Page 5 of 9

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 16:59
by shatilis asuli
Bernar
აუ ძალიან მაგარია!!!!!!!!! არხოტი ჩემი ოცნებაა :D

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 16:59
by shatilis asuli
Bernar
შავი ნისლების ფოტო ყველაზე მაგარია, ყოჩაღ!

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 18:46
by Bernar
ყველას დიიიდი მადლობები სასიამოვნო კომენტარებისათვის. ყველას გისურვებთ ისევე გესიამოვნოთ ლაშქრობებით როგორც ჩვენ.

nusa, სულ 3 ფირი მქონდა: აქედან ორი ფუჯის 200-იანი და ერთიც კონიკა-მინოლტას 100-იანი.

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 19:09
by Bernar
გათენდა მე-5 დილაც. ჩვეულებისამებრ ვისაუზმეთ, მოვწესრიგდით და ასე 11 საათისათვის ამღისაკენ დავიძარით. დღეს ამღასთან ვაპირებდით დაბანაკებას და შემდეგ ასას ხეობის მონახულებას ტერღამდე.
ამღას რომ მივუახლოვდით ცოტა წამოწვიმა. ჩვენ ამღაში ერთმა ქალმა შეგვიფარა (ეს ქალი Gvalva-ს და Zura N-ს თავიანთ ფოტოებში ჰყავთ დაფიქსირებული. მას სამი თუ ოთხი შვილი ჰყავს: პატარები და საყვარლები). ცოტა ვისაუბრეთ და წვიმის გადაღების შემდეგ გზას გავუდექით. მალე მივადექით იმ ადგილს, სადაც ასას ხეობას კალოთანის ხეობა უერთდება. ცოტა შევიწიეთ კალოთანის ხეობაში და შესანიშნავი დასაბანაკებელი ადგილიც ვიპოვეთ. ასე პირველი საათი იქნებოდა. ამ დღეს ტერღას ნახვას ვერ მოვასწრებდით, ამიტომ ეს საქმე შემდეგი დღისათვის გადავდეთ. დრო უამრავი გვქონდა, ამიტომ ნელ-ნელა დავიწყეთ ჩვენი ბანაკის მოწესრიგება:

ეს მზადების პირველი ეტაპი: დასვენება
Image[/img]
ახლა შუა საქმეში ვართ
Image[/img]

აი დათო და ირმაც გამოჩნდნენ
Image[/img]

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 19:16
by Bernar
როდესაც ყველაფერს მოვრჩით, გადავწყვიტეთ იქაურობა დაგვეთვალიერებინა. იქვე მდინარე პატარა კუნძულს ქმნიდა. გადავედით იმ კუნძულზე საკმაო რაოდენობით სოკო დავკრიფეთ. მერე კუნძული დავტოვე და აღმა ავყევი კალოთანის ხეობას. საკმაო ბოდიალის შემდეგ თავი მოვატრიალე და აი რა დავინახე:
Image[/img]
ესეთი ლამაზი სოკო პირველად ვნახე!

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 19:25
by Bernar
ამ მცირე ბოდიალის შემდეგ ბანაკში დავბრუნდი და ახლა მე, ბექამ და ავთო ბიძიამ გადავწყვიტეთ მდინარის მეორე ნაპირას მდებარე ფერდობი დაგველაშქრა სოკოს მოსაძებნად. სასურველ ადგილას მალევე ავედით, მაგრამ ვერაფერიც ვერ ვნახეთ. სამაგიეროდ აი ეს სურათები გადავიღეთ:
ბექა და ავთო ბიძია
Image[/img]
აქ მე და ავთო ბიძია ვართ
Image[/img]
ესეც კალოთანის ფიჭვი, მთელი თავისი სიმშვენიერით
Image[/img]
და ბოლოს ჩვენი ბანაკი და ამღელი ძროხები
Image[/img]

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 19:32
by Bernar
დღის ბოლოსათვის ყველანი ერთად შევიკრიბეთ: ზოგიერთებმა წარმოდგენები დადგეს
Image[/img]
ზოგიერთებმა ჯოკრის თამაში შეუბერეს
Image[/img]
ზოგიერთებმა კიდე ცეცხლთან ჯდომა ამჯობინეს
Image[/img]

და აი ესეც ბანაკი საღამო ხანს
Image[/img]

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 19:34
by Bernar
ამასობაში დაღამდა კიდეც, ცოტა ხანი ვისაუბრეთ ცეცხლთან და კარვებსაც მივაშურეთ.

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 21:10
by Drumer
ესეც ჩვენი გამოვლილი, ზემოთ ხსენებული ახიელი და ამღის სალოცავები

Image

Image

ამღა
Image

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 22:50
by Bernar
ეგრე დათო კაია. შენი და ირმას ფოტოებით კიდევ უფრო ლამაზდება არხოტი მკითხველის თვალში. :)

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 23:56
by Gvalva
ამღაში ეგ ერთი ოჯახი ცხოვრობს და ცხადია, ჩვენებთან მიხვიდოდით, გამეხარდა მათი ხსენება, კალოთანში შორიდან ბანაკი რომ გაქვთ გადაღებული და ძროხები რომ ჩანს ეგ "ჩვენების" ძროხებია :), მეც გამომირეკია მანდ ეგენი :)

სოკო არ ვიცი მარა ჟოლო(მალინა) თუ გხვდებოდათ? განსაკუთრებით ტერღას გზაზე? ჩვენ ძალიან ბევრი გეახელით და ვაითუ აღარაფერი დაგიტოვეთ :oops:

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 17 დეკ 2007, 00:08
by lama
ამ ქალბათონს ვიცნობ :)

Image

ხომ???

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 17 დეკ 2007, 00:50
by Drumer
lama
ლალი მასწავლებელი :), ძაან საყვარელი ადამიანი.

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 17 დეკ 2007, 00:52
by lama
Drumer
კი ჩემი ახლობელია :)

მან მიმიყვანა მე ინგლისურის პედაგოგთან და დიდი მადლიერი ვარ მისი :)

ჩვენ ერთად ბევრი გვივლია ტყე ღრეში

უკაცრავად ლელა და ლალი შემეშალა ერთმანეთში

მარა გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებელია მე მივხვდი რომ ეს ის ქალბატონია ვისთანაც ერთად მათურხევი მაქვს ფშავში დალაშქრული

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 17 დეკ 2007, 00:57
by ssandos
lama

akhlobeli tua, sakheli ar unda itsode :D :D :D