არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 19 დეკ 2007, 22:43

გავაგრძელოთ ჩვენი ამბები:
ტერღას ნახვის მერე ჩვენს ბანაკში ამოვედით და საჩქაროდ ავალაგეთ კარვები. ჯერ მე, ავთო ბიძია, ბექა და მერაბი წავედით, რადგან სწრაფად მოგვეძებნა საკარვე ადგილი და ბანაკი მოგვემზადებინა (ოთხი საათი იყო და უნდა გვეჩქარა).
ასე საათნახევარში უკვე მოვნახეთ შედარებით სწორი ადგილი და კარვებიც გავშალეთ. საერთოდ კალოთანისღელის ხეობას რომ აუყვები, ასე 6-7 კილომეტრში ხეობა ორად იყოფა. კალოთანის უღელტეხილი კიდე მარცხენა ხეობის ბოლოშია. ჩვენი ბანაკი ხეობის გასაყოფამდე ასე 3 კილომეტრით იყო დაშორებული. ისე აჯობებდა, რომ ხეობის გასაყართან მოგვესწრო ასვლა, რადგან იმ სამმა კილომეტრმა უღელტეხილის გადავლისას სერიოზული დაბრკოლებები შეგვიქმნა, მაგრამ ღვთის წყალობით ეს დაბრკოლებაც გადავლახეთ. თუმცა ამაზე მოგვიანებით.
მოკლედ თუ კალოთანის უღელტეხილის გადავლა გინდათ, ჯობია, რომ ხეობის გასაყართან დაბანაკდეთ.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 19 დეკ 2007, 22:53

ამ საღამოსაც არ ჩაუვლია ჩვეულებრივად. როცა კარვები გავშალეთ, მე და მერაბი უკან დავბრუნდით სხვების დასახმარებლად. პირველი ნაკადს მერაბი აჰყვა ბანაკამდე, მე კიდევ წავედი დასახმარებლად, რადგან სამნი კიდევ იყვნენ მოსასვლელები. სანამ ჩვენც ბანაკში ავიდოდით, აი თურმე რა მომხდარა:
მერაბს და ბექას მდინარის ნაპირიდან ჯირკი ამოუტანიათ. როცა ამ ჯირკს გასუფთავება და ბერტყვა დაუწყეს, იქიდან პატარა გველი ჩამოვარდნილა. ავთო ბიძიას ჯოხებით აუყვანია და მისი შორს გაშვება უნდოდა, მაგრამ გველი ჯოხებში გასხლტა და კარვებისკენ გასრიალდა. მოულოდნელობისაგან დაბნეულან, მაგრამ დედაჩემმა მოასწრო და გველს ჯოხით გააფრთხობინა სული. მოასწრო დედაჩემმა, თორე რომ გაქცეოდათ კაი ხათაბალას გადავეყრებოდით: არ გინდოდა პატარა, მომწვანო გველის პოვნა მუხლამდე ბალახებში?
მოკლედ ეს დღეც გათავდა. წინ არც ისე მარტივი მომდევნო გველოდებოდა.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 19 დეკ 2007, 23:21

მომდევნო დილაც გათენდა! შეძლებისდაგვარად ორგანიზებულად ვიმოქმედეთ და 9 საათისათვის გზას დავადექით. კალოთანის ხეობაში, ხეობის გაყოფამდე, არც ისე კარგი ბილიკია: ადგილ-ადგილ ბილიკი იტოტება და არასწორად მიყავხარ. ამიტომ უნდა ეცადო, რომ უფრო ზედა ბილიკებით იარო ზემოდან რომ კარგად დაინახო ბილიკის სხვა განშტოებები. ჩვენ მალევე ავცდით ძირითად ბილიკს და უცნაურ ადგილას ამოვყავით თავი: მდინარის ნაპირას მცირე ჭალაში ასე ოცამდე კურო იყო. ვერ მივხვდით რატომ იყვნენ აქ ასე "დამწყვდეულები". ბილიკი პირდაპირ მათ სამყოფელზე გადიოდა. სხვა რა გვექნა, ძალიან ფრთხილად გავიარეთ ეს საკმაოდ საშიში მონაკვეთი (ვინ იცის როდის შეიძლება ერქინა ხარს რომელიმე ჩვენგანისთვის).
ამ უცნაური ადგილის გავლის შემდეგ ბილიკი მოვიძიეთ და ფერდობზე ცოტა მაღლა ავინაცვლეთ. მალევე მივადექით პარატა ჩანჩქერს:
Image[/img]
ამ ჩანჩქერის შემდეგ შორს აღარ იყო ხეობების გასაყოფი და იქ მალევე მივედით. ამ ადგილას მოვწყვეთ პირველი შესვენება. ცოტა ხანში დათო და ირმა გამოჩნდნენ რითაც ძალიან გაგვახარეს. დათო და ირმა მოგვიანებით წამოვიდნენ, ამიტომ მოვიდნენ მოგვიანებით. ესეც გზაში გადაღებული კადრები:
ბექა თავის ჩანთას არემონტებს
Image[/img]
მამაჩემი მრავალმინიშვნელოვნად იმზირება (მის უკან შორს ბუნდოვნად მოჩანს კალოთანის უღელტეხილი)
Image[/img]
ესეც ავთო ბიძია: ცხვირი დაეწვა და რა ქნას? :)
Image[/img]

