Page 1 of 9

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 12 დეკ 2007, 19:50
by Bernar
პირველ რიგში მოგესალმებით. :)
ეს ჩემი დებიუტია Karavi-ზე.
სათაურის მიხედვით მიხვდებით, რომ თემა ჩვენს არხოტში მოგზაურობას შეეხება. სხვათა შორის ჩვენი ჯგუფი შეხვდა Gvalvas და Zura N-ს, როდესაც ისინი თბილისში ბრუნდებოდნენ. ჩვენ მაშინ ვიწყებდით მოგზაურობას.
ახლა კი დაწვრილებით მოგიყვებით ყველაფრის შესახებ.

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 12 დეკ 2007, 19:58
by lama
Bernar
გისმენთ ძალიან სასიამოვნოა

აბა დაიწყეთ :)

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 12 დეკ 2007, 20:01
by Bernar
ყველაფერი ასე დაიწყო: თავიდან მხოლოდ ჩვენი ოჯახი და რამოდენიმე ჩემი მეგობარი ვაპირებდით წასვლას (მათ შორის N67-იც), მაგრამ შემდეგ ბევრმა გამოთქვა სურვილი და საბოლოოდ 12 კაცი შევგროვდით.
30 ივლისს უკვე 4 საათისათვის დიდუბეში ვიყავით და ბარისახოს ავტობუსში ბარგს ვალაგებდით. ბოლოს როგორც იქნა დავიძარით და შევუდექით ხევსურეთის გზას. დაახლოებით რვის ნახევრისათვის უკვე კორშაში ვიყავით და მძღოლმა ჩვენი თხოვნით ოხერხევამდე აგვიყვანა (რა თქმა უნდა გარკვეული თანხის დამატებით :D ).
იქვე უცებ გავშალეთ კარვები და შემდეგი დილიდან ჩვენი ნამდვილი ლაშქრობა იწყებოდა! ყველანი მოუთმენლად ამასვე ველოდით.

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 12 დეკ 2007, 20:06
by Bernar
და აი გათენდა მეორე დილაც!
პირველად მე და მამაჩემმა გავიღვიძეთ. ასე 7 საათი იქნებოდა.
საკმაოდ ციოდა: მზე ჯერ მხოლოდ მთის წვერებს ანათებდა. თან ღამე ნესტიც ყოფილა და კარვები საკმაოდ იყო დაცვარული. ანუ მზის საბოლოო ამოსვლამდე ვერ დავიძრებოდით.
დრო გვქონდა, ამიტომ ცოტა მივათლიერ-მოვათვალიერეთ იქაურობა და შემდეგ უკვე შეშაც მოვზიდეთ და ცეცხლის დანთება ბექას, ჩემს ნათესავს მივანდეთ.

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 12 დეკ 2007, 20:21
by Bernar
უკაცრავად ცოტა ხანი უნდა მადროვოთ. სურათების ატვირთვასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები შემექმნა. :)

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 12 დეკ 2007, 20:23
by Bernar
ამასობაშიც ყველანი "გამოლაგდნენ" კარვებიდან და საუზმესაც შევექეცით.
Image[/img]

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 12 დეკ 2007, 20:55
by Bernar
ბოლოს როგორც იქნა ავშალეთ კარვები, ჩავალაგეთ ბარგი და დავადექით როშკისაკენ გზას.
ეს მამაჩემია, ჩანთის სიმძიმეს შეუწუხებია და მისი შემსუბუქების ახალ მეთოდს მიაგნო. :D

Image
[/img]

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 12 დეკ 2007, 21:04
by Bernar
პირველი სერიოზული შესვენება როშკის ასახვევთან გავაკეთეთ. შესვენებისას კიდე ასეთი სურათები გადავიღეთ

Image[/img]

Image[/img]

Image[/img]

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 12 დეკ 2007, 21:08
by Bernar
პირველად დედაჩემი და მამაჩემი წამოდგნენ და როშკის გზას დაადგნენ, თუმცა რამოდენიმე წამით შევაჩერე:

Image[/img]

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 12 დეკ 2007, 21:17
by Gvalva
სალამი როშკაში გაცნობილებო!! :) ვინც აქ არ შემოდის იმათაც მოკითხვა გადაეცი, გამეხარდა თქვენი ნახვა!!

