Page 1 of 1

ყინწვისი-ქოზიფა-აბუხალო

Posted: 14 სექ 2007, 20:47
by gio giorgi
მჰ...ესეიგი რა ხდება სამომავლო გეგმებში...კერძოთ :კარავი მოსალოც ადგილებში :არჩევდნენ ადგილებს სად შეიძლება წასვლაო და მეც ურჩიე ძამის ხეობა კერძოთ ქოზიფას მონასტერი....და მთხოვეს თუ გაქ სურათები დადეო და აჰა ბატონო ისიამოვნეთ... :D

მოკლეთ შარშან ამ დროს ვიყავი ძამის ხეობაში, დაახლოებით 10 დღე ,ჯერ ყინწვიში 5 დღე და ცოზიფაშიც 5...მოსაყოლი და გასასხენებელი მართლაც რო ბევრი მაქ ,მართლა დაუვიწყავი იყო ,იმდენი რამე ვნახეთ და გადავიტანეთ კაცი პატარა კრებულ გამოსცემდა :D მაგრამ ეს მერე იყოს...რო გამოვცემ წიგნს არ გამოგაპარებთ :D

ვინც არ იცის ყოველშემთხვევისთვის ვეტყვი რო ძამის ხეობა მდებარეობს ქარელის რაიონში და ხეობის სიგრძე დაახლოებით 35-40 კმ ია..ბოლო წლენბია რუისისსა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის მეთაურობით ხეობაში აშენდა და აღსდგა მრავალი მონასტერი და დღეს დღეობით დაახლოებით 15-20 მოქმედი მონასტერია...ყინწვისზე ნუ ეხლა არაფერს ვიტყვი ყველამ კარგათ იცით,,ხოლო ქოზიფას რაც შეეხება გეტყვით რო მონასტრის ისტორია დაახლოებით 7 საუკუნეში იწყება და როგორც ჩანს საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი მონასტერი იყო .მთავარი ტაძარი 13 საუკუნეშია აგებული და მოხატული ...

აბუხალოს რაც შეეხება ძამის ხეობის სათავეშია კერძოთ აბუხალოსწყლის ხეობის თავში და აქედან გადასასვლელ გზებს კეტავდა ტანისა და გუჯარეთისწყლის ხეობებში ..თითონ გამოქვაბულთა კომპლექსი სავარაუდოდ 16 საუკუნით ათარიღებენ...და შედგება რამდენიმე დიდი და მცირე გამოქვაბულისგან...ტაძარი სანახევროდ დანგრეულია მაგრამ საკურთხეველში და სამხრეთ კედლებზე შმორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები მისასვლელათ საკმაოთ რთულია და მიუდგომელი.იქვეა ჩანჩქერი არც ისეთი დიდი მაგრამ მაგარი ლამაზია რა :o

ესეც დიდებული ყინწვისი
Image

ესეც ორთუბნის დედათა მონასტერი გზაზევეა ადრე მძოვრეთი ერქვა, საბაჟო იყო თავის დროზე, ცოტა ზევით ციხეცაა ერთ დროს თემურ ლენგიც ცდილბდა იმ ციხის აღებას და მგონი ვერ აიღო...თუ აიღო ..ხო აღარ მახსოვს :roll:
Image

ესეც ქოზიფა რო ავედით ესეთი ამინდი იყო

Image

Image

Image


ბოლო დღეს კვირას ,ღამის თევის შემდეგ რო გამოვედით მართლაც დიდებული ხედი გადაიშალა და ქოზიფა მთელი თავისი დიდებულებით ვნახეთ....ეს ჩემი საყვარელი სურათია :o

Image

ესეც საძვალე ..ამხელა და ესეთი რაოდენობის მამათა ძვლები რავი სხვაგან არსად არ მინახია...თუ დააკვირდებით პირველ თავის ქალას თავში შუბიაქ ჩარტყმული ალბათ ერთ ერთი შემოსევის დროს...ზოგ თავის ქალას შუბზე ჯვარიაქ გამოსახული როგორც ბეჭედი მოწამეობისა...და უფლის ერთგულებისა

Image

Image

ეს კომპში მქონდა..ეპარქიის დედების და მამების მცირე კრებული
..შუაში მიტროპოლიტი იობია
Image

Image

ყინწვისი-ქოზიფა-აბუხალო

Posted: 14 სექ 2007, 21:45
by Archil
მაგარია

ყინწვისი-ქოზიფა-აბუხალო

Posted: 14 სექ 2007, 22:02
by gio giorgi
ესეