Page 2 of 5

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 16:10
by Mta Mkvarebia
ხეების ჩრდილში, ხის მაგიდა და სკამებია, იმპროვიზირებული მოაჯირით გარშემორტყმული, ამაზე მყუდრო ადგილს ვერ ინატრებთ. სწორედ აქ, ბერები ყავით გაგვიმასპინძლდნენ, მიუხედავად ჩვენი პროტესტისა. მაგრამ მერე მივხვდით, რომ უარის თქმა უარესი იყო. ასეთი გემრიელი ყავა ცხოვრებაში არ დამილევია...
"აივნიდან" ულამაზესი ხედები იშლება:

Image

ულამაზესი იყო წითელ-ყვითელი ფოთლების ფონზე ეს თოვლიანი მთა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემმა მობილურმა ეს კომტრასტი თვალოსაჩინოდ ვერ დააფიქსირა :(

Image

Image

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 16:15
by Mta Mkvarebia
Image

Image


Image

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 16:21
by meko
Mta Mkvarebia
გაიხარე, ძალიან ლამაზია :)

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 16:28
by Mta Mkvarebia
ქოზიფა დავტოვეთ, გამოვემართეთ უკანა გზაზე. უახლოესი მონასტერი ბერთუბანია, რომელიც პირდაპირ გზაზე მდებარეობს. გზად ისევ წითელ-ყვითელი პეიზაჟები:

Image

Image

Image

Image

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 16:30
by Mta Mkvarebia
meko wrote:Mta Mkvarebia
გაიხარე, ძალიან ლამაზია :)
მიხარია, რომ მოგეწონათ :)

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 16:50
by Mta Mkvarebia
ბერთუბანშიც მოვედით. ეს არის მარიამ მეგვიპტელის სახელობის ეკლესია, რომელიც ქოზიფას ეზოში მოჭრილი სოჭის ხისგან ააგეს. მთელი ეკლესია ერთი ხისგანაა აგებული, როგორია?! ეკლესია გარედან ხისაა, მაგრამ შიგნიდან შელესილია.

Image

Image

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 17:28
by popins
Mta Mkvarebia

კარგი ფოტოებიც გადაგიღია და

საინტერესო ტურში ყოფილხარ.

გაიხარე ჩემო კარგო. :D

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 17:37
by Mta Mkvarebia
რადიკალ.რუ საშინლად მუშაობს, ვერაფრით ავტვირთე სურათები, ამიტომ მოგვიანებით გავაგრძელებ...

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 17:38
by Mta Mkvarebia
popins wrote:Mta Mkvarebia

კარგი ფოტოებიც გადაგიღია და

საინტერესო ტურში ყოფილხარ.

გაიხარე ჩემო კარგო. :D
:D :D :D

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 17:39
by popins
Mta Mkvarebia


ჰოდა ის ბერი შენ რომ ამბობდი იმ ხესთან როგორ ცხოვრობს .იქ ლოცულობს მხოლოდ თუ?
ამიხსენი რა. :?

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 18:10
by Mta Mkvarebia
popins wrote:Mta Mkvarebia


ჰოდა ის ბერი შენ რომ ამბობდი იმ ხესთან როგორ ცხოვრობს .იქ ლოცულობს მხოლოდ თუ?
ამიხსენი რა. :?
არა, როგორც გვითხრეს, იქვე სძინავს. ალბათ, რა თქმა უნდა, ის მცირე პერიოდი, რასაც ძილს უთმობს. როგორც ვიცი, დაყუდებული ბერები ძირითადად მღვიძარებასა და ლოცვაში ატარებდნენ თავიანთ ცხოვრებას. თურმე ჰყავს გადაჭრილი (თუმცა არ ვიცი ეს როგორია) ვილისი მუხრუჭების გარეშე და იმით დადის, თუ მონასტრის საჭიროებისათვის უწევს მონასტრის დატოვება. ვეღარ ვიკითხე, რატომ გაუსვეს ხაზი, რომ ის ვილისი მუხრუჭების გარეშეა, მაგრამ მერე დასკვნა თავად გამოვიტანე: რადგან წინასწარჭვრეტის ნიჭი გააჩნია, იცის, ალბათ, რომ ამ გზით მას საფრთზე არ ემუქრება. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. თურმე ძალიან თავმდაბალია... ასეთიც მახსოვს. ზაფხულში რომ ვიყავით იქ, ჩემმა ახლობელმა გოგონამ სურათის გადაღება სთხოვა, უარი არ უთქვამს, ამ სურათში ყვავილები უჭირავს ხელში (სხვათაშორის რამდენიმე თითი აკლია, არ ვიცი რატომ, მიუხედავად ამისა ულამაზეს ხატებს ქმნის) და ისეთი სიმშვიდე მოდის მისგან, გაოცდები...

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 18:11
by Mta Mkvarebia
მოკლედ, სურათების ატვირთვა მიჭირს, დანარჩენი ხვალ იყოს...

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 18:12
by popins
Mta Mkvarebia

ვა,გავოგნდი

ძალიან საინტერესო რამ მოყევი.

მაინტერესებს ის სურათი.

სიამოვნებით წავიდოდი ქოზიფაში.

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 18:16
by Mta Mkvarebia
popins wrote:Mta Mkvarebia

ვა,გავოგნდი

ძალიან საინტერესო რამ მოყევი.

მაინტერესებს ის სურათი.

სიამოვნებით წავიდოდი ქოზიფაში.
იმ სურათის დადებისაგან თავს შევიკავებ, რადგან კურთხევა არა მაქვს. მაგრამ PM-ში გამოგიგზავნი, თუკი სესაზლებელია სურათის მიბმა (არ მახსოვს).

ნამდვილად არ ინანებ, თუ წახვალ იქ...

ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007

Posted: 22 ოქტ 2007, 19:12
by ketuna4
Mta Mkvarebia

მართლაც გასაოგნებელია, საოცარია როგორ სურათები ასევე ისტორია

სიამოვნებით ვნახავდი ყველაპერს ლაივში :roll: