Page 1 of 28

ჭილის მთა-ტბარის სიზმარი

Posted: 11 ნოე 2007, 21:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
სიზმარი და ტკბილი იყო ჭილის მთა, გორაკები, ბორცვები, თოვლშეფენილი შორეული მთები, მწვადი, ყვითელი ავტობუსი, რომელიც უეცრად გამოგვეცხადა მუხათგვერდის ფერდობებზე და გასაოცარი 1სულოვნება იყო იმ 27 კარაველში, რომელთა ლაშქარიც წვიმის შხეფების მოლოდინსა და ქარის შესაძლო ფრთარისხვიან ამოფრქვევას არ შეუშინდა.

ყოჩაყ კიდევ ერთ კარავულ ლაშქრობას

Image

Image
Archil wrote: წესით ეს თემა უნდა დაწყებულიყო ლაშქრობის აღწერით. შემდეგში გაითვალისწინეთ.

ლაშქრობის აღწერის წესების მიხედვით შევეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია გუშინდელი 11 ნოემბრის ჭილის ტბის ლაშქრობის შესახებ. გარკვეულწილად გვალდამ უკვე მოგაწოდათ ამის შესახებ.

1. რეგიონი:
ქართლი, თბილისის ჩრდილო დასავლეთით, მცხეთის დასავლეთით

2. მარშუტის დასახელება:

თბილისი (მუხათგვედრი) - ჭილის ტბა -თბილისი (მუხათგვერდი)

(თავდაპირველი ვარიანტი იყო თბილისი-ჭილის ტბა-სამების ეკლესია-ძეგვი-თბილისი, მაგრამ წვიმის გამო გადავწყვიტეთ თბილისში დაბრუნება)

3. ხანგრძლივობა:

ერთდღიანი. გავედით 9 საათს გადაცილებული იყო თბილისიდან და დავბრუნდით დაბნელებულზე (ნოემბერში შედრებით ადრე ბნელდება, მუხათგვერდზე ჯერ კიდევ ნათელი იყო)

4. სირთულე:

ადვილი. ჭილის ტბაზე ნივების და ჯიპების მისასვლელი გზა მიდის. სიარულს ართულებდა წინა დღეების წვიმის გამო შექმნილი ტალახი

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:

მუხათგვერდის სასაფლაო :)

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:

სამთო ქიმიიდან 69 ნომრიანი ყვითელი პატარა ავტობუსით მივედით მუხათგვერდის სასაფლაომდე. მაქსიმუმ 15 კმ ყოფილიყო. ალბათ უფრო ნაკლები.

7. ფეხით გავლილი მანძილი:

GPS არ გვქონდა, ასე რომ მხოლოდ დროის მიხედვით შემიძლია განვსაზღვროთ. გურულიმ დანიშნა დრო და მუხათგვერდის სასაფლაოდან (ავტობუსის ჩამოსვლის მომენტიდან) ჭილის ტბამდე 1 საათი და 20 წუთი დაგვჭირდა. თუ გავითვალისწინებს რომ ფოტოსურათებისათვის ბევრჯერ ჩერდებოდნენ, ასევე ლაითი ლაშქრობა იყო და თავს არავინ იკლავდა სწრაფი სიარულით, მანძილი 5-7 კმ თუ იქნებოდა.

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:

ჭილის ტბა

Image

© GAMARJOBA SAKARTVELO

გზიდან ჩანს თბილისი, თბილისის ზღვა.
ჭილის ტბისგან ჩანს ყაზბეგის მწვერვალი, დათოვლილი კავკასიონი.
ჭილის ტბის შემდეგ კი გადასახედია მტკვრის ხეობისაკენ.



9. საბანაკე ადგილები:

ჭილის ტბის გარშემო საკმარისზე მეტი საბანაკე ადგილია. წყარო ახლომახლო არაა (ჩვენთვის უცნობია, იქ მყოფ მონადირეებსაც წყლის მარაგი გამოლეული ჰქონდათ - რომ ყოფილიყო, ალბათ შეავსებდნენ), ამდენად სჯობია ტბის ახლოს დაბანაკდეთ. მისასვლელ გზას რომ მიყვეთ და შემდეგ მარჯვნივ მიმავალ გზას მიყვეთ, ერთ მდელოა, სადაც ქარიც ნაკლებად უბერავს და ტბასთანაც არც თუ ისე შორია. თუმცა შეიძლება დაბანაკება დიდგორისკენ მიმავალ სხვა ადგილებზე, სადაც სხვა ტბებიც გხვდებათ.

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:

არ შეგვხვედრია

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:

სტანდარტული, სირთულის სიმარტივის გამო არაფერი განსაკუთრებული.

