Page 1 of 4
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე
Posted: 25 სექ 2007, 14:27
by guruli
ჩემი მივლინება რიო დე ჟანეიროში 11 სექტემბერს, 13,30-ზე დაიწყო თბილისის აეროპორტიდან. თავდაპირველი მარშრუტით, მიუნხენში უნდა ჩავფრენილიყავით, იქიდან სან-პაულოში, საიდანაც მცირეოდენი შესვენების შემდეგ რიოში გადავფრინდებოდით. ტურისტულმა ფირმამ, რომელიც ჩვენს მგზავრობას უზრუნველჰყოფდა (ამ შემთხვევაში მეც ტურისტის სტატუსით გავდიოდი, როგორც ხათუნა გოგორიშვილი მეგობრებითურთ, დავით კირკიტაძე მეუღლითურთ, ვალერი გიორგობიანი, დავით ნამგალაური თუ სხვა პარლამენტარები ან ჩინოვნიკები), მარშრუტი ცოტათი შეცვალა - მიუნხენის ნაცვლად ფრანკფურტში ჩავფრინდით, სხვა ყველაფერი კი ძველებურად დარჩა. ეტყობა, ლუფტჰანზას რეისზე ყველა ვაკანსია პარლამენტარებმა შეავსეს, რომლებმაც აერზენას ბოინგები არ იკადრეს, თუმცა ამით ნაღდად არაფერი დაშავებულა - 11 სექტემბრის მიუხედავად, რიოში მშვიდობიანად ჩავფრინდით. ერთი ეგ იყო, გზამ გაგვტანჯა მაგრად. ფრანქფურტამდე ხომ 4 საათი ვიფრინეთ, ერთი ამდენი იქ ვიცადეთ, მერე კი რიოში ჩაფრენას სან გაულოში გაჩერების ჩათვლით, არც მეტი, არც ნაკლები, სრული 14 საათი მოვანდომეთ. ამას ისიც დაემატა, რომ გერმანიიდან საღამოს გაფრენილები იმ ნახევარსფეროშიც ღამე შევედით და ღამე უჩვეულოდ გაგვიგრძელდა. თან, სან პაულოში საათნახევარი ვიჯექით, ჩვენ კი გადმოსვლის ნება არ გვქონდა.
მაგრამ ბრაზილიაში ჩასვლამდე საინტერესო რამე ჯერ კიდევ ევროპის ცაზე ვიხილე - თეთრად მოქათქათე ღრუბლების ზღვა. ალბათ, მსგავს ვითარებაში ბევრი თქვენგანი მოხვედრილხართ და დამეთანხმებით, ულამაზესი რამეა, მე კი ასეთს პირველად შევესწარი და აღფრთოვანებული დავრჩი. საოცრება იყო, როცა ირგვლივ ფენა-ფენად დაკეცილი და ზღვის აქოჩრილი ტალღებივით დალაგებული ღრუბლების მეტი არაფერი ჩანდა. თითქოს ზღვაში მივცურავდით...
სან პაულოში რიჟრაჟზე ჩავედით და კარგა გათენებულში გავფრინდით რიოსკენ. ამ მანძილის გავლას სულ 40 წუთი სჭირდება და ილუმინატორიდან ასეთი ხედები ჩანდა.
ფოტოების ხარისხზე ბოდიშს გიხდით, მაგრამ იმედია, პირველ სურათზე დასახლებულ პუნქტებსაც გაარჩევთ.

რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე
Posted: 25 სექ 2007, 14:35
by guruli
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე
Posted: 25 სექ 2007, 14:39
by lama
კიდევ ფოტოები კიდევ

რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე
Posted: 25 სექ 2007, 14:41
by popins
აბა აბა,დავაჭყიტეთ თვალები და მოვემზადოთ.
იწყება ,იწყება.
ზოგი სკამზე,ზოგიც სავარძელზე,ზოგიც დივანზე,ახ ლოკოკინა პუფზე.ფეხზეც დადგა სასტავი ოღონდაც......
რიო,რიო

რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე
Posted: 25 სექ 2007, 14:42
by KINALOKO
popins wrote:აბა აბა,დავაჭყიტეთ თვალები და მოვემზადოთ.
იწყება ,იწყება.
ზოგი სკამზე,ზოგიც სავარძელზე,ზოგიც დივანზე,ახ ლოკოკინა პუფზე.ფეხზეც დადგა სასტავი ოღონდაც......
რიო,რიო


:D:D:D
აქა ვარ ხო

მეც მაინტერესებს

რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე
Posted: 25 სექ 2007, 14:47
by guruli
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე
Posted: 25 სექ 2007, 14:49
by tiko_r
მერე მერე?
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე
Posted: 25 სექ 2007, 14:49
by popins
guruli
ეგ სასმელი წყლის საცავები უნდა იყოს

