Page 1 of 44

გარეჯი: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

Posted: 03 დეკ 2007, 01:05
by გვალდა
პირველი სერია: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

და აი, შედგა 2 დეკემბრის დილის შეხვედრა რესპუბლიკის მოედანზე და 36-მდე ადამიანი 2 იუბილარით (ტორტებიანად), პლიუსებით, სასუსნავებითა და ამაღლებულის განწყობით აღმოსავლეთ საქართველოს, ერთ-ერთ თავისებურად უმშვენიერეს, საგარეჯოს რაიონისკენ გაეშურა. კონკრეტული დანიშნულების ადგილი, კი, როგორც მოგეხსენებათ თბილისიდან 100-ოდე კმ-ის მანძილზე მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი გახლდათ.

როგორც წინასწარ იყო განზრახული, საგარეჯოში, "ხალხურ სახლში" (მგონი ასე ერქვა) დავტოვეთ ტკბილეულობა და საღამოსთვის გასამზადებელი მენიუ.

გარეჯისკენ დავიმგზავრეთ ლიკაკოოს მეგობარი მორჩილი სერაპიონი, რომელმაც შესაშური მეგზურობა გაგვიწია გარეჯის ყველა იმ ტერიტორიაზედ, რისი ნახვაც მოვასწარით. ძალიან დიდი მადლობა მას ამ ყველაფრისთვის, და იმისთვისაც, რომ უბრალოდ, გაგვიძლო :)

დავითის ლავრის დათვალიერებამდე იყო გოგას დაპირებული სიურპრიზი ყველა კარაველისთვის: იერუსალიმიდან ჩამოტანილი სანთლები და ჯვრები. ამაზე კარგი დრო და კარგი ადგილი სად უნდა ყოფილიყო ასეთი საჩუქრისთვის? შენ გაიხარე, გოგა.

დავითის ლავრის მონასტრიდან, რომელიც მოქმედი მონასტერია, ავედით უდაბნოს მონასტერში. ვნახეთ გამოქვაბულები ფრესკებით, მთავარი ეკლესია და სატრაპეზო. ვიარეთ საკმაოდ ციცაბო ადგილებში, არც ქარი იშურებდა ძალას და ქროლვას, რამენაირად შეერყია ჩვენი მყარი სვლა აღმართებზე, თუმცა, ამაოდ, რა თქმა უნდა :) უდაბნოდან ლავრის მონასტერში მეორე ბილიკით ჩამოვედით.

მერე ჩიჩხიტურზე ავედით ბილიკ-ბილიკ და კიბე-კიბე. იქ კი, უკვე კოშკთან მიახლოებისას, მართლა ისე დაჰქროლა ქარმა, ქარაფიდან კინაღამ აზერბაიჯანისკენ გავემგზავრეთ დაუგეგმავი ჰაერრეისით :D
მერე 2 მესაზღვრე გამოჩნდა საიდანღაც. ჩვენს ნებისმიერ შეთავაზებაზე - ფოტო გადაგვიღეთ, თქვენთან ერთად გადავიღებთ, აქეთ გავალთ, იქეთ გავალთ, "ზდეს ნელზია...ზაფრეშჩაეტსია... ნამ ნე პალოჟენო"-ს გაიძახოდნენ ძირითადად. სურათები მაინც გადავიღეთ, ხელი ჩამოვართვით და დავეშვით ავტობუსისკენ ზოგი ფეხით, ზოგი მინდვრის ტალღებს ჩაუგორდა მოშრიალე ბალახებში და ისე :)

მეორე სერია: საგარეჯო-ფართი
Coming soon... ;)

გარეჯი: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

Posted: 03 დეკ 2007, 01:44
by paata_
ძალიან მაგარი იყოოო

გარეჯი: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

Posted: 03 დეკ 2007, 02:01
by paata_
Image

Image

გარეჯი: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

Posted: 03 დეკ 2007, 09:28
by Truli
ჰა გეიღვიძეთ!!!
მე უკვე სამსახურში ვარ და კოშერულ ყავას ვსვავ :)

მოკლედ გარეჯში ისეთი ქარი იყო რომ პირველად ცხოვრებაში შემეშინდა წამიღებს თქო.

მივერდით, დავათვალიერეთ ლავრა... ქვედა ტაძარში რესტავრაციაა, იმედია კარგად გააკეთებენ. წმ. ნიკოლოზის ეკლესიამ არანაერი შთაბეჭდილება არ მოახდინა ჩემზე. თვითონ კომპლექსი მაგარია, იარუსული აივნები, კელიები კლდეში... შთამბეჭდავია... მერე ზემოთ ავბობღდით, ქარში და გაჭედილი ცხვირით ვერ ვიტყვი რომ სასიამოვნო აღმართი იყო, მაგრამ სანახაობა ამად ღირდა, ქვაბულებში ულამაზესი ფრესკები დაგვხვდა, თუმცა ბარბაროსულად დაფხაჭნილი...
უკან ჩამოსვლა მაგარი იყო, ქარი სახეში მიბერავდა, ყურებში ქარის წმუილის გარდა არაფერი მესმოდა, ლოყები და ყურები მიმეყინა, მაგრამ მშობლიური სტიქია მსობლიურია, ძალიან მესიამოვნა, თან ტალღებივით მღელვარე ბალახი ულამაზესი იყო... ცოის музыка волн музыка ветра გამახსენდა.

ჩამოვედით, ჩავსხედით თბილ ავტობუსში, გასათბობად ჭაჭა გადავკარით და დავიძერით. მალე საგუშაგო კოშკთან მივედით და დაღლილობის მიუხედავად უმრავლესობამ კოშკიც დავლაშქრეთ. ქარი იქ ისეთი იყო რომ კლდის თავზე რომ ავედი გავშეშდი, არ წამიღოს თქო ქარმა აზერბაიჯანში. მაგრამ გოგამ მიხსნა :) ამ დროს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მოვიდნენ, მაგრამ ნატამ 5 წუთში მოთაფლა ისინი და არაფერი არ გვითხრეს. უკან ჩამოსვლისას ნაწილი კოტრიალით დაეშვა ბალახებში.

აი ასე და ამგვარად მოვიარეთ, რესტორნის ამბებს აღარ მოვყვები. ველი სურათებს.

გარეჯი: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

Posted: 03 დეკ 2007, 09:44
by Jnosy
ყველას უმორჩილესად გთხოვთ შთაბეჭდილებები დეტალურად გაიხსენოთ და შეძლებისდაგვარად აქაც დაწეროთ. ფოტოებიც დაემატება და უკვე სრულყოფილი რეპორტაჟი გამოვა, რომელიც წლების მერე ძალიან გვასიამოვნებს. ამას ყველა ლაშქრობის მერე ვამბობ, ამართლებს დამიჯერეთ

პ.ს. ძალიან დიდი მადლობა მორჩილ სერაპიონს. გვალდასი არ იყოს და ძააალიან გვასიამოვნა :)

გარეჯი: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

Posted: 03 დეკ 2007, 10:02
by Mta Mkvarebia
დილა მშვიდობისა, ძვირფასებო, ვინც გუშინ ჩვენთან ერთად იყავით და ვისაც ძალიან გინდოდათ მაგრამ ვერ მოახერხეთ :D :D :D

დაუვიწყარი ლაშქრობა იყო :D დაღლილობის ( მანდარინის პლანტაციებში :wink: :D ) მიუხედავად ძალიან ვისიამოვნე. რეპორტაჟი რა თქმა უნდა იქნება, სურათები კიდევ უფრო ბევრი იქნება, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. დროც არ მქონდა დამეთვალიერებინა, მეც არ ვიცი ჯერ რა გადავიღე :wink: :D

გარეჯი: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

Posted: 03 დეკ 2007, 10:10
by Truli
Mta Mkvarebia
სურათები ვ სტუდიუ! ძილისგუდებო!!!

გარეჯი: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

Posted: 03 დეკ 2007, 10:29
by likakoo
აბა, როგორ ხართ სიხარულებოო?!!! :) ხომ მაგარი იყო გუშინდელი დღე!!!
აღფრთოვადებული ვარ გარეჯის ხილვით და ჩვენი 1ად ყოფნის ბედნიერებით!!!

