ჯიპტური ჯავახეთის ზეგანზე-სარო,ვარდისციხე,თოკი,თმოგვის ციხე

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ჯიპტური ჯავახეთის ზეგანზე-სარო,ვარდისციხე,თოკი,თმოგვის ციხე

Post by tiko_r » 20 ოქტ 2007, 17:48

Jnosy wrote:კარგები ხართ :)
ლამაზია ძალიან

დააა, არავინ რომ არ ამბობს ამ მაგიდის და სკამების ისტორიას?!
თმოგვის ციხეზე კეშად იყო დატოვებული :wink:


User avatar
bellge
მაწანწალა
Posts: 915
Joined: 12 ივნ 2007, 10:50
ჯიპტური ჯავახეთის ზეგანზე-სარო,ვარდისციხე,თოკი,თმოგვის ციხე

Post by bellge » 20 ოქტ 2007, 17:57

ძალიან ლამაზია და შთამბეჭდავი :)

იმედია მალე კარაელთა უფრო დიდი დელეგაცია გავიმეორებთ ამ მარშრუტს :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჯიპტური ჯავახეთის ზეგანზე-სარო,ვარდისციხე,თოკი,თმოგვის ციხე

Post by qvevri » 20 ოქტ 2007, 19:42

tiko_r wrote:ქვევრი ჩავიდა თავის სახელის დასაწერად :lol:

Image
კრასკვა და ღებვა მე მგონი შენ უფრო კარგად გეხერხება :lol:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჯიპტური ჯავახეთის ზეგანზე-სარო,ვარდისციხე,თოკი,თმოგვის ციხე

Post by qvevri » 20 ოქტ 2007, 20:21

ვუძღვნი თმოგვის ციხეს. მეორე დღეს დავწერე. :oops:

