Page 1 of 15

რკონი 2007 წლის 16 სექტემბერი

Posted: 16 სექ 2007, 21:06
by popins
ჩამოვედით ,ლაითად ვიარეთ ახალი ხალხი ახალი ჩახუტება,ძველი ხალხის ახალი ჩახუტებაც.ის მინდოდა რაც იყო და

მოკლედ კიდევ ერთი სასაიმოვნო დღე კარვის ეგიდით.

ჩვენი ლაშქრობა ,თავის პიკანტური დტალებით კი ამოვისუნთქავ და მერე.მადლობა ყველას და პირველ რიგში ჩვენს არაჩვეულებრივ მძღოლს,რომლის ფოტკას და მონაცემებს "რჩევებში" დავდებ.


გკოცნით ყველას,დეიდა პოპინსიიიიიიიიიიი 8)

რკონი 2007 წლის 16 სექტემბერი

Posted: 16 სექ 2007, 21:10
by zura N.
თქვენს ჩამოსვლას გაუმარჯოს!
ველით სურათებს და ისტორიებს! :D :wink:

რკონი 2007 წლის 16 სექტემბერი

Posted: 16 სექ 2007, 22:17
by valiko
მშვენიერი იყო დგევანდელი დღე; თავის ბუნებით, ხალხით, განწხობით და ყველაFრით რაა... დანარჩენს ცოტა მოგვიანებით დავწერთ კარგო ხალხო :)

რკონი 2007 წლის 16 სექტემბერი

Posted: 16 სექ 2007, 22:50
by Naia
მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ!
მეც ახლა ჩამოვედი ბირთვისიდან, მაგარი იყო. თქვენს ამბებს ვალიკოსგან ვიგებდი:)

რკონი 2007 წლის 16 სექტემბერი

Posted: 16 სექ 2007, 23:09
by tiko_r
ისეთი დაღლილი ვარ რომ ფოტოებს ხვალ დავდებ.... :D

მანამდე.. იქნებ ვინმემ დადოს მაისურების საზეიმო გაცვლის ფოტოები?

რკონი 2007 წლის 16 სექტემბერი

Posted: 16 სექ 2007, 23:15
by valiko
აუუ მაგრებიაა, მალე დადეთ რა დანარჩენებიც რააა :)

რკონი 2007 წლის 16 სექტემბერი

Posted: 17 სექ 2007, 00:08
by Gio-horus
ვახ ვახ რა ხალხი... გაიგამრჯოთ! გაგიმარჯოთ....თქვენ ჩამოსვლას გაუმარჯოს....მიშიკო ხო კარგად იქცეოდა - ზვიოს მინუსი??? :D :D :D :D :D :D

რკონი 2007 წლის 16 სექტემბერი

Posted: 17 სექ 2007, 00:09
by Ninukala
როგორც პოპინს უთხარი უკვე ვნანობ რომ არ წამოვედი, მაგრამ ხალხო მიზეზები მქონდა.... :(
მიხარია რომ კარგი დრო ატარეთ და მაგრად გაერთეთ...
ველი ფოტოებს :)

რკონი 2007 წლის 16 სექტემბერი

Posted: 17 სექ 2007, 00:54
by ninia
თქვენს მშვიდობით დაბრუნებას გაუმარჯოს!
რკონი ძალიან ლამაზია, ვწუხვარ, რომ მეც თქვენთან ერთად ვერ წამოვედი, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს ფოტოებით მაინც ვისიმოვნებ :)

რკონი 2007 წლის 16 სექტემბერი

Posted: 17 სექ 2007, 01:00
by Archil
რკონში ამ ზაფხულს ვიყავი, თეძამში ვიბანავე, კარგი იყო.

