20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 11:08

რადგან ძია რეზომ ხეირი არ დაგვაყენა, ბატონ გვალვას დავურეკეთ, აბა, ჯი-პი-ეს-ის კოორდინატებით დაგვეხმარე, სად არის მცველთა თავშესაფარი-თქო. იქიდან გვალვა გვიყვირის, რას ამბობთ, უკვე გაცდითო.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე, მიუხედავად იმისა, რომ აღმართ-აღმა სირულით მე2 სუნთქვა გამეხსნა, ეგ ამბავი არ მესიამოვნო.
როგორ, ეგ რანაირად გავცდით, თითქოს, ვიწრო სამანქანო გზას არ ავცდენილვართ-მეთქი.

ზოგმა ბიძაშვილს დაურეკა, ძოგმა ბაბო-პაპას, ზოგმა ვაჟას ბიძაშვილის დეიდაშვილის თამარას მეზობლის სიძის ლევანას ძმაკაცის მამის - გიორგას მძახლის ტყუპისცალის - შოთიკოს მე2 შვილის შეყვარებულის ნინელის კლასელის ვახტანგას ბიძას გურამას, ზოგმა მამიდაჩემსაც დაურეკა, არიქა, მარგალიტა მამიდა, გვითხარი, სად ვართ ახლა და როგორ მივიდეთ კოტეჯამდეო.

ამასობაში ათის ნახევარიც დადგა.
ვფიქრობ, თუ მცველთა თავშესაფარს გავცდით, ესე იგი, 12 კმ გაგვივლია და ტურისტთა კოტეჯამდე კიდევ 2 კმ დაგვრჩა.
როცა გზა არ იცი, ბნელა და თანაც, თოვლი დიდია, ჩემის ვარაუდით, დანიშნულების ადგილას 12 სთმდე ვერ მივიდოდით

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by Gvalva » 18 დეკ 2007, 11:09

Mta Mkvarebia

ტორტი ტომას უკავია 4 ადამიანიან ფოტოზე :)

GAMARJOBA SAKARTVELO
რა საინტერესოააა... ნეტავ მერე რა მოხდება :roll:




Image

User avatar
UnaN
ბოდიალა
Posts: 198
Joined: 11 ივნ 2007, 12:51
Location: Jerusalem
Contact:
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by UnaN » 18 დეკ 2007, 11:23

GAMARJOBA SAKARTVELO
აუუუუუუუუუუუუუუ რა კარგიააააააააა , მშურსსსსსსსსსსს Image ეჰჰჰჰჰჰ Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by Gvalva » 18 დეკ 2007, 11:28

UnaN

რა გშურს, პირველი რაც გავიფიქრე, ნეტავ უნა იქ არის მეთქი? :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 11:29

ვაჰ, რა გზას დავადგეთ?

არ გინდა, უკან დაბრუნდე?
ვაჰ, არ გინდა, გაურკვევლობაში იყო და ისევ აღმა-აღმა ავიდეთ?

ამ ფიქრებში ერთ ლამაზ მოფართოვებულ აღმართს მივადექით. ახლა რამეა, ფოტოებს ვერ გადავიღებ და აი, დილით რომ
ჩამოვალ, ჩემს თვალთ არ იქნება-მეთქი ეს სილამაზე?

ირმების უამრავი ნაკვალევიც ვნახეთ. წარმოვიდგინე,
თითქოს თვალწინ ჩამომიქროლეს ირმების საშობაო მარხილებმა და თეთრწვერა მოხუცებმა ჩვენი მიმართულებით კაკები გადმოყარეს.

კაკები არა შიკოლადები კიდო.

აი, რასაც ჰქვია, დავეყარენით თოვლში.
კავკასიკა არ დაჯდა, სველად ყოფნა არ მიყვარსო.

მაოს დასახმარებლად ზურგჩანთა გამოართვა და თავად აიკიდა. ტომას ზურგჩანთას ხომ ვეღარ ათრევდა,
მაგრამ ჯენტლმენურად კი უთხრა, ე მანდ პარკი რომ გიჭირავს, მოიტა, წამოვიღებო.
იმ პარკში ტორტი იყო. ჰოდა, რომ არ გვინდოდა, კავკასიკას ეს სცოდნოდა, ჩვენ 1 ამბავი ავტეხეთ,
რა ამობ, თომა წამოიღებს, რა პრობლემაა, ეგ მხოლოდ ტვალეტის ქაღალდიაო.
ქაღალდიაო? ჰოდა, ხელიდან გაუშვა და ეს ტორტი ისე დაეხეთქა ტომას მუხლებს, მერე კი
მოყინულ თოვლს, რომ მაშინვე ვიფიქრეთ, ეჰ, რა სიურპრიზი ჩაგვიფლავდა-თქო.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 11:41

ის ლამაზი აღმართი რომ დავტოვეთ, ჩემი ჭკუით 269 მ და 17 სმ რომ გავიარეთ, სინამდვილეში კი 14 მ 58 სმ გავიარეთ და ისევ თოვლში დავეყარენით, ნათელი იყო, რომ ღამის 2 სთმდეც ვერ ავიდოდით თავშესაფარში.

ჰოდა, ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა და გამოგიტყდებით, ცოტა ვიფიქრეთ, გადვწყვიტეთ, ლიკანში დავშვებულიყავით.

იმის დასტურად, რომ თოვლი ვიპოვნეთ, სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ:

Image

უი, უი, უი, რა ძალით ვიღიმით
ჰაჰაჰჰჰჰჰჰჰააააააააააააააააააააააააჰაჰჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰაჰა

User avatar
UnaN
ბოდიალა
Posts: 198
Joined: 11 ივნ 2007, 12:51
Location: Jerusalem
Contact:
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by UnaN » 18 დეკ 2007, 11:48

Gvalva wrote:UnaN

რა გშურს, პირველი რაც გავიფიქრე, ნეტავ უნა იქ არის მეთქი? :)
ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ გვალვა Image, მეც უნდა ვყოფილიყავი იქ, მაგრამ ვირივით ვმუშაობდიImage

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 11:55

ესე იგი, ისეთი ტემპით ჩავიარეთ დაღმართ-ჩაღმართი, თავში ხელსაც ვირტყამდი, რამ გადაგვაფიქრებინა უკან დაბრუნება-თქო.

ლიკანამდე 1 კმ რომ დაგვრჩა, კავკასიკას მეგობრებმა ნივით ამოგვაკითხეს. არც გვეგონა, ასე მალე თუ ჩავიდოდით, თორემ 2 სთში კი არა, ნახევარ სთში დავიბარებდით

ტომამ და მე თავი შორს დავიჭირეთ, რას ამბობ, თუ ფეხით ჩასვლაა, ბარემ ბოლომდე ფეხით ჩავალთ-თქო. ჰოდა, "ნივაში" ბარგი დავყარეთ და მთავარ გასასვლემადე ფეხით ჩავედით.
ესეც თქვენი ფეხით გავლილი 20 კმ (სულ მცირე).

და იწყება მე2 განყოფილება.
ნამდვილი სიურპრიზების სურნელი.

ოღონდ გაგრძელება ცოტა მოგვიანებით იქნება...
გავიქეცი ახლა...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 11:58

Mta Mkvarebia wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

რა ლამაზია ბორჯომ-ლიკანზე შეფენილი თოვლი?! :)
სილამაზე ენით აუწერელი იყო.


UnaN
ჰო, ვიცი, შენც უნდა ყოფილიყავი, მაგრამ რაღაც არ გამოგივიდა, არა?

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by mika » 18 დეკ 2007, 12:09

ძაააან მაგარია და მაგრები ხართ :D
medical student

User avatar
UnaN
ბოდიალა
Posts: 198
Joined: 11 ივნ 2007, 12:51
Location: Jerusalem
Contact:
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by UnaN » 18 დეკ 2007, 12:11

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
UnaN
ჰო, ვიცი, შენც უნდა ყოფილიყავი, მაგრამ რაღაც არ გამოგივიდა, არა?
ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ Image Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by nusa » 18 დეკ 2007, 12:28

ვააა, ძაააალიან მაგარი თავგადასავალია
და
ალბათ კიდევ რამდენია მოსაყოლი....
__________________

ვის სჯერაეხლა, რომ გულგრილად შეიძლება ამის წაკითხვა ;)

__
Image

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by TuTa » 18 დეკ 2007, 13:00

აუ ეხლა როდის დაბრუნდები გაგრძელებისთვის??? :)


User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by Toma » 18 დეკ 2007, 20:01

caucasica
ვააააა გიო გაიხარე, ტკბილო და გემრიელო, ეგ რა კარგი ფოტოა :P

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]