არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 12 დეკ 2007, 22:01

აჰა გათენდა მეორე დღეც. ღამე არ უწვიმია, წინა საღამოს მხოლოდ გუდანის და ხახმატის თავზე იდგა ღრუბელი და გამალებით ელავდა.
დილის როშკაში ცა სრულიად მოწმენდილი იყო. ძალიან გამიხარდა, რადგან დღეს უნდა გადაგვევლო ბოგოვაჩოსღელის უღელტეხილი და გადავსულიყავით არხოტში (ამ უღელტეხილს ცოტა უცნაური სახელი აქვს: არხოტელები ამ უღელტეხილს როშკის უღელტეხილს ეძახიან).
აჰა ესეც ჩვენი ბანაკი დილას:
Image[/img]
უკან მოჩანს მწვერვალი როშკახორხი. მისი სიმაღლე დაახლოებით 3500 მეტრია.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 12 დეკ 2007, 22:06

paata, ფოტოები ბევრი მაქვს, ასე 100-მდე. ყველას არა, მაგრამ უმრავლესობას ალბათ დავდებ. :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 12 დეკ 2007, 22:13

საუზმის შემდეგ შევკარით ჩვენი გუდა-ნაბადი და დავადექით გრძელ და მოლოდინით სავსე გზას. მალევე მოვექეცით თავზე როშკას. ნელნელა როშკახორხმაც წამოიხურა ნისლები და ცოტა ხნით დაგვემალა კიდევაც.
ეს ავთო ბიძიაა, ჩემი ნათესავი, უკან კიდე როშკაა

Image[/img]

Image[/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 12 დეკ 2007, 22:25

აჰა ავიარეთ დღევანდელი გზის პირველი ეტაპი. უკან ჩვენები მოჩანან:

Image[/img]

აქედან უკვე ულამაზესი ხედი გადაიშალა: წინ სრულად მოჩანდა ჭაუხები, აბუდელაურის ტბების მიდამოები, როშკახორხი და საძელის უღელტეხილიც. სამწუხაროდ აქედან გადაებული სურათი გამიფუჭდა. :(

ამის მერე ასე ერთუი საათი ვიარეთ, საკმაო სიმაღლეც ავიღეთ და ცაც საავდროდ მოიღრუბლა. მალე კიდე საშინელი სეტყვაც წამოვიდა.
დამავიწყდა მეთქვა, რომ როშკაში ახალგაზრდა, ახალდაქორწინებული ცოლ-ქმარი შეგვხვდა, რომლებიც ქორწილიდან პირდაპირ აქ წამოსულან(!!!) და ახლა ჩვენსავით არხოტში მიდიოდნენ.
სეტყვის დროს მათ დიდი ბრეზენტი გვათხოვეს და იმის ქვეშ მოყუჟულებმა გადავიტანეთ სეტყვა.
ბოლოს როგორც იქნა გადაიღო და ჩვენც გარეთ გამოვიხედეთ და ოი საოცრებავ: ირგვლივ სულ გადათეთრებული იყო მთები, გეგონებოდა ახალი დათოვლილიაო.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 12 დეკ 2007, 22:30

წვიმის შემდეგ ერთი კი გაჟღერდა უკან ხომ არ დავბრუნდეთო, მაგრამ წინ უფრო ცოტა გზა გვქონდა დარჩენილი და განვაგრძეთ გზა არხოტისაკენ! გზაში ჩემმა ძმამ ეს სურათი გადაიღო. ეს სასუპტანოს მთაა (სიმაღლე 3300 მ):
Image[/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 12 დეკ 2007, 22:32

კარგით დღეისთვის ეს იყოს და ხვალ ან ზეგ გავაგრძელებ თემას.
შემდეგიდან უკვე არხოტის სურათები წამოვა!

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 13 დეკ 2007, 21:40

აჰა განვაგრძოთ დაწყებული საქმე:
სასუპტანოს მთას რომ გავცდით მალევე მოვექეცით თავზე მდინარე ბლოღელის სათავეებს და თავად სოფელ ბლოს. ულამაზესი, ენით აუწერელი იყო ბლოღელის სათავეები ზემოდან. ესეც მეორე ეტაპი გადავლახეთ და ახლა არხოტში გადასასვლელად გზის ბოლო მონაკვეთიღა გვრჩებოდა: ასე ერთი კილომეტრი ნაშალზე უნდა გვევლო.
ბოლო ეტაპის გავლამდე ცოტა წავიხემსეთ შემცივნებულებმა არაყიც გადაკრეს და გავუდექით გზას!
ასე ერთი საათის პატარ-პატარა მაგრამ მკვეთრ აღმართ-დაღმართებზე სიარულის შემდეგ გადავედით არხოტში და წინ სულ სხვა ბუნება დავინახეთ: პირაქეთ თუ ძირითადად სიმწვანე იყო, იქით სულ კლდეები, მცირე მწვანე საფარი და ალაგალაგ შემორჩენილი თოვლი იყო. ხოლო ნაკადულები კი უამრავი იყო და ძალიან სასიამოვნო იყო მათი ჩხრიალის სმენა.

როგორც კი გადავხედეთ არხოტს იქვე პატარა საკმაოდ ლამაზი ტბაც დავინახეთ. ამ ტბას რომ ჩავცდით, პატარა ვაკე ადგილი გამოჩნდა და გადავწყვიტეთ იქ დავბანაკებულიყავით. დათომ და ირმამ (ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა) ახიელში ჩასვლა გადაწყვიტეს და გზა განაგრძეს.

ასე რომ გავშალეთ კარვები და დავისვენეთ. ყველანი კმაყოფილები ვიყავით, განსაკუთრებით კი მე, რადგან შარშანდელი წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ ასმაგად მინდოდა არხოტის მონახულება და მისი სილამაზის შესისხლხორცება. როცა დავადგი არხოტის მიწაზე ფეხი, ასე მეგონა რომ ასი წლის ნანატრი ოცნება ავისრულე (არ გეგონოთ რომ ვაჭარბებდე. ჩემთვის ეს მართლა ძალიან ბევრს ნიშნავდა).

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 13 დეკ 2007, 21:51

აჰა გათენდა მეორე დილაც. შეძლებისდაგვარად ადრე ავდექი და გადავწყვიტე ახლო-მახლო მიდამო დამეთვალიერებინა. ყველაფერი ლამაზი იყო: წინ ქედი ჭიმღის კლდე, ქვემოთ კანიონში გამავალი ასა, ალაგ-ალაგ შემორჩენილი ფითქინა თოვლი და ახლო-მახლო მჩქეფარე ნაკადულები. მე და მამაჩემი ასასკენ დავიძარით. მამაჩემი ცოტა ზემოთ დარჩა, მე ქვემოთ ჩავედი და აი ეს გადავიღე:
Image[/img]

მერე ცოტა ზემოთ ესეც: ეს მე ვარ თოვლში, ფოკუსი არაა კარგი გასწორებული და წესიერად არ ვჩანვარ :)

Image[/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 13 დეკ 2007, 22:02

უკან რომ დავბრუნდით, ყველას ეღვიძა. თითქოს საჩქარო არაფერი არ გვქონდა, მაგრამ უღელტეხილიდან ნელ-ნელა შავმა ნისლებმა დაიწყო გადმოსვლა თან საკმაოდ ინტენსიურად. ნისლი საკმაოდ სწრაფად ფარავდა მიდამოს, მაგრამ ასევე სწრაფად იფანტებოდა. ჭიმღის კლდე ხან გამოჩნდებოდა და ხან არა. აი ამის დამადასტურებელი ფოტომასალა:

Image[/img]

ნისლებმა საკმაოდ დაგვაჩქარა და ასე ნახევარ საათში გზას დავადექით.
შეიძლება ითქვას, რომ ბურუსს წკიპზე გავასწარით.
ქვევით საკმაოდ სწრაფად დავეშვით და მალე მზემაც გამოანათა


