Page 5 of 5

ხევსურეთი, ხევსურეთი !!!

Posted: 22 სექ 2007, 00:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
ისე, შატილში, კოშკში ღამე არასდროს გამითენებია. ერთ-ერთ ოტახს რომ ვიღებდი, პატარა მასპინძელი შემოვიდა, ვაქირავებთო. აბა, იმ ღამეს იქ როგორ დავრჩებოდი? კარაველებს ხომ არ მივატოვებდი?

სხვა დროს იყოს-მეთქი, ჩემთვის ვთქვი.

ჰოდა, ერთხელაც იქნება, და მეც ჩამოვითენებ ერთ რომელიმე ღამეს შატილის საუკუნებნათალ კოშკში

ხევსურეთი, ხევსურეთი !!!

Posted: 23 სექ 2007, 11:21
by gobe
bellge,
ხევსურეთში არცერთხელ არ ვარ ნამყოფი და შენს რეპორტაჟს რომ ვკითხულობდი ძალიან ვისიამოვნე. დიდი მადლობა!
:)

ხევსურეთი, ხევსურეთი !!!

Posted: 23 სექ 2007, 11:52
by Archil
gobe wrote:bellge,
ხევსურეთში არცერთხელ არ ვარ ნამყოფი და შენს რეპორტაჟს რომ ვკითხულობდი ძალიან ვისიამოვნე. დიდი მადლობა!
:)
გულს ნუ გაიტეხ, არც მე არა ვარ ხევსურეთში ნამყოფი ეგ არაფერი. დავგეგმოთ და წავიდეთ როგორმე, რას იტყვი, მგონი მსურველებიც იქნებიან.

წელს ოქტომბრის პირველ ნახევარში ან მანამდე თუ მოვასწრებთ, თუ არა და მერე, შემდეგ წელს ვქნათ.

ხევსურეთი, ხევსურეთი !!!

Posted: 23 სექ 2007, 13:14
by guruli
gobe
bellge,
ხევსურეთში არცერთხელ არ ვარ ნამყოფი და შენს რეპორტაჟს რომ ვკითხულობდი ძალიან ვისიამოვნე. დიდი მადლობა!
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ამაზეა ნათქვამი - ნამყოფი კი არადა, ბორჯომიდან არ ხტები ხოლმე ხევსურეთში მიმავალ მანქანებში? :lol: :lol: :lol: :lol:
bellge
- საღოლ ფოტოებისთვის. ძველი კარგი დრო გამახსენდა, როცა პირველდად ვიყავი ხევსურეთში, პირველად ვუყურებდი შატილისა თუ მუცოს კოშკებს და მუცოს ძირში პირველად მეძინა კარავში. :D :D ის შეგრძნება დღემდე მომყვება და რაც უნდა ბევრი ღამე გავათენო კარავში, იმ პირველ შთაბეჭდილებას, რომელსაც წვიმამ მეტი რომანტიკა შესძინა, ვერაფერი შეცვლის.
ჰოდა, ხალხნო, კოპეინას ვეთანხმები - იმ ჩვენს ბებოს ხახმატში "ძილა" ჰქვია და არა ზინა, თინა, ძინა და ამგვარები. ბაბუა ალუდაურისგან ვიცი, რომ ეგრეა, იმას კი დაეჯერება. :wink:

ხევსურეთი, ხევსურეთი !!!

Posted: 30 სექ 2007, 19:15
by caucasica
მუცო
Image
Image
ჭალა
Image
კისტანი
Image
ლებაისკარი
Image
Image

ხევსურეთი, ხევსურეთი !!!

Posted: 30 სექ 2007, 20:17
by bellge
bellge wrote:აი ესე დავემშვიდობეთ ხევსურეთს, ჩავსხედით ჩვენს ყვითელ, მერსედესის მარკის მარშუტკაში და დავადექით თბილისისკენ მომავალ დამღლელ და გრძელ გზას, ჯგუფში აშკარად იგრძნობოდა რომ შეაძლებლობაის შემთხვევაში ყველა კიდევ ერთი დღით დარჩებოდა ხევსურეთში....

გზად ძილა ბებოსთან შევჩერდით, ჩვენი დანახვა გაუხარდა ჩვენც ჩამოვედით მარშუტკიდან და ხალხითან საუნარს მონატრებული ბებო მოვიკითხეთ :)
Image

ხევსურეთი, ხევსურეთი !!!

Posted: 01 ოქტ 2007, 00:24
by GOGONA
bellge

მადლობა, კარგი იყო...

ხევსურეთი, ხევსურეთი !!!

Posted: 01 ოქტ 2007, 10:07
by paata_
ვახ რა კარგი დრო გიტარებიათ

მეც წამიყვანეთ რა ხევსურეთში

ხევსურეთი, ხევსურეთი !!!

Posted: 01 ოქტ 2007, 10:14
by lama
paata_ wrote:ვახ რა კარგი დრო გიტარებიათ

მეც წამიყვანეთ რა ხევსურეთში
არ ხარ ნამყოფი????

აუ რა მაგარია იცი ?????

ხევსურეთი, ხევსურეთი !!!

Posted: 08 ოქტ 2007, 12:06
by ushguli...
კეთილი იყოს ჩემი ფეხი კარავში. როგორც იქნა დავრეგისტრირდი.

გთხოვთ ამიხსნათ აქაური ციტუაცია რა ხდება ?მიდიხართ პახოდებში ხოლმე?