იმედია თქვენც კარგად ისიამოვნეთ

რკონი 2007 წლის 16 სექტემბერი

Posted: 17 სექ 2007, 01:23
by Beqa.GE
აი ცოტა ფოტოები
დანარჩენი ხვალ :D

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

რკონი 2007 წლის 16 სექტემბერი

Posted: 17 სექ 2007, 01:41
by Int3lig3nt
მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც თვე-თვენახევრის წინ ვიყავი რკონში, დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი (მე და ხალიანას სურვილი გვქონდა), მარა ისეთი ადამიანის დაბდღე იყო დღეს, რომ არ წავსულიყავი, გული დაწყდებოდა :).

სხვათა შორის, მანდ რკონში საინტერესო რაღაც შეგვემთხვა.
შეიძლება არ გაინტერესებთ, მე მაინც მოვყვები :P.
(მოდერი თუ თვლის რომ არ არის ამ თემაში საჭირო სხვა ლაშქრობიდან რამის მოყოლა და ფოტოების დადება, ბოდიშს ვიხდი. შეგიძლიათ წაშალოთ მთელი პოსტი :))

forum.ge-დან გადმომაქვს და სმაილები არ კოპირდება, ამიტომ თვითონ იგულისხმეთ :P.

რკონში ვიყავით 11-12 აგვისტოს.
სულ 11 ადამიანი.
ხიდის მერე კაი შორს წავედით, რამდენჯერმე გადავკვეთეთ მდინარე.
საბანაკედ შემაღლებული ადგილი ვნახეთ, ფიჭვნარი იყო, კარგი მყუდრო გარემო. ძველი ნაბანაკარის კვალიც ეტყობოდა, ალბათ პოპულარული ადგილი იყო.

ე.ი. მგლების თუ რაცხა უბედურებების შიშით გადავწყვიტეთ, რომ 2-2 ადამიანს ემორიგევა 2 საათით (ცეცხლი რომ არ ჩამქრალიყო).
დავნიშნეთ კიდეც მორიგეები:
12-2 საათებში დოგმას და დრაკულას ერგო, 2-4 საათებში მე და ლარსის, 4-6 მექსს და ელგიოს.
დაახლოებით 11 საათზე ყველა კარავში შეძვრა დასაძინებლად.
გარეთ მხოლოდ, მე, პერწკლი, დოგმა, კობალსკი და დრაკულა დავრჩით.
ვისხედით ცეცხლთან და ვსაუბრობდით.
განვიხილეთ ფილმები და სერიალები და კიდე რა ვიცი რა...


Image

ჰოდა დაახლოებით 1 საათი იქნებოდა, რომ იდეა მომივიდა თავში.
ვუთხარი ამათ, რომ სადმე ხეტიალი მინდა და თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ შემომიერთდეთ-მეთქი.
წამოიშალნენ ყველანი .
ავდექით, თბილად ჩავიცვით, ცეცხლი მაგრად ავაგუზგუზეთ, რომ კაი ხანი არ ჩამქრალიყო და გზას გავუდექით .
ასე სათქმელად ადვილია, მარა იმ მომენტში რთული იყო გზის არჩევა. იმიტომ რომ ორი მხრიდან მდინარე გვერტყა, ერთი მხრიდან მთა და დარჩენილი მხრიდან კი ხშირი ტყე.
თან იმ სიბნელეში, მარტო ჩემი მობილურის ფანრის იმედზე უნდა ვყოფილიყავით, რომელიც უკვე ჯდებოდა (ნუ, მეორე აკუმლატორიც მქონდა ).
ავდექით და იმ ხშირი ტყისკენ წავედით.
პირველი მე მივდიოდი, მერე გავჩერდებოდი, მოვბრუნდებოდი და ამათ ვუნათებდი გზას.

ნუ ჩვენი ემოციები და განცდები ალბათ გასაგებია, უკუნით სიბნელეში, ერთი ფანრის იმედზე, მდინარის ჩხრიალი, ტყის ხმა, მწერების ჭრიჭინი. ოდნავი გაფაჩუნება და გული გიფანცქალებს .

ნახეთ რა სახეებია

Image

იმ მომენტში არ გვეშინოდა, მარა რამე რომ გამომხტარიყო მართლა, ალბათ გული გაგვისკდებოდა .
ისე, ბანაკში ვინმეს რომ გაეგო ჩვენი გეგმის შესახებ და ჩუმად რომ გამოგვყოლოდა შესაშინებლად, მაგარი იქნებოდა.

გზად საშიშ რამეებს ვყვებოდით, ვიხსენებდით მომენტებს საშინელებათა ფილმებიდან.

Image

ალბათ ნახევარი საათი ვიარეთ ერთი მიმართულებით.
ორიენტირად მარჯვენა მხარეს მთა გვქონდა, მარცხენა მხარეს მდინარე.

მივუახლოვდით იმ ადგილას, სადაც მდინარიდან უკვე ბილიკზე ადიოდა აღმართი.

ავბობღდით და მივხვდით რომ "სახლის გზაზე" ვიდექით.
გადავწყვიტეთ უკან დავბრუნებულიყავით.
(სხვათა შორის ეს გზა, რაც გამოვიარეთ, აღმოჩნდა უფრო მოკლე და უფრო მშრალი, ვიდრე ის, რაც ჯერ წინა დღეს და მერე მეორე დღეს გამოვიარეთ).

ზემოთ, დოგმამ რაღაცა ყრუხმიანზე დაიწყო ხტუნაობა. თან თქვა, საფლავზე ვხტუნაობო, თუ რაღაც ამდაგვარი.
ამასობაში გავბრუნდით უკან და ჩასვლისას ჩვეულებისამებრ, პირველი მე გავედი ფანრით, მერე გავჩერდი და დაველოდე, როდის გამოვიდოდნენ.

ჰოდა აქ იწყება მთავარი

ჩამოსვლისას პერწკლი გაჩერდა, რომ მიმენათებინა და ამასობაში სუსტად დაიკივლა და შარვალზე ხელების დარტყმა დაიწყო.
რაღაცამ მიკბინაო
სასწრაფოდ მივცვივდით, შევხედეთ და ერთი ნახვრეტი იყო.
ვიცოდით რომ გველი ღამე არ აქტიურობდა, არა მაინც ვნერვიულობდით და ერთი ნახვრეტი რომ ვნახეთ, გულზე მოგვეშვა.
გადმოვდგმული არ გვქონდა 2 ნაბიჯი და ისევ დაიწყო ვაიმეს თუ რაღაც ამდაგვარის ძახილი, თან ხტუნაობდა და თან ხელებს ირტყამდა შარვალზე, კიოდასავით.
ჩვენ გაკვირვებულები ვუყურებდით, რა თქმა უნდა შეგვეშინდა, მარა ერთი პირი ვიფიქრეთ, ხომ არ გვეხუმრებაო.
მარა ისეთი სახე ჰქონდა პერწკლის, რომ დავიჯერეთ.
გამოიფერთხა შარვლის ტოტები და თითქოს დამშვიდდა.
მერე კიდევ ერთმა უკბინა, ახლა უფრო ზევით და უკვე ჭკუაზე აღარ იყო .
ბიჭები მოვბრუნდით და შარვალი გაიხადა, გაფერთხა და ისევ ჩაიცვა.
ამასობაში მეც მიკბინა იმ ოხერმა მწერმა.
აუტანელი წვა იყო. აქამდე არაფერს უკბენია ასე.
პერწკლის ეგონა ვეკაიფებოდი.
აი აქედან კი ჩქარი ნაბიჯით წამოვედით.
სასწრაფოდ უნდა მივსულიყავით ბანაკში, რომ სპირტით მოგვეწმინდა ნაკბენები.
მოვდიოდით ჩუმად და ცხვირჩამოშვებულები. არაფრის ხალისი აღარ გვქონდა .
ბევრად მალე გავიარეთ უკანა გზა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო რთული იყო დასაბრუნებელი გზის პოვნა.
მოკლედ მივედით ბანაკში და დანის წვერის წასმა დავიწყეთ ნაკბენზე.
მე არყის ბოთლის ძებნა დავიწყე, ერთი-ორი წვეთი მეგულებოდა შიგ .
ბაცილას კი ჰქონდა სპირტი, მარა გაღვიძება დაგვენანა .