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:

მუხათგვერდის მესაფლავეები. #69 ავტობუსის მძღოლები (დიდუბის ავტოსადგურთან)

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ლაშქრობების რეპორტაჟები

ჭილის ტბა, ძეგვის (ვასაკას ტბა) (2007 წლის 13 მაისი)

ჭილის ტბა 22 აპრილს (2007 წლის 22 აპრილი)



13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში

ამ ადგილიდან შეიძლება მონახულებულ იქნეს დიდგორის ველი, სამების ეკლესია ძეგვთან. გზა ასევე მიდის წყნეთისკენ. შესაძლებელია მანგლისშიც გადასვლა. კიდევ უფრო თუ წახვალთ დასავლეთით შესაძლებელია მოინახულოთ კავთურას ხეობაში არსებული ისტორიული ძეგლები. თუმცა ესენი სჯობია კავთისიდან ახვიდეთ, უფრო ადვილია, აქედან მინიმუმ ორდღიანი მაინც იქნება საჭირო.


14. რუქა:

წითელი წყვეტილი ხაზებით აღნიშნულია ჩვენს მიერ განვლილი გზა. ლურჯით მარცხნივ ავღნიშნე კავთურას ხეობაში მდებარე ისტორიული ადგილების მდებარეობის არე.

Image

უფრო დიდი ვერსიისთვის დააჭირეთ აქ :)

Image

ჭილის მთა-ტბარის სიზმარი

Posted: 11 ნოე 2007, 21:57
by tiko_r
25 კარაველში
უკაცრავად!!! :D


27 კარაველი! (პლიუსებიან იუზერებიანად) :D



პირველი კარაველი ვინც სამთო ქიმიასთან მივიდა იყო ლიამა (როგორც თვითონ აცხადებს) 7 საათზე.... (თუმცა 8:00-ზე იყო შეკრება)

კიბე არის მოწმეო.... :D (სხვა მოწმე არ იყო)



გასვლა კი 9:00-9:30-მდე არ მოხერხდა

გავედით ბლომად.. ბევრი და კარგი კარაველი...

ფოტოები არაჩვეულებრივი უნდა იყოს ყველას აპარატში...



განსაკუთრებით გოგას აპარატიტ გადაღებული ჯგუფური ფოტო(თაიმერით).. რომელსაც ზუსტად გადაღების მომენტში წინ ძაღლი უდგებოდა და ყნოსავდა ....


ამიტომ ბევრი ძაღლის პორტრეტიც გვაქვს .. ფონად 27 კარაველით :lol:

არის ასევე ტალახიანი ბატინკების ფოტოები... 8)



შესავალისთვის ტბის ფოტოს დავდებ... და დავიძინებ.. ხვალ კი დიდი ფოტოსესია იქნება :shock:


Image


ჰო.. და კიდევ ეს უცნაური ფოტო :lol:
გამოდგება გოგას ფოტოგამოფენის აფიშისთვის :P

Image

Image

ჭილის მთა-ტბარის სიზმარი

Posted: 11 ნოე 2007, 22:03
by GAMARJOBA SAKARTVELO
tiko_r
შენც აქ ხარ?

დიახ, ყველას ფოტოაპარატმა აღნუსხა საინტერესო კადრების კასკადი.

ძაღლიანი ფოტოც საინტერესო გამოვიდა მას აუცილებლად გამოვაკარავებ.

და ეს ბოლო ფოტო, ლამს მხრებზე რომ მოკალათებულა გამარჯობა, ფანტასტიკაა

ჭილის მთა-ტბარის სიზმარი

Posted: 11 ნოე 2007, 22:04
by MIRANDA
კარგები ხართ :!:

:)

ჭილის მთა-ტბარის სიზმარი

Posted: 11 ნოე 2007, 22:17
by popins
მოგესალმებით კარგებო,მაგრებო და გადარეულებო! :D

აბა მოყვეს ახლა ვინმემ რა მარშრუტით იარეთ და რამდენი კილომეტრი. :D


რო კარგად ვინანო დღეს ერთი ადგილის არ აწევა :lol:

ჭილის მთა-ტბარის სიზმარი

Posted: 11 ნოე 2007, 22:25
by GAMARJOBA SAKARTVELO
popins

პოპინსიკო, ვგიჟდები შენზე.

ისე, გულზე კგდ ვერ მომხვდა, დღეს დიდუბეში რომ ვერ დაგინახე, მით უფრო, ლაშქარში.

საყვარელი პოპინსიკო ხარ

ჭილის მთა-ტბარის სიზმარი

Posted: 11 ნოე 2007, 22:31
by ninia
დიდი მადლობა ყველა კარაველს ასეთი ლამაზი დღისათვის, ყველა ძალიან მიყვარხართ :)
ფოტოები? არაჩვეულებრვია, იმედია მალე ვიხილავთ :shock:

ჭილის მთა-ტბარის სიზმარი

Posted: 11 ნოე 2007, 22:44
by NINUCA
გული დამწყდაააააააააააააააააააა
მეც მინდოდა თქვენი გაცნობა და თქვენთან ერთად ლაშქრობა, მაგრამ... სამწუხაროდ სიცხე მაქვს. დარწმუნებული ვარ კარგ დროს გაატარებდით. მაგრები ხართ!!!!!!!!! :)
ასე გვიან რატომ გახვედით?

