მისაგნებად ძალიან რთულია, უკიდეგანი სტეპებში მტვრიანი გრუნტის გზები ყოველგვარი ნიშნულების და მაჩვენებლების გარეშე იკვეთებიან და ადამიანიც რამდენიმე კილომეტრზე არ გხვდება რომ შეეკითხო, მარჯვნივ თუ მარცხნივ... რომც მიაღწიოთ ნაკრძალის შესასვლელთან მერე შიგნითაც ვერ გაიგებთ საით უნდა წახვიდეთ. მოკლედ, ეს ერთ–ერთი იმ შემთხვევათაგანია, როცა დამთვალიერებლისთვისვე ჯობია ისე მოიქცეს როგორც წესია და არა ისე როგორც მას "უნდა".
წესით კი დედოფლის წყაროში დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ოფისში უნდა მივიდეს ადამიანი, და უთხრას ვაშლოვანის ნაკრძალის დათვალიერება მინდაო, გამოუყოფენ მანქანას, თუ მას არ აქვს კარგი გამავლობის მანქანა, გაყვება ადამიანი და დაათვალიერებებინებს რაც სანახავია, ისე მართლაც ძნელია.
პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მთელ დღეს მიგყვებათ არის, ეს საქართველოშია??? ზოგიერთი ადგილი გავს სავანას, და ლანდშაფტი მოითხოვს რამე ჟირაფის ან ზებრისმაგვარ ცხოველებს


უდაბნოსებრი (ან შეიძლება უდაბნოს) ნიადაგები,

სადაც წესით პატარა ბალახები და ბუწკნარები უნდა იზრდებოდეს, აქ კიდევ ბურთა–ბურთა კოპწია ხეებია, რომლენიც საკმლის ხეები ყოფილა,

ასე გვითხრეს, საკმელი საერთოდ წიწვოვან ხეებზე კეთდება, აქ კიდევ ფოთლოვანზეაო. ამ ხეს ნაყოფიც აქვს, რომელიც დათვის და ცხოველებისთვის ნოყიერ საკვებს წარმოადგენს

მიმდინარეობს ვიზიტორთა სახლების მშენებლობები, რომელიც წელსვე უნდა დასრულდეს. საერთოდ საკმაოდ მობილიზებული ფუსფუსია

ფრინველის ბუდეები

ამავე მთაზე ვნახეთ თვითონ ფრინველი, რომლის გადარებაც სამწუხაროდ ვერ შევძელი, ისე დამიჯერეთ, ლამაზი იყო


მობილური კავშირი არის ადგილ–ადგილ, და რატომღაც ლაი–ლაი ახსენეს, არ ვიცი ხუმრობდნენ, არ ვიცი მართლა მხოლოდ ეგ იჭერს

ისე ფოტკები






და ბოლოს, ექსკლუზიურად მაიკროსოფტისთვის

