Page 1 of 3

ფიტარეთი FOREVER !!! 29-30.09.2007

Posted: 02 ოქტ 2007, 11:59
by misterX
მივესალმები ketuna4-ს, ჯაბას, ირაკლის, გუგას -მათ, ვისთანაც ერთად განხორციელდა ფიტარეთის მონახულება.

კარაველებს კი ვეტყვი, რომ ხიდი ხრამზე აგებულია. ასე რომ გადასვლა არაა პრობლემა. 3-4 თვეა მიდის ბერებისათვის კელიების მშენებლობა. ხალხი დაგვხვდა - მუშები, რომლებიც დიდ კარვებში ცხოვრობენ. გვკითხეს რამოდენიმეჯერ, რაიმე ხომ არ გვჭირდებოდა. იქაური ხალხიც, რომელიც გზაზე გვხვდებოდა ძალიან ყურადღებიანები ჩანდნენ.

გვქონდა 2 ფოტოაპარატი, ლენტის, ასე რომ სურათებს ვერ გთავაზობთ...
ეს იმედია უფრო მოგანდომებთ ყველას თავად ეწვიოთ და მოილოცოთ მე-13 საუკუნის ქართული სულიერების კერა და დატკბეთ მხატვრობით და ჩუქურთმებით, რომელშიც გაცხადებულია შუასაუკუნეების ქართული გენია.

P.S. საღამო ხანს, მივედით თუ არა, იქაური ძაღლი გვესტუმრა, ლომა ერქვა. რამდენი არ უძახეს პატრონებმა, მაგრამ არ მიდიოდა. მთელი ღამე არ მოგვშორებია. დიდი იყო, შერეული სისხლის, სანახევროდ კავკასიური ნაგაზი. თითქოს არც შიოდა, არც წყუროდა. არ ვიცი, მაგრამ, მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი ახლადგაცნობილი მეგობარი, როგორც ნამდვილ მასპინძელს შეჰფერის მთელი ღამე ჩვენს სიმშვიდეს და უსაფრთხოებას იცავდა...

ფიტარეთი FOREVER !!! 29-30.09.2007

Posted: 02 ოქტ 2007, 12:02
by misterX
P.P.S. დროა ეს თემაც გადავიდეს უკვე მომხდარ ლაშქრობებში.

ფიტარეთი FOREVER !!! 29-30.09.2007

Posted: 02 ოქტ 2007, 12:17
by Toma
ეს რა კარგი ინფორმაციაა, გაიხარეთ. და უფრო დაწვრილებით შეუძლება რომ აღწეროთ მარშუტი საიდან მიხვედით რომელი მხრიდან?

ფიტარეთი FOREVER !!! 29-30.09.2007

Posted: 02 ოქტ 2007, 12:44
by misterX
Toma

ჩავედით ტანძიაში ჩვეულებრივი რეისის მარშუტკით. გადიან 3–ის და 4–ის ნახევრებზე, ანუ 2 რეისია ყოველდღე. გასვლა სამგორის ავტოსადგურიდან.
ტანძიიდან ცოტა ფეხებს თუ დატვირთავს კაცი (ქალი), 30–40 წუთში ჩავა მდინარესთან. გადახვალთ ახლად გაკეტებულ მორებით შეკრულ ხიდზე და იწყება სწორი მონაკვეთი, დაახლოებით 20–30 წუთის სავალი( ხულუტის ციხეც ამ მონაკვეთზეა). მერე აღმართს აივლით, რასაც საათნახევარი ჭირდება დაახლოებით და ...

მთავარია იაროთ ფართე, სამანქანო გზაზე და შედეგი გარანტირებულია :D

ფიტარეთი FOREVER !!! 29-30.09.2007

Posted: 02 ოქტ 2007, 12:53
by Naia
misterX
იქიდან როგორ წამოხვედით? ისევ რეისის მარშუტკით? საღამოს რომელზე გამოდის იქიდან?

ფიტარეთი FOREVER !!! 29-30.09.2007

Posted: 02 ოქტ 2007, 13:01
by misterX
Naia

იქიდან გაგვიმართლა და სხვებს გამოვყევით. ისე კი მარშუტკები იქიდან ანუ
ტანძიიდან დილით, 8–ზე და 9–ზე გამოდიან თბილისისკენ.

თუ არ დააღამებს კაცი (ქალი), უბრალოდ ჩამოვა ბოლნისი–დმანისის ტრასამდე და იქიდან გამოყვება რაიმეს. :)

ფიტარეთი FOREVER !!! 29-30.09.2007

Posted: 02 ოქტ 2007, 13:15
by Toma
misterX
იმ ხიდზე მანქანა გადავა?

ფიტარეთი FOREVER !!! 29-30.09.2007

Posted: 02 ოქტ 2007, 15:56
by ketuna4
misterX
ასევე გუგა, ირაკლი, ჯაბა

გამარჯობათ ჩემო კარგებო. აქამდე ვერ მოვახერხე კომპიუტერთან დაკონტაქტება და მე მაპატიეთ.
არ შემიძლია არ გამოვხატო ის უზომო კმაყოფილება რაც ამ ლაშქრობით განვიცადე. ძალიან საინტერესო და საოცრად ლამაზია ფიტარეთი და დიდი მადლობა რომ ეს ყველაფერი მანახეთ :lol: :lol: :lol:
Toma
ხიდი არის ხის მორებისაგან შეკრული და თითო- თითო გადავდიოდით ასე რომ მანქანა ვერ გადავა

ფიტარეთი FOREVER !!! 29-30.09.2007

Posted: 02 ოქტ 2007, 16:03
by misterX
Toma

ისეა, როგორც ketuna4 ამბობს. :D

ფიტარეთი FOREVER !!! 29-30.09.2007

Posted: 02 ოქტ 2007, 16:17
by Toma
ketuna4
misterX
დიდი მადლობა იმედია მეც მოვხვდები ფიტარეთში და ავისრულებ დიდი ხნის ოცნებას :)

ფიტარეთი FOREVER !!! 29-30.09.2007

Posted: 02 ოქტ 2007, 16:32
by Gvalva
სად დადეს ის ხის მორებისგან შეკრული ხიდი, ფოტო იქნებ დაასკანეროთ და გვანახოთ რაა...

ორი წლის წინ ასეთი ხიდი იყო და მანდ იმსიგანეა ხრამი, მორების გადება რაღაც ვერ წარმომიდგენია...

http://www.karavi.caucasus.net/viewtopi ... =1602#1602





P.S. ორგანიზაციული საკითხები:
წასვლისთვის მზადება იწერება "სამომავლო გეგმებში", უკვე შემდგარი ლაშქრობა აღიწერება "ლაშქრობებში" ახალი თემის გახსნით...

რა გინდათ თემას სათაურად ერქვას მითხარით და დავარქმევ, ეს ეხლა ისე დავაწერე, თემის გახლეჩისას

ფიტარეთი FOREVER !!! 29-30.09.2007

Posted: 02 ოქტ 2007, 16:36
by Naia
სურათები არ იქნება?

ფიტარეთი FOREVER !!! 29-30.09.2007

Posted: 02 ოქტ 2007, 16:51
by misterX
Naia

თუ დაჯინებით ითხოვ - დავასკანირებ და დავდებ :D

ფიტარეთი FOREVER !!! 29-30.09.2007

Posted: 02 ოქტ 2007, 16:54
by misterX
Gvalva

პი ემზე დაგიწერე ჩემი მოკრძალებული თხოვნა. თუ !!! გებევრება, ერთი !დატოვე. :D

ფიტარეთი FOREVER !!! 29-30.09.2007

Posted: 02 ოქტ 2007, 19:30
by Gio-horus
მაგარია ფიტარეთი......

ძალიან მაგარია...