რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 16:03

Druides
ასევე ბრაზილია პირველია მსოფლიოში რკინის მადანის მოპოვებით და მარაგით.....
ძალიან მდიდარი ქვეყანაა, უზარმაზარი რესურსებით.lama
guruli
თბილისი ბევრად ლამაზი ქალაქია დამიჯერეთ
მე გიჯერებ და ახლა შენც დამიჯერე - ცხოვრებაში პირი არა ქნა არც რიოს და არც ზოგადად ბრაზილიისკენ. :lol: რიოს თბილისი კი არა, ბეჩო და მესტიაც ჯობია. :wink:
ხუმრობა იქით იყოს - თბილისსაც თავისი ხიბლი გააჩნია, მაგრამ რიო მრავალფეროვანი არქიტექტურით გამორჩეული ქალაქია. სწორედ იმას ვაქცევდი ყურადღებას, რომ სახლები თბილისის მსგავსად, ერთფეროვანი არ იყო. ქალაქში ძაან ბევრი ახალი სახლი ძველი არქიტექტურული სტილითაა ნაგები. მთლიანობაში, ლამაზი ქალაქი ნამდვილადაა, მაგრამ პარიზის შემდეგ სხვების სილამაზე ისეთ მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას არ ახდენს, მაგრამ რიოს ბუნება კი ნამდვილად მშვენიერია.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by lama » 25 სექ 2007, 16:09

guruli
მართალი კი ხარ მარა მეც მართალი ვარ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by Druides » 25 სექ 2007, 16:12

guruli
შენ ის გვითხარი ბრაზილიელი ქალები თუ მოგეწონა :D :D :D

ვაი ვაი ცოლმა კიდევ კარგი ქართული არ იცის :D :D :D
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by Archil » 25 სექ 2007, 16:26

lama wrote:guruli
მართალი კი ხარ მარა მეც მართალი ვარ :)
ჰოდა თუ ხარ მართალი ხარ დადე თბილისის სურათები და შევადაროთ, მე დავიწყებ თუ გინდა (იმედია გურული მომიტევებს შემოჭრას)

თბილისის ოპერა

Image



მის წინ მდგარი ქანდაკებაც კი იძახის - "ეს რა ქენით, რას დაამსგავსეთ"-ო
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 16:31

თანდათან ვუახლოვდებით სასტუმროს. ეს მთა სასტუმროსთან უკვე ძაან ახლოსაა, მაგრამ ეგეც ისარივით მქროლავი ავტობუსიდანაა გადაღებული და ის ბოძი ვერაფრით მოვაცილე. :D
Image
სურათის მარჯვენა კუთხეში დააკვირდით დასახლებას - მაგ "ლოტკინს" ფაველა ჰქვია და ეგეც ერთ-ერთი იმ კრიმინალურ რაიონთაგანია, სადაც პოლიცია არ შედის. როგორც იქ გვითხრეს, დროთა განმავლობაში პოლიციას და კრიმინალებს შორის ერთგვარი პარიტეტი დამყარდა - ისინი თავისი უბნიდან გარეთ არ გამოდიან, ესენი - იქ არ შედიან. ჩანს, ასეთი პარიტეტი ორივეს აწყობს, მაგრამ მშვიდობიანი ხალხი როგორ ცხოვრობს იქ, ვერ გეტყვით. არადა, ყველა ბანდიტი და ყაჩაღი ხომ არ იქნება.
ეგეთ უბნებში მშენებლობებიც სტიქიურად ხდება - ყოველგვარი დაგეგმარებისა არქიტექტურის გარეშე. შედეგად, სახლები ერთმანეთზე ფიჭასავითაა შეხორხლილი, რაც ლამაზიც კია, მაგრამ ღამე სინათლეები ხომ მთლად შთამბეჭდავია. ჩვენი სასტუმროდან მაგ ფაველამდე ფეხით 10 წუთის სავალიც არ იყო. :D მაგრამ გადავრჩით.
ერთხელ გაჩერებაზე ვიდექით ერთ იქაურ ქართველთან ერთად. კაცმა იქვე მდგარ მინიბუსზე მიგვითითა და გვითხრა - დაიმახსოვრეთ ამის ნომერი და სათოფეზე არ გაეკაროთ. იქნებ თქვენი ავტობუსის ნომერი დაგავიწყდეთ, მაგრამ ეს ნომერი დაიმახსოვრეთ და რაც უნდა გაგიჭირდეთ, ამაში არ ახვიდეთო. :lol: ეგ ქალაქის ყველაზე კრიმინალურ უბანში მიდისო, მაგრამ იმის სახელი ვერ დავიმახსოვრე.
ესეც იგივე მთა ცოტა სხვა მხრიდან. მგონი, ლამაზი ხედია თავის პალმებიანად.
Image
ისევ ის მთა, ოღონდ ახლოდან.
Image
Last edited by guruli on 25 სექ 2007, 17:10, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 16:36

Archil
მე დავიწყებ თუ გინდა (იმედია გურული მომიტევებს შემოჭრას)
მე არ გიწყენ, მაგრამ ავჩეთავდეთ? :lol: :lol: Druides
guruli
შენ ის გვითხარი ბრაზილიელი ქალები თუ მოგეწონა
ბრაზილიას ბევრი ღირსება გააჩნია, მაგრამ, მგონი, ეგ უმთავრესია. :lol: :lol: თუმცა ქუჩაში ისეთი გადასარევები არ დადიან. ყოველ შემთხვევაში, მე მასეთებზე არ ვგიჟდები, მაგრამ ღამის კლუბებში და ამგვარებში მართლა მაგრები დადიან.
ვაი ვაი ცოლმა კიდევ კარგი ქართული არ იცის
არც ასწავლო. :D :D დამიჯერე. :lol:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by lama » 25 სექ 2007, 16:40

