Page 1 of 2

ვაზისუბნის ;სანაგირე"

Posted: 28 ოქტ 2007, 19:57
by gio giorgi
რამოდენიმე კვირის წინ ვიყავით რთველში სოფელ ვაზისუბანში (გურჯაანის რაიონი)და ტრადიციული რიტუალების შემდეგ ცოცხლად გადარძჩენილები :shock: მეორე დღეს ავედით როგორც იქაურები ეძახიან.. სანაგირეში,,,

დაგმოცემით მონასტერი ვახტანგ გორგასლის მეუღლეს გურანდუხტს დაუარსებია ,მას შემდეგ რაც ქალაქი ჭერემი აშენებულა. აქედან ჭერმამდე დაახლოებით 10-15 კმია...მონასტერს აშკარათ ეტყობა რომ მრავალჯერაა გადაკეთებული . ძირითადად მთავარი ტაძარი ალბათ სავარაუდოდ 13 საუკუნეშია აშენებული...დღეს დღეობოთ ძეგლი კატასტოფულ მდგომარეობაშია როგორც კახეთის უმეტესი ძეგლი .ტაო კლარჯეთს მივტირით და აგერ კახეთში უნიკალური ძEგლები თავზე გვენგრევა... :x

გზაში......
Image

Image

შემოდგომის ფერები....

Image

Image

ვაზისუბნის ;სანაგირე"

Posted: 28 ოქტ 2007, 20:04
by gio giorgi
Image

Image

Image

ვაზისუბნის ;სანაგირე"

Posted: 29 ოქტ 2007, 10:56
by guruli
gio giorgi - ჯერ დიდი მადლობა ფოტოებისთვის. შემოდგომის ფერები მართლაც უნიკალურია... რა ვიცი, ყველას ჩვენი აზრი გაგვაჩნია ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ვერ მოვითმინე, ამ ფრაზაზე კომენტარი არ გამეკეთებინა:
ტაო კლარჯეთს მივტირით და აგერ კახეთში უნიკალური ძეგლები თავზე გვენგრევა...
ცხადია, კახეთის უნიკალურ ზეგლებსაც მიხედვა და პატრონობა სჭირდებათ, მაგრამ ტაო-კლარჯეთის ეკლესიებს იქ, იმ გეოპოლიტიკურ არეალში სხვა დატვირთვა აქვთ - ქართული სულის შენარჩუნება, გაღრმავება და განმტკიცება. მე არ ვიცი შენი დამოკიდებულება ზოგადად მაგ საკითხისადმი, მაგრამ რატომღაც ბოლო დროს მოდად იქცა მსგავსი გამოთქმა - იქ კი არა, აქ გვენგრევა თავზეო... არადა, ქართულ ენასთან ერთად ეგ ტაძრებია ის ქვაკუთხედი, რაც იქაურ ქართველებს თავის ქართველობას ახსენებს. და არა მარტო ქართველებს - ბანასთან და კიდევ ზოგიერთ ძეგლთან იქაურმა თურქებმა პირდაპირ გვითხრეს, ეგ თქვენი წინაპრების აშენებულიაო...
P.S. მე რა ვიცი ამ საკითხისადმი შენი დამოკიდებულება და იქნებ ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა კიდეც...

ვაზისუბნის ;სანაგირე"

Posted: 29 ოქტ 2007, 12:15
by gio giorgi
guruli


რათქმაუნდა მეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქ მაგ საკითხისადმი როგორც ნებისმიერ ქართველს ,ტაო კლარჯეთი ყველა ჩვენთაგანისთვის სულ სხვა გრძნობებს იწვევს და სხვა დატვირთვაა რათქმაუნდა ,ისევე როგორც ჯვრის მონასტერს და ივერონს ათონზე,

უბრალოდ გული გიკვდება როცა ხედავ ამ უნიკალურ ძეგლებს ესეთ დღეში...და გომბორის ძეგლების უმეტესობა დღემდე უცნობია ხალხისთვის..მაგალითად ზეგაანი,სანაგირე,შაშიანის სამება,ჭერემი,ვაჩნაძიანი,კალაურის ნათლისმცემელი,აკურის მამადავითი,კისისხევის უდაბნო მინასტრები და ა.შ


Image

Image

ვაზისუბნის ;სანაგირე"

Posted: 29 ოქტ 2007, 12:18
by lama
gio giorgi
ძალიან საინტერესოა

ვაზისუბნის ;სანაგირე"

Posted: 29 ოქტ 2007, 12:28
by gio giorgi
lama


გაიხარე.... :D

ეს ჩვენი ამერიკელი მეგობარი... :lol:

Image

ესეც ცხენის და პატრონის უხილავი კავშირი :D
Image

ვაზისუბნის ;სანაგირე"

