Page 1 of 5
					
				ხევსურეთი, ხევსურეთი !!!
				Posted: 18 სექ 2007, 09:12
				by bellge
				"ამა წლის 12 სექტემბერს მიღებული იქნა კონსპირაციული მისია კოდური სახელწოდებით "ხევსურეთი, ხევსურეთი". მისიის წევრები: კავკასიკა(შენიღბვის მიზნით ითავსებდა გიდობას), პაატა_, და ბელჯი..." (ციტატის დასასრული)
აი ასე გავუდექით ხევსურეთისაკენ მიმავალ გზას, ზოგი მეთერთმეტედ, ზოგიც ოცდამეთექვსმეტედ მე კი მეორედ 
15 სექტემბერს 07:30ზე გავედით დიდუბიდან...
 
			 
			
					
				ხევსურეთი, ხევსურეთი !!!
				Posted: 18 სექ 2007, 10:08
				by Druides
				bellge
მერე???
			 
			
					
				ხევსურეთი, ხევსურეთი !!!
				Posted: 18 სექ 2007, 10:08
				by bellge
				ჩვეულებრივ კორშაში გავჩერდით, მუზეუმი დავათვალიერეთ შემდეგ კი  წესისამებრ დათვიჯვრის უღელტეხილზე გავჩერდით, ძაააააალიან ციოდა... დავილოცეთ და გზა გავაგრძელეთ .
მინდა აღვნიშნო რომ ცა ისეთი მოწმენდილი იყო რომ აი რა დავინახეთ...
თებულო !!!

თუმცა ჭიუხები ღრუბლებში იყო ჩამალული 
აი ასეთი ლამაზი ყოფილა ხევსურეთი  

 
			 
			
					
				ხევსურეთი, ხევსურეთი !!!
				Posted: 18 სექ 2007, 22:08
				by bellge
				ლებაისკარი 

 
			 
			
					
				ხევსურეთი, ხევსურეთი !!!
				Posted: 18 სექ 2007, 22:12
				by bellge
				ქისტანი.
ალბად გახსოვთ ვინც ვიყავით მაშინ ხევსურეთში როგორ ავედით კოშკებთან, იცით ჩვენ უკანა მხრიდან ძალიან მარტივი და მოკრძალებული ბილიკი ვიპოვეთ, თუმცაღა მინდა ვაღიარო რომ ჩვენ როგორც ავედით ეს გზა უფრო მომხიბვლელია როდესაც პირველად ხარ ქისტანში.
აქ პაატამ მოიმარჯვა თავისი პოტოაპარატი და რამდენიმე კადრი გადაიღო
პაატა შემოქმედებით პროცესში 
www.karavi.ge

 
			 
			
					
				ხევსურეთი, ხევსურეთი !!!
				Posted: 18 სექ 2007, 22:51
				by bellge
				გზად შატილისკენ ცოტა არ იყოს გაგვიწვიმდა გზაში და ასე შევაფარეთ თავი წვიმას კარავის ხალხმა 
თუმცა ასეც წვიმდა 

 
			 
			
					
				ხევსურეთი, ხევსურეთი !!!
				Posted: 18 სექ 2007, 22:52
				by bellge
				და შატილი...
ვინც პირველად იყო კავკასიკამ შატილის ეფექტურად დანახვის რეცეპტი გაანდო, და როცა ხიდზე გაჩერდნენ გოგონები (ძირითადად გოგოები ვიყავით 

) აღტაცების ემოციები ვერ დამალეს 

 რა საოცაირა მეც ხომ იგივე დამემართა შატილი რეალში პირველად რომ დავინახე.
თუმცა მეორედაც გადასარევი იყო 

)))

 
			 
			
					
				ხევსურეთი, ხევსურეთი !!!
				Posted: 18 სექ 2007, 23:15
				by bellge
				შატილში გავჩერდით და კოშკში დავბინავდით!!! 
რას წარმოვიდგენდი შატილში კოშკში თუ გავათენებდით ღამეს და თან ხინკალსაც თუ მოვახვევდით, ამაზე მოგვიანებით...
მანამდე აი ასე ვიხალისეთ დაღამებამდე...
ყველა აივნიდან გავიხედეთ 

 
			 
			
					
				ხევსურეთი, ხევსურეთი !!!
				Posted: 18 სექ 2007, 23:23
				by bellge
				პაპარაცები კი ასე მუშაობდნენ 
 
 
			 
			
					
				ხევსურეთი, ხევსურეთი !!!
				Posted: 18 სექ 2007, 23:30
				by bellge
				
			 
			
					
				ხევსურეთი, ხევსურეთი !!!
				Posted: 18 სექ 2007, 23:33
				by valiko
				დაა... კოშკში როგორ მოხვდით ნაცნობობით თუუ, ტურისტებისთვის არ არი პრობლემაა....? 

 
			 
			
					
				ხევსურეთი, ხევსურეთი !!!
				Posted: 18 სექ 2007, 23:34
				by valiko
				აუუუ მაგარიაა 

 
			 
			
					
				ხევსურეთი, ხევსურეთი !!!
				Posted: 18 სექ 2007, 23:39
				by bellge
				მგონი არაა პრობლემა. 
ჩვეულებრივ სასტუმროა მოწყობილი. ანუ გადაიხდი ფულს და დაიძინებ
			 
			
					
				ხევსურეთი, ხევსურეთი !!!
				Posted: 18 სექ 2007, 23:39
				by Archil
				valiko wrote:დაა... კოშკში როგორ მოხვდით ნაცნობობით თუუ, ტურისტებისთვის არ არი პრობლემაა....? 

 
უნდა ახსენო მაგიური სიტყვები !!!!
www.karavi.ge  !!!
 
			 
			
					
				ხევსურეთი, ხევსურეთი !!!
				Posted: 18 სექ 2007, 23:41
				by paata_
				valiko
ორივე: მეგობრობაც და ტურისტულადაც 
