არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Linda » 14 დეკ 2007, 03:28

საქორწინო მოგზაურობა ლაშქრობაში რა მაგარია : )

კარგი ფოტოებია

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Ninukala » 14 დეკ 2007, 10:41

Bernar
მშვენიერი სურათებია და ლამაზი ლაშქრობა გქონიათ.... ;) გამიხარდა შენი შემოკარველება ბაზალეთის Urban family-ს წევრო ;), მგონი ვიცი კარავის შესახებ საიდანაც იცი ;)
Last edited by Ninukala on 14 დეკ 2007, 11:14, edited 1 time in total.
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by nusa » 14 დეკ 2007, 10:58

Bernar აი თურმე ზაფხულში სად დაგვეკარგე ;)
შესანიშნავი მოგზაურობა მოგიწყვიათ
მიყვარს ოჯახური ლაშქრობებ :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Gvalva » 14 დეკ 2007, 13:46

Bernar

რა კარგია ნაცნობი ადგილების ნახვა და გახსენება!! ერთი სასუპტანოს მთა შემხვდა უცნობი და რომელია არ ვიცი :(

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by guruli » 14 დეკ 2007, 15:30

Bernar
- საღოლ, ძმაო, თქვენს შემართებას :!: :!: :!: ოჯახური გასვლა მართლაც რომ გადასარევი პროექტია. ვისურვებდი, ბევრი მიმბაძველი გამოგიჩნდეთ. არხოტი ჩემთვის ჯერაც აუხდენელ ოცნებად რჩება, მაგრამ, ვიმედოვნებ, გაისად ზურა-ნ-ს როგორმე დავემგზავრები.
და ის სამი ცხენოსაანი საიდან მოგევლინათ, საიდან გაიგეს თქვენი გასაჭირი?

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 14 დეკ 2007, 22:58

Gvalva, სასუპტანოს მთა სანამ წელთგზას დაადგები, ანუ სანამ ბლოღელის სათავეებს ზემოდან მოექცევი, მანამდე ხელმარცხნივ მთა რომ მოჩანს ისაა.
ეს მთა თქვენც გაქვთ გადაღებული თქვენს ლაშქრობაში: აი ისაა მერე თქვენი კომენტარი რომ აქვს: "მეუბნებოდნენ, რომ გადასასვლელი იმ მთასთან არისო, და ნეტა როდის ავალთ იქო."

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 14 დეკ 2007, 23:09

მე და მერაბი ახიელში ძალიან სწრაფად ჩავედით, რადგან სულ სველები ვიყავით და გაჩერება არ ივარგებდა. როგორც კი მივედით ახიელში, იქ ცხენოსნების ოჯახში ოჯახის უფროსმა ომარ ნაროზაულმა ძალიან თბილად მიგვიღო. მე და მერაბმა სასწრაფოდ ამოვალაგეთ ჩანთები და რაც სველი გვქონდა იქვე გადავფინეთ. ამის შემდეგ კი უკან დავბრუნდით დარჩენილების დასახმარებლად. ისე ახიელში ერთი წვეთიც არ იყო ჩამოვარდნილი, ახიელიდან 3 კილომეტრში კიდე კინაღამ ცა ჩამოიქცა! ბოლოს როგორც იქნა ყველანი ახიელში შევიკრიბეთ და შვებით ამოვისუნთქეთ:
Image[/img]
ამ სურათზე რომ ძაღლია ბაგირა ქვია, ძალიან დიდი მაგრამ საყვარელი ძაღლია.
ახიელში გავიგეთ, რომ ის ცხენოსნები დათოს და ირმას გამოუგზავნიათ, რადგან მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ამ დღეს უნდა ჩამოვსულიყავით სოფელში. ეტყობა დათომ დაინახა, რომ ასას ხეობის თავზე ღრუბელი იყო დამდგარი და მიხვდა ყველაფერს! აი რას ნიშნავს კეთილი და მოსაზრებული ადამიანი!

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 14 დეკ 2007, 23:15

მალევე გემრიელად ვისადილეთ საერთო სუფრაზე ჩვენს მასპინძლებთან ერთად. (ერთი რამ უნდა აღვნიშნო: მასპინძლებმა ისეთი არაჟანი გვაჭამეს, არაჟნის უნახავს გაგხდიდა კაცს. ესეთი გემრიელი არაჟანი ცხოვრებაში არ მიჭამია! Gvalva და Zura N-ც ალბათ გაუგებდნენ გემოს არხოტულ არაჟანს)

სადილის შემდეგ გამოვეფინეთ გარეთ, ცოტა ვითამაშეთ, გავერთეთ და თან ახიელიდან ეს შესანიშნავი ხედიც დავაფიქსირე:
Image[/img]

საღამოს კაი ხანი კოცონთანაც ვიბაასეთ და ხვალინდელი დღის მოლოდინით დავიძინეთ: ხვალ ხომ ჭიმღა გველოდებოდა მთელი თავისი ჯადოქრული ბუნებით!

