Page 1 of 7

ნუნისი! გაგიგიათ ან ყოფილხართ?

Posted: 13 ივნ 2005, 17:05
by Jnosy
ადრე თუ გახსოვთ ნუნისში იმატა თბილისელი მოლაშქრეების დინებამ და აი რატომ...
ვინმე გივი ალაზნისპირელმა და გიორგი იბერიონმა (მემგონი სწორად დავწერე სახელი) აღმოაჩინეს (თურმე) იქ ნოეს კიდობანი..

ქსმენიათ თუ არა ამის შესახებ და რას ფიქრობთ?

p.s. ბუნება მართლაც კაია (მითუმეტეს დედაბერას ქედით წელს ბორჯიმშიც ვარ გადასული და პადობნი ბუნება არ მინახავს არასდროს)

ნუნისი! გაგიგიათ ან ყოფილხართ?

Posted: 13 ივნ 2005, 17:13
by Jnosy
nicalagua wrote:Jnosy
არ ვყოპილვარ მარა რაკი შენ თუ ბუნება მოგეწონა ზნაჩიტ მართლა ნახვის ღირსი ყოპილა ის ადგილები :D
საშინლად ლამაზია!
იმხელა ხეებია რომ 6 კაცი ხელს ვერ შემოაწვდენს, შეიძლება 7 - იც...
წარმოიდგინე ბორჯომის ხეობის ბუნება და ზემო იმერეთის ბუნების შერწყმა რა უნდა იყოს!
სიფანატეა ბლინ :o

ნუნისი! გაგიგიათ ან ყოფილხართ?

Posted: 13 ივნ 2005, 17:15
by Jnosy
nicalagua wrote:Jnosy
არ ვყოპილვარ მარა რაკი შენ თუ ბუნება მოგეწონა ზნაჩიტ მართლა ნახვის ღირსი ყოპილა ის ადგილები :D
მთლად ეგრეც არაა საქმე :oops:

ნუნისი! გაგიგიათ ან ყოფილხართ?

Posted: 13 ივნ 2005, 17:21
by Gvalva
ნუნისი სამწუზაროდ მარტო გამიგია, რამდენი მანდ წავიდნენ ჩემი ნაცნობები, არ მეცალა არც ერთხელ. წიწვნარში დადიხარ? მაგ მხარე საერთოდ ცუდად ვიცი. დაგვირეკლამე აბა უკეთესად, იქნება გვეშველოს და წავიდეთ.

ნუნისი! გაგიგიათ ან ყოფილხართ?

Posted: 13 ივნ 2005, 17:28
by Jnosy
Gvalva
ყველაზე დიდი რეკლამა დაწერილის წაკითხვა კი არა იქ ნანახის მოყოლაა (ვაფშეტა თვითონ ნახო ჯობია)
კითხე და გეტყვიან...
ნუნისიდან ზანავში გადადის N4 ბილიკი
აი თუ თავგადასავალი გინდა იქ უნდა წახვიდე რა..
ჩერეზ დედაბერა

გზაზე წაქცეული ხის (დაბრკოლების) გადასალახად დაახლოვები 10 წუთი გვჭირდებოდა 4 კაცს (ბიჭს) იმხელა ხეებია

ნუნისი! გაგიგიათ ან ყოფილხართ?

Posted: 13 ივნ 2005, 21:49
by Mao
Jnosy
მეც მითხრეს ულამაზესი ადგილიაო. გასვლა რამდენ დღიანია რეალური?

ნუნისი! გაგიგიათ ან ყოფილხართ?

Posted: 13 ივნ 2005, 22:10
by Gvalva
Mao

რა არც შენ ყოფილხარ?
რაღაც ისე მახსოვდა შენ ნამყოფი იყავი. ეხლა კი ალბათ მართლა წავალთ! :)

Jnosy, მაგარი წარმატებული რეკლამა გამოგივიდა რომ იცოდე, ნებრეჟნად ნათქვამმა დეტალებმა დამაინტრიგა :)

ნუნისი! გაგიგიათ ან ყოფილხართ?

