Page 1 of 2

თბილისი ლომისი თბილისი 02.12.07

Posted: 03 დეკ 2007, 10:16
by qvevri
ის იყო მარნის კარები გავაღე და ჩემს ღვინოებს გადავავლე თვალი, რომ ამ დროს მაკენამ დამირეკა ლომისში ხომ არ წავიდეთო, რატომაც არა-მეთქი და დროც დავთქვით, თერთმეტის ნახევარი. მანამდე კი ვიფიქრე ღვინოს გადავიღებ-მეთქი და გადავიღე კიდეც. გორული მწვანე და მანავის მწვანე, რქაწითელი და საფერავი ვეღარ მოვასწარი და მომავალი შაბათკვირისათვის გადავდე. შვიდნი ვიყავით, ორი ჯიპით. დავიძარით. გზაში, სადღაც ბოდორნასთან ერთ თონესან შევჩერდით და თითო არაყი გადავცხეთ(დლია ბოდროსტი :D )
Image
Image
არყიანი მაკენა :lol:
Image
სასტავი.
თითო მეთქი ვთქვი თორემ სინამდვილეში ხუთ-ხუთიც კარგად იყო :wink:

თბილისი ლომისი თბილისი 02.12.07

Posted: 03 დეკ 2007, 10:19
by qvevri
Image
რა თქმა უნდა ამ ცნობილ წყაროსთან შევჩერდით. ვინ იცის ამ ადგილას რამდენჯერ......და.ა.შ.

თბილისი ლომისი თბილისი 02.12.07

Posted: 03 დეკ 2007, 10:21
by ლეონტი
არ თქვა ეხლა არაყდალეულები თოვლიან ფერდობზე ლომისამდე ავედითო.
ვერ დავიჯერებ.

თბილისი ლომისი თბილისი 02.12.07

Posted: 03 დეკ 2007, 10:25
by qvevri
ლეონტი wrote:არ თქვა ეხლა არაყდალეულები თოვლიან ფერდობზე ლომისამდე ავედითო.
ვერ დავიჯერებ.
მაგას შენ კი არა მე თვითონ არ დავიჯერებ. ჩვენ დაბლა ლომისაში ვიყავით :oops:

თბილისი ლომისი თბილისი 02.12.07

Posted: 03 დეკ 2007, 10:28
by qvevri
Image
აგერ ისიც. შეგეწიოთ :!:
Image
გავიცანით საოცრად კარგი ადამიანი მამა სერაფიონი, ბერი.
საოცარი სიმშვიდის ადამიანი იყო. იშვიათAდ მინახავს ესეთი თბილი და ჭკვიანი კაცი.

თბილისი ლომისი თბილისი 02.12.07

Posted: 03 დეკ 2007, 10:32
by qvevri
Image
Image
ისემაინცდამაინც დიდი თოვლი არ იყო.

თბილისი ლომისი თბილისი 02.12.07

Posted: 03 დეკ 2007, 10:33
by qvevri
Image
მონასტრის ძაღლი, ჩემი ბალთია გმახსენდა :cry:
ძალიან ჭკვიანი ჩანდა, ჩვენც კარგად მიგვიღო. არა ერთი და ორი ტურა უთრევია თხის ჯიგარივით :lol:

თბილისი ლომისი თბილისი 02.12.07

Posted: 03 დეკ 2007, 10:42
by qvevri
რაც შეეხება მეორე განყოფილებას... დილით ბუხარში შეშა ისე დავტოვე რომ ერთი ღერი ასანთიღA უნდოდა. ანანურს რომ მოუახლოვდით სახლში გადავრეკე და ბუხრის დანთების განკარგულება გავეცი, რაც მინდა ვთქვა რომ ასრულებული დაგვხვდა და ამ ლამაზ და საინტერესო დღეს კაი საფერავიც დავყოლეთ ზევიდან.
Image
სტოლი და სტოლის წევრები. ღარიბული, სამარხო, მაგრამ მხიარული სუფრა გავშალეთ.

თბილისი ლომისი თბილისი 02.12.07

Posted: 03 დეკ 2007, 10:44
by qvevri
Image
ყანწიანი მაკენა.
:lol: Image
ფიალიანი მაკენა. :lol:

თბილისი ლომისი თბილისი 02.12.07

Posted: 03 დეკ 2007, 10:47
by qvevri
აბა როგორ იქნება ერთი მარანშიც რომ არ დავლიოთო და ჩავედით დაბლა....
Image
მერე ყველანი წავიდნენ და დავრჩი მარტო ჩემს ბუხართანერთად
Image
ასე დასრულდა ეს კიდევ ერთი ძალიან კარგი დღე. მომავალ შეხვედრამდე.

თბილისი ლომისი თბილისი 02.12.07

Posted: 03 დეკ 2007, 10:57
by popins
და დარჩა ხმამაღალი სიჩუმე ბუხართან:)))))))

კაია კაი :D

თბილისი ლომისი თბილისი 02.12.07

Posted: 03 დეკ 2007, 11:46
by ლეონტი
ვა ეგ საფერავი საიდან.

თბილისი ლომისი თბილისი 02.12.07

Posted: 03 დეკ 2007, 11:48
by qvevri
ლეონტი wrote:ვა ეგ საფერავი საიდან.
ჩემია :)

თბილისი ლომისი თბილისი 02.12.07

Posted: 03 დეკ 2007, 12:01
by ლეონტი
qvevri wrote:Image
მონასტრის ძაღლი, ჩემი ბალთია გმახსენდა :cry:
ძალიან ჭკვიანი ჩანდა, ჩვენც კარგად მიგვიღო. არა ერთი და ორი ტურა უთრევია თხის ჯიგარივით :lol:
უმაგრესი ფოტოა.
რაც შეეხება საფერავს, მცხეთური , ტალავრის იქნება ალბათ.

თბილისი ლომისი თბილისი 02.12.07

Posted: 03 დეკ 2007, 12:06
by qvevri
ლეონტი wrote:
qvevri wrote:Image
მონასტრის ძაღლი, ჩემი ბალთია გმახსენდა :cry:
ძალიან ჭკვიანი ჩანდა, ჩვენც კარგად მიგვიღო. არა ერთი და ორი ტურა უთრევია თხის ჯიგარივით :lol:
უმაგრესი ფოტოა.
რაც შეეხება საფერავს, მცხეთური , ტალავრის იქნება ალბათ.
არა მანავში ვიყიდე ყურძენი და ჩემთან დავწურე, ისე ჯერ ახალია და ჭკუა არ მოეკითხება, აი ცოტა დაძველდეს და ისეთი ღვინო დადგეს რომ დედა შვილს რომ არ დაალევინებს და თვითონ დალევს :lol: