენისას რეკომენდაციების მიღება სასურველია ადგილობრივი მამაკაცებისგან (ქალებს მანძილი და მისამართები ეშლებათ)

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
სიღნაღის ტურიზმის ოფისი ცენტრში, შადრევნის უკან

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის
ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში

ტიბაანი-ხირსის მამათა მონასტერი
მირზაანი, ფიროსმანის სახლ-მუზეუმი
სანდრო ახმეტელის მუზეუმი ანაგაში
ოზაანის ეკლესია

14. რუქა:
სიღნაღის დიდი რუკის ბმული
http://www.sighnaghi.org.ge/map-signagi-big.html

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

Posted: 28 იან 2008, 11:23
by navigator
მოუთმენლად ველი სურათებს, ვიცი ულამაზესი იქნება, სამწუხაროდ მე ვერ წამოვედი ჩემი სამსახურის გადამკიდე :(

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

Posted: 28 იან 2008, 11:32
by namcecuna
:(:(:(
ეჰ...
გულის ერთი ნაწილი უკვე გამისკდა, ახლა მეორეს ველოდები -ფოტოებით ... :roll:

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

Posted: 28 იან 2008, 11:33
by legenda
namcecuna

სიხარულები..... ზღაპარი იწყება!

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

Posted: 28 იან 2008, 11:34
by TuTa
GAMARJOBA SAKARTVELO

გაიხარე გოგა რომ თემა უკვე ააგიზგიზე :)

ძალიან კარგი და განსაკუთრებული ნინოობა გვქონდა.

არასდროს არ დამავიწყდება ღამის ფეხით განვლილი გზა სიღნაღიდან ბოდბემდე და პირიქით, ტაძრის სითბო და მადლი, ზღაპარ ქალაქი სიღნაღი
და უსაყვარლესი ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ ამ ბედნიერების მოზიარენი.

მალე ფოტოებითაც შემოგიერთდებით :wink:

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

Posted: 28 იან 2008, 11:34
by qvevri
აბა დაყარეთ სურათები ხაშლამასავით.

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

Posted: 28 იან 2008, 11:36
by legenda
qvevri


ხაშლამა წამოგიღეთ, მაგრამ .....

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

Posted: 28 იან 2008, 11:38
by qvevri
legenda wrote:qvevri


ხაშლამა წამოგიღეთ, მაგრამ .....
რა მაგრამ? შემოგეჭამათ :evil: რომ მითხარით მოვალთოოოოოოო რატომ დაიგვიანეეეეეთ :evil:

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

Posted: 28 იან 2008, 11:39
by namcecuna
legenda wrote:namcecuna

სიხარულები..... ზღაპარი იწყება!
კარგი, ჩემი ზღაპარი ჩაიფუშა და თქვენსაში მაინც შემოვიხედავ ... :roll:

(ყოველი გაცდენილი ლაშქრობა ისჯება მწვავე სინანულის განცდით)

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

Posted: 28 იან 2008, 11:40
by ZVIOSULI
პახმელია......... :x

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

Posted: 28 იან 2008, 11:43
by legenda
qvevri


არ შემოგვეჭამა! უბრალოდ ..... :roll:

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

Posted: 28 იან 2008, 11:50
by navigator
ნუ აოფტოპიკებთ :twisted:
დაიოშ კარტინკუ!

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

Posted: 28 იან 2008, 11:53
by GAMARJOBA SAKARTVELO
გთავაზობთ ფოტოების ნაწილს

ეს ფოტო ზვიოს ეძღვნება
Image

ეს ჭუნა დედილოს
Image

ეს იუბილარ ჯნოსის
Image

ეს მძინარა თუ ზარმაც კარაველებს, რომლებიც დილით ალაზნის ველებს ვერ გადახედეს
Image

ეს კი ბოდბისკენ მიმავალ კარაველებს
Image

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

Posted: 28 იან 2008, 11:54
by likakoo
namcecuna wrote:
legenda wrote:namcecuna

სიხარულები..... ზღაპარი იწყება!
კარგი, ჩემი ზღაპარი ჩაიფუშა და თქვენსაში მაინც შემოვიხედავ ... :roll:

(ყოველი გაცდენილი ლაშქრობა ისჯება მწვავე სინანულის განცდით)
ეს არის უკანასკნელი ჩაფუშული ლაქრობა......

განმეორება აღარ იქნება!!!!! :oops: :oops:

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

Posted: 28 იან 2008, 11:54
by legenda
navigator

გუშინ ისეთი დაღლილები იყვნენ "ბოდბის" კარველები, რომ გამოყოლილი აქვთ მემგონი....


აბა გამოფხიზლდით :lol: