Page 4 of 4

რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Posted: 29 სექ 2007, 12:46
by Makena
guruli
საინტერესო რეპორტაჯია.
სიმართლე გითხრათ მე ნამყოფი არ ვარ რიოში, თუმცა მეგობრისგან ვიცი რომ ძალიან საინტერესო ქალაქია, სურათებით მხოლოდ ძნელია ამ ქალაქის საინტერესოობა და სილამაზე განსაჯოს კაცმა, მე პირადად სიამოვნებით წავიდოდი ერთი ათი დღით :D

რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Posted: 07 ოქტ 2007, 17:34
by guruli
Makena[/b]
მე პირადად სიამოვნებით წავიდოდი ერთი ათი დღით
არც ისე ძვირი ღირს. ყოველ შემთხვევაში, ღირს მსხვერპლად.

რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Posted: 25 ოქტ 2007, 20:56
by guruli
ვაგრძელებ ამ თემას "მარაკანას" ფოტოებით. სტადიონი ქალაქის ფონზე.
Image
ეს მთავარი შესასვლელია.სვეტები რომ ჩანს, სწორედ მაქედან შედიხარ და მანდვეა ზედა იარუსზე ამავალი დერეფანი. მაქვეა გარინჩას ბიუსტიც, სადაც ისეთ რამეს შევესწარი, გავშტერდი - საცოდავ გარინჩას, ფეხბურთის ამ კოჭლი გენიოსისა და უბედურზე უბედური ბედის მქონე, სიღარიბეში სულამომხდარი კაცის ძეგლს გამეტებით ურტყამდა ყველა და თან რაღაცას ყვიროდნენ... ვიფიქრე, აგინებდნენ და გამოვშტერდი! გუნება სერიოზულად წამიხდა, იმდენად იმოქმედა ამ ამბავმა. ვიფიქრე, ასე როგორ სძულთ-მეთქი, მაგრამ თურმე ამისკენ ქომაგებს თავად ბიუსტზე ამოტვიფრული წარწერა მოუწოდებდა. დაარტყი და ჩაიფიქრე - გვამცნობდა იგი და ბრაზილიელებიც ურტყამდნენ. ურტყამდნენ გაშმაგებით, გააფთრებით და ჩანაფიქრს ველური აღტკინებით გაჰყვიროდნენ. შორიდან გამოექანებოდნენ და ისე ძლიერად ურტყამდნენ, ბიუსტი სერიოზულად ქანაობდა... ბრაზილიელები ამ ფორმით აღმერთებენ გარინჩას - ის სიკვდილის სემდეგაც კი მათი იმედია, მაგრამ ასეთი პატივისცემისა მაინც არაფერი მწამს და მომკალი. მაშინ განცდილი გულდამძიმების ის გრძნობა დღემდე მომყვება და რიოს ყოველ მოგონებაზე მახსენებს თავს.
Image
ესეც იგივე შესასვლელი უფრო ახლოდან.
Image
და კიდევ უფრო ახლოდან. აქ უკვე კარგად ჩანს წარწერა - "მარიო ფილიო". მარაკანა სწორედ მაგ ჟურნალისტის სახელს ატარებს.
Image
ესეც სტადიონის შესასვლელი ბრაზილიელთა პირველი მსოფლიო ჩემპიონი ნაკრების კაპიტნის - ბელინის ძეგლით.
Image
ესეც გარინჩას ბიუსტი.
Image

რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Posted: 01 ნოე 2007, 11:25
by uma
guruli

ნამდვილად მშურს შენი :)
დიიიდი თეთრი შურით :)
ჩემი ოცნებაა რიო, იმედია ოდესმე მოვინახულებ მაგ საოცარ ქვეაყანას :)

მადლობა სურათებისთვის :)

რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Posted: 01 ნოე 2007, 12:27
by guruli
uma
guruli
ნამდვილად მშურს შენი
დიიიდი თეთრი შურით
:wink: :wink: :wink:
ჩემი ოცნებაა რიო, იმედია ოდესმე მოვინახულებ მაგ საოცარ ქვეაყანას
იმედია, მართლაც მოხვდები შენც და საქართველოს ყველა მოქალაქეც, ვისაც ამის სურვილი ექნება, მაგრამ ჩემგან რჩევას თუ მიიღებ, ჯერ მაინც პარიზის ნახვას გირჩევ. :D ყველაფერი პირობითია და მათ შორის - გემოვნებაც, მაგრამ მომკალით და პარიზის მერე სხვა ქალაქების სილამაზის აღქმა მიჭირს. თუმცა ჯერ რომი არ მინახავს, რომელსაც ძალიან აქებენ. ასევე ვიცი ხალხი, რომელსაც აღმოსავლური კულტურა უფრო მოსწონს და პარიზში ამბობდნენ, რა არის ასეთი, რატომ გიჟდება ამისთვის ხალხიო. :D :D თუმცა რიოც ლამაზია - მაგას ვერ დაუკარგავ, მაგრამ იქაურობამ ჩემზე უფრო ბუნებით - ლამაზი სანაპიროთი და განსაკუთრებით, არაჩვეულებრივი მთებით მოახდინა შთაბეჭდილება, ვიდრე - არქიტექტურით. გისურვებ, მალე აიხდინო ეგ ოცნება...
ისე, ამ ცხოვრებისა რა ვთქვი - ჩემი წასვლა-წამოსვლა 5*-იან სასტუმროში ცხოვრებით 2400 $ დაჯდა (უფრო იაფადაც შეიძლება გამოსვლა, მაგრამ ჩვენს დელეგაციაში გოგორიშვილ-კირკიტაძეები და ამ რანგის პარლამენტარები შედიოდნენ, რომლებსაც ნაკლები როგორ ეკადრებოდათ), იგივე ბრაზილიაში კი, რომელიც მაინც მესამე სამყაროდ განიხილება, დამწყები ექიმის ხელფასი... 1000$ :!: :!: ჩვენთან ამდენს პროფესორ-აკადემიკოსი ვერ იღებს. :cry: :cry: ნეტავ, როდის მივალთ მაგ დონეზე, თორემ მერე მართლაც იოლად მოვახერხებთ იქ წასვლას.