თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 ოქტ 2007, 04:12

ცერის უღელტეხილზე, იქ, სადაც თუშეთი პირობითად თუ გეოგრაფიულად მთავრდება, თვალსა და ხელს შუა თოვლი წამოვიდა.

საოცარი სანახაობა იყო


GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 ოქტ 2007, 04:17

5 წუთში გამოდარებულ გზაზე ვიდექი, 2 სთში კი ბარში ჩამოვედი. ეს პაწაწინა ჩანჩქერიც იქ გადავიღე და ჩემი თუშური რეპორტაჟიც აქ დავამთავრე...

Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან

Post by popins » 06 ოქტ 2007, 05:39

გაიხარე გოგა!

ვზივარ სიცხიანი,არ მეძინება და...

მოკლედ გაიხარე რა

,ისეთ კარგ გუნებაზე დამაყენა შენმა ნაღვაწმა. :D :D :D

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან

Post by natalia » 06 ოქტ 2007, 10:54

შემოდგომა შემოპარულა თუშეთში, კიდევ უფრო გალამაზებულა.
სურათებმა გამახსენეს ჩემი შესანიშნავი დრო თუშეთში.

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან

Post by KINALOKO » 06 ოქტ 2007, 10:59

Image
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან

Post by tiko_r » 06 ოქტ 2007, 11:46

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:Image


Image
ვაიმე
რა სანახაობა იქნებოდა :shock: :shock: :shock: :shock: :shock:
საშინლად მომინდა ეხლა მანდ ყოფნა :shock: :shock: :shock: :shock:
:shock: :shock: :shock: :shock:

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან

Post by Lahil » 06 ოქტ 2007, 14:09

საოცრად თბილი რეპორტაჟი!!!

სილამაზეზე რომ არაფერი ვთქვათ !!!
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან

Post by GOGONA » 06 ოქტ 2007, 14:59

GAMARJOBA SAKARTVELO

უღრმესი მადლობა,
:) :)
გაიხარე!!!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან

Post by Mta Mkvarebia » 06 ოქტ 2007, 21:07

გაიხარე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი "რა ლამაზია თუშეთიიიი..." (გარმონის გაწელვის ხმით), სამწუხაროდ კვლავ ფოტოებით და არა ცხადად ნანახით,მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ოდესმე მეღირსება ესეც...
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან

Post by Naia » 07 ოქტ 2007, 00:34

ძალიან ლამაზი რეპორტაჟია... შენი სურათების წყალობით ვირტუალურად ვიმგზავრე :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან

Post by lama » 07 ოქტ 2007, 00:57

GAMARJOBA SAKARTVELO
უძლიერესია ნამდვილად და მე ნასიამოვნები ვარ შენი კადრების ხილვით :wink:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან

Post by gobe » 07 ოქტ 2007, 03:05

ვაჰ... GAგიMARJOს SAKARTVELO, დიდი მადლობა. ძალიან ვისიამოვნე.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან

Post by guruli » 07 ოქტ 2007, 18:28

GAMARJOBA SAKARTVELO - დიდი მადლობა ამ რეპორტაჟისთვის. ისე, შენ და კაუკასიკას კი უნდა გრცხვენოდეთ, ჩემს თუშეთში, ჩემს ახლობლებში უჩემოდ რომ დადიხართ. :wink: :wink:
რამდენიმე განმარტება ზოგიერთ კადრზე. იმედია, თუშეთოლოგს მატრაკვეცობაში არ ჩამომართმევთ. :lol:
2 სოფელი ქვედა ომალოს გაღმაო, რომ წერ, მაგათგან 1-ლი ხახაბოა, მეორე - ჩიგლაურთა. თურმე ხახაბო ცხონებულ ჟვანის საყვარელი სოფელი ყოფილა და თუშები ხუმრობით ჟვანიურთასაც ეძახდნენ.
როგორც ვატყობ, ომალოში ის 2 ღამე შენც ჩემს ახლობლებთან გაგითევია, სასტუმრო "კესელოში". მეორე გვერდზე ზედა ომალოს ლამაზაივნიან სახლს რომ აქებ, ასეთი უკვე 5-იაო, ეგ მაგათი ახალაშენებული სასტუმროა. მართლა ძაან ლამაზია. ჩვენ რომ ვიყავით ამ ზაფხულს, მაშინ ამთავრებდნენ მშენებლობას, მაგრამ ის აივანი და იქიდან გადაშლილი ხედი მაინც იმდენად თვალწარმტაცი იყო, იქ გვინდოდა ღამის გათევა... ის ქალიც მეორე გვერდზე ხომ ნინოა, მაგ ოჯახის დიასახლისი, არა? გადაღებაზე მხოლოდ ეს დაგვთანხმდაო, რომ წერ. და ნუგზარ იდოიძის ფოტოებს რატომ არ დებ, თუ არ გადაგიღია?
4-ე გვერდზე სოფელს რომ კითხულობ - შეთეს კოშკთან ახლოსააო, ეგ თავად შეთე გულუხაისძის სოფელია, ქუმელაურთა. მანდ ჩვენი წლევანდელი მასპინძელის - შეთიზეები სახლიც მოჩანს, რომელიც შეთეს სახლის გვერდითაა, თუმცა ახლა შეთეს სახლი გადაკეთებულია და მაგ გმირი კაცის კოშკთან თითქმის არაფერი აკავშირებს.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძველი და ტკბილი გრძნობების გაღვიძებისთვის. :D

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან

Post by shatilis asuli » 07 ოქტ 2007, 19:03

GAMARJOBA SAKARTVELO
აღფრთოვანებული ვარ შენი თვალით დანახული თუშეთით! ძალიან მაგარია :lol: თითქოს პირველად ვხედავ, არადა ნამყოფი ვარ :lol: :lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]