სალამი როშკაში გაცნობილებო!!

ვინც აქ არ შემოდის იმათაც მოკითხვა გადაეცი, გამეხარდა თქვენი ნახვა!!
არხოტიდან რომ გადმოვედით, როშკაში რამდენიმე ჯგუფი ვნახეთ, ძალიან გაგვეხარდა, დადის ხალხიო!! ერთმანეთს ვეუბნებოდით მე და ზურა. თქვენმა ჯგუფმა რომ თქვა არხოტში მივდივართო, კინაღამ ჩამოვიარეთ და ყველა გადავკოცნეთ როგორც ჩვენი ახლად გაცნობილი ნათესავები!!
მახსოვს, წინ ვინც შეგვხვდა ყველას ვუთხარით, მინდორზე ასავლელი ბილიკია, გრძლად არ წახვიდეთო

, ჩვენ ჩამოვლისას ისე გვინდოდა მოგვეჭრა, კინაღამ უბილიკოდ გადავიარეთ იმ მინდორზე, მერე კი ბილიკიც შევამჩნიეთ, ამსვლელებს უფრო გამოგადგებოდათ ცხადია...
რამდენ ხანს დავისვენეთ!! და რამდენი კანფეტები გამოგვატანეთ!! მგონი დღესაც შემომრჩა რამდენიმე
N67-იც იყო იმ ხალხში?? აა, კარავი, ვიციო რომ თქვა ალბათ ის იქნებოდა
