არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 18 დეკ 2007, 22:28

როცა პირველი ხიდი გადავიარეთ, მეორე ნაპირზე მდებარე ნანგრევებსაც მივადექით. როგორც Gvalva-ს და Zura N-ს რეპორტაჟიდან გავიგე, ეს ამ ხეობის დამცავი ციხე-სიმაგრე ყოფილა. ასეთ ვიწრო ხეობაში მართლა ურთულესი საქმე იქნებოდა მტრისათვის ხევსურების დამარცხება!
აქვე ბექამ რამდენიმე სურათიც გადაიღო:
ესეც მერაბი და უკან ნანგრევები მოჩანს
Image[/img]
ბექა ნანგრევებზე
Image[/img]
ვინ იცის რამდენი ხნის აშენებულია
Image[/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 18 დეკ 2007, 22:37

შემდეგი გაჩერება ცისკარაულების წყაროსთან იყო. იქვე მაგიდა და ძელსკამიც იყო გაკეთებული. ირგვლივ სიმწვანე და სილამაზე იყო.
აი დედაჩემი და მამაჩემი წყაროსთან
Image[/img]
მცირე შესვენების მერე გზა განვაგრძეთ. წყაროდან 50 მეტრით ქვევით ასას ტანიესწყალი უერთდება. ძალიან ლამაზი ადგილია: ირგვლივ სულ ფიჭვნარია და მდინარეებიც კამკამა მოდიოდა.
ესეც ტანიესწყლის და ასას შესართავი:
Image[/img]

User avatar
Drumer
ბილიკზე მოარული
Posts: 73
Joined: 02 ივნ 2006, 01:51
Location: თბილსი
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Drumer » 18 დეკ 2007, 22:47

Bernar
ტანიესწყალს რომ ავუყვეთ სად ჩავალთ? ან თუ არსებობს ეგეთი მარშუტი?

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 18 დეკ 2007, 22:51

ამის შემდეგ კიდევ ერთ, საკმაოდ კარგ ხიდს მივადექით:

Image[/img]

Image[/img]

ამ ხიდის შემდეგ კი საოცარი რამ დავინახეთ: მდინარე ახლა ორ ძალიან მაღალ და ციცაბო კლდეს შორის გადიოდა. ეს ორი უზარმაზარი კლდე ხეობას თითქმის კეტავდა. აქაც ხიდი იყო გაკეთებული, ოღონს არც ისე საიმედო: ერთი სქელი რკინის მილი იყო გადებული, მეორე კიდე ხის მორი. ამ ხის მორზე უნდა გაგევლო და რკინის მილზე ხელის შევლებით თავი უნდა გაგემაგრებინა.
ამ ადგილზე რამოდენიმე დიდი და პატარა გამოქვაბულიცაა.
კლდეების მასშტაბისათვის ეს ორი სურათი გამოდგება:

Image[/img]
აქ მერაბის უკან რომ ორი კლდეა მათ შორის გადის მდინარე
Image[/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 18 დეკ 2007, 23:02

დათო, ტანიესწყალს თუ აუყვები, ასე 6-7 კილომეტრში ხეობა გაიყოფა:

1. მარჯვენა ხეობას თუ აჰყვები, მაშინ ტანიეს ტბაზე ახვალ. ამ ხეობას ტანიეს ხეობას ეძახიან. ის კალოთანის ხეობის პარალელურია და ბუნებითაც დაახლოებით მისდაგვარია, თუმცა საერთო ჯამში ეს ხეობა მაინც უფრო ლამაზი მგონია (კალოთანის ხეობასთან შედარებით). ბოლომდე თუ აჰყვები ტანიეს ხეობას, მაშინ პირაქეთა ხევსურეთში, კერძოდ კი უკანხადუში გადახვალ.
2. თუ ხეობას პირდაპირ გაჰყვები, მაშინ ისართღელის უღელტეხილს მიადგები. თუ გადაივლი ამ უღელტეხილს, მაშინ არღუნის ხეობის სოფელ გიორგიწმინდაში ჩახვალ. იქიდან 5 კილომეტრში კი შატილია.

დათო, ასეთი მარშუტის დაგეგმვა კი შეიძლება, მაგრამ საკმაოდ რთულია ტანიესწყლის ხეობაში იმ 6-7 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა, რადგან ჭალაში გიწევს სიარული და ხშირად უნდა გატოპომ საკმაოდ ჩქარი მდინარე.
რაც შეეხება ისართღელის უღელტეხილს (3468 მ ზღვის დონიდან), ის ხევსურეთში არსებულ უღელტეხილებს შორის ყველაზე მაღალია (რუსეთში გადასასვლელ უღელტეხილებს არ ვგულისხმობ).

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 18 დეკ 2007, 23:10

ამ კლდეების მერე მალევე მივადექით ნაზვავს, რომლის შუაშიც პატარა ჩანჩქერი ჩამოდიოდა:

Image[/img]

ამ ადგილას მე, მერაბმა და ბექამ ვიბანავეთ კიდეც. წყალი ძალიან ცივი კი იყო, მაგრამ სამაგიეროდ კარგად გავგრილდით.
ამის შემდეგ ცოტა კიდევ ჩავუყევით ხეობას და როდესაც საქართველოს მოფრიალე დროშა დავინახეთ, მივხვდით, რომ ტერღაზე მივედით და უკან გავბრუნდით, რადგან დღეს სამწუხაროდ ამდენი დრო აღარ გვქონდა. :(

User avatar
Drumer
ბილიკზე მოარული
Posts: 73
Joined: 02 ივნ 2006, 01:51
Location: თბილსი
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Drumer » 18 დეკ 2007, 23:12

Bernar
მაგარი კაცი ხარ და გაიხარე ამომწურავი ინფორმაციისთვის. პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვინახულებ მაგ ადგილებს :?