ძალიან მაგარი იყო განსაკუთრებით ჩემთვის მე ხომ იუბილარი ვიყავი!!! :wink: :)

გმალობთ და გეფერებით სუყველას, თქვენი წყალობით თავს ვგრძნოდი, როგორც "ლიკაკოო საოცრებათა სამყაროში" :) :wink: :)

გარეჯი: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

Posted: 03 დეკ 2007, 10:40
by likakoo
Image
აჰა, ეს ფონი ჩემგან :)

გარეჯი: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

Posted: 03 დეკ 2007, 11:42
by Ninukala
დილა მშვიდობისა მეგობრებო.... ულამაზესი და დაუვიწყარი ლაშქრობა იყო, გაიხარეთ კარგები ხართ.... :)

დილა, გამარჯობა საქართველო გადასცემს საჩუქარს ლიკაკოს...

Image

გარეჯი: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

Posted: 03 დეკ 2007, 11:45
by Truli
Ninukala
waw ძლივს სურათებიანმა გაიღვიძა :)

გარეჯი: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

Posted: 03 დეკ 2007, 11:49
by Ninukala
Trulala
კი მაგრამ გაგრძლება არ მინდა... მე ცოტა ციფრულის სურათები მაქვს და წუთში მოვყვები ყველაფერს, ჯობია თანმიმდევრობა დავიცვათ, ჯერ სანამ წავიდოდით ბევრი სურათია დასადები ;)

გარეჯი: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

Posted: 03 დეკ 2007, 11:50
by Mta Mkvarebia
Trulala wrote:Ninukala
waw ძლივს სურათებიანმა გაიღვიძა :)
არ გვძინავს, ბატონო, გვაცალეთ :D , სამსახურშიც რაღაცა ხომ უნდა გავაკეთოთ :wink: :D

გარეჯი: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

Posted: 03 დეკ 2007, 11:51
by ლეონტი
კარგია, ყოჩაღ სიცივეს რომ არ შეუშინდით.

გარეჯი: დავითის ლავრა, უდაბნო და ჩიჩხიტური

Posted: 03 დეკ 2007, 11:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
მიხარია, რომ ამდენი ადამიანის 1ად გასვლის იდეამ გაამართლა. თვით იეტი პაატაც კი ნასიამოვნები იყო ხალხმრავლობით, რომელსაც აქამდე ყოველთვის გაურბოდა.

+-ებსაც არ უგრძვნიათ თავი უცხოდ.

გავედით დათქმულ დროზე გვიან. დაგვიანებით მოსვლის მავნე ჩვევა ზოგი1მა ვერაფრით მოიშალა.


აი, ისინი, ვინც დილით გარეჯში წასასვლელად შევიკრიბეთ.

Image


პირადად მე, გარეჯიდან საოცარი განცდით დავბრუნდი.

გვალდა თავშივე მშვენივრად აღწერს ამბებს.

ლიკაკომ და გა4ებულმა ქეთუნამ დაუვიწყარი სადაბდღეო შთაბეჭდილებები
სამუდამოდ მოიხელთეს და მახარებს, რომ წვლილი ჩვენც შევიტანეთ.

ლიკაკოს მეგობარი სერაპიონი მშვენიერი მეგზური აღმოჩნდა. რაღაც დეტალები მე პირველად გავიგე.


ტალღოვან ფერდობებზე გორაობა გახსოვთ?

გაიხაროს მაომ ამ ინიციატივისთვის. იმდენჯერ დავგორდი, რომ ახლა თავად ჩემს ფერდებზე შეიძლება დაგორება.

რესტორანი შესაშურად გამოვაცოცხლეთ.
მითი, რომ დაღლილ ხალხს მოლხენის თავი არ ექნებოდა, დაიმსხვრა.

გადავირიე გოგოების ცეკვა-თამაშით. 1მანეთზე ისე უკეთესად იცეკვეს, რომ ფავორიტად ვინმეს გამორჩევაც კი მიჭირს.

ეს რა კგ მიხვრა-მოხვრა გქონიათ? ყოჩაღ.

ლამა კვლავაც პოეტიკური უყო.

ჯნოსი - ესეთი დემოკრატი თამადა ბევრი არაა.

უფ, ბალალაიკა, ბალალაიკა - ბექამ გაიხაროს მისი წამოღებისთვის.

2 სალამურიც გვქონდა გვალდასა და პაატას მეგობრისგან, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით მოგვიწია მოსმენა.

როგორც იქნა, ნამცეცუნა და ნინუცა შემოგვი1დნენ.

მკდ, ყველა ძალიან კგ იყო.

წინ ახალი გასვლები გვაქვს