არხოტიდან რომ გადმოვედით, როშკაში რამდენიმე ჯგუფი ვნახეთ, ძალიან გაგვეხარდა, დადის ხალხიო!! ერთმანეთს ვეუბნებოდით მე და ზურა. თქვენმა ჯგუფმა რომ თქვა არხოტში მივდივართო, კინაღამ ჩამოვიარეთ და ყველა გადავკოცნეთ როგორც ჩვენი ახლად გაცნობილი ნათესავები!! :)

მახსოვს, წინ ვინც შეგვხვდა ყველას ვუთხარით, მინდორზე ასავლელი ბილიკია, გრძლად არ წახვიდეთო :), ჩვენ ჩამოვლისას ისე გვინდოდა მოგვეჭრა, კინაღამ უბილიკოდ გადავიარეთ იმ მინდორზე, მერე კი ბილიკიც შევამჩნიეთ, ამსვლელებს უფრო გამოგადგებოდათ ცხადია...

რამდენ ხანს დავისვენეთ!! და რამდენი კანფეტები გამოგვატანეთ!! მგონი დღესაც შემომრჩა რამდენიმე :)

N67-იც იყო იმ ხალხში?? აა, კარავი, ვიციო რომ თქვა ალბათ ის იქნებოდა :)

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 12 დეკ 2007, 21:18
by Bernar
ამის მერე კიდე დაიწყო აღმართები და მკვეთრი მოსახვევები და ის ის იყო ბოლო მოსახვევი ავიარეთ, რომ Gvalva და Zura N შეგვხვდნენ.
ჩვენს ჯგუფში Gvalva-მ ნაცნობი ნახა და იმიტომ არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოთი. :)
მერე მოგვიყვეს მათი ამბები და რაც მთავარია ტანიეზე განვითარებული მოვლენებიც!!!
დამშვოდობებისას რამოდენიმე სასარგებლო რჩევა-დარიგებაც მოგვცეს.

(ისე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მიუხედავად თავს გადახდენილი ამბებისა, მოგზაურობით Gvalva და Zura N უზომოდ კმაყოფილები იყვნენ)

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 12 დეკ 2007, 21:28
by Bernar
სალამი Gvalva!
როგორც იქნა მოვიცალე ამ რეპორტაჟისათვის და ამ დღეებში გავიყვან კიდევაც ბოლოში.
სამწუხაროდ N67 ვერ წამოვიდა რაღაც საქმეების გამო. კარავზე მე ვთქვი ვიცი-მეთქი, ადრე მქონდა განაგონი ერთი ნაცნობისაგან. :)

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 12 დეკ 2007, 21:32
by Bernar
Gvalva და Zura N-თან განშორების შემდეგ (მართლა განშორება იყო!) ღელისვაკეში ავედით და იქიდან კავკასიონის საკმაოდ ლამაზი ხედები გადაიშალა. მე განსაკუთრებით ღრუბლები მომეწონა:
Image[/img]

Image[/img]

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 12 დეკ 2007, 21:39
by Bernar
ღელისვაკის შესვენების მერე როგორც იქნა დავადექით გზას. როშკაში სამანქანო გზით პირველად ავდიოდი და ამიტომ მეგონა, რომ მალევე ავიდოდით, მაგრამ აღმართებს ბოლო არ უჩანდა. წყაროსთან რომ მივედი და როშკის საყდარი დავინახე, გვეშველა-მეთქი, მაგრამ ჯერ კიდევ ყოფილა დარჩენილი ამჟერად ბოლო აღმართი.
ამ აღმართის ავლის შემდეგ მივედით კიდევაც როშკაში. ასე 7 საათი იქნებოდა და სასწრაფოდ გავშალეთ კარვები. ასე დასრულდა პირველი, საკმაოდ დამქანცველი დღე. წინ შემდეგი დღეები გვქონდა!

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი

Posted: 12 დეკ 2007, 21:48
by paata_
აუ არხოტი

გავაფრენ, წელს ვერ გადავედი

ნეტა საშობაოდ მაინც შევძლო

ბევრი ფოტოები დადე რა :)