ციხე ჩიოდა
ეხლა რომ მიცქერი, ეგრე კი არ არის საქმე? მაშინ უნდა გენახე ფეხზე რომ ვიდექი რა კაცი ვიყავი. არწივიც კი ვერ მიბედავდა თავზე გადაფრენას. შენ აქ ამოსვლაში ამოგვარდნია გული და იმას აღარა ჰკითხულობ აქ ვინ ამომზიდა და დამადუღაბა? დიახ კიდევაცა ვჭაბუკობდი და კიდევაც ვიბრძოდი, ჩემი საჭურველ-იარაღი ჩემი ქონგურები და გოდოლები იყო. მაყრიდა ურჯულო ტყვიაწამალსა და იასარს სეტყვასავით მარა ვერ მივართვი ჩემი აღება. პატრონი მყვადა, კაციც ის იყო და ქუდიც იმას ეხურა, თქვენს ქალკუდა პატრონს კი არა ჰგავდა. მომეფერებოდა და მეტყოდა “ჩემო ფარო და ნამუსო”-ო. სწორედ რომ ფუტკარსა ჰგავდა თავისი ცხოვრებით. სიცოცხლე სულ ბრძოლასა და შრომაში გალია. თქვენც ფუტკრებსა ჰგევხართ, ოღონდ მამალ ფუტკრებსა, რომლის საქმეც თაფლის ჭამა და დედა ფიტკრის დამამვლაა, მარა მაგის თავიც აღარა გაქვთ. თუ არა და ერის სიმრავლეზევე გეტყობათ რა ბედენაცა ბრძანდებით, გააჩენთ თითო კინკილა შვილსა და მერე ქვეყანაზე მტვერს დააყენებთ ბაქიაობით. ან-კი თქვენ თვითონ გასაზრდელებმა შვილები როგორ უნდა გაზარდოთ? ვიცი მე თქვენი ზრდილობაცა და თქვენი რწმენაც. თქვენ მორწმუნეები მარტო ეკლესიაში ხართ, წირვა-ლოცვის დროსა და გარეთ კი გავიწყდებათ თქვენი ქრისტიანობა. კაცი რო დღეში, სარკის წინ უფრო მეტ დროს გაატარებს ვიდრე ხატის წინა, მასეთი ქრისტიანობა არ გაიშვას. რა ვიცი თქვენს ფიქრებში მაგრად დააგელვებთ ცხენებს ხმალშემართულები დიდგორზე? მარა ცხადლივ, ცხენი კი არა, წიხლის შიშით ვირთან ვერ მისულხართ ახლო და ხმალი კი არა, ჯაყვით კიტრი ვერ გაგითლიათ. მიიხედ-მოიხედეთ, ეგ თქვენი დღევანდელი დღე არის თქვენი დიდგორი. რით ვეღარ მიმხვდარხართ, რომ ბრძოლის ველზე ხართ და მტერი თავს დაგცემიათ მგელივით. ან, ამ ჩემს ჩამოქცეულ მხრებს რო არ უწამლებთ, ვინ მოგცათ მაგის ნება? არ შეგვიძლიაო? რას მიქვია არშეძლება? თქვენთვის ხომ კარგად აშენებთ მაღალ-მაღალ აგარაკებსა და... ჩიოდა ციხე, ჩიოდა არა იმაზე, რომ მარტოდმატო დარჩენილიყო ყორნების ამარა, არა, იმაზე ჩიოდა, რომ ყველაზე მეტად ეხლა იყო საჭირო ქვეყნისათვის და ქვეყანას კი ყველაზე მეტად ეხლა არ ეცალა მისთვის, რადგან აგარაკ-აუზებისა თუ რესტორან-საროსკიპოების მშენებლობით იყო გართული. ხედავდა ციხე, კარგად ხედავდა, როგორ შემოსულიყო და მოსდებოდა მტერი ქვეყანას და იძახდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა ხალხოო, მაგრამ ხალხს ციხისა კი არა, დიდი ხანია უკვე ერთმანეთისაც კი აღარ ესმოდათ. ხანდახან ნისლის თეთრი ქულები მიაკითხავდნენ ციხეს, მიეალერსებოდნენ და მიეფერებოდნენ თავის ძველ მეგობარს, მერე ჩასწვებოდნენ ხევში და წავიდოდნენ სადღაც შორეთში. ნისლოვ სპეტაკო, დაუძახებდა ციხე თავის მეგობარს, იქნებ სადმე ჩემს პატრონს გადაეყაროო. თუმცაღა, კარგად იცოდა ციხემ, რომ მისი პატრონისა უკვე ძვლებიც აღარ იყო მიწაში, მარა მაინც ეძახდა. ოხ ერთი ერთხელ კიდევ მანახა იმისი თავი ჩემს ქონგურებზე მდგარი და დამარცხებულ მტერზე გადამყვირალი და მერე თუნდ ამ ხევში ჩამაქცია ერთიანადაო, იტყოდა ხოლმე. ჩიოდა ციხე და თან ცრემლები ჩამოსდიოდა ბებერ ტანზე. ამ ცრემლებს მისი გალავნის დუღაბში გამოსული ბალახები ისრუტავდნენ. ეს იყო არა შიშის, არა მარტოობის, არამედ მონატრების ცრემლები, დიახ მონატრებისა... :cry:
Last edited by qvevri on 07 ივლ 2008, 21:35, edited 2 times in total.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჯიპტური ჯავახეთის ზეგანზე-სარო,ვარდისციხე,თოკი,თმოგვის ციხე

Post by popins » 20 ოქტ 2007, 20:49

qvevri ვააააააა



მალადეც :) :D

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ჯიპტური ჯავახეთის ზეგანზე-სარო,ვარდისციხე,თოკი,თმოგვის ციხე

Post by GOGONA » 20 ოქტ 2007, 21:44

qvevri
ციხის თქმა... :( :cry:

გაიხარე შენა, რა ადამიანი.... :)

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ჯიპტური ჯავახეთის ზეგანზე-სარო,ვარდისციხე,თოკი,თმოგვის ციხე

Post by GOGONA » 20 ოქტ 2007, 21:45

კარგები ხართ, როგორ გამიხარდა მასაი რი წამოსულა,
შემდეგ ტურში ჩემი თეთრათი მოვდივაარრრრ!!!!

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ჯიპტური ჯავახეთის ზეგანზე-სარო,ვარდისციხე,თოკი,თმოგვის ციხე

Post by Toma » 20 ოქტ 2007, 22:33

qvevri
ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჯიპტური ჯავახეთის ზეგანზე-სარო,ვარდისციხე,თოკი,თმოგვის ციხე

Post by qvevri » 20 ოქტ 2007, 22:49

tiko_r wrote:
Makena wrote:Image
ის უკან რა ანათებს :shock: :shock: :shock:

ნამდვილი სასწაულია!!!!!!!!! :shock: :shock: :shock:



:lol: :lol: :lol:
ეგ მე ვარ ფანარით :oops:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჯიპტური ჯავახეთის ზეგანზე-სარო,ვარდისციხე,თოკი,თმოგვის ციხე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ოქტ 2007, 02:44

ნამდვილად პოზიტიური თოფიქია ფოტოებით, ტექსტებით, თავგადასავლებით...

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ჯიპტური ჯავახეთის ზეგანზე-სარო,ვარდისციხე,თოკი,თმოგვის ციხე

Post by Kakha » 21 ოქტ 2007, 11:25

ამ რეპორტაჟში რამდენჯერმე იყო ნახსენები, რომ ადგილობრივთა თქმით თოკი და სარო არაა შესწავლილი, რომ არავინ დაინტერესებულა იქაური გვირაბებით.

არც ეგრეა საქმე. თუნდაც შედარებით ახალ გამოცემას დაგისახელებთ. ნიკა ვაჩეიშვილის ინიციატივით (ერთ-ერთი ძირითადი ავტორიცაა) გამოიცა ორი წიგნი სერიით საქარVელოს მეგზური. ამ შემთხვევაში ლაპარაკია ტომზე რომელსაც ჰქვია ჯავახეთი, თბილისი, 2000, ISBN 99928-857-0-X

თოკსა და საროზე ნახეთ გვერ. 84-87 იქვეა ანაზომები და წიგნის ბოლოში კი ილუსტრაციები.

ამ წიგნის ინგლისურენოვანი მოკლე ტექსტი და ილუსტრაციები გამოდებულია შემდეგ საიტზე http://www.heritage.ge/statiebi/Summary ... toebit.pdf

რაც შეეხება იმას რასაც თქვენ გვირაბებს ეძახით ესაა ჯავახეთში ფართოდ გავრცელებული დარნები. მიკვირს რომ იქაურებმა, თუნდაც ბავშვებმა ეს სიტყვა "დარანი" არ იხმარეს. ისინი მათლაც ნაკლებადაა შესწავლილი, რადგან უმეტესად ჩაქცეულებია და მათ გაწმენდას უზარმაზარი ადამიანური თუ ფინანსური რესურსი სჭირდება.

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ჯიპტური ჯავახეთის ზეგანზე-სარო,ვარდისციხე,თოკი,თმოგვის ციხე

Post by GOGONA » 21 ოქტ 2007, 13:24

Kakha


ხომ არ იცით დარანის დანიშნულება რა იყო? თუ დარანი და გვირაბი ერთიდაიგივეა?
:roll:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჯიპტური ჯავახეთის ზეგანზე-სარო,ვარდისციხე,თოკი,თმოგვის ციხე

Post by ლეონტი » 21 ოქტ 2007, 21:55

GOGONA wrote:Kakha


ხომ არ იცით დარანის დანიშნულება რა იყო? თუ დარანი და გვირაბი ერთიდაიგივეა?
:roll:
მტრის მოახლოებისას სოფელი ქრებოდა.
ის დარანებში გადაინაცვლებდა , სადაც მარაგები წინასწარ იყო მზად.
მტერი მოვიდოდა, იფიქრებდა რომ გაიხიზნენო და კუდამოძუებული ნადავლის გარეშე მიდიოდა.
გვირაბებით ერთმანეთს უკავშირდებოდნენ, რომ ერთი ადგილის გამოაშკარავების შემთხვევაში სხვაგან გადასვლის , გაქცევის საშუალება ჰქონოდათ.

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ჯიპტური ჯავახეთის ზეგანზე-სარო,ვარდისციხე,თოკი,თმოგვის ციხე

Post by Toma » 22 ოქტ 2007, 00:37

qvevri
ყოველ დღე ვკითხულობ ამ შენს მოთხრობას და მეც მაგ ციხესავით ღაპაღუპით ჩამომდის ცრემლები Image ეხლა ჭუნა იყო ჩემთან და ისიც იგინეში გამომიტყდა Image








გულის ამაჩუყებელი და სულის შემძვრელია

ოლლოლლო ჩვენს ქართველობას, ვაი რომ მართალი ხარ :(

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]