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 18 დეკ 2007, 23:17

და ბოლოს კიდევ რამოდენიმე სურათი ასას ხეობიდან იქაური სილამაზის მაქსიმალური შეგრძნებისათვის:

Image[/img]

Image[/img]

Image[/img]

Image[/img]

Image[/img]

Image[/img]

Image[/img]

User avatar
Drumer
ბილიკზე მოარული
Posts: 73
Joined: 02 ივნ 2006, 01:51
Location: თბილსი
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Drumer » 18 დეკ 2007, 23:32

Bernar
თუმცა საერთო ჯამში ეს ხეობა მაინც უფრო ლამაზი მგონია (კალოთანის ხეობასთან შედარებით)
ნამყოფი ხარ შეენ?
რაც შეეხება ისართღელის უღელტეხილს (3468 მ ზღვის დონიდან), ის ხევსურეთში არსებულ უღელტეხილებს შორის ყველაზე მაღალია
ჭაუხის უღელტეხილზეც მაღალია? (მე ჭაუხზე გადასასვლელი მეგონა ყველაზე მაღალი უღელტეხილი, სადღაც 3500მდე)

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by N67 » 19 დეკ 2007, 11:56

ბერნარ :)

ნუ ლაშქრობის ამბები ხო ვიცი ოტ-ი-დო მარგამ მაინც ძაან მასიამოვნა თემამ :)

ძაან კარგი რეპორტაჟია :)

:D
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Gvalva » 19 დეკ 2007, 12:42

Drumer

ტანიეს ხეობა საკმაოდ ლამაზია, მაგრამ შარშან მე და ზურას, უფრო სწორედ მე :), პააატარა ფათერაკი გადაგვხდა (არწერილია ჩვენს თემაში:) )... ამის გამო, ამ ზაფხულს კიდევ გვინდა წასვლა და თუ გინდა ერთად წავიდეთ...

Bernar
ძალიან კარგად წერ და რაც ყველაზე მეტად მახარებს, ეტყობა სადაც დადიხარ კარგად შეისწავლი ხოლმე იმ ადგილებს, ზურა N,-ის ასეთია, იმანას ზეპირად იცოდა ეს ადგილები... მიხარია შენი შემოკარვება!

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 19 დეკ 2007, 12:59

დათო, ნამყოფი არა ვარ, მაგრამ სურათებით და საკმაოდ კარგი სამხედრო რუკებით ვხვდები დაახლოებით როგორი ბუნებაა ტანიეს ხეობაში.

ისართღელის უღელტეხილი ჭაუხის უღელტეხილზე მაღალია. ჭაუხის უღელტეხილის სიმაღლეა 3338 მ ზღვის დონიდან. ისართღელის კიდე - 3486 მ.

Gvalva და N67, დიიიიდი მადლობა.

User avatar
Drumer
ბილიკზე მოარული
Posts: 73
Joined: 02 ივნ 2006, 01:51
Location: თბილსი
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Drumer » 19 დეკ 2007, 15:09

Gvalva
Bernar


ძალიან ლამაზი და საინტერესო ადგილები ჩანს. დიდ სიამოვნებით დავლაშქრავ თქვენთან ერთად ამ მშვენიერ ადგილებს, თუ ამის საშვალება მომეცა :) :wink:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by guruli » 19 დეკ 2007, 15:31

Gvalva
ამ ზაფხულს კიდევ გვინდა წასვლა და თუ გინდა ერთად წავიდეთ...
სულაც არ მაინტერესებს, დამიმგზავრებთ თუ არა; გინდათ თუ არა ჩემთან ერთად ლაშქრობა - მე მაინც მოვდივარ. :P :P ზურა-ნ-ს ისედაც დიდი ხნის წინ ავეკიდე, თქვენი არხოტიდან დაბრუნებისთანავე. სუ ტანიეში რომ ჩამაგდოთ და თანაც - ქვებით სავსე ხირჯინით, მაინც მოვდივარ. :lol: :lol:
და ჭიმღაში ოჩიაური ცხოვრობს, თუ რომელია ის ერთი ოჯახი?
თემის ავტორს ჩემი რესპექტები. ჩემთვის საოცნებო კიდევ ერთ მხარეში დავბოდიალებ ეს დღეები. :D

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Post by Bernar » 19 დეკ 2007, 22:31

quruli, ჭიმღაში ერთი კაცი ცხოვრობს: გიგლა ოჩიაური. სულ მარტოა, ზაფხულობით თუ ნახულობენ ხოლმე ჭიმღის საგუშაგოს მესაზღვრეები.
გიგლასთან სახლში სააკაშვილიც არის ნამყოფი. თუ გახსოვთ კურიერში იყო რეპორტაჟი არხოტიდან. იქ მესაზღვრეებმა სააკაშვილს ჯიხვის თავი (თუ რქები) აჩუქეს (ცოტა არ იყოს ცუდად მახსოვს).
გიგლას ოჯახში კიდე სააკაშვილს არაყიც დაულევია და დამთვრალა კიდეც.
:D
თან კიდე, რაც ყველაზე საინტერესოა, სააკაშვილი გიგლას არხოტში გზის გაყვანას დაპირებია!
(ჩვენი ლაშქრობის ბოლოსკენ ერთი ღამე გუდანში გავათიეთ მინდია ჭინჭარაულის ოჯახში. ეს კაცი საგზაო დეპარტამენტში მუშაობს და როგორც მან გვითხრა მათ მოსვლიათ ბრძანება, რომ განეხილათ არხოტში გზის გაყვანის საკითხი).

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]