Posted: 13 ივნ 2005, 22:45
by ilia
Jnosy მჯერა რომ მაგარი ადგილებია, თუ შეგიძლია უფრო დაწვრილებით დაწერე: როდის იყავით, საიდან წახვედით, რამდენ ხანს იარეთ და ეგეთი დეტალები. არ დაიზარო, დაწერე!

ნუნისი! გაგიგიათ ან ყოფილხართ?

Posted: 13 ივნ 2005, 23:27
by Mao
Gvalva
ჰა წავედით ამ შაბათ კვირას? :shock: :wink:

ნუნისი! გაგიგიათ ან ყოფილხართ?

Posted: 13 ივნ 2005, 23:28
by Gvalva
ესეთი იდეა უკვე დაძრწოდა ამ ფორუმზე

http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?t=133

ამას გადახედეთ და მოდი როდისმე, რეალურად დავგეგმოთ.

ნუნისი! გაგიგიათ ან ყოფილხართ?

Posted: 13 ივნ 2005, 23:36
by Mao
Gvalva
იდეა არის რკონში გასვლა, მე ნამყოფი ვარ. სიამოვნებით წავალ ნუნისში, ხვალვე გავარკვევ გზის და იქაურობის ამბავს. ვიცი რომ ცუდი გზაა, მარტონივა ადის. ისე სადაც ყველა იქაც მე. როგორც იქნება ვნახოთ.

ნუნისი! გაგიგიათ ან ყოფილხართ?

Posted: 14 ივნ 2005, 08:55
by ilia
მე ყველგან მოვდივარ.
გამოცდილო მოლაშქრეებო, თქვენ ოღონდ თქვით.
შაბათ-კვირა კაი იდეაა.

ნუნისი! გაგიგიათ ან ყოფილხართ?

Posted: 14 ივნ 2005, 09:44
by Jnosy
Mao wrote:Gvalva
ჰა წავედით ამ შაბათ კვირას? :shock: :wink:
ამ კვირაში ვერ წამოვალ მაგრამ ივნისის ბოლოს მივდივართ, თუ გინდა შეგატყობინებთ და ერთად წავიდეთ (ოღონდ ჩვენ ეხლა ბორჯომში მივდივართ და იქიდან უნდა გადავიდეთ ნუნისში)

ილია - დაწვრილებით:
აქედან მატარებლით საღამოს, მოლითში ჩამოდიხარ სადღაც ღამის 3.00 - ზე (თუ მემანქანემ არ ისაჩკავა :) ) და მიდიხარ სოფელ ნუნისისკენ ღამით.. თუ კარგად იარე გამთენიისას დაჟე სოფელსაც გაცდები და ადიხარ ბერების კლდეზე, იქ მინდორია ბანაკლისთვის, გვერდით მდინარე ჩამოდის, ძალიან ლამაზი ადგილია...
მესამე დილამდე ისვენებ და დილის 6.00 - ზე გადიხარ ეკლესიასთან მდებარე ბილიკზე ჩერეზ დედაბერა სოფელ ზანავში (ბორჯომის რაიონი)...
მარშრუტი N4 (გზა უკვე დანომრილია) თუ კარგად ივლი იმ დღესვე გადადიხარ, თუ ისაჩკავე :) ღამე თხემზე გიწევს გათენება და დათვები შეგჭამენ :) ბუნებაზე არაფერს არ ვიტყვი იმიტომ რომ ისე ვერ ავღწერ რაც მე იქ ვნახე!

5 დღიანი საკმარისია, მე-5 დღეს ბორჯომში ხარ და ღამით თბილისში!
ვოტ :D

ნუნისი! გაგიგიათ ან ყოფილხართ?

Posted: 14 ივნ 2005, 10:32
by Gvalva
Jnosy

ისე ჩანს, უკვე დაგეგმილი გაქვთ ეგ მოგზაურობა, აბა მითხარი ბორჯომიდან გასვლის რიცხვი და ვეცდებით აქედანაც მოვახერხოთ. მარშუტი ვინ იცის და ხელმძღვანელი თუ ყავს?