Page 1 of 3
ისრაელი - თელ-ავივი - იაფო
Posted: 16 ნოე 2007, 11:47
by Truli
თუმცა ამას ლაშქრობას ვერ ვუწოდებ, თუმცა მინი ლაშქრობაში შეიძლება ჩაითვალოს, ჩრდილოეთ თელ-ავივიდან იაფოში ფეხით გასეირნება.
ივლისის ცხელი დღე, გზას 2 საათი მოვუნდი პაპანაქება სიცხეში, საბედნიეროდ ზღვიდან ნიავი უბერავდა და კარგად მაგრილებდა. სანაპირო ბულვარიდან იაფოში შესვლისას ცნობილი ”საათის კოშკი” გვხვდება:
იგივე მოედანი ზღვის მხარეს.
მოედნიდან ერთერთი გზა ადის მაღლობზე, პარკისკენ და ტურისტული ცენტრისკენ, ამ გზიდან ასეთი პანორამა იშლება:

ისრაელი - თელ-ავივი - იაფო
Posted: 16 ნოე 2007, 11:59
by Truli
აი მოედანის მისადგომებიც, მარჯვნივ ეკლესიაა (დავავიწყდა ვისი სახელობის, მგონი კათოლიკურია)
მარცხნივ კი პარკია, საიდანაც თელ-ავივის პანორამული ხედი იხსნება და კიდევ სურვილების ხიდია. ამ ხიდზე გადასვლისას, მოაჯირზე საკუთარ ზოდიაქოს ნიშანს უნდა მოკიდო ხელი, შეხედო ზღვას და ჩაიფიქრო სურვილი.
ესეც თხის რქების ადგილი.
მოედანზე მუზეუმისკენ კი ასეთი ქანდაკებები მიგითითებენ გზას:

ისრაელი - თელ-ავივი - იაფო
Posted: 16 ნოე 2007, 12:07
by Truli
პორტისკენ კი ასეთი სამრეკლოა, მეგზური არავინ მყავდა და ვერც გავიგე თუ რა სამრეკლოა ეს...
იმავე ადგილიდან ხედი ზღვაზე:
მსიერი დავჯექი მოედანზე ღია რესტორანში, სადაც ქათმის მწვადი და ხუმუსი მივირთვი. აი რა ხედი იშლებოდა ჩემს წინ ჭამის დროს:
გვერდით მაგიდაზე კი რუსი ებრაელი სტუდენტები მინის დინასტიის ხელოვნებაზე და პოლიტიკაზე დავობდნენ...
უკან კი გამოფენა იყო, მთავარი მოვლენები შენობაში ვითარდებოდა, მაგრამ გარეთაც გამოიტანეს ექსპონატები, და კიბეზე ახალგაზრდები ჩამოსხდნენ:
მოედნის ერთერთი კუთხე....
ამის მიღმა კი ზოდიაქოების ქუჩებია...
ისრაელი - თელ-ავივი - იაფო
Posted: 16 ნოე 2007, 13:03
by Truli
ისრაელი - თელ-ავივი - იაფო
Posted: 16 ნოე 2007, 13:06
by Truli
”ართ შოფი”
კიდევ ქუჩა...
აბრა - მშვილდოსნის ქუჩა 6
კიდევ აბრა - მშვილდოსნის ქუჩა

ისრაელი - თელ-ავივი - იაფო
Posted: 16 ნოე 2007, 13:08
by Truli
ქუჩაში თაღი

ისრაელი - თელ-ავივი - იაფო
Posted: 16 ნოე 2007, 13:10
by Truli
ეს ან ვერძია ან კურო...
ეს კი თხის რქა

ისრაელი - თელ-ავივი - იაფო
Posted: 16 ნოე 2007, 13:11
by Truli
დასიცხულმა პარკში დაბრუნება გადავწყვიტე

ისრაელი - თელ-ავივი - იაფო
Posted: 16 ნოე 2007, 13:15
by Truli
ისევ ზოდიაქოს ქუჩებზე ამოვყვინთე... რუქის სანახავად, მერწყურის ქუჩაზე
ეს კი პარკის ყველაზე მაღალი წერტილია, საიდანაც ქალაქის პანორამა იხსნება. ამ ბარელიეფებზე თუ არ ვცდები ბიბლიური სიუჟეტებია გამოსახული.
თვითონ პანორამაც:
კიდევ ერთი... მიყვარს ეს ქალაქი...

ისრაელი - თელ-ავივი - იაფო
Posted: 16 ნოე 2007, 13:16
by Mta Mkvarebia
Trulala
რატომ სცემენ ჰოროსკოპებს ასეთ დიდ პატივს?!
სურვილების ხიდიო, ქუჩებიო....

ისრაელი - თელ-ავივი - იაფო
Posted: 16 ნოე 2007, 13:18
by Truli
იაფოდან დაბრუნებისას ყურადღება ამ ზარბაზანს მივაქციე. აქედან ესროდნენ ნაპოლეონის ფლოტილიას
მინარეთი...
აქ დასრულდა ჩემი გასეირნება იაფოში. სამწუხაროდ არც აპარატი მაქვს კარგი და არც ფიტიგრაფად ვვარგივარ, ასე რომ რეალობა ფოტოებზე გაცილებით შთამბეჭდავია.
გოგა თუ დააპირებს იერუსალიმზე გაკეთებას, ერთი ორი ფოტოთი შევეშველები.
ისრაელი - თელ-ავივი - იაფო
Posted: 16 ნოე 2007, 13:40
by tiko_r
Trulala
აუ რალამაზი ქუჩებია... ტრულალ

ისრაელი - თელ-ავივი - იაფო
Posted: 17 ნოე 2007, 10:15
by popins
ტრულალა გენაცვალოს პოპინსი დეიდა
იცი რო სულ ერთი და იგივე სიზმარს ვხედავ ხშირად და რაღაც ის ქუჩები მეცნო ჩემი სიზმრიდანაა.
ჰო ასეა

.
გაიხარე და მადლობა

ისრაელი - თელ-ავივი - იაფო
Posted: 17 ნოე 2007, 10:21
by qvevri
ქაშერი დალიე?
თუ ხო, როგორი იყო?
ისრაელი - თელ-ავივი - იაფო
Posted: 17 ნოე 2007, 10:32
by ketuna4