Page 1 of 45

ახალი წელი ბაკურიანში

Posted: 02 იან 2008, 23:07
by Truli
როგორც ჩანს მე მოვაღწიე კომპიუტერამდე პირველმა და დავაკმაყოფილებ კარველთა ცნობისმოყვარეობას იმის შესახებ თუ როგორ შევხვდით 23 კარველი ახალ წელს ბაკურიანში.

თბილისიდან გვიან გავედით, ვინაიდან დიდხანს ვიბორიალეთ ბაზარში და მარშუდკის პრობლემა შეგვექმნა, რომელმაც 1:30 საათით დააგვიანა. საბოლოოდ გავედით მხოლოდ 2 საათზე.

ბაკურიანში თიკო_რ და მისი პლიუსი დაგვხვდნენ. მოვედით ნაქირავებ კოტეჯში ცისანა დეიდასთან. კოტეჯი კარგი და თბილი იყო (კაცი 25ლ) ადგილები ყველამ ძლივს ვიმყოფინეთ, რაც კი რამე დასაწოლი იყო, ყველაფერი დავიკავეთ. მოგვიანებით შემოგვიერთდნენ მაკენა, ქვევრი და მაკენას პლიუსი გიო, ასევე მარშუდკით წამოწეული ნამცეცუნა და ლიკაკო. საახალწლოდ სუფრა გავშალეთ, ჩვენთვითონაც გამოვეწყეთ, ჩიჩილაკიც მოვრთეთ, თუმცა უმეტესობა მხოლოდ წელს ზემოთ იყო გაპრანჭული, წელს ქვემოთ კი სათხილამურო შარვლები და ბათინკები გაბატონდნენ.

23:30-ზე კოტეჯიდან მინდორში გადავინაცვლეთ ფეერვერკებით და შამპანიურით. იქ ველოდეთ ახალ წელს. ვინაიდან საათს მარტო მე ვუყურებდი და წამზომი არ მქონდა ახალი წლის შეხვედრა 30-40 წამით დაგვიანდა. გოგამ ფეერვერკები გაუშვა, შამპანიური ჩამოგვისხა, თუმცა სანამ ახალი წელი დალოცა, ჩემს კრუჟკაში მარტო ყინული დარჩა :)

კარველების უმეტესობა გაიყინა, მაგრამ მაინც მხიარულად დავბრუნდით კოტეჯში, სადაც ვიქეიფეთ და დილამდე ცეკვათამაში მიდიოდა.

გაგრძელება იქნება! ხვალ დანარჩენებიც ჩამოვლენ და ველი მათ მონაყოლს!

ახალი წელი ბაკურიანში

Posted: 02 იან 2008, 23:19
by lama
Trulala
გაიხარეთ და აბა ველით რეპორტაჟითურთ :D

ახალი წელი ბაკურიანში

Posted: 02 იან 2008, 23:44
by Mao
ხოოოოოოოოოოოოოოოო :D :D :D :D
ხვალამდე..... :D :D :D

ახალი წელი ბაკურიანში

Posted: 03 იან 2008, 01:32
by Naia
უჰ, ახლა შემოვედი სახლში...

მე, თიკო_რ, თიკოს +, ქვევრი, მაკენა და მაკენას + გია მცხეთაში შევჩერდით ქვევრთან და ახალი წლის დადგომა კიდევ ერთხელ მივულოცეთ ერთმანეთს.

შთაბეჭდილებებს ხვალ გაგიზიარებთ, როდესაც დანარჩენებიც ჩამოვლენ... ძალიან მაგარი და გიჟური ზეიმი გამოგვივიდა. მგონი ბაკურიანში კარგა ხანს ემახსოვრებათ მაკენას ჯიპი, რომელშიც 15 გოგო იყო ჩალაგებულ-ჩაწოლილ-ფანჯრიდან გადმომჯდარი, ქუჩაში მოცეკვავე კარაველები (რომლებსაც შიგადაშიგ გამვლელებიც ეცეკვებოდნენ) და 'გიჟების პარადი' (ანუ კარაველების მატარებელი, რომელთაც წინ ფეიერვერკით აღჭურვილი გოგა მიუძღოდათ)

მოკლედ, ამ და სხვა სიგიჟეების შესახებ უფრო დაწვრილებით იხილეთ ხვალ :)

პს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და ბედნიერ შობას გისურვებთ!

ახალი წელი ბაკურიანში

Posted: 03 იან 2008, 08:25
by ilia
აუუუუუ, ძააან მაგრები ხართ და მაგიტომაც მიყვარხართ ასეთი გიჟები რომ ხართ, თქვენ კი გენაცვალეთ აჰაააა!

ახალი წელი ბაკურიანში

Posted: 03 იან 2008, 08:26
by ilia
ჰოოოოოო, ახალ წელს გილოცავთ, ................აქვე :wink:

ახალი წელი ბაკურიანში

Posted: 03 იან 2008, 10:04
by navigator
მოყევით აბა მოყევით და სურათებიც გვაჩვენეთ :)

ახალი წელი ბაკურიანში

Posted: 03 იან 2008, 10:31
by tiko_r
ესეიგი
არ შეიძლება იმ ემოციის გადმოცემა რაც იქიდან ყოველ ჩვენთაგანს გამოყვა
ეს იყო დაუვიწყარი ახალი წელი ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ ყოველი ჩვენთაგანისთვისაც!!!!
ამდენი სიხარული
ამდენი ბედნიერი სახე
ამდენი სიგიჟე
ამდენი ცეკვა
ამდენი კარაველი ერთად!!!!!
(მართალია მე სხვა სახლში ვიყავი.. მაგრამ)
ამხელა რიგი ტუალეტთან :D:D:D

თოვლი, სურპრიზები, შეშის ფეჩი (თუ ღუმელი), რომელიც სახლს ათბობდა და ყველა ფოტოში ფიგურირებს..
გოგას ფეირვერკი
გოგას მოყვანილი თოვლის ბაბუა, რომლის ფოტოებიც მალე იქნება
ბურანები
ქვევრის საფერავი
მაკენას მანქანაში შემხტარი 15 გოგო!!! (ოჰოჰო!!! :D::D:D:D)
საჩუქრები
მაოს და ტომას თაგვი
ბოტანიკური ბაღი თავისი თოვლის ყურებში ჩაყრით
ცეკვა ბაკურიანის ცენტრში
კუანტანა მერააა
ტრულალა თხილამურებზე
ცეკვა 25-იანების ღია კაფეში
საშინელი კარაოკე რესტორანში (ვილკა რუმკა ი სალფეტკა.. ჩორნაია იკრა)
ვიდეოზარები
ცოცხალი მატარებელი
გაოცებული ბაკურიანელები
გაოცებული პატრული (ეს მატარებელი პატრულის შენობის წინ ხდებოდა :oops: )
მთამყვარებია თავისი სონი ერიქსონით


და კიდევ ბევრი და ბევრი სიხარული!!!

დაე მთელი წელი ისეთი იყოს როგორი მხიარული და ბედნიერიც ჩვენ ბედობა გვქონდა!!!!

ახალი წელი ბაკურიანში

Posted: 03 იან 2008, 10:33
by Truli
ilia
შენც გილოცავ!!!
Naia
მაკკენას ნისანმა დაგლიჯა!!!!
საბარგულში 5 გოგო და ლობო კარგად ჩაეტიენ :)
საინტერესოა დანარჩენები როდის ჩამოვლენ :)

ახალი წელი ბაკურიანში

Posted: 03 იან 2008, 10:36
by Truli
tiko_r
ჩვენი გლინტვეინი და ცეკვა :)

ახალი წელი ბაკურიანში

Posted: 03 იან 2008, 10:41
by tiko_r
გუშინ ნაწილი დავბრუნდით თბილისში
2 მანქანით
და
ორივე მანქანაში გოგა (მარტოდ დარჩენილი 14 გოგოსთან :lol: (რა სუნამო ასხია ასეთი ამ ბიჭს!!!))
გოგა და მისი გოგოების არმია მთელი გზა გვიმღერონენ მობილურით რალამაზიდღეა-ს! ... ხან ჩვენ ვურეკავდით გზიდან
ხან ისინი
ხშირად დაკავება იყო... მოგვიანებით აღმოვაჩინეთ რომ იმ დროს გოგონას მანქანაში რეკავდნენ და იქ მღეროდნენ!



და კიდევ
მთამყვარებიამ 900 ფოტო გადაიღო! ... მე 10... და კიდევ მახსოვს ბევრი ფოტოაპარატი.. ასე რომ
ეს იქნება კარავის ისტორიაში ყველაზე დიდი და ემოციებით დახუნძლული თემა!



ლიკა მთა მყვარებიას ფოტოები აქვს - მილიონერი გახდება თუ მოინდომებს!

:oops:
:lol:

ახალი წელი ბაკურიანში

Posted: 03 იან 2008, 10:48
by navigator
მაგარია ! :)
გული გულობდეს და ნივაში 15 გოგო ეტევაო თუ როგრაა ეგა? :D :lol: :lol:

ახალი წელი ბაკურიანში

Posted: 03 იან 2008, 11:00
by Truli
tiko_r
ზვიომ 600მდე ფოტო გადაიღო :)
გზაშიც იღებდა სურათებს :) იმედია მალე დადებს :)


გოგა!!! შენი მკითხაობები არ ახდა :)

ახალი წელი ბაკურიანში

Posted: 03 იან 2008, 11:13
by ZVIOSULI
პახმელიაზე ვარ... სურათები იქნება ზეგა...........

ხალხებო მრავალს დაესწარით :mrgreen:

ახალი წელი ბაკურიანში

Posted: 03 იან 2008, 11:18
by Truli
ZVIOSULI
რატომ ზეგა???