Image[/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 14 დეკ 2007, 00:03

ჩანჩქერებთან შევისვენეთ კიდევაც. ისეთი ლამაზი ადგილი იყო ულამაზესი ყვავილებით, რომ სურათის გადაუღებლად ვერ დატოვებდი იქაურობას.
ისეთი ადგილია ნიმფებიც დიდი სიამოვნებით იბანავებდნენ :)

Image[/img]

ესეც დედაჩემი და ჩემი ძმა

Image[/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 14 დეკ 2007, 00:07

ესეც ყვავილები:
პირველი, მუქი ლურჯი მომწონს განსაკუთრებით
Image[/img]

Image[/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 14 დეკ 2007, 00:22

ეს სურათი კიდე ასას კანიონის დასასრულს გადავიღეთ: გვიხარია არხოტში რომ ვართ :)
მარცხნივ მე ვარ, მარჯვნივ ჩემი ძმაა, ჩემს გვერდზე ჩემი ძმის კლასელია, ნინო; ხოლო მერაბის (ჩემი ძმის) გვერდით ჩვენი სკოლის მასწავლებელია


Image[/img]

კანიონს რომ გავცდით, ცოტა ხნის შემდეგ ციდან დაიწყო წვეთების ცვენა, ერთი-ორჯერ ცუდადაც აგრუხუნდა, მოკლედ შევატყვეთ, რომ იწვიმებდა.
ავთო ბიძია და ბექა (ჩემი ნათესავი) წინ გავუშვით ვაკე ადგილის სანახავად და ცეცხლის დასანთებად. მაგრამ სეტყვამ ესეც არ გვაცალა: როგორც კი მივედით ბექასთან და ავთოსთან ძალიან ცივი სეტყვა წამოვიდა და მალე ყველანი გავილუმპეთ. მე პირადად კანკალმა ამიტანა ისე შემცივდა.
უცებ სამი ცხენოსანი გამოჩნდა, რომელთაც გვითხრეს, რომ ჩვენს დასახმარებლად იყვნენ. ჩვენ სიხარულმა და გაოცებამ ერთდროულად აგვიტანა: ვერ ვხვდებოდით საიდან უნდა სცოდნოდათ ჩვენს შესახებ.
თუმცა ახლა ამის დრო არ იყო. სასწრაფოდ გადავკიდეთ რამოდენიმე ჩანთა ცხენებს და დავადექით გზას. მალევე ჩავედით ახიელში...

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by paata_ » 14 დეკ 2007, 00:27

აუ რა მაგარია

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 დეკ 2007, 02:49

Bernar
იცი, ოჯახური გასვლა რომ მოაწყეთ, ეს ყველაზე მეტად მომეწონა.
ბედნიერებაა, რომ ყველას ჯანსაღი ცხოვრების წესი გაქვთ არჩეული

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Naia » 14 დეკ 2007, 03:25

Bernar
დამავიწყდა მეთქვა, რომ როშკაში ახალგაზრდა, ახალდაქორწინებული ცოლ-ქმარი შეგვხვდა, რომლებიც ქორწილიდან პირდაპირ აქ წამოსულან(!!!) და ახლა ჩვენსავით არხოტში მიდიოდნენ.
მგონი ვიცი ვისზედაც არის საუბარი :) ეგ ცოლ-ქმარი ჩვენც შეგვხდა აბუდელაურზე ლაშქრობის დროს. შოთამ შეიფარა სახლში და იქ გავიცანით. აღმოჩნდა, რომ ქმარი კარაველი ყოფილა (წეღან მოვკარი ხაზზე თვალი და გამახსენდა). მერე ჭაუხების გავლით ჯუთაში გადავიდნენ და თან ჩვენი 2 კარაველი გაიყოლეს.

მაგარი ლაშქრობა მოგიწყვიათ. ოჯახური გასვლა მეც ძალიან მომეწონა..
Last edited by Naia on 14 დეკ 2007, 18:55, edited 2 times in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]