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by zura N. » 20 დეკ 2007, 14:42

Drumer
დიდი მადლობა ამღელი ბავშვის სურათისთვის ეგ ბავშვი ქეთი წიკლაურია და ერთი და და ერთი ძმა ყავს კიდე, ცოტა ხანში გადავცემ იმ ბავშვს ამ სურათს და თქვენ თავს შევახსენებ. :)


რაც შეეხება ტანიეს ხეობას გვალვას და Bernar-ის ნათქვამს მეც დავამატებ რამდენიმე სიტყვას.

ტანიეს ხეობა ულამაზესია, ყველანაირი ბუნებაა: კლდიანი ნაპირებით, ჩანჩქერებით, გაშლილი ველებიც, ყვავილებით მოფენილი მინდვრები, ზვავები და ა.შ.
2 წლის წინ ვიყავი მაგ ხეობაში როგორც ბერნარმა თქვა იმ მარშრუტით, ოღონდ მაშინ უკანხადუდან გადმოვედით ხეობაში და ტანიეს ტბის გავლით გადავედით არხოტში. ამ ლაშქრობის უფრო დაწვრილებით აღწერას აქ ნახავ სურათებთან ერთად:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=773
წელს კი მე და გვალვას გვინდოდა ამ მარშუტის უკუმიმართულებით გავლა, მაგრამ როგორც ლელამ თქვა პატარა პრობლემები შეგვექმნა. :) უფრო დაწვრილებით აქ ნახავ:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1375

P.S. რაც შეეხება მომავალ წელს ტანიეს ხეობის და არხოტის ნახვას მე აუცილებლად ვაპირებ. მიუხედავად იმისა რამდენი კაცი იქნება 2 თუ 50. :)
ჩემი საოცნებო მარშუტი კი ესეთია. გიორგიწმინდა-ისართღელე-ტანიე-ასა-ამღა-ახიელი და შემდეგ ვნახავ საით წავალ ხევში თუ როშკაში.

ასევე როგორც მე მითხრეს იმათმა ვინც ნამყოფია: ტანიეს მხრიდან გადასვლა ისართღელეზე და მერე გიორგიწმინდაში ძალიან ძნელია ნაშალის გამო, ამიტომ იქედან უნდა გადმოვიდე(თ). :D
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 20 დეკ 2007, 20:37

Zura N, ისართღელეზე გადასვლა მეც ძალიან მინდა და დარწმუნებული ვარ მაქსიმუმ ორ-სამ წელიწადში გადავივლი კიდეც. ის ნაღდი იქნება, რომ ისართღელეზე გადასვლა გიორგიწმინდიდან აჯობებს დაქანებაც ნაკლებია და თან როგორც ჩემი რუკებიდან დავასკვენი ძირითადში ბალახიანი იქნება (წინხადუდან კალოთანის ასასვლელის მსგავსად).
მეც თუ გადავალ ისართღელეს ალბათ ეგეთი მარშუტით. (შეიძლება კიდე სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ყველაფერს კარგი დაგეგმვა და გააზრება უნდა).
ამ ზაფხულში მე, მერაბი და ჩვენი მეგობრები თუშეთში წასვლას ვაპირებთ და ვნახოთ რა და როგორ იქნება. :D

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 22 დეკ 2007, 15:45

ხეობის გასაყართან კარგად დავისვენეთ და შევუდექით აღმართებს. წინ ისევ მე, მერაბი, ბექა და ავთო ბიძია ვიყავით. ხეობის გასაყარიდან უკვე კარგი ბილიკი მიდის: არც დაკლაკნილია და კარგადაც ამჩნევია მიწას. ნელ-ნელა მივიწევდით წინ. კალოთანის ხეობა სწორი ხეობაა. ერთი უცნაურობა კი ახასიათებს: ქვემოდან რომ ამოჰყვები, ხეობის გაყოფამდე მდინარე ჩვეულებრივ არის. აი როცა უკვე მარცხენა ხეობას აჰყვები, იქ უკვე მდინარე აღარაა. მხოლოდ მარცხნივ მდებარე კლდეებიდან თუ გადმოჩქეფს ჩანჩქერები და ისინიც მალევე იკარგებიან მიწაში. ასე რომ ამ ხეობის გავლისას წყალი აუცილებლად მოიმარაგეთ. თუმცა როცა კალოთანის უღელტეხილს მიუახლოვდებით, იქ არის პატარა ნაკადული, მაგრამ ისიც მალევე იკარგება ქვიან ნიადაგში.
ასე ორ საათში წინა ოთხი კაცი თითქმის წყლამდე ავედით. მე ჩანთა მოვიხსენი და ქვევით ჩავხედე დანარჩენებს. დედაჩემი, მამაჩემი, ლალი მასწავლებელი და ნინო არ იყვნენ შორს, აი დანარჩენები კი საერთოდ არ ჩანდნენ. შევფიქრიანდი. მამაჩემს დაველოდე და მერე ორივენი ქვევით ჩავედით მათ სანახავად. საკმაოდ უკან ყოფილან. უკვე ოთხის ნახევარი იყო და უნდა გვეჩქარა. ამიტომ წინ მამაჩემი დავაყენეთ, ბოლოში კი მე დავდექი და და ჩამწკრივებულები დავადექით ბილიკს: მივდიოდით ნელა, მაგრამ შესვენებების გარეშე. ამის ხარჯზე ასე ნახევარ საათში იქ ავედით, სადაც ჩვენ დავისვენეთ. ახლა ცოტა იმედი მოგვეცა, რომ უღელტეხილზე არ დაგვაღამდებოდა. მცირე შესვენების შემდეგ კიდევ ამავე მეთოდით უკვე წყლამდე ავედით. უღელტეხილამდე ცოტაღა იყო დარჩენილი, მაგრამ დროც მიდიოდა... წყალთან მათარები შევავსეთ და დავისვენეთ.
თოვლზე ეტყობა, რომ უღელტეხილთან ახლოს ვართ
Image[/img]
Image[/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 22 დეკ 2007, 16:00

აქედან უკვე წინ წავედი, რათა უღელტეხილზე ავსულიყავი. ცოტა ხანში უკან მოვიხედე და აი რა დავინახე
Image
ასე ნეხევარ საათში უკვე კალოთანის უღელტეხილს ძალიან მივუახლოვდი. უკვე ბოლო აღმართზე მივაბიჯებ! აჰა ერთი, ორი ნაბიჯიც და უღელტეხილზე ვარ!!!
ეს შესანიშნავი განცდაა როდესაც ამ სიმაღლიდან დაჰყურებ არემარეს და ყველაფერი შენს ფერხთით რომაა გაწოლილი! წინ მთელი პირაქეთა ხევსურეთი მოჩანს: განსაკუთრებით კარგად გორშეღმის თემის სოფლები: ბაცალიგო, ატაბე, აყნელი, ჩხუბა... მარცხნივ ტანიეს მწვერვალი და კალოთანის და ტანიეს ხეობების გამყოფი ქედის მწვერვალები, მარჯვნივ კიდე ერთადერთი და განუმეორებელი ჭაუხები, ხოლო თუ მარჯვნივ კიდე უფრო მოტრიალდები, უკვე ბაჩახის, შანის, შინოს და სხვადასხვა მწვერვალების წვერებსაც დაინახავ. ეს ყველაფერი ერთად კი ულამაზეს ხედს ბადებს, რომელიც კალოთანის უღელტეხილიდან იშლება.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 22 დეკ 2007, 16:02

აქედან უკვე წინ წავედი, რათა უღელტეხილზე ავსულიყავი. ცოტა ხანში უკან მოვიხედე და აი რა დავინახე
Image[/img]
ეს სურათი ალბათ ყველაზე კარგია რაც ამ ლაშქრობის დროს გადავიღე (ჩემი აზრით რა თქმა უნდა :) ).