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 14 დეკ 2007, 23:24

გათენდა მეოთხე დილაც ჩვენი ლაშქრობისა. ჩვეულებისამებრ ვისაუზმეთ და ბაგირასაც მოვეფერეთ
აქ ნინო და დედაჩემი არიან
Image[/img]
აქ კიდე მერაბი და ბექა
Image[/img]

ესეც ახიელის ცხენები, რომელთაც წინა დღეს სამშვიდობოს გამოგვიყვანეს
Image[/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 14 დეკ 2007, 23:34

როცა მოვითავეთ დილის საქმეები, ყველანი დავმწკრივდით და ჭიმღისაკენ დავიძარით. დათო და ირმაც ჩვენთან იყვნენ: ისინი ჩვენი ჯგუფის წევრები გახდნენ!

ესეც ბექა: უხარია ასეთი კლდეების წინ პოზიორობა :D
Image[/img]

აი მამაჩემი და ავთო ბიძია: ფრთხილობენ ხიდზე გადმოსვლას
Image[/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 14 დეკ 2007, 23:49

საერთოდ ჭიმღისაკენ ორი ბილიკი ადის მდინარის ორივე ნაპირიდან. თუ ახიელიდან მიადგებით, მაშინ მარცხენა ნაპირის ბილიკია უფრო ძველი, თუმცა წაშლილი და დაკარგული არაა, მაგრამ მარჯვენა ნაპირის ბილიკი უკეთესია: ეტყობა მესაზღვრეები და არხოტელები უფრო ამ ბილიკით სარგებლობენ. ეს ბილიკი პირდაპირ გიგლა ოჩიაურის სახლში მიდის, რომელიც სოფელ ჭიმღის ერთადერთი მაცხოვრებელია.
ჩვენ ძველი ბილიკი ავირჩიეთ, რადგან გვითხრეს, რომ გიგლას ორი დიდი ძაღლი ჰყავსო და ჯობია მარცხნიდან ახვიდეთო. ესეც გზაში გადაღებული სურათებია:
Image[/img]

Image[/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 14 დეკ 2007, 23:50

კაი დღეისათვის ეს იყოს.
გაგრძელება იქნება!!!!!!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Gvalva » 15 დეკ 2007, 03:11

Bernar

სასუპტანოს მთა არასოდეს დამავიწყდება :) სწორედ მაგიტომ რაც შენ გაიხსენე :)

რა კარგია ასე კარგად რომ აღწერ იმ ადგილებს სადაც უკვე ნამყოფი ვარ, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს თითქოს "ჩემს მამულებს" მათვალიერებინებ, რომელიც დიიიდი ხანია არ მინახავს.

ისე, იქეთობას ჩვენც დავსველდით და დაგვიღამდა კიდევაც, ახიელამდე არ მისული, სადღაც ზვავებთან ჩამობნელდა და მერე სულ წვიმაში და სიბნელეში ვიარეთ, რაღაც ისე კარგად მახსოვს ეგ სიარული, არც წვიმა მაწუხებდა და არც სიბნელე, მე და ზურას ერთი ფარანი გვქონდა და ლაპარაკ–ლაპარაკით მივდიოდით :)

ხო, იქაურები ვინ შეგხვდათ, ვის ეკონტაქტეთ ეგენიც დაწერე რაა, ისინიც უკვე "ჩემიანები" არიან :)

User avatar
Drumer
ბილიკზე მოარული
Posts: 73
Joined: 02 ივნ 2006, 01:51
Location: თბილსი
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Drumer » 15 დეკ 2007, 11:50

სეტყვის დროს მათ დიდი ბრეზენტი გვათხოვეს და იმის ქვეშ მოყუჟულებმა გადავიტანეთ სეტყვა.
ბოლოს როგორც იქნა გადაიღო და ჩვენც გარეთ გამოვიხედეთ და ოი საოცრებავ: ირგვლივ სულ გადათეთრებული იყო მთები, გეგონებოდა ახალი დათოვლილიაო.
Image[/img]

ai isinic brezentis qveS moyuJulebi
Last edited by Drumer on 15 დეკ 2007, 12:59, edited 1 time in total.

User avatar
Drumer
ბილიკზე მოარული
Posts: 73
Joined: 02 ივნ 2006, 01:51
Location: თბილსი
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Drumer » 15 დეკ 2007, 12:00

ai setyvac Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]