მოგზაურობა ტრაპიზონში"სუმელას" და "ახალი აია სოფი
Posted: 08 ოქტ 2007, 14:02
მეგობრებო მე ნათიაკო და ქავთარაძე გუშინ ჩამოვედით თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში და დღეს ვნახეთ 2 საოცრება
ჯერ იყო და მოვინახულეთ ულამაზესი სამონასტრო კომპლექსი: "სუმელა" რომელსაც IV საუკუნის ძირი ჰქონია ხოლო 1204 წელს კი იგი ახლად აღშენებულა ფრიალო კლდეზე
ეს იყო ფანტასტიკა
ასევე მოვინახულეთ ქალაქ ტრაპიზონში: "პატარა აია სოფიის" უმშვენიერესი ტაძარი
ტაძრის იატაკი მოზაიკით ყოფილა გაფორმებული
ხოლო კედლებზე კი საოცარი ფრესკებია ასევე შემორჩენილი
მე განსაკუთრებით დამამახსოვრდა ნარტექსის სამხრეთ კედლის მოხატულობა რომელზეც გამოსახული იყო ის თუ როგორ ქადაგებდა ყმაწვილი იესო იერუსალიმის ტაძარში
საოცარი იყო ასევე "სუმელას მონასტრის" იკონოგრაფია სადაც თითქმის კი არა არამედ დაწვრილებით იყო ასახული არა მხოლოდ სახარების ანუ ახალი აღთქმის სიუჟეტის კომპოზიციები არამედ მთლიანად ბიბლია იყო და არის გადმოცემული იკონოგრაფიული ხერხით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით
ასეთი გრანდიოზული იკონოგრაფიის შედევრი თუ არსებობდა არ მჯეროდა
მოკლედ რაც გადმოვეცი ესაა მეგობრებო მარა ეს უნდა ნახოთ ყველამ
მე ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო პირველ რიგში ჩვენს მეგობარს ქავთარაძეს და ასევე ვანიჩკებს
თუ რატომ ამას თვითონ ვანო მიხვდება
ფოტოებს დავდებთ აუცილებლად რათა თქვენც გახდეთ მოწმე ამ საოცრებისა
აი ესეც სუმელას მონასტერი მთელი მისი მშვენიერებით