Page 1 of 3

მოგზაურობა ტაოში

Posted: 20 სექ 2007, 14:09
by shatilis asuli
მეგობრებო, მოემზადეთ, მოხერხებულად დაჯექით, საინტერესო რამე უნდა მოგიყვეთ

მოგზაურობა ტაოში

Posted: 20 სექ 2007, 14:10
by Archil
მზად ვართ :) აბა დაიწყე....

გავიგეთ შენი მოგზაურობის ამბვი, მაგარი კმაყოფილი იქნები

მოგზაურობა ტაოში

Posted: 20 სექ 2007, 14:32
by shatilis asuli
ერთ მშვენიერ შაბათ დილას, მოდი დავკონკრეტდები, 15 სექტემბერს, მორკინალის მიმდებრე ტერიტორიაზე, ტაო-კლარჯეთში მიმავალი ადამინები შეიკრიბნენ. მოგზაურობის ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი, მამა გიორგი ჩაჩავა გაზლდათ (პანტელეიმონის ეკლესიის დეკანოზი) ექსკურსიამძღოლი კი ვინმე მახარე ერისთავთ-ერისთავი (მაგარი ვინმეა) მათ შორის მეც ვიყავი, როგორც მოგზაურობს დასაწყისში მეგონა ერთადერთი კარველი, მარა თურმე სად ხარ? არც ეგრეა :lol:

მოგზაურობა ტაოში

Posted: 20 სექ 2007, 14:38
by Ninukala
shatilis asuli
აბა გაგრძელებას ველით ;)

მოგზაურობა ტაოში

Posted: 20 სექ 2007, 14:38
by tiko_r
shatilis asuli
მერე მერე :D

მოგზაურობა ტაოში

Posted: 20 სექ 2007, 14:39
by shatilis asuli
სად იყო და სად არა, მეორეც გამოჩნდა. ძალიან მაგარი შეხვედრა იყო, მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვნახე ეს ადამიანი. ხედავთ კაცო რას შვება ეს კარავი?

მოგზაურობა ტაოში

Posted: 20 სექ 2007, 14:41
by Ninukala
shatilis asuli
და ვინ იყო ის კარაველი????

მოგზაურობა ტაოში

Posted: 20 სექ 2007, 14:51
by shatilis asuli
ხოდა ეს მეორეც მალე შემოგვიერთდება თავისი განუმეორებელი ფოტოებით. მანამდე კი გავნაგრძობ.
ჩვენმა ავტობუსმა გეზი სამხრეთისკენ აიღო. გზადაგზა ვხედავდით, როგორ ბეჯითად მუშაობდნენ გლეხები. გახურებული კარტოფილის ამოღება იყო. კარტოფილი დაიმახსოვრეთ, იმიტომ, რომ ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით. სასაზღვრო გამტარ პუნქტში ჩვენმა მესაზღვრეებმა ცოტა გვანერვიულეს. იცოდით, რომ თუ არასრულწლოვან შვილთან ერთად საზღვარზე გადადიხარ მეორე მშობლის წერილობითი თანხმობაა საჭირო? თან ჩვენები ძალიან მკაცრები არიან. წარბშეკრულები გელაპარაკებიან. მაშინ როდესაც თურქული მხარე სულ იღიმება. რატო გვიჭირს ხალხნო გაღიმება ასე ქართველებს?

მოგზაურობა ტაოში

Posted: 20 სექ 2007, 15:08
by shatilis asuli
მოკლედ, გადავლახეთ საზღვარი და თურქეთის ტერიტორიაზე გადავედით. ვერც კი გეტყვით რა საოცარი შეგრძნებაა. სამშობლოს შეგრძნება. ეს მთები და ეს მტკვარი! წარმოიდგენ, როგორი ქართული სული და საქმე ჩქეფდა ამ მიწაზე

მოგზაურობა ტაოში

Posted: 20 სექ 2007, 15:10
by guruli
shatilis asuli
ექსკურსიამძღოლი კი ვინმე მახარე ერისთავთ-ერისთავი
თუ ერთი და იგივე ადამიანზე ვლაპარაკობთ, მაშინ ეგ მახარე ჰერია. ამბობენ, კარგი კაციაო, მაგრამ პირადად არ ვიცნობ.
თან ჩვენები ძალიან მკაცრები არიან. წარბშეკრულები გელაპარაკებიან. მაშინ როდესაც თურქული მხარე სულ იღიმება.
სამწუხაროდ, მართლაც ეგრეა და არა მხოლოდ თურქეთის საზღვრებთან. ჰერეთში რომ ვიყავი, იქაც ჩვენი მესაზღვრეები პირდაპირ ნაგლობდნენ, ისინი კი ადამიანურად გექცეოდნენ. თან, ჩვენები აშკარად აგდებულად ექცეოდნენ საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, რამაც ყველაზე მეტად აღმაშფოთა.

მოგზაურობა ტაოში

Posted: 20 სექ 2007, 15:10
by tiko_r
:shock: მეეეეეეეეეერე?

(წელს უნდა წავსულიყავი... და ვერ მოვახერხე... :( )

მოგზაურობა ტაოში

Posted: 20 სექ 2007, 15:29
by shatilis asuli
დავიწყეთ ტბეთის უზარმაზარი ტაძრით. მამა გიორგიმ უცბად შეკრიბა მგალობლები (რომლებსაც ადრე არასოდს უგალობიათ :lol: ) და გამოვაცოცხლეთ იქაურობა. ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ კეთილგანწყობილია. საერთოდ, საოცრად თბილი ხალხია ეს თურქები, მარტო სტუმრების კი არა, ერთმანეთის მიმართაც. როგორ ესალმებიან ერთმანეთს, როგორ მოიკითხავენ, გზას უთმობენ, ძალიან განსაკუთრებული სითბო იგრძნობა მათ თვალებში და ურთიერთობებში.

მოგზაურობა ტაოში

Posted: 20 სექ 2007, 15:36
by shatilis asuli
[quote="guruli"][b]shatilis asuli[/b]
[quote]ექსკურსიამძღოლი კი ვინმე მახარე ერისთავთ-ერისთავი [/quote]
თუ ერთი და იგივე ადამიანზე ვლაპარაკობთ, მაშინ ეგ მახარე ჰერია. ამბობენ, კარგი კაციაო, მაგრამ პირადად არ ვიცნობ.
გვარი არ ვიცი, მარა გავარკვევ. საერთოდ ინგილოა და მაგარი პატრიოტი. ხახულში შემთხვევით ჩვენსავით მოგზაურ სომხებს შევხვდით და კინაღამ სერიოზულად იჩხუბა. რა თქმა უნდა სომხები ამტკიცებდნენ, რომ ეს ტაძარი უფრო ძველია ვიდრე თქვენ გგონიათ და ჩვენიაოოოოოოოოოოო

მოგზაურობა ტაოში

Posted: 20 სექ 2007, 15:38
by Archil
shatilis asuli


http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=321

ამ ბმულსაც გადახედე.

მოგზაურობა ტაოში

Posted: 20 სექ 2007, 15:42
by shatilis asuli
მოკლედ სანამ პასუხის გაცემას და სურათის დადებას ვისწავლიდე .... :lol: პატარა შესვენებას გავაკეთებ
guruli
რაც შეეხება "კლიჩკას" მახარე ერისთავთ ერისთავი: ერთ ციხეზე გვითხრა ეს მახარე ერისთავთ-ერისთავისააო და მერე გამოგვიტყდა რომ გვეხუმრა. ჩვენ კი დავიჯერეთ :lol: თურმე იქ ჩამოსულ უცხოელებსაც ასე ეხუმრება და იმკვიდრებს კაცი სახელს ისტორიაში :lol: