Page 1 of 21

ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Posted: 16 დეკ 2007, 20:45
by Truli
ფუ მოვაღწიე სახლამდე. აბა ახლა ავღწეროთ:

1. შევიკრიბეთ გუდიაშვილი-ლერმონტოვის ბაღში, მოვიარეთ ქვემო და ზემო ბეთლეემი, ზემო ბეთლეემთან ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძრის ნანგრევებიც ვიხილეთ, ავხოხდით ნარიყალაზე, დავეშვით მეჩეთში, სადაც გვითხრეს რა კარგი გოგოები ხართო, მოდით ისლამი მიიღეთო, გადავინაცვლეთ სომხურ ეკლესიამდე (ლამამ მგონი მიიღო ისლამი, მარა წინდაცვეთაზე უარი თქვა), სომხური ეკლესიიდან სინაგოგისკენ გადავინაცვლეთ, სადაც რელიგიის შეცვლა არავის არ შემოუთავაზებია, ხოლო მარშრუტი იქვე ქართულ ეკლესიაში დასრულდა და ლიკასთან ავედით.

2. ავტობუსი 40 თეთრი. ფეხით 5 წუთი თავისუფლების მოედნიდან.
3. ფეხით ლესელიძემდე.
4. კილომეტრაჟი არ მაქვს, ბევრი არ ვიარეთ. ყველაზე რთულად შეიძლება ნარიყალის ჩათვლა.
5. 3-4 საათი
6. იხ. პირველი პუნქტი. მე სინაგოგა მომეწონა.
7. ეჰ, მაგას რა ჩამოთვლის...
8. საბანაკე ჭირს :) ხოლო საჭმელ სასმელი ოხრადაა :)
9. აქ რა დავწერო? :)
10. დღეს
11. თბილისის რუქა :)

მოკლედ ასე, ორიენტირები და წყაროები არ გვინდა, უახლოესი დასახლებული პუნქტი - თბილისი :)

შთაბეჭდილებებზე რა ვთქვა, გამიხარდა კარველების ნახვა, ნუ სიახლე ცეცხლმთაყვანისმცემელთა ტაძრის გარდა არ ყოფილა, თბილისის მეჩეთში და სინაგოგაში კი პირველად ვიყავი, მაგრამ საზღვარგარეთ მქონდა ნანახი ასე რომ რა ვთქვა, თბილისის არ ჩამოუვარდება :)

ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Posted: 16 დეკ 2007, 20:50
by popins
სტრელკის ადგილზე გაიჩითა პირველად მთა მყვარებია.

მერე მე(+გეგა) და მერე თეკლა. :lol:
Image

ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Posted: 16 დეკ 2007, 20:53
by popins
მერე მომრავლდა ხალხი და:)

Image

ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Posted: 16 დეკ 2007, 20:55
by popins
ლოკოკინები შეიმჩნეოდნენ აქა -იქ.:)

Image

ლოკოკინა(მხოლობითში) შეიმჩნეოდა ძალუმად ხედებშიც და ფონებშიც და საერთოდ რა... :lol: 8)

ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Posted: 16 დეკ 2007, 20:57
by popins
Image

ფიცხელაურის ხელის ჩამორთმევა არ გეგონოთ ხუმრობაო:) :lol:
ლიკა-ხატიას +-ს ართმევს ხელს.

ნუ მოკლედ ფოტოზე ორი კაცი ერთმანეთს ხელს ართმევს და გამარჯობას ეუბნება რა.

დანარჩენები არიან რა მეტყველებენ :lol: :lol: :lol:

არადა ცოტა დავლიე:)

ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Posted: 16 დეკ 2007, 21:12
by popins
ავუყევით გზას ბეთლემისკენ და ვიყავით არ დამითვლია მაგრამ 20 ზე მეტი და ალბათ 30 ზე ნაკლები კარაველ პლიუსიანად :lol: არაა დავთვერი მე
:oops:
Image

ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Posted: 16 დეკ 2007, 21:23
by tiko_r
popins wrote:ავუყევით გზას ბეთლემისკენ და ვიყავით არ დამითვლია მაგრამ 20 ზე მეტი და ალბათ 30 ზე ნაკლები კარაველ პლიუსიანად :lol: არაა დავთვერი მე
:oops:
Image
ზვიოს აპარატი აქვს? :shock: :D საიდან /.. ზვიო? ახალია? :D

ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Posted: 16 დეკ 2007, 21:31
by shatilis asuli
ე რამოდენა ხალხი ჩამოსულა თბილისში? როგორ გაგიმხიარულებიათ გუდიაშვილის სკვერი :D კარგია, იდეის ავტორს ჩაეთვალა! ისე რომელია ეს ლიკა-ხატია? ეს ანა-მარიას და მარია-ტერეზას პონტშია თუ? რამე სხვა დატვირთვა აქვს?

ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Posted: 16 დეკ 2007, 23:09
by გვალდა
ააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!

რამდენი კარგი რაღაც ავკრიფე ვერმოყოლილი ამბებიდან და წამეშალა :evil: :evil: :evil:

ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Posted: 16 დეკ 2007, 23:50
by lama
ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი ჩემთვის :) დიდი მადლობა ლიკა-ხატიას

ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Posted: 17 დეკ 2007, 09:06
by nusa
ვააა, ზვიოს აპარატი აქვს?

ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Posted: 17 დეკ 2007, 09:44
by Mta Mkvarebia
popins wrote:სტრელკის ადგილზე გაიჩითა პირველად მთა მყვარებია.
ჰო, ისეთი გადატვირთული გრაფიკი მქონდა იმ დღეს, მეგონა ყველაზე გვიან მივალ-მეთქი და პირველი აღმოვჩნდი შეხვედრის ადგილას. 15-20 წუთის შემდეგ გამოჩნდა პოპინსი, დამინახა თუ არა ხელები რუპორივით დაიჭირა და დაიყვირა: "მყვარებიააააააა". იქვე სკვერში ვიღაც ბიჭები კონიაკს სვამდნენ, დარწმუნებული ვარ ელდისაგან კონიაკი გადასცდათ. მერე აზრზე რომ მოვიდნენ, ერთმანეთს გადახედეს; "რა ყვარებია ამ გოგოს, ნეტაო", რა თქმა უნდა პოპინსზე იყო საუბარი, მე რომ ამ სიყვარულის ამბავში გარეული ვიყავი, ეჭვი ვერავინ აიღო :wink: :)

ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Posted: 17 დეკ 2007, 09:56
by TuTa
ბარბარობის დილას გილოცავთ ხალხნო!!!
დღეს კარგი გუნება-განწყობა დამებედება იმიტომ რომ გუშინ ვიყავი თქვენთან ერთად :) :) :)

დიდი მადლობა ლიკას ამ ინიციატივისთვის და შემდეგ ასეთი მასპინძლობისთვის :)

თბილისი მომნატრებია! მთა მყვარებიასი არ იყოს :) :) :)

მოკლედ ფოტოებს მოვუყრი ახლა თავს და შემოგიერთდებით

ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Posted: 17 დეკ 2007, 10:02
by legenda
ბარბარობას გილოცავთ კარაველებო!


lika-xatias გრანდიოზული მადლობა!

ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Posted: 17 დეკ 2007, 10:16
by lama
აბა, აბა ველი ფოტო კადრებს

პაპარაცულებსაც და ჩვეულებრივებსაც :D:D:D:D:D:D:D