მანდ იფილტრება წყალი

რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე
Posted: 25 სექ 2007, 15:08
by guruli
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე
Posted: 25 სექ 2007, 15:24
by ZVIOSULI
თვითფრინავის სარკმელი იყო ალბათ არც მთლად სუფთა, იმედია, რომ დანარცენი სურატები უფრო მკვეთრი იყოს.........
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე
Posted: 25 სექ 2007, 15:24
by guruli
popins
guruli
ეგ სასმელი წყლის საცავები უნდა იყოს მანდ იფილტრება წყალი
მაგისას ვერაფერს გეტყვი, ეგეთი არაფერი გამიგია. მაგრამ უზარმაზარ ტერიტორიაზეა ეგეთი ხედი და იქ არავითარი ნაგებობა არ შემინიშნავს.
ეს ორი ხედი სედარებით ახლოდანაა გადაღებული. პირველ ფოტოზე, ბოლოში ტრასას დააკვირდით. მთელი ეგ უზარმაზარი ქალაქი ეგეთი ავტობანებითაა დასერილი, რომლებზეც წამლად რომ იპოვოთ, ერთ ორმოს ვერ ნახავთ. სულ ჩვენი თავიდან დალარტყული გზები მახსენდებოდა.

ესეც ხიდი ქალაქის რომელიღაც შესასვლელთან.

რიოს ორი დიდი აეროპორტი გააჩნია. ჩვენ საერთაშორისოში ჩავფრინდით, რომელიც ქალაქიდან 40 კილომეტრში, დიდ კუნძულზეა გაშენებული, ქალაქს კი უზარმაზარი ხიდით უკავშირდება.
ეს ხედი სწორედ აეროპორტიდან მომავალ გზაზეა გადარებული, ოღონდ ავტობუსის ფანჯრიდან. წინ, ცენტრში, მთაზე ქრისტეს განთქმული ქანდაკება დგას, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ მთელი გზა ასე შორიდან ვუვლიდით და თან - ზურგიდან. ამიტომ კარგად არ ჩანს.
გადატვირთულ ქუჩას კარგად ხედავთ. ჩვენმა გიდმა - ანეტამ რომ გვითხრა, ქუჩაში რაც მანქანას ხედავთ, სულ ადგილობრივი წარმოებისაა, ჩვენთან მანქანების იმპროტის ძალზე დაბალი მაჩვენებელიაო, არ დავიჯერე. ვიფიქრე, ბრაზილია თუ ამდენ მანქანას უშვებს და მძიმე მრეწველობა ამ დონეზეა განვითარებული-მეთქი... მაგრამ ქალაქში მერსედეს-ბმვ და ამგვარი მანქანა სულ 2-3 თუ დავინახე... საღოლ ბრაზილიას!
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე
Posted: 25 სექ 2007, 15:32
by guruli
ZVIOSULI
თვითფრინავის სარკმელი იყო ალბათ არც მთლად სუფთა, იმედია, რომ დანარცენი სურატები უფრო მკვეთრი იყოს.........
სამწუხაროდ, არც სხვა სურათებია უფრო სუფთა. მიზეზთა გამო.
ეს კი შავი ლაქა ამ მეგაპოლისში - ღარიბთა კვარტალი. მიაქციეთ ყურადღება - მაგ დროს, როცა მოედანი ასე დატვირთულია, ბრაზილიაში დილის 9 საათიც არაა.

ამ სურათზე უკან, მთებზე რომ "ლოტკინია", ისინიც ძირითადად ეგეთი უბნებია, სადაც პოლიციაც კი ერიდება შესვლას.

რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე
Posted: 25 სექ 2007, 15:40
by Druides
ასევე ბრაზილია პირველია მსოფლიოში რკინის მადანის მოპოვებით და მარაგით.....ზუსტი ციფრისგან თავს შევიკავებ!!!!!!!
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე
Posted: 25 სექ 2007, 15:54
by lama
guruli
თბილისი ბევრად ლამაზი ქალაქია დამიჯერეთ

რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე
Posted: 25 სექ 2007, 15:55
by guruli
რიოს მთები. მაგრამ უბრალო-უსახელოები და არა ცნობილები.

აი, ცნობილი და სახელოვანი მთა - შაქრის მთა. როგორც გიდმა აგვიხსნა, ფორმით შაქრის ლერწამს წააგავს და მაგიტომ უწოდეს ასეო. მანდ მხოლოდ საბაგირო გზით ადიხარ და ისიც ორჯერ უნდა გამოიცვალო. სამწუხაროდ, მანდ ასვლისას აპარატი დამიჯდა და ვერაფერი გადავიღე, მაგრამ სხვებისგან ვინათხოვრებ კადრებს და დავდებ. მაგარი ხედებია ძაან.

ესეც ქრისტეს ქანდაკება ცოტა ახლოდან.