არავითარი თბილისის ფოტოები მიდი ირაკლი განაგრძე გთხოვ კაი?????
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 16:50

აი, ასეთი კუნძულები ჩანდა ჩემი ნომრის აივნიდან, მაგრამ ეგ ის დროა, როცა აპარატზე უნებლიედ ფოკუსი ამირევია და ხარისხი... :cry: :cry:
Image
Image
იქაურ პლაჟებზე გინდ ფეხბურთი ითამაშე, გინდ - ფრენბურთი, გინდ- ცაში იფრინე და გინდ - ისერფინგე, არჩევანი დიდია. ზოგადად, იქ გასართობი საშუალებების არჩევანია დიდი. შაქრის მთისკენ, შიგ ქალაქში ღრმად შემოჭრილ ლაგუნაში ძალიან დიდი იახტ-კლუბია. იქვეა იპოდრომიც და რაც ჭიშკრის ღიობიდან ჩანდა, კარგად მოვლილი და არა ჩვენსავით გაბალახებული. ცხენებიც მოვლილები და ნაღდი ბედაურები ჩანდნენ და არა ისეთები, კოტეტბელმა რომ დაწერა თუშეთის თემაში. :lol: ჰაერნაოსნობის კლუბიცაა და ჩვენებმა იფრინეს კიდეც, მაგრამ მე არ მეცალა და ვერ გავყევი. არადა, ძაან მინდოდა.
რასაც სურათზე სანაპიროს ხედავთ, ეგ ადგილები სერფინგის მექა ყოფილა. ახლა იქ მარტი დგებოდა და სეზონი ჯერ არ იყო,თუმცა ეს ტურისტებისთვის, თორემ ადგილობრივებისთვის სულაა. შესაბამისად, პლაჟებზე ხალხი ბევრი იყო, მაგრამ არა გადაჭედილი.
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 17:23

ვფიქრობ, იქაური მცენარეებიც დაგაინტერესებთ. ეს სასტუმროს ეზოში გადაღებული ყვავილებია. სირაქლემებიც იქვე იყვნენ, ოღონდ... ფიტულები.
იქ ტყეშიც გაგვასეირნეს და ტროპიკულ ბუნებაც გვანახეს, მაგრამ აპარატი არ მქონდა. მართლაც ლამაზი სანახავია პალმებსა თუ სხვა ხეებზე დაკიდებული უზარმაზარი ნაყოფი. ერთი იყო - ჟაკა, გოგრისხელა ნაყოფი ჰქონდა, ოღონდ მაგარი გარსით, რომელსაც შემოაჭრიდი და შიგ თხილის კაკლისხელა ნაყოფი იყო, ისიც მაგარი გარსით. კი გავსინჯეთ, მაგრამ ჯერ მწიფე არ იყო. სასტუმროში საზამთროც ჰქონდათ და ნესვიც - ჩვენებურისგან ოდნავ განსხვავებული, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ სიტკბოთი ვერც ერთი შეედრებოდა ჩვენებურს.
Image
Image
Image
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 17:31

ნუ, მომიტევეთ, თუ ნარცისიზმი შემეყარა და ჩემს ორიოდ ფოტოსაც შემოგთავაზებთ ცნობილ სპორტსმენებთან გადაღებულს.
პირველ ფოტოზე - ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელ ბრანკოსთან, რომელიც ახლა "ფლუმინენსეს" მენეჯერი ყოფილა და ჩვენს სასტუმროში იყო გაჩერებული.
Image
ესეც მძიმე წონაში ფრანგთა ახალ ვარსკვლავ ტედი რინერთან, რომელნაც ლამის ცალი ხელით მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. თან, რა მაისურა მაცვია!
Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by popins » 25 სექ 2007, 17:38

Image

გურული,ეს ისაა რაც თბილისს ემსახურება,იგივე ფუნქციაა აქვს რაც შენ რიოს მახლობლად დააფიქსირე და ნაგებობები არ სჭირდება ამას,მხოლოდ მილები.მაგას კი თვითმფრინავიდან ვერ დაინახავდი.და მხოლოდ ერთი ნაგებობა სჭირდება ბოლოში სატუმბი სადგური ჰქვია,

პლავალი ზნაემ. :lol: 8)

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by Ninukala » 25 სექ 2007, 17:40

გურული კარავის მაიკით რიოში...
რა მაგარია....
აი კარავის პატრიოტი ;)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 17:41

საჭიდაო დარბაზიდან გადაღებული რიოს რამდენიმე ხედი.
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by Druides » 25 სექ 2007, 17:49

guruli
ეს ბოლო ორი სურათი კარველები ცნობილ ადამიანებთან :D :D :D აუ ამ ბოლო დროს რაღაცა არაოფიციალური მოდერატორის უფლებები ავიღე ჩემს თავზე!!!!!!!!
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by tiko_r » 25 სექ 2007, 17:49

რა საამაყოა! კარავის მაისური რიოში

8)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]