რკონი სექტემბერში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 07 მარ 2008, 23:34

ასე ორი-სამი კილომეტრის გავლის შემდეგ უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ. ერთი იმიტომ, რომ საღამოს ჩვენს მეგობარს კვლავ უნდა შევხვედროდით და მეორე - ბილიკი უკვე მაღლა ფერდობს აუყვა და მდინარესაც დაშორდა.
ერთ ადგილას მდინარე კარგად გუბდებოდა, ჰოდა ცოტა ბანაობა არ იყო ცუდი იდეა. ასე რომ ნელ-ნელა შევიპარეთ მდინარეში: წყალი საკმაოდ ცივი იყო, მაგრამ მაინც ვიბანავეთ და ძალიანაც ვისიამოვნეთ. თითქოს მთელი დღის დაგროვილი დაღლილობა ამ ერთმა ბანაობამ ჩამოგვაშორა მხრებიდან. :D

მალევე მივედით რკონში და ჩვენს მეგობართან ერთად ბურთიც გავაგორეთ: კარგა ხანი არცერთს არ გვქონდა ფეხბურთი ნათამაშები.
და ბოლოს ამ კაი ამბებში საღამოც მოვიდა. ჩვენ დავემშვიდობეთ ექსკურსიანტებს და ჩვენს ''ქოხში'' გავემართეთ სადაც ტკბილი ძილით დავიძინეთ. :)

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
რკონი სექტემბერში

Post by legenda » 08 მარ 2008, 10:01

ყოჩაღებო.... :wink:

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 08 მარ 2008, 14:51

გათენდა მომდევნო დილაც. ქარიანი დილა გამოდგა. თან ეტყობოდა, რომ ქარი ჩადგომას არ აპირებდა: მეტიც ალბათ კიდევ უფრო გაძლიერდებოდა.
ეს ჩვენი ბანაკი დილით: Image[/img]

აქ ჭადრაკს ვთამაშობთ და ჩაისაც ვყლურწავთ :)
Image[/img]

სამწუხაროდ დღესვე უნდა დაგვეტოვებინა ეს ადგილები. :(
ქარიც გვიწყობდა ამაში ხელს.
ასე რომ უხალისოდ ავაშალეთ ჩვენი ბანაკი, მივასუფთავეთ იქაურება და ნელ-ნელა დავადექით გზას...

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 08 მარ 2008, 14:59

გზად სოფელ ჩაჩუბეთის ქვემოთ კლდეებია და ამ კლდეებში უამრავი გამოქვაბულია. ერთერთი მათგანი კი დუღაბითაა ნაშენი. აი ამ გამოქვაბულში გვინდოდა მე და მერაბს აძრომა და იქაურობის ნახვა.
აი ეს სურათი და მიხვდებით რომელ გამოქვაბულზეა საუბარი:
Image[/img]
Image[/img]
ზურგჩანთები იქვე დავალაგეთ და შევყევით კლდეს. ჯერ პატარ-პატარა გამოქვაბულები მოვინახულეთ და ბოლოს მივადექით დუღაბით ნაშენსაც. მაგრამ ბოლომდე ასავლელად საკმაოდ ციცაბო და შლადი კლდე იყო ასასვლელი, რომლის ქვემოთაც კაი ხელა ჩასავარდნი იყო. კარგა ხნის ჭოჭმანის შემდეგ აღარ გავრისკეთ და უკან დავბრუნდით.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 08 მარ 2008, 15:02

და ბოლოს თამარის ციხე ახლა უკვე საპირისპირო მხრიდან: Image[/img]


ეს იყო და ეს ჩვენი მცირე მოგზაურობა პატარა სამოთხეში სადაც ვიმედოვნებ კიდევ ბევრჯერ მოვხვდები.

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
რკონი სექტემბერში

Post by N67 » 09 მარ 2008, 01:15

Bernar,

შენ გაიხარე :)

როგორ მენატრება იქაურობა...

დარწმუნებული ვარ ერთი გემრიელი ჩახტომა ჩემ სახელზე იქნებოდა თეძამში :D

ფოტოები კაი იყო და ამბით დამშვენებული - კიდევ უკეთესი :)
Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 09 მარ 2008, 19:36

N67, და რო იცოდე როგორ ჩავხტი!
ძლივს ამოვედი იქიდან: ძაან ცივი იყო წყალი.
სხვათაშორის საბანაოდ კარგი ადგილი იყო: შეგეძლო ერთი-ორჯერ მხარულიც მოგესვა . :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]