უჯარმა - შუამთა 15. 10.2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
უჯარმა - შუამთა 15. 10.2007

Post by Naia » 16 ოქტ 2007, 13:35

Toma
მართლა ძალიან ლამაზი გასვლა გამოგვივიდა :)

გოგონა ძალიან მაგარი ხარ ;) :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
უჯარმა - შუამთა 15. 10.2007

Post by guruli » 16 ოქტ 2007, 14:36

რეპორტაჟი კი კარგია - ფერებით ნაღდად მოვიხიბლე, მაგრამ ეს ქალ-ხოდები ანუ მხოლოდ ქალები რომ მიდიხართ, უმამაკაცებოდ, ახალი მოდაა? :roll: ვეჭვობ, ფემინისტური სინდრომია. კაი ჰა, კაცები არ გინდოდათ, გეთქვათ და ეგებ ვინმეს ქალის შარვალიც ჩაგვეცვა და მაკიაჟიც გაგვეკეთებინა, ჰა? :lol: სხვა თუ არაფერი, იმ შავი კაცებისგან მაინც დაგიცავდით.
ჰო, მართლა - ის შავი კაცები ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, რად მოგზდევდნენ? :D :D

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
უჯარმა - შუამთა 15. 10.2007

Post by Toma » 16 ოქტ 2007, 14:37

guruli
:D :D :D ნეტავ შენ გუშინ იქ მოსულიყავი სადაც გეპატიჟებოდნენ :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
უჯარმა - შუამთა 15. 10.2007

Post by guruli » 16 ოქტ 2007, 14:45

Toma
guruli
ნეტავ შენ გუშინ იქ მოსულიყავი სადაც გეპატიჟებოდნენ
აბა, აბა ახლა - მტკივნეულზე ფეხის დაბიჯებებს, ანდა დანაწვავზე მდუღარეს დასხმებს არა ვართ. :lol: :lol:
და გიშინ რა იყო ეგეთი - სამეფო ადგილს მიმზადებდით? :lol: :lol:

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
უჯარმა - შუამთა 15. 10.2007

Post by Toma » 16 ოქტ 2007, 14:49

guruli
რომ მოსულიყავი გქონდა მაგის შანსები :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
უჯარმა - შუამთა 15. 10.2007

Post by guruli » 16 ოქტ 2007, 14:58

Toma
guruli
რომ მოსულიყავი გქონდა მაგის შანსები
ეგ შანსი სულ მაქვს, მაგრამ აჯობებს, მაგაზე საუბარი მაიკოს გაცილების თემაში გავაგრძელოთ, სანამ დაგვბანავენ. :D
და მაგ გაცილების ფოტოები არ იქნება?

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
უჯარმა - შუამთა 15. 10.2007

Post by Kakha » 16 ოქტ 2007, 15:27

გოგონა,

რომ კითხულობდი რა ეკლესია ვნახეთ უჯარმასთანო - ეგ კაწარეთის სამებაა.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უჯარმა - შუამთა 15. 10.2007

Post by Mta Mkvarebia » 16 ოქტ 2007, 15:39

Kakha wrote:გოგონა,

რომ კითხულობდი რა ეკლესია ვნახეთ უჯარმასთანო - ეგ კაწარეთის სამებაა.
როდის არის აშენებული?

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
უჯარმა - შუამთა 15. 10.2007

Post by Kakha » 16 ოქტ 2007, 16:20

Mta Mkvarebia
კაწარეთის სამება ადრეულია, მეექვსე საუკუნით ათარიღებენ, მაგრამ იმდენჯერაა გადაკეთებულ-გადმოკეთებული რომ მეექვსე საუკუნის დანახვა ჭირს.

User avatar
meko
მაწანწალა
Posts: 681
Joined: 25 სექ 2006, 23:57
Location: Georgia
Contact:
უჯარმა - შუამთა 15. 10.2007

Post by meko » 16 ოქტ 2007, 18:51

guruli wrote: ჰო, მართლა - ის შავი კაცები ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, რად მოგზდევდნენ? :D :D
რა და ... ცუდი გზების გამო გოგონა თავის ნივას საითაც მოუხერხდებოდა იქით მიაგელვებდა :D ნელა-ნელა მივდიოდით და თან სურათებს ვიღებდით... უცებ სად იყო და სად არა მოსახვევში დიდი სისწრაფით მომავალი კამაზი გამოჩნდა :o კამაზი ჩვენს სავალ გზაზე მოდიოდა, ჩვენ კიდევ საპირისპირო მხარეს (ნუ მოძრაობის წესს ორივე არღვევდა იამების გამო :roll: )...
კამაზის მძღოლი დაფრთხა და საჭე თავის გზისკენ, ანუ ჩვენსკენ აიღო. გოგონამაც დააპირა თავს მხარეს გადასვლა მაგრამ მაშინვე მიხვდა რომ ვეღარ მოასწრებდა და გადაიფიქრა, პირიქით გვერდით გაიწია და გზა დაუთმო (პატიოსნად).. კამაზის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და კინაღამ ამოტრიალდა, სავარაუდოდ ჩვენც მოგვიყოლებდა :shock: :roll: მძღოლი ეჭვი გვაქვს რომ ნასვამ მდგომარეობაში იქნებოდა, რასაც მისი შემდგომი საქციელი მოწმობს... :roll:
კრუზაოზე ბლომად კაცები იდგნენ და გვანიშნეს წადითო, გადავრჩითო, მაგრამ ამ დროს გავიხედეთ და მძღოლი გააფთრებული მორბის ჩვენსკენ და რა დარწმუნდა რომ ვეღარ დაგვეწეოდა უზარმაზარი ქვები მომარჯვა და სროლა დაგვიპირა :roll: :shock: :lol: :D

ნუ... მადლობა ღმერთს გადავურჩით კამაზის ქვეშ მოყოლასაც და ქვით შიარაღებულ შავ კაცებსაც... :P :lol:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
უჯარმა - შუამთა 15. 10.2007

Post by guruli » 16 ოქტ 2007, 19:28

meko
ნუ... მადლობა ღმერთს გადავურჩით კამაზის ქვეშ მოყოლასაც და ქვით შიარაღებულ შავ კაცებსაც...
კიდევ კარგი, კიდევ კარგი, გადარცენილხართ, და ახლა ეგ ისტორიაც მოჰყე, თორემ გული გადამიქანდა - რა აღარ ვიფიქრე. :roll: :roll:

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
უჯარმა - შუამთა 15. 10.2007

Post by GOGONA » 16 ოქტ 2007, 21:13

Kakha wrote:გოგონა,

რომ კითხულობდი რა ეკლესია ვნახეთ უჯარმასთანო - ეგ კაწარეთის სამებაა.
გაიხარე, დიდი მადლობა, მინდოდა მცოდნოდა... :)

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
უჯარმა - შუამთა 15. 10.2007

Post by GOGONA » 16 ოქტ 2007, 21:16

guruli wrote: ... უმამაკაცებოდ, ახალი მოდაა? :roll: ვეჭვობ, ფემინისტური სინდრომია. კაი ჰა, კაცები არ გინდოდათ, გეთქვათ და ეგებ ვინმეს ქალის შარვალიც ჩაგვეცვა და მაკიაჟიც გაგვეკეთებინა, ჰა? :lol: ...
:D :D
რას ამბობ, ირაკლი, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგას ჯობია ან მე ვიყიდო 7-8 ადგილიანი ჯიპი ან შენ :wink:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
უჯარმა - შუამთა 15. 10.2007

Post by guruli » 17 ოქტ 2007, 15:12

GOGONA
რას ამბობ, ირაკლი, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგას ჯობია ან მე ვიყიდო 7-8 ადგილიანი ჯიპი ან შენ
ოოო, ჯიპი ყველაზე კარგი გამოსავალია. შენს პირს თაფლი :P :P :P - სულ ერთია, რომელი ვიყიდით, ჩვენც მოგებული დავრჩებით და კარავიც.
თუმცა, ეს ორი დღეა, თბილისში 3 000-მდე კაბიანი მამაკაცი დადის! :wink: კილტიან შოტლანდიელ ფანებს ვგულისხმობ, ცუდი არაფერი იფიქროთ. :lol: :lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]