თბილისიდან გვიან გავედით, ვინაიდან დიდხანს ვიბორიალეთ ბაზარში და მარშუდკის პრობლემა შეგვექმნა, რომელმაც 1:30 საათით დააგვიანა. საბოლოოდ გავედით მხოლოდ 2 საათზე.
ბაკურიანში თიკო_რ და მისი პლიუსი დაგვხვდნენ. მოვედით ნაქირავებ კოტეჯში ცისანა დეიდასთან. კოტეჯი კარგი და თბილი იყო (კაცი 25ლ) ადგილები ყველამ ძლივს ვიმყოფინეთ, რაც კი რამე დასაწოლი იყო, ყველაფერი დავიკავეთ. მოგვიანებით შემოგვიერთდნენ მაკენა, ქვევრი და მაკენას პლიუსი გიო, ასევე მარშუდკით წამოწეული ნამცეცუნა და ლიკაკო. საახალწლოდ სუფრა გავშალეთ, ჩვენთვითონაც გამოვეწყეთ, ჩიჩილაკიც მოვრთეთ, თუმცა უმეტესობა მხოლოდ წელს ზემოთ იყო გაპრანჭული, წელს ქვემოთ კი სათხილამურო შარვლები და ბათინკები გაბატონდნენ.
23:30-ზე კოტეჯიდან მინდორში გადავინაცვლეთ ფეერვერკებით და შამპანიურით. იქ ველოდეთ ახალ წელს. ვინაიდან საათს მარტო მე ვუყურებდი და წამზომი არ მქონდა ახალი წლის შეხვედრა 30-40 წამით დაგვიანდა. გოგამ ფეერვერკები გაუშვა, შამპანიური ჩამოგვისხა, თუმცა სანამ ახალი წელი დალოცა, ჩემს კრუჟკაში მარტო ყინული დარჩა

კარველების უმეტესობა გაიყინა, მაგრამ მაინც მხიარულად დავბრუნდით კოტეჯში, სადაც ვიქეიფეთ და დილამდე ცეკვათამაში მიდიოდა.
გაგრძელება იქნება! ხვალ დანარჩენებიც ჩამოვლენ და ველი მათ მონაყოლს!