Posted: 29 ოქტ 2007, 13:00
by guruli
gio giorgi
და გომბორის ძეგლების უმეტესობა დღემდე უცნობია ხალხისთვის..მაგალითად ზეგაანი,სანაგირე,შაშიანის სამება,ჭერემი,ვაჩნაძიანი,კალაურის ნათლისმცემელი,აკურის მამადავითი,კისისხევის უდაბნო მინასტრები და ა.შ
ცხადია, ცუდია, ჩვენს სამშობლოს კარგად რომ არ ვიცნობთ, მაგრა მაგ ეკლესიებზე მეტად ტაო-კლარჯულები თუ გვსმენია, მაგასაც მოეძებნება ახსნა - იმ ტაძრებმა საქართველოს ისტორიაში უდიდესი, შენს მიერ ჩამოთვლილებზე ბევრად დიდი როლი შეასრულეს. საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლა იმათი წიაღიდან დაიწყო...

ვაზისუბნის ;სანაგირე"

Posted: 29 ოქტ 2007, 13:07
by gio giorgi
guruli


რა თქმა უნდა აქ საკამათო არაფერია...ტაო ალბათ ჩვენ სამუდამო ტკივილათ დარჩება...

ვაზისუბნის ;სანაგირე"

Posted: 29 ოქტ 2007, 13:41
by qvevri
ამ ზაფულს ვიყავი ტაოში :cry:

ვაზისუბნის ;სანაგირე"

Posted: 29 ოქტ 2007, 15:34
by Naia
gio giorgi
რა ლამაზი ეკლესიააა....

ვაზისუბნის ;სანაგირე"

Posted: 29 ოქტ 2007, 15:39
by guruli
gio giorgi
guruli
რა თქმა უნდა აქ საკამათო არაფერია...ტაო ალბათ ჩვენ სამუდამო ტკივილათ დარჩება...
ვა - ამის შემდგომი ჩემი პოსტი სად აორთქლდა? :D თუ საერთოდ არ გამოგზავნა? :roll: :roll: რაღაც სერვერმა გაჭედა მაშინ და... თუ მოდერმა წაშალა? :roll:

ვაზისუბნის ;სანაგირე"

Posted: 29 ოქტ 2007, 15:51
by gio giorgi
qvevri


ეს შენ საპატივცემულოთ :)

Image

Naia

კი ეს ჩემი ერთ ერთი საყვარელი ადგილია. ბევრგან ვყოფილვარ მაგრამ მონასტერთან რო წყაროა ესეთი წყალი სხვაგან არსად არ დამილევია რაღაც ტკბილი გემო დაკრავს

Image

ვაზისუბნის ;სანაგირე"

Posted: 29 ოქტ 2007, 17:41
by Ninukala
gio giorgi
ფანტასტიური სურათებია... მომეწონა შენი ხედვა :)

ვაზისუბნის ;სანაგირე"

Posted: 30 ოქტ 2007, 15:21
by Kakha
gio giorgi
კარგია რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენე საკმაოდ ადვილად მისასვლელი ძელგები ვაზისუბან-კალაურ-ვაჩნაძიანის შემოგარენში. არადა რატომღაც ნაკლებად პოპულარული ძეგლებია და იშვიათად რომ ადგოლობრივს გარდა იქ ვინმე მივიდეს. ზოგი ძეგლი თავად სოფლებშია მაგალითად გულბაათ ჭავჭავაძის სახლი ანდა სულხან ჭავჭავაძის სასახლე (თუ მეტი არა არაფრით ჩამოუვარდება ეს უკანასკნელი ალექსანდრეს სასახლეს).

გმადლობთ!

ვაზისუბნის ;სანაგირე"

Posted: 30 ოქტ 2007, 15:59
by gio giorgi
Kakha


მართალი ხარ ეს ადგილები თითქმის უცნობია საზოგადოებისთვის...საუბედუროთ ბევრს გონია კახეთი მხოლოდ ალავერდის და შუამთის ნახვით შემოიფარდგება...და წარმოდგენა არააქთ გომბორის მთებში რამხელა საგანძური იმმალება..ის საგანძური და სიმდიდრე რაც მე-6 საუკუნეში ასურელმა მამებმა მოიტანეს და დღემდე შეიძლება შეიგრძნო ეს სულიერი განძი ამ ხელუხლებელ ტაძრებში...ტაო-კლარჯეთი ტყუილათ არ ვახსენე როგორც ეს საოცარი მხარე წაგვერთვა ჩვენი სიბრმავის გამო ასევე ეს გომბორის საგანძურიც დაფარულია ჩვენთვის...მაგრამ ბოლო წლებია სიტუაცია გამოსწორდა და იმედია მეტი ყურადღება მიექცევა ამ მხარეს....