რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

iwlita
ასფალტზე მოარული
Posts: 10
Joined: 24 აგვ 2004, 14:14
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by iwlita » 25 სექ 2007, 17:55

ძალიან კარგი სურათებია...
ტატამზეც ხომ არ გაქვს სურათი გადაღებული?

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by Druides » 25 სექ 2007, 17:56

guruli
ეს ბოლო ორი სურათი კარველები ცნობილ ადამიანებთან :D :D :D აუ ამ ბოლო დროს რაღაცა არაოფიციალური მოდერატორის უფლებები ავიღე ჩემს თავზე!!!!!!!! :lol: :lol: :lol: :D :D :D :D
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 18:06

ესეც შაქრის მთა. ასეთ ნისლებში იყო, როცა ავდიოდით.
Image
როგორც გითხარით, მანდ ასასვლელად ორ საბაგიროს იცვლი. ჯერ უფრო დაბალ მთაზე ადიხარ, რომელიც ასევე ლამაზია. ორივე მთიდან ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება. ეს ფოტო პირველ მთაზეა გადაღებული - იქაური პარკი.
Image
ეგ ზემონახსენები იახტ-კლუბია სწორედ მაგ პირველი მთის ძირში. მაგ მთიდან ქრისტეს ქანდაკება ხელის გაწვდენაზეა, იახტების მეორე მხარეს კი ქალაქის უძველესი უბანია. იგი ლაგუნაში შეჭრილ პატარა ყურეზეა გაშენებული და ლარივით სწორი 7-8 ქუჩისგან შედგება. სახლებიც ძველებურ სტილშია - თეთრ-წითელი აგურით ნაშენი. განაპირას პორტუგალიელთა აგებული ციხე-სიმაგრეა. მის გასწვრივ - მოპირდაპირე კუნძულზე მეორე ციხე-სიმაგრეა. ეს ორი ნაგებობა იცავდა ლაგუნაში შესასვლელს და, შესაბამისად, ქალაქსაც. მაქედანვე მოჩანდა მთელ სამხრეთ ამერიკაში უდიდესი ხიდი, თუმცა ჩემმა აპარატმა მაგდენი ვერ გაქაჩა.
Image
ვსო, ამით ჩემი ფოტოები დამთავრდა, მაგრამ სხვებსაც გამოვართმევ და მოგვიანებით იმათაც დავდებ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 18:10

Druides
guruli
ეს ბოლო ორი სურათი კარველები ცნობილ ადამიანებთან აუ ამ ბოლო დროს რაღაცა არაოფიციალური მოდერატორის უფლებები ავიღე ჩემს თავზე!!!!!!!!
მე რეპორტაჟს ვაკეთებდი და აქ დავდე, ხოლო თქვენ სადაც გინდათ, იქ წაიღეთ.
iwlita - არა, ტატამზე არ გავსულვარ. :D :D შენი ბინის ტელეფონი დამი-პმ-ე რა!

MOGZAURI
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 11 ივნ 2007, 00:21
Location: TBILISI
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by MOGZAURI » 25 სექ 2007, 22:30

რიო დეჟა ნეირო მართლაც საოცარი ქალაქია....ხშირად მინახავს მის შესახებ რეპორტაჟები და სურათებიც საკმაოდ ბევრი მაქვს ნანახი....ალბათ სინამდვილეში უფრო ლამაზი იქნება....როგოც ვიცი ქრისტეს ქანდაკებასთან სანამ ახვალ გრძელი კიბეები უნდა აიარო.....გურული საკმაოდ საინტერესო სურათები გადაგიღია....განსაკუთრებით ნისლში ჩაძირული შაქრის მთა მომეწონა....
GVIKVARDES ERTMANETI DA VACHUQOD ERTMANETS LAMAZI SITKVEBI

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 სექ 2007, 02:10

ეჰ, რიო, რიო...

გურულო, დავბრუნდი ძველ განცდებთან

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 სექ 2007, 02:11

guruli
ჰო, მაგრამ ბევრ ღირსშესანიშნაობას ვერ ვხედავ.

დრო არ გეყო?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by qvevri » 26 სექ 2007, 11:23

კი ნუ მიწყენ მარა სამოთხეობის მანდაურობას ვერაფერი შევატყვე. ისე ყავა კი ნამდვილად კარგი იყო :?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 26 სექ 2007, 11:54

MOGZAURI
როგოც ვიცი ქრისტეს ქანდაკებასთან სანამ ახვალ გრძელი კიბეები უნდა აიარო.....
კიბეები თავშია მხოლოდ. ქალაქიდან მატარებელიც ადის და სამანქანო გზაც.
GAMARJOBA SAKARTVELO
ჰო, მაგრამ ბევრ ღირსშესანიშნაობას ვერ ვხედავ.

დრო არ გეყო?
ყველაფერი მართლაც ვერ ვნახე უდროობის გამო. იქ ძირითადად დარბაზში ვიყავი და... ზოგან აპარატმა ვერ გაქაჩა. მაგალითად, მარაკანაზე - ფოკუსი ყოფილა არეული. თურმე ერთ კნოპკას უნდოდა წინ წაწევა და სულ ეგ ყოფილა. :D
qvevri
კი ნუ მიწყენ მარა სამოთხეობის მანდაურობას ვერაფერი შევატყვე.
საწყენია არაფერია. თქვენ როგორც გინდათ, ისე იფიქრეთ მაქაურობაზე, ჩემთვის მთავარი კი ისაა, რომ მანდ მოვხვდი - ქალაქი, სადაც წასვლის სურვილი ქვეშეცნეულად მუდამ დიდი მქონდა, მაგრამ არც ვოცნებობდი, როგორც უტოპიურზე. მაგრამ იქაურობა თუ არ ნახე, მის ხიბლს ბოლომდე ვერ შეიგრძნობ. თუ დამიჯერებ, რეალობაში ბევრად ლამაზია, ვიდრე - სურათებში, რაშიც GAMARJOBA SAKARTVELO-ც დამეთანხმება.
და ყავას რაც შეეხება, კაი გასვლებისთვის კიდე მოიძებნება, თუ დამიმგზავრებთ. :wink: :wink:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by ლეონტი » 26 სექ 2007, 12:39

qvevri wrote:კი ნუ მიწყენ მარა სამოთხეობის მანდაურობას ვერაფერი შევატყვე. ისე ყავა კი ნამდვილად კარგი იყო :?
მთავარი ღირსება ქვეყნისა მაინც ხალხია და არა ბუნება და ღირსშესანიშნაობები.
ხალხი კი რაღაც გამხეცებული ჩანს, ფილმი ვნახე რიოს კრიმინალურ სამყაროზე. ქრისტეს ქანდაკება რომ დადგეს იმხელა, ეგეც არ მოქმედებს მაგათზე.
რაღაც შერეული ჯიშია ინდიელების, ზანგების, ესპანელების და ყველა გაქცეული კრიმინალის.
ეგრეა? თუ მეშლება.

Image
კარნავალი კი წარმართული რიტუალია, ინდიელების და ზანგების წინაპართა მემკვიდრეობა.
ექსტაზი, სიშიშვლე ცეკვა- ხორცის თანთალი დაუძლურებამდე.
ეს უბრალოდ ჩემი ხედვაა, ვიცი ყველას თავის ხედვა აქვს ამ საკიტხზე და საერთოდ ცხოვრებაზე.
:twisted:
Last edited by ლეონტი on 26 სექ 2007, 13:22, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 26 სექ 2007, 13:20

ლეონტი
რაღაც შერეული ჯიშია ინდიელების, ზანგების, ესპანელების და ყველა გაქცეული კრიმინალის.
ეგრეა? თუ მეშლება.
არა, არ გეშლება - ეგრეა, მაგრამ რომ ვუყურებდი, მაგ შერეულ ხალხს ისეთი ქვეყანა აუშენებია, ბევრად გადაუსწრიათ ჩვენთვის, სხვა მხრივ კი დიდად არც ჩვენებს შველით ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ცხოვრება. :D

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by ლეონტი » 26 სექ 2007, 13:28

guruli wrote:ლეონტი
რაღაც შერეული ჯიშია ინდიელების, ზანგების, ესპანელების და ყველა გაქცეული კრიმინალის.
ეგრეა? თუ მეშლება.
არა, არ გეშლება - ეგრეა, მაგრამ რომ ვუყურებდი, მაგ შერეულ ხალხს ისეთი ქვეყანა აუშენებია, ბევრად გადაუსწრიათ ჩვენთვის, სხვა მხრივ კი დიდად არც ჩვენებს შველით ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ცხოვრება. :D
თლად არ გეთანხმები, ეგრე არ უნდა იყოს,
თუმცა ერთ გურულს ვესაუბრებიდი ამას წინათ სვანებზე , ახალგაზრა კაცი რომ იარაღს ხელში აიღებს და გზაზე დახვდება დედის ხნის ქალს , ზუგდიდში გასაყიდად წაღებულ კარტოფილს წაართმევს...
გურულმა მიპასუხა ეგეთები ხომ ჩვენთანაც (გურიაში) ხდებოდა ამ წლებშიო.
:twisted:
Last edited by ლეონტი on 26 სექ 2007, 13:46, edited 2 times in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 26 სექ 2007, 13:36

ლეონტი - მე სხვა რამეს გეუბნებოდი. იქ კრიმინალი ჩვენზე ბევრად მეტია, მაგრამ მაგ ცუდის გვერდით კარგიც ბევრად მეტი უკეთებიათ-მეთქი. იმათ სახელმწიფო შექმნეს, სადაც უმუსევარს და უქონელს სახელმწიფო 200 $ უხდის, ჩვენთან კი ამდენს მომუშავე პროფესორს არ აძლევენ. ცხადია, ამის მიღწევას სათანადო საზოგადოებაც სჭირდებოდა, თორემ იქაც ისე დაიკიდებდნენ იმ უმუშევარს, როგორც ჩვენთან მომუშავეს იკიდებენ. კრიმინალის გარდა, იქაურებს სხვა ნაკლიც ემჩნევათ - რაღაცნაირი დოღრიალა, არაორგანიზებული ხალხია. სასტუმროც, კი 5*-აინი, მაგრამ ევროპული დონის მომსახურება მაინც არაა, თუმცა ქვეყანა კი აუშენებიათ და რას ერჩი.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by ლეონტი » 26 სექ 2007, 13:51

guruli wrote:ლეონტი ... სადაც უმუშევარს და უქონელს სახელმწიფო 200 $ უხდის, ჩვენთან კი ამდენს მომუშავე პროფესორს არ აძლევენ. ცხადია, ამის მიღწევას სათანადო საზოგადოებაც სჭირდებოდა, თორემ იქაც ისე დაიკიდებდნენ იმ უმუშევარს, როგორც ჩვენთან მომუშავეს იკიდებენ. კრიმინალის გარდა, იქაურებს სხვა ნაკლიც ემჩნევათ - რაღაცნაირი დოღრიალა, არაორგანიზებული ხალხია. სასტუმროც, კი 5*-აინი, მაგრამ ევროპული დონის მომსახურება მაინც არაა, თუმცა ქვეყანა კი აუშენებიათ და რას ერჩი.
მაგას ვამბობ მეც დოღრიალა და წარმართი ხალხი ა თქვა, თუმცა რა ვიცი, არ მიცხოვრია, არც მაგათი "გაგება" შემიცვნია, პენსიები კი წარმოების და ეკონომიკის ეფექტია, რაც უცხოეთიდან შევიდა.

რაც შეეხება ჩვენ დაცემულ დანგრეულ მდგომარეობას:
რუსეთის ხელა ჯოჯო რომ მოჯდომოდა მაგათ 250 წელი თავის 70 წლიანი კომუნიზმით ,და გაეკეთებინა , როგორც ჩვენ გვიქნა, რა ქვეყანას ააშენებდნენ მერე ვნახავდი მაგას.
მაგალითად.
ეხლა კი ბოდიში გარეწერილებიზა (ოფტოპიკებიზა)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by lama » 27 სექ 2007, 19:36

guruli wrote:ნუ, მომიტევეთ, თუ ნარცისიზმი შემეყარა და ჩემს ორიოდ ფოტოსაც შემოგთავაზებთ ცნობილ სპორტსმენებთან გადაღებულს.
პირველ ფოტოზე - ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელ ბრანკოსთან, რომელიც ახლა "ფლუმინენსეს" მენეჯერი ყოფილა და ჩვენს სასტუმროში იყო გაჩერებული.
Image
ესეც მძიმე წონაში ფრანგთა ახალ ვარსკვლავ ტედი რინერთან, რომელნაც ლამის ცალი ხელით მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. თან, რა მაისურა მაცვია!
Image
მეამაყება რომ "კარაველი" ვარ :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]