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 22 დეკ 2007, 16:26

როცა შთაბეჭდილებები ოდნავ დაცხრა, სასწრაფოდ უკან დავბრუნდი. ასე საათნახევარში თითმის ყველანი ვიყავით უღელტეხილზე, მხოლოდ ორნი: სალომე და დედამისი იყვნენ ამოსასვლელები. აი ისინიც უღელტეხილის ბოლო აღმართზე!
Image[/img]
როგორც იქნა ამოვიდნენ ისინიც უღელტეხილზე: უკვე რვის თზუთმეტი წუთი იყო!
უნდა გვეჩქარა. სწრაფად ჩავედით ქვედა ბილიკზე და ის იყო უნდა დავძრულიყავით, რომ ბექა მობრუნდა და გვითხრა, რომ ამ ბილიკზე ერთი მონაკვეთი ძალიან ცუდი გასავლელიაო და უკან აბრუნდით და შემოვლითი ბილიკით შემოუარეთო! ეს ჩვენთვის თავზარის ტოლფასი იყო. ძლივს ამოვიარეთ აღმართები და ახლა ზემოთ ქედს უნდა გავყოლოდით, მივსულიყავით იმ ადგილზე სადაც კალოთანის თხემი ძირითად ქედს უერთდება და შემდეგ ამ ქედს ჩამოვყოლოდით... ეს მეტისმეტი იყო, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. შეძლების დაგვარად სწრაფად მივედით ქედის და თხემის შესართავთან და ძირს დავეშვით. თავიდან ძალიან საფრთხილო იყო, რადგან საკმარისად დაქანებული იყო ფერდობი და თან უკვე ღამდებოდა. ძალიან ვინერვიულე. როცა პირველმა ნაწილმა ეს სახიფათო მონაკვეთი ჩაიარა, უკან ამოვბრუნდი და როცა უკანასკნელი წევრებიც დავინახე, ცოტა დავმშვიდდი. ღვთის წყალობით თხუთმეტ წუთში ყველანი გამოვცდით სახიფათო ადგილს. ამის შემდეგ თხემი აღარ იყო ძალიან დაქანებული და სერიოზული საშიშროება აღარ გვემუქრებოდა. ათ წუთში უკვე დაღამებული იყო. ახლა ამ ღამეში ნელ-ნელა ფარნებით მივდიოდით. უკვე ერთ საათში კიდე დედაჩემს, მერაბს და ავთო ბიძიას დავეწიეთ, რომლებიც ისხდნენ და ჩვენ გველოდებოდნენ.
კიდევ კარგი ამინდი კარგი შეგვხვდა, თორე ძალიან გავწვალდებოდით. ცა სულ მოწმენდილი იყო და ვარსკვლავებით მოჭედილი. მოვითქვით სული და ამოვისუნთქეთ მშვიდობით რომ ჩამოვედით. ახლა საზრუნავი გვქონდა ღამის გასათევი. ცოტა მსჯელობის შემდეგ მერაბმა და ბექამ იქაურობა დაზვერეს და ცოტა ქვემოთ ნორმალური საკარვე ადგილიც ნახეს. დაღლილებმა გავშალეთ კარვები, შვძვერით შიგნით და დავიძინეთ. იმ დროს ძილი მისწრება იყო ჩვენთვის.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 25 დეკ 2007, 21:25

შემდეგ დილას რომ გავიღვიძე მზე უკვე ამოსული იყო. ჭაუხები საკმაოდ ლამაზი იყო ამ დილას. აი ამის დამადასტურებელი ფოტო მასალაც: Image[/img]

ძალიან დაღლილი ვიყავი. ამას თან წყურვილიც ერთვოდა და ამიტომ ერთი სული მქონდა წინხადუში ჩავსულიყავით. როგორც იქნა ავბარგდით და დავეშვით დაბლა. როგორც აღმოჩნდა წინხადუსთან საკმაოდ ახლოს ვყოფილვართ. ჩასვლისას წყალი დავლიეთ და სული მოვითქვით. ამის მერე უკვე ნაცნობების მონახულების დროც მოვიდა! (წინა წელს მე, მერაბს, დედაჩემს და კიდევ სამი კაცს გვინდოდა არხოტში გადასვლა, ოღონდ სხვა მარშუტით: როშკიდან ჯერ ბლოში ჩავედით და შემდეგ ბლოდან გვინდოდა არხოტის უღელტეხილის გადავლით არხოტში ჩასვლა. მაგრამ სამწუხაროდ ბილიკი აგვერია და არხოტში ვერ გადავედით. შემდეგ რაკი სხვა გზა აღარ გვქონდა, გორშეღმის თემში ჩამოვედით და წინხადუმდე უსტამალეში დავბანაკდით. მეორე დღეს კიდე წინხადუში ავედით სადაც თოთია არაბულის ოჯახი გავიცანით. თოთიას ორი შვილი ჰყავს: ჯემალი და ამირანი. ამირანი ტერღას საგუშაგოზე მუშაობს მესაზღვრედ).
ჯემალ არაბულმა მალევე გვიცნო. სახლში კიდევ ამირანის მეუღლე და დედა იყვნენ. ცოტა საუბრის და სტუმარ-მასპინძლობის შემდეგ სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ:
დათოს გვედზე რომ დგას აი ისაა ჯემალ არაბული
Image[/img]

