Page 1 of 6

ვაშლოვანის ნაკრძალი 18.09.2007

Posted: 20 სექ 2007, 13:08
by Gvalva
ვაშლოვანის ნაკრძალი მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონში და დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის კონტროლის ქვეშაა. საქართველოს რუქაზე, ყველაზე მარჯვნივ და დაბლა რომაა, ფაქტიურად დაუსახლებელი ტერიტორია, აი სწორედ მანდ.

მისაგნებად ძალიან რთულია, უკიდეგანი სტეპებში მტვრიანი გრუნტის გზები ყოველგვარი ნიშნულების და მაჩვენებლების გარეშე იკვეთებიან და ადამიანიც რამდენიმე კილომეტრზე არ გხვდება რომ შეეკითხო, მარჯვნივ თუ მარცხნივ... რომც მიაღწიოთ ნაკრძალის შესასვლელთან მერე შიგნითაც ვერ გაიგებთ საით უნდა წახვიდეთ. მოკლედ, ეს ერთ–ერთი იმ შემთხვევათაგანია, როცა დამთვალიერებლისთვისვე ჯობია ისე მოიქცეს როგორც წესია და არა ისე როგორც მას "უნდა".

წესით კი დედოფლის წყაროში დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ოფისში უნდა მივიდეს ადამიანი, და უთხრას ვაშლოვანის ნაკრძალის დათვალიერება მინდაო, გამოუყოფენ მანქანას, თუ მას არ აქვს კარგი გამავლობის მანქანა, გაყვება ადამიანი და დაათვალიერებებინებს რაც სანახავია, ისე მართლაც ძნელია.

პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მთელ დღეს მიგყვებათ არის, ეს საქართველოშია??? ზოგიერთი ადგილი გავს სავანას, და ლანდშაფტი მოითხოვს რამე ჟირაფის ან ზებრისმაგვარ ცხოველებს :), თუ ლომებს და სპილოებს არ ვახსენებთ...

Image

უდაბნოსებრი (ან შეიძლება უდაბნოს) ნიადაგები,

Image

სადაც წესით პატარა ბალახები და ბუწკნარები უნდა იზრდებოდეს, აქ კიდევ ბურთა–ბურთა კოპწია ხეებია, რომლენიც საკმლის ხეები ყოფილა,

Image

ასე გვითხრეს, საკმელი საერთოდ წიწვოვან ხეებზე კეთდება, აქ კიდევ ფოთლოვანზეაო. ამ ხეს ნაყოფიც აქვს, რომელიც დათვის და ცხოველებისთვის ნოყიერ საკვებს წარმოადგენს
Image



მიმდინარეობს ვიზიტორთა სახლების მშენებლობები, რომელიც წელსვე უნდა დასრულდეს. საერთოდ საკმაოდ მობილიზებული ფუსფუსია
Image

ფრინველის ბუდეები
Image

ამავე მთაზე ვნახეთ თვითონ ფრინველი, რომლის გადარებაც სამწუხაროდ ვერ შევძელი, ისე დამიჯერეთ, ლამაზი იყო :)
Image


მობილური კავშირი არის ადგილ–ადგილ, და რატომღაც ლაი–ლაი ახსენეს, არ ვიცი ხუმრობდნენ, არ ვიცი მართლა მხოლოდ ეგ იჭერს
Image

ისე ფოტკები :), პანორამებიც იქნება, მარა, გვიან, როგორც ეს ხდება ხოლმე :)

Image

Image

Image

Image


და ბოლოს, ექსკლუზიურად მაიკროსოფტისთვის :)

Image

ვაშლოვანის ნაკრძალი 18.09.2007

Posted: 20 სექ 2007, 13:13
by ZVIOSULI
Gvalva

საკმელი ?

და მაქაურობის ნახვის სეზონი აქაურობaში რო აცივდება მაგ დროისთვის როგორია (დალაგებულად წერა ვერ/არ ვსწავლობ) - მაგალითად ზამთარი მაინტერესებს (ან იქნება საინტერესო)?

ვაშლოვანის ნაკრძალი 18.09.2007

Posted: 20 სექ 2007, 13:19
by paata_
ZVIOSULI

vaSlovanis nakrZalSi sulaa sezoni, ase rom roca ginda maSin SeiZleba wasvla

ვაშლოვანის ნაკრძალი 18.09.2007

Posted: 20 სექ 2007, 13:21
by paata_
Gvalva

kide dade ra fotobi

ვაშლოვანის ნაკრძალი 18.09.2007

Posted: 20 სექ 2007, 13:23
by Gvalva
მე ვფიქრობ, სეზონი მანდ დიდხანს უნდა გაგრძელდეს, ძალიან ლამაზია გაზაფხულზეო, მარა ვშიშობ გაზაფხულზე ეს ასეთი ლამაზი ვერ იქნება, ამიტომ მიხარია რომ ზაფხულის შემდეგ ვნახე

Image

ისე, ზოგიერთი ხის ფოთლებს ისეთი ხასხასა მწვანე ფერი ქონდა, მეორედ გამოტანილს გავდა. საერთოდ ფოთლოვანი ტყეები უფრო ჭარბობდა, ამიტომ ვფიქრობ, ზამთარში ასეთი ეფექტური არ იქნება

ვაშლოვანის ნაკრძალი 18.09.2007

Posted: 20 სექ 2007, 13:24
by paata_
Gvalva

amiranma Tqva 12 Tvea aq sezonio, Tovli TiTqmis araa, an Zalian pataraa da kvela sezonze Zalian lamazi ragaceebi ariso

ვაშლოვანის ნაკრძალი 18.09.2007

Posted: 20 სექ 2007, 13:28
by ZVIOSULI
ნუ თუ ამირანმა თქვა...........:D :D :D

ეგა და ფული ღირს ეგ გამცილებელი და რჩევა დარიგებები?

და რაღაც ადანააბრაზვი ვსმისლე ერთფეროვანი მეჩვენება თუ .....?

ვაშლოვანის ნაკრძალი 18.09.2007

Posted: 20 სექ 2007, 13:34
by Gvalva
ZVIOSULI

ფული ღირს, მაგრამ ვფიქრობ, სანამ კარგად ამუშავდება ყველაფერი უფრო იაფი იქნება, ვიდრე 1-2 წელიწადში ;), არადა სანახავი რაცაა, ის ისევ ის იქნება

ერთგვაროვანი იმიტომ უფრო გეჩვენება რომ მე ეგ ყვითელი ბალახები და მწვანე ხეები ძალიან მომეწონა :) და ბევრი სურათი დავდე მაგათი :)

ვაშლოვანის ნაკრძალი 18.09.2007

Posted: 20 სექ 2007, 13:37
by paata_
ერთფეროვანი მეჩვენება
erTxel sanaxavad Rirs damijere

ვაშლოვანის ნაკრძალი 18.09.2007

Posted: 20 სექ 2007, 13:38
by Ninukala
ვაუ.... რა ლამაზია... წავიდეთ.....

ვაშლოვანის ნაკრძალი 18.09.2007

Posted: 20 სექ 2007, 13:39
by Gvalva
paata_

ხომ არ გინდა ფოტოები დადო და კლავიატურა ქართულზე გადართო ტკბილო? ;)

ვაშლოვანის ნაკრძალი 18.09.2007

Posted: 20 სექ 2007, 13:40
by paata_
Gvalva

opera maqvs axal sasmaxurSi da ver vcer qartulad

ვაშლოვანის ნაკრძალი 18.09.2007

Posted: 20 სექ 2007, 13:48
by Gvalva
ხო, წასვლა ჯობია ნაწვიმარზე, რადგან უამრავი ცხოველის ნაკვალევის ნახვა შეიძლება, ჩვენ ერთი პაწაწინა სველი ადგილი ვიპოვეთ და იქ მელიის, მგლის და დათვის ნაკვალევები ვნახეთ.

ეს ერთ-ერთის არის, არ მახსოვს, მგონი მელიის, დანარჩენები რადგან აკუმულატორი დაჯდა პაატას ფოტოაპარატით გადავიღე, პაატას კიდევ ახალ სამსახურში ოპერა ქონია ;) და რა ვიცი როდის დადებს :)

Image

ვაშლოვანის ნაკრძალი 18.09.2007

Posted: 20 სექ 2007, 13:55
by Gvalva
ნაწვიმარზა, ან უკეთესია ალბათ წვიმაში, წასვლა იმიტომ იქნება კიდევ კარგი რომ მტვერი არ შეგაწუხებთ, მარა წვიმა მანდ იშვიათი ხილი იქნება ვგრძნობ

ვაშლოვანის ნაკრძალი 18.09.2007

Posted: 20 სექ 2007, 13:59
by Archil
საქართველო? ვერც იფიქრებდი


მაგარია