Page 1 of 1

გუდარეხი

Posted: 16 ივნ 2005, 14:11
by tamuna_gudarexi
ლაშქრობის და საქართველოს მოყვარულებს დააინტერესებთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ არ ჰქონია გუდარეხის ნახვის ბედნიერება, მათაც, ვინც ყოფილა-კიდევ ერთხელ გაიხსენებენ იქ გატარებულ სასიამოვნო წუთებს.
მაშ, ასე: (გვალვას რეკომენდაციით :D)

შარშან მაისში ვიყავით 'მეპახოდეები' წასული გუდარეხში. ქართულ მიწას და სამშობლოს წარსულს ისე არსად მოვფერებივარ, როგორც იქ! თითოეული ფოთოლი და ქვა საქართველოს წარსულით სუნთქავს!

გუდარეხი თეთრიწყაროს რაიონშია. თეთრიწყაროდან ფეხით რვა კილომეტრის გავლა გიწევს ტყეში. აღმართ-დაღმართი ერთამნეთს ცვლის. ცოტა ხანში გადიხარ პატარა სოფელთან, იქ მე-17 საუკუნის (თუ არ მეშლება) 'ღორისთავის' ორბელიანთა კოშკი დგას. შემდეგ კვლავ ტყეში მიდის გზა. პატარა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია გხვდება, თითქოს გამზადებს დიდი აღმოჩენისთვის. ცოტას გაცდები და, მართალია, მხრებჩამოშლილი, მაგრამ მაინც აღიმართება უძველესი გალავანი... მთელი ანსამბლი ყოფილა იქ (XII-XIII საუკუნეების)... ეკლესია, სასახლე, საჯინიბო, მარანი... ეკლესიაში ფრესკებიც შემორჩენილია. დახვეწილი და საუცხოო ჩუქურთმებითაა შემკული.
საოცარი სამრეკლო აქვს გუდარეხის ეკლესიას, სხვათაშორის პირველი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში (1278 წ.) - ორსართულიანი, პატარა ულამაზესი კიბით... აქა-იქ ყავისფერი ქვით ნაშენი (პირველად ვნახე ასეთი რამ). სამრეკლოს მეორე სართულიდან ალგეთის წყალსაცავის მიდამოები ჩანს გადაშლილად. ეს ყველაფერი შუაგულ ტყეშია შემაღლებულ ადგილას. ახლოსვე ჩამოდის გუდარეხის წყალი. და ეს ყველაფერი არ არის!

გუდარეხის წყლის გადაღმა გადადიხარ და ისევ აღმართს მიუყვები. გზადაგზა უზარმაზარი, გოლიათი ლოდები გხვდება, საიდან გაჩნდნენ იქ, კაცმა არ იცის. ისე მიხვალ გუდარეხის ციხესთან, რომ ვერც მიხვდები - კლდესთან და ტყესთან არის ბუნებრივად შეზრდილი... დაბალი და ვიწრო შესასვლელი კარი (თაღი) აქვს. მართალია, ჩამოშლილი აქვს კედლები აქა-იქ, მაგრამ ციხე მაინც ციხეა! ციხის თავიდან საოცარი ხედი იშლება, მწვანეში ჩაფლული მოჩანს გუდარეხის ეკლესია და სამრეკლო, შორს კი ალგეთის წყალსაცავი...

მოკლედ, უნდა წახვიდე და განიცადო.
ამისთვის საჭიროა კ ა რ ა ვ ი, რამდენიმე მოლაშქრე, ცოტა სანოვაგე და ორი დღე. და რაც მთავარია, სურვილი

გუდარეხი

Posted: 16 ივნ 2005, 14:21
by mika
მიდი მოვდივართ კარავი მაქვს და სხვა დანარჩენიც......

დაგეგმე როდის ???? საიდან ????? რამდენი დღით???????

გუდარეხი

Posted: 16 ივნ 2005, 14:54
by Gvalva
თამუნა,

პირველი პოსტი ასეთი ლამაზი ჯერ არავის ქონია ჩვენს ფორუმზე!!
გუდარეხის სამრეკლო არასოდეს დამავიწყდება, სხვადასხვა ფერი ქვით ნაშენი, ისე ახალთახალს გავს, თითქოს ესესაა ააშენესო. სამწუხაროდ იქეთ გადასვლა ჩვენ ვერ მოვასწარით.

თუ მოახერხებ წამოდი შაბათს, ბევრი ფორუმელი პირველად შევხვდებით ერთმანეთს. შენც გაგიცნობდით :)

გუდარეხი

Posted: 16 ივნ 2005, 18:34
by tamuna_gudarexi
mika
სამწუხაროდ, ახლა ამ საქმისთვის ნამდვილად ვერ მოვიცლი, გამოვტყდები და არც კარგი ორგანიზატორი გახლავართ (ისე, შეიძლება ვარ კიდეც-არასოდეს მიცდია :) )... მაგრამ იქ წასვლას კი ნამდვილად გირჩევ, ყველა საშუალებით!

Gvalva
დიდი მადლობა :)
მეც სიამოვნებით გაგიცნობდით, მაგრამ... ეხ, ეს გამოცდები, გამოცდები! :(
მერეც ხომ დაგეგმავთ რამეს და აუცილებლად შემოგიერთდებით!

გუდარეხი

Posted: 16 ივნ 2005, 19:18
by ilia
ორი დღე თუ უნდა ამ ამბავს, შემდეგ შაბათ-კვირას ხომ არ წავსულიყავით?

გუდარეხი

Posted: 17 ივნ 2005, 10:33
by mika
martalia ilia wavideT Semdeg SabaTs

გუდარეხი

Posted: 17 ივნ 2005, 10:35
by mika
http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?t=158

aq Sedi da Sens Sesaxeb gviambe sad swavlob da ase Shemdeg>>>>>>>>>>..

გუდარეხი

Posted: 17 ივნ 2005, 12:34
by Jnosy
tamuna_gudarexi
ისე წერ წასვლა მოგინდება რა :D

გუდარეხი

Posted: 17 ივნ 2005, 13:50
by Tabuk
ilia
ori dge tu ekofa mag ambavs cavidet bazari araaaaaa tan isea agwerili albat iq davrchebi :shock:
Jnosy
martali xar magasac tavisi nichi unda :lol:

mika
ilia
mec movdivar :roll:

გუდარეხი

Posted: 17 ივნ 2005, 14:46
by tamuna_gudarexi
Jnosy
Tabuk
გუდარეხი გაცილებით უფრო მომხიბლავი და საინტერესოა, ვიდრე მე აღვწერე. სიტყვით გადმოცემა მართლაც ჭირს. თვითონაც მიხვდებით :wink:

გუდარეხი

Posted: 16 ნოე 2005, 15:32
by PINKY
ვაააა..

გუდარეხ რაძაან პაპულარული ყაFილა..

დამეკიდე გაგანილიც კიარმქანდა..

სირცხვილიმე..

Image