ეს კი ხედია წინხადუდან
Image[/img]
აღსანიშნავია, რომ წინხადუდან ხევსურეთის არაგვის ხეობის ძალიან ლამაზი ხედი იშლება. ნაწილობრივ ეს ფოტოზეცაა ასახული.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 25 დეკ 2007, 22:00

ამის შემდეგ დავემშვიდობეთ ჩვენს მასპინძლებს და გუდანის გზას დავადექით. ახლა სანერვიულო არც არაფერი გვქონდა და ნელ-ნელა მივაბიჯებდით.
ატაბესთან ბექამ აი ეს ფოტო გადამიღო: (უკან ატაბეა, ხოლო სულ უკან მკრთალად ჭაუხებიც მოჩანს)
Image[/img]
ეს ფოტო ბაცალიგოსთან რომ წყაროა იქ გადავიღეთ:
Image[/img]

საღამოსკენ, გუდანს რომ მივუახლოვდით, ჭაუხებიც დავლანდე
Image[/img]

ეს სურათი კიდე ავტოგადაღებით გადავიღეთ გუდანთან ახლოს: მე, ბექა, დათო და ირმა.
მარცხნივ და შორს მკრთალად მოჩანს დათვისჯვრის უღელტეხილი.
Image[/img]

ასე და ამგვარად ჩავედით გუდანში სადაც ჩვენი სკოლის ახლო ნაცნობის მინდია ჭინჭარაულის სახლში დავბინავდით. ძალიან გაუხარდათ ჩვენი ნახვა.
ჩვენც გაგვიხარდა მათი ნახვა. ასე რომ ჩვენი მოგზაურობაც თითქმის დამთავრდა: წინ მხოლოდ კორშაში ჩასვლა და იქიდან თბილისში გამგზავრება რჩებოდა.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by caucasica » 28 დეკ 2007, 20:20

ძალიან ვისიამოვნე
კარგები ხართთ
აი ეს ნახეთ:
http://bin.ge/file/116578/Khvaramze.wma.html

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 28 დეკ 2007, 21:41

და ბოლოს: გუდანიდან დანახული ჭაუხები და კორშაში გადაღებული ორიოდე კადრიც
Image[/img]
უცნაურია ჭაუხები: დღის სხვადასხვა პერიოდში სახვადასხვა ფერი დაკრავს ხოლმე. ხან პირქუშია, ხან კიდე სასიამოვნოდ გამოანათებს...
Image[/img]

აი დათო და ირმა კორშის გაჩერებაზე: ძალიან საყვარლები არიან :D
Image[/img]

ეს კიდე კორშის თეთრი, ფითქინა ღრუბელი...
Image[/img]

ასე და ამგვარად, როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაზე, ჩვენი ლაშქრობაც დამთავრდა... დამთავრდა და თან ისე, რომ შესანიშნავი განცდები, მოგონებები და ფასდაუდებელი გამოცდილება შეგვძინა! მე უფლის და საქართველოს მადლობელი ვარ, რომ საშუალება მომეცა ასეთი სილამაზე მეგრძნო, მენახა და თან ვყოფილიყავი უსაზღვროდ ამაყი იმით, რომ ქართველად დავიბადე და ქართველი ვარ!!!
Last edited by Bernar on 28 დეკ 2007, 21:45, edited 1 time in total.

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by KINALOKO » 28 დეკ 2007, 21:44

:shock: ჭაუხებსა და ირმასა და დათოს შორის რა მოვლენას აქვა ადგილი? :roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 28 დეკ 2007, 21:47

LOKOKINA, შეცდომა იყო და გამოვასწორე!
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]