ჭილის მთა-ტბარის სიზმარი

Posted: 11 ნოე 2007, 23:23
by ლეონტი
Image

დღეს მეც ვიყავი ატაში.

ჭილის მთა-ტბარის სიზმარი

Posted: 11 ნოე 2007, 23:37
by გვალდა
ლეონტი
შენ მართალი იყავ, მაგრამ ჩვენც კერკეტი კაკლები :D

ჭილის მთა-ტბარის სიზმარი

Posted: 11 ნოე 2007, 23:38
by Gvalva
მაგარი იყო!!

დღის ფრაზა:

ეს იმ ავტობუსს გაუმარჯოს ჩვენ რომ სასაფლაოდან წამოგვიყვანს!!

დღის მოვლენა ლამას მიერ აღზევებული გამარჯობა უკვე იხილეთ :)

ლეონტი:

თუ კავკასიონი წინაა, არაგვი მარცხნივ... გუდამაყარში ყოფილზარ :roll:

ჭილის მთა-ტბარის სიზმარი

Posted: 11 ნოე 2007, 23:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
გვალდა
გვალდა ბიცოლა, სუპერბიცოლა

Gvalva
გვალვა ძალო, სუპერძალო

ჭილის მთა-ტბარის სიზმარი

Posted: 11 ნოე 2007, 23:43
by Gvalva
ფოტოების გამეორაბა არ გიყვართ მარა ძაან მაგარია და ძაღლი ჰგლეჯს!!

Image

ჭილის მთა-ტბარის სიზმარი

Posted: 11 ნოე 2007, 23:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
Gvalva ამ და tiko_r-ის მესამე ფოტოზე გადავირეა.

ძაღლი ახლა შევამჩნიე.

თიკოს ყოჩაღ

ჭილის მთა-ტბარის სიზმარი

Posted: 12 ნოე 2007, 00:01
by გვალდა
popins
რად არ გვახლდი?

დიდუბიდან მუხათგვერდის სასაფლაომდე რეისით ავედით. მერე ფეხით შევუყევით აღმართებს. მზე დაგვნათოდა და გზადაგზა გვერდებში გვიღიტინებდა.
იყო ტალახიანი გზებიც და იყო ჭრელაჭრულა ფოთლების ბლომად ხალიჩები.
აქეთ თბილისის დასალიერი ჩანდა, იქეთ კასპი და ატენის ხეობა(ო) ( :roll: )

კილომეტრაჟი არ ვიცი რამდენი დავფარეთ. ძეგვისკენ ამ ვიზიტზე ვერ გავეშურეთ. შუადღის მერე მოიღრუბლა და საბოლოოდ გვარიანად დასცხო.

მწვადი შეიწვა გვალვას და თამუსიას აქტიური მონაწილოებით. მსხვერპლი არ ყოფილა :) იყო სადღეგრძელოები, ცნობილი და დღემდე გაუგონარი.

ტყე იყო ულამაზესი. რაღაცნაირი ხეებით. აი, თითქმის ალპური ზონა რომ იწყება და მეჩხერ ტყეში საქსაულებივით დაკლაკვნას რომ იწყებენ ხის შეცივნული ტანები და ტოტები.

ვისუნთქეთ უჰაერესი ჰაერი :lol:

უკან დაბრუნებისას დასცხო და დაუბერა ქარმა, შემოგვხვია მკლავი და დაღმართებზე ჩამოგვაბზრიალა. ბნელდებოდასავით. სასაფლაოს გზაგასაყარზე ზოგი აქეთ გავეშურეთ, ზოგი იქეთ. საიდანღაც ავტობუსის ჯუჯღუნი მოისმა და თუ არ ვცდები მიკამ დაუსტვინა ისე, რომ ავტობუსი შედრკა, შეჩერდა და მოთმინებით გვიცადა კარაველთა მარცხნივ წასულ ნახევარს. ფეხები შეიწმინდეთო, ავტობუსში ასვლისას გაგვაფრთხილა :D

მეორე ნახევარიც მალე ვიპოვეთ და დიდუბის მეტროსთან მშვიდობით ჩამოკარვებულებმა ჩაი-ყავა-ბოლის გარკვეული დოზის მისაღებად ასპენდოსს ვეწვიეთ. ჟივილ-ხივილით შევვარდით ბალღებით სავსე დარბაზში, შევაწმინდეთ ტალახიანი ბათინკა-ბოტასები "აზიურ" ხალიჩებს, ბალიშებს, ვიბაასეთ, დავისვენეთ, ნელ-ნელა დავიშალეთ და კოკისპირული წვიმის მიუხედავად ფეხით დავუყევით მელიქიშვილ-რუსთაველს დარჩენილი ნაწილი.

მშვიდობით დავიშალეთ. დღეს ძალიან რეალური იყო დღე.

ეხლა კი გამარჯობა 12 ნეომბრის ვირტუალურობავ. 0:01-ს უჩვენებს ჩემი საათი.

გკოცნით ყველას