Page 1 of 6

ეგვიპტე,პირამიდები,ფარაონები...

Posted: 22 დეკ 2007, 23:06
by iako
მოგესალმებით ყველას, მართალია ხშირად შემოვდივარ ამ საიტზე (ვათვალიერებ თქვენს მიერ გადაღებულ სურათებს), მაგრამ მე თვითონ პირველად ვწერ წერილს.
ძალიან მომწონს ეს საიტი,ალბათ იმიტომ რომ აქ ჩემნაირი ხალხია შეკრებილი :)
შევეცდები მოგიყვეთ ჩემი მოგზაურობის შესახებ ეგვიპტეში. მართალია იქამდე ფეხით არ ჩავსუვარ :) ,მაგრამ ყოველდღე მქონდა პატარ-პატარა ლაშქრობები ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქებში და ისტორიულ ადგილებში.

ეგვიპტე,პირამიდები,ფარაონები...

Posted: 22 დეკ 2007, 23:08
by tiko_r
iako
გისმენთ :D

ეგვიპტე,პირამიდები,ფარაონები...

Posted: 22 დეკ 2007, 23:14
by iako
მოგზაურობა დაიწყო 11 ნოემბერს გამთენიისას. ჯერ ჩავფრინდით სტამბულში, შემდეგ კი კაიროში. პირველი დღე ცუდათ დაიწყო :(
აეროპორტში უნდა დაგვხვედროდა გიდი,რომელიც არ მოვიდა. ერთი საათის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა მოგვაკითხა და დაღლილ-დაქანცულები სასტუმროში მიგვიყვანა.

ეგვიპტე,პირამიდები,ფარაონები...

Posted: 22 დეკ 2007, 23:16
by iako
სალამი თიკო,მაინტერესებს სურათი თუ დაიდო?

ეგვიპტე,პირამიდები,ფარაონები...

Posted: 22 დეკ 2007, 23:22
by iako
ჩვენი ზოგადი მარშრუტი ასეთი იყო:
3 დღე კაიროში, 3 დღე კრუიზში ნილოსზე(ასუანი-ლუქსორი), 5 დღე შარმ-ელ შეიხში( წითელ ზღვაზე)

ეგვიპტე,პირამიდები,ფარაონები...

Posted: 22 დეკ 2007, 23:31
by iako
თუმცა იქ რომ ჩავფრინდით ჩევნდა გასაოცრად გვითხრეს რომ კაიროში ტარდება რაღაც ოლიმპიადა და სასტუმროში ადგილები აღარ არიო,ამიტომ გიზაში ამოვყავით თავი:) ( გიზას და კაიროს ყოფს ნილოსი)
თავიდან გული დაგვწყდა,თუმცა ფანჯრიდან რომ გადავიხედეთ საოცარი პირამიდების ხედი გადაიშალა!!!

ეგვიპტე,პირამიდები,ფარაონები...

Posted: 22 დეკ 2007, 23:46
by iako
მართალია ეგვიპტე პირამიდებით და ბევრი სხვა რამით არის განთქმული მაგრამ ძალიან ჩამორჩენილი ქვეყანაა. პირველ დღეს რაც მოგვხვდა თვალში ეს იყო:
1. უამრავი ნაგავი(ყველა სახის:მშენებლობის ნარჩენები და ა.შ.) ქალაქის მთელს ტერიტორიაზე
2. დაუსრულებელი,უჭერო საცხოვრებელი ბინები
3.ჩადრიანი ქალები
4. მარშუტკები და ავტობუსები,რომლებიც გახსნილი კარებებით დადიან:)
5. საოცარი სიგრილე (არა და მეგონა დავიხრუკებოდი)

რაც შეეხება (2) პუნქტს, გიდს ვკითხეთ. თურმე სახლებს იმიტომ არ ასრულებენ,რომ დიდი გადასახდებია გადასახდელი როცა დასრულებულ სახლში ცხოვრობ. მოსახლეობის უმრავლესობა ასეთ სახლებში ცხოვრობს, წარმოიდგინეთ რა ცუდი სანახავია ასეთი უბნები.
ხო, საინტერესოა რატომ დადიან ავტობუსები გახსნილი კარებებით? არ გეგონოთ რომ სიცხის გამო (საღამოს საკმაოდ გრილა).
რაც შეეხება (1) პუნქტს,გიდმა მითხრა მე თვითონ არ ვიცი ეს ნაგავი რატომ არ გააქვთო.

ეგვიპტე,პირამიდები,ფარაონები...

Posted: 23 დეკ 2007, 00:01
by iako
მეორე დღეს დაიწყო ექსკურსიები. პირველად წაგვიყვანეს საკარაში,სადაც ვნახეთ პირველი პირამიდა, ე.წ. ჯოსერის პირამიდა!!! (საფეხურებიანი პირამიდა)

ეგვიპტე,პირამიდები,ფარაონები...

Posted: 23 დეკ 2007, 00:02
by iako
რატომღაც სურათები არ იგზავნება:( ნეტა რაშია საქმე

ეგვიპტე,პირამიდები,ფარაონები...

Posted: 23 დეკ 2007, 00:17
by tiko_r
iako
სურათებს ვერ ვხედავ :? არ დევს...
www.foto.radikal.ru :D aq atvirTe

ეგვიპტე,პირამიდები,ფარაონები...

Posted: 23 დეკ 2007, 00:46
by iako
დიდი მადლობა თიკო ყურადღებისთვის, ჯერ ეხლა ავიდგი ფეხი ასფალტზე:) და მეპატიება არ ცოდნა. იმედი მაქვს გამომივა სურათების დადება

ეგვიპტე,პირამიდები,ფარაონები...

Posted: 23 დეკ 2007, 00:59
by iako

ეგვიპტე,პირამიდები,ფარაონები...

Posted: 23 დეკ 2007, 01:25
by iako
Image

ეგვიპტე,პირამიდები,ფარაონები...

Posted: 23 დეკ 2007, 01:28
by iako
Image

ეგვიპტე,პირამიდები,ფარაონები...

Posted: 23 დეკ 2007, 01:34
by iako
Image