Page 1 of 3
მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
Posted: 16 ოქტ 2007, 10:49
by Mta Mkvarebia
კვირას, 14 ოქტომბერს, მე და ჩემი ახლობლები მარტყოფის ღვთაებისკენ გავემართეთ. გადაწვეტილება სპონტანურად მივიღეთ შაბათს ღამით, ამიტომ სატრანსპორტო საშუალება აღარ დაგვიქირავებია, რეისის მარშუტკას გავყევით სამგორიდან სოფელ ნორიომდე, იქიდან კი იმავე მძღოლს ფული დავუმატეთ და აგვიყვანა ტაძრამდე. ძალიან ადვილი მარშრუტია და, რაც მთავარია, ძალიან ახლოა თბილისიდან. ღვთაებაში კი ვიყავი ნამყოფი, მაგრამ შემოდგომის ფერებით შემოსილმა მაინც გამაოცა და მომხიბლა; მაგრამ როგორც ჩანს, არა მარტო მე და ჩემი ახლობლები, რადგან იქაურობა ხალხით იყო სავსე, 4 თუ 5 ავტობუსი და უთვალავი სამარშუტო ტაქსი დავთვალე. და რაც ყველაზე სამწუხაროა, ქეიფის შემდეგ გარემოს დასუფთავებაზე ეტყობა, არავინ ზრუნავს. ნამდვილად აკლდა კარველების ხელი, თიკო_რ-ს ხელმძღვანელობით. ერთ-ერთ თემაში კარავზე ვიღაც კითხულობდა, თუ სად არის შემოდგომა ყველაზე ლამაზი. თამამად შემიძლია დავასახელო ღვთაება. ასე რომ ვინც წელიწადის ამ დროს აქ არ ამოსულა, შეგიძლიათ ესტუმროთ, ნამდვილად არ წააგებთ. ხალხმრავლობა ნუ შეგაშინებთ, მარტყოფელის სვეტისკენ მიმავალი ტყე საკმაოდ დიდია და ყველას დაიტევს.
მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
Posted: 16 ოქტ 2007, 10:50
by Mta Mkvarebia
მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
Posted: 16 ოქტ 2007, 10:54
by Mta Mkvarebia
ღვთაების შესასვლელი
კომპლექსის მთავარი ტაძარი

მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
Posted: 16 ოქტ 2007, 10:57
by Mta Mkvarebia
მაცხოვრის გამოსახულებები

მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
Posted: 16 ოქტ 2007, 11:03
by Mta Mkvarebia
ტაძრის ინტერიერი
წმინდა ნინოს მირონმდინარე ხატი
ანტონ მარტყოფელის საფლავი
საკურთხევლის კარის დეტალი

მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
Posted: 16 ოქტ 2007, 11:04
by lama
მართლაც ლამაზია მარტყოფის ღვთაების მონასტერი
სწორედ აქ ამ მონასტერში ერთ-ერთ კელიაში მოკლეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ საძაგლიშვილი
მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
Posted: 16 ოქტ 2007, 11:07
by Mta Mkvarebia
ბერების წმინდა ნაწილები

კომპლექსში შემავალი მეორე ტაძარი, რომელიც წმინდა გიორგის სახელობისაა

მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
Posted: 16 ოქტ 2007, 11:15
by Mta Mkvarebia
ფრესკები წმ. გიორგის ტაძარში, მართალია ახალი მოხატულია, დაახლოებით 20 წლის, როგორც წინამღღვარმა მამა ბენიამინმა გვითხრა, მაგრამ ამის გამო არანაკლებ საინტერესოა. სხვათაშორის მამა ბენიამინს ძალზე ახარებს ტაძარში სტუმრიანობა. ყველას დაუზარელად უხსნის მის ისტორიას და უკითხავს ქადაგებას მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ.
წმ. გიორგის ბორბალზე წამება
მაცხოვრის შობა

მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
Posted: 16 ოქტ 2007, 11:17
by Mta Mkvarebia
მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
Posted: 16 ოქტ 2007, 11:25
by Mta Mkvarebia
ფონზე ჩანს სვეტი, სადაც ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, ანტონ მარტყოფელმა 15 წელი მარტოდმარტომ გაატარა ლოცვაში. ამიტომაც დაერქვა იქაურობას მარტყოფი. მანამდე აკრიანის მთას უწოდებდნენ.
ანტონ მარტყოფელი

მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
Posted: 16 ოქტ 2007, 11:30
by Mta Mkvarebia
lama wrote:მართლაც ლამაზია მარტყოფის ღვთაების მონასტერი
სწორედ აქ ამ მონასტერში ერთ-ერთ კელიაში მოკლეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ საძაგლიშვილი
მართალი ხარ, თუ არ ვცდები ამ კელიაში (სადაც მარტყოფელის ხატია კედელზე) იპოვნეს ტყვიით განგმირული კირიონ კათალიკოსი. ბაღის სიმწვანემ არ დაგაბნიოთ ეს სურათი მარტყოფში ზაფხულში სტუმრობისას არის გადაღებული.

მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
Posted: 16 ოქტ 2007, 11:32
by lama
მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
Posted: 16 ოქტ 2007, 11:37
by Mta Mkvarebia
ეს უკვე ტყის გავლით ავდივართ სვეტზე, რომელიც უკანა ფონზე ჩანს კიდეც

მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
Posted: 16 ოქტ 2007, 11:38
by Mta Mkvarebia
აი ის სვეტი ახლოდან

მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
Posted: 16 ოქტ 2007, 11:46
by Mta Mkvarebia