Page 4 of 9

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 15 დეკ 2007, 12:45
by popins
რა კაია ეგეთი ოჯახი.ყველა რო ერთ ჭკუაზეა.



გენავეთ :D

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 15 დეკ 2007, 12:46
by GOGONA
Drumer

სალამიიი!!! Image

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 15 დეკ 2007, 13:08
by Drumer
:D სალამი ყველას!
Bernar ძალაინ გაგვიხარდა შენი შემოკარვება და თან ესეთი ნაცნობი და სასიამოვნო თემით :wink:.. ყველა ძალიან მოგვენატრეთ და იმედია ამ კვირას ნაწილს მაინც გნახავთ

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 11:36
by Bernar
ვაა დათოს სალამი დათოს!!!
ხომ კარგად ხართ ძვირფასებო?
მიამატე კიდე შენი ფოტოებიც!

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 11:46
by Bernar
კარგით, გავაგრძელოთ ჩვენ ჩვენი ამბები!

ნელ-ნელა მივიწევდით ჭიმღისაკენ. მალევე დავინახეთ კოშკის ფრაგმენტი და ყველას გაგვიხარდა. მანამდე შევენებაც გავაკეთეთ და ჭიმღის კლდეებსაც შევავლეთ თვალი: ავთო ბიძია, მამაჩემი და ლალი მასწავლებელი, უკან კიდე ჩემი ძმა ჩაფიქრებულა მრავალმნიშვნელოვნად :)
Image[/img]

ესეც გზაში: უკან სახარისმთა(3963 მ) მოჩანს
Image[/img]

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 11:53
by Bernar
და აი ჭიმღაც გამოჩნდა: ეს გიგლა ოჩიაურის სახლია, უკან რომ კოშკია კიდე ის გიგლას მამის ყოფილა. თვითონ გიგლა იმ კოშკში ყოფილა დაბადებული.
Image[/img]

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 12:06
by Bernar
ერთი რამ მინდა ვთაქვა: იმის გამო რომ ჩვენ მარცხენა ბილიკით ავედით, ამიტომ ჭიმღის კლდეები სრულად მხოლოდ მაშინ დავინახეთ, როდესაც მდინარის მეორე ნაპირას გადავედით და გიგლასთან სახლში ავედით. აი იქიდან რაც დავინახეთ არასოდეს არ დამავიწყდება. იქიდან სრულად გამოჩნდა ქედი ჭიმღის კლდე: ეს ის კლდეების სისტემაა არხოტისთავისღელის უღელტეხილიდან (არხოტიდან ჯუთაში გადასასვლელი უღელტეხილი) რომ იწყება, თითქმის ახიელამდე რომ ჩამოდის და შემდეგ ჭიმღისწყლის ხეობას რომ შეუყვება შებუღელის უღელტეხილამდე. ამ კლდეებს ერთი კი არა სამი კადრი არ ეყოფოდა სრულად რომ ჩატეულიყო. (ძალიან კარგ პანორამას კი გადაიღებდა კაცი, მაგრამ ზენიტს ეგ რომ არ შეუძლია :( )
მიუხედავად ამისა რამოდენიმე ფრაგმენტი მაინც გადავიღე და ცოტა ხანში გაჩვენებთ. :)

გიგლასთნ რომ ავედით ცოტა ხანი ქართულად მივუჯექით სუფრას და ერთმანეთშიც ვიბაასეთ:
Image[/img]
ეს კი ლალი მასწავლებელი
Image[/img]

და აი შეპირებული ჭიმღის კლდეებიც:
Image[/img]

Image[/img]

ეჰ ეს სურათები არსებული სილამაზის 1 პროცენტსაც ვერ აღწერს. :(

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 12:16
by Bernar
გიგლასთნ დიდხანს არ გავჩერებულვართ: უკვე ექვსი საათი იქნებოდა და არ გვინდოდა, რომ დაგვღამებოდა. გიგლას ყველანი გულდაწყვეტილები დავემშვიდობეთ, მან კი სამახსოვროდ მამაჩემს თავისი ლექსების კრებული აჩუქა. ამაზე კაი საჩუქარს რას ინატრებ კაცი!
ასე რომ ნელ-ნელა დავიძარით. ამჯერად მარჯვენა ბილიკს გამოვყევით. აღმოჩნდა, რომ მარჯვენა ბილიკი ბევრად კარგი და შენახული ყოფილა. აი გზაში დაფიქსირებულიმ კადრებიც:
Image[/img]
ამ სურათზე ყველანი ვართ (ჩემს გარდა, რა თქმა უნდა :) )
დედაჩემის უკან დათო და ირმა მოდიან
Image[/img]

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 12:20
by Bernar
ძროხებიც დავინახე: ლამაზად იყვნენ შეფენილი პატარა ტაფობზე
Image[/img]

ეს კი ახიელთანაა გადაღებული: შუაში ირინე მასწავლებელია; მარჯვნივ მერაბის კლასელი სალომე; მარცხნივ ჩემი კლასელი ანია (მას ხელში გიგლას ნაჩუქარი წიგნი უჭირავს); უკან კიდე ავთო ბიძიაა
Image[/img]

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 12:23
by Bernar
ასე დამთავრდა ეს დღეც. ალბათ ყველაზე მაგარი დღე ამ ლაშქრობაში. დაღლილები ვიყავით, მაგრამ ძალიან ნასიამოვნები. ასე რომ ვინც არხოტში მოხვდებით, აუცილებლად ადით ჭიმღაში!!!

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 12:48
by Niniset
Bernar wrote:ასე დამთავრდა ეს დღეც. ალბათ ყველაზე მაგარი დღე ამ ლაშქრობაში. დაღლილები ვიყავით, მაგრამ ძალიან ნასიამოვნები. ასე რომ ვინც არხოტში მოხვდებით, აუცილებლად ადით ჭიმღაში!!!



დაღლილობა ლაშქრობის მშვენებაა:D:D:

რა სილამაზეა, ზღაპარი გეგონება

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 13:06
by ketuna4
Bernar

ძალიან ლამაზი სურათებია და საერთოდ ძალიან მაგრები ხართ.
რა ბედნიერებაა მთელი ოჯახი რო მიდიხართ ერთად და თან ასეთ ლამაზ ადგილებში :lol:

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 13:42
by nusa
ძალიან კარგი მონაყოლია :)

ზენიტი მეც კი მიშლის ნერვებს, მაგრამ რეპორტაჟისტვის არაუშავს ;)
არ მახსოვს გკითხე თუ არა, რა ფირით იღებ?



გაგრძელებას ველოდებიიიით.....

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 14:59
by Niniset
სურათებიც კი ენერგიით მავსებს... გაიხარეთ:)

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 16 დეკ 2007, 16:58
by shatilis asuli
Drumer
ულამაზესი ფერებია!