ჰოდა აი ასეთი თავგადასავალი გვქონდა.
ადრენალინით და ემოციებით სავსე .
მაშინ ძალიან ვინერვიულე, მარა დიდი სიამოვნებით გავივლიდი კიდევ იმ გზას და თუნდაც 10 ნაკბენს ავიტანდი .
ძალიან მაგარია ღამით ტყეში ბოდიალი .

P.S. ის ნაკბენი გაგვირთულდა მე და პერწკლის. მთელ ხელის კუნთს (ბიცეფსია მგონი, სურათს არ დავდებ, არ მოგეწონებათ) მოედო ნაკბენის სიწითლე და გამისივდა.
მე ინფექციურში ვიყავი და შიდსის ცენტრში გამაგზავნა მთავარმა ექიმმა, ანალიზები ამაღებინა ბორელიოზზე (თურმე სულ ტყუილად, შეკრულები არიან ექიმებიო).
საბედნიეროდ ბორელიოზი არ აღმოჩნდა (როგორ აღმოჩნდებოდა, ბორელიოზი თურმე არის ორგანიზმში კვერცხს რომ დებს მწერი, მაგასაც თურმე ტკიპა აჩენს, რომელიც 24 საათია მომაგრებული სხეულზე), თუმცა მუქი ფერის ოცთეთრიანისხელა ლაქა მაინც დამრჩა რკონისგან სამახსოვროდ :).

რკონი 2007 წლის 16 სექტემბერი

Posted: 17 სექ 2007, 08:15
by popins
Int3lig3nt ძალიან საინტერესოდ და ემოციურად გაგიტარებიათ დრო რკონში. :D :lol:

ჩვენთვის მწერებს არ უკბენია , ჩვენ ზვიოს მინუსი გვყავადა და იმისი ხმის გაგონებაზე მწერები ნებაყოფლობით იკლავდნენ თავს. :roll:

მოკლედ რადგან ამხანაგებმა და მეგობრებმა დამასწრეს უკვე გარკვეული ინფორმაციული ხასიათის ტექსტების და სურათების დადება(მაგათ შემოვევლე მე) დავიწყებ თავიდან.


შევიკრიბეთ 11კაცი.მარშუტკა იყო 14 კაციანი.ანუ იყო "სვაბოდა"


Image

სკამები იყო მოხერხებული ,ახალი და რბილი,ასე კომფორტაბელურად მე ჯერ "მარშუტკით" არ მიმგზავრია.

Image
როგორი თეთრიც იყო ჩემი მაისური ისეთი თეთრით ჩამოვედი. ასეთი მოვლილი და სუფთა მანქანა მე ჯერ არ მინახია :roll: ნუ საქართველოში :wink:

Image

Image

Image

Image

საბოლოო ჯამში ლაშქრობიის მონაწილეთა სია ასე გამოიყურება:

.პოპინსი,ზვიოსული ,zvios minusi ,ილია ,tiko_r ,zviosuli + , likaloo,ლიკაკოს + , ვალიკო ,Mta Mkvarebia, და თავად ბექა.

მოკლედ დროზე შევიკრიბეთ დროზე გავედით.

გზად კიდევ ერთი ზვიოს + ავიყვანეთ ,ნაჯახიანი კაცი(სამწვადე დაგვახვედრა)
ჰოდა ასე მივადექით ერთაწმინდას თუმცა მანამდე მიმდებარე სოფლებში სადაც კი რამეს წავაწყდი ყველგან შევჩერდით.

რკონი 2007 წლის 16 სექტემბერი

Posted: 17 სექ 2007, 08:18
by popins
Image

Image

რკონი 2007 წლის 16 სექტემბერი

Posted: 17 სექ 2007, 08:20
by popins
Image

Image