კარველების ექსტრიმით სავსე წლის ბოლო ლაშქრობა არმაზში
Posted: 23 დეკ 2007, 23:27
მოგესალმებით, ხალხნო.
კარველების ამ წლის ბოლო ლაშქრობა მართლაც საინტერესო და ექსტრიმით სავსე იყო. გავედით სამთო ქიმიიდან ორი სარეისო მარშუტკით, მერე მოვინახულეთ რომაული აბანოები, ღვთისმშობლის ეკლესია, არმაზის ციხე და წმ. ნინოს ეკლესია. დავლაშქრეთ ორი მთა. დაახლოებით 15 კმ. ვიარეთ ფეხით. მაგრამ ზოგიერთ ადგილას, 10 მეტრიანი მონაკვეთის გავლას 20 წუთს ვანდომებდით, თუმცა რა გავლას, უფრო სწორად ფოფხიალს. იყო გზის დაბნევა, ყინვა სიცივე. ისეთი ქარიშხალი ქროდა კარველებს ჰაერში აფრიალებდა. კლდის კენწეროზე ამძვრალი ახალი კარველი ტარაპუნკა (საკმაოდ მაღალი და არცთუ სიფრიფანა ბიჭი
) ისე ააბურთავა ჰაერში, სამმაგი სალტო გააკეთებინა და ლამის ქარაფებიდან გადაჩეხა. გოგა და ნაია ამბობდნენ მერე, პირეველი რაც გავიფიქრეთ ის იყო, ნეტა შორს არ წაიღოს რომ ადვილად ამოვიტანოთო. მერე შატილის ასული ისე დაცურდა მოლიპულ გზაზე და ისეთი ძალით დაეხეთქა ძირს, ვიფიქრე ხერხემალს, თუ არა ხელს ან ფეხს მაინც მოიტეხს, მეთქი. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად დამთავრდა, სხვანაირად არ შეიძლებოდა ყოფილიყო, სამთო ქიმიიდან ხომ გურულმა გაგვაცილა. ასე რომ მშვიდობით უკან დაბრუნება და თოვლი გარანტირებული გვქონდა…. დიახ, თვალი არ გატყუებთ, სწორად წაიკითხეთ, თოვლი დაგვხვდა მთებში. ამიტომ გუნდაობაც მოვასხერხეთ და ერთმანეთის თოვლში ჩაფვლაც. მაგრამ სანამ დათოვლილ მთებში ავიდოდით, ფოთლების ხელოვნურ წვიმაში მოვხვდით, ვიკოტრიალეთ და მაგრად ვიხალისეთ.
ყველაფერი იქნება, სურათებიც დეტალებიც მაგრამ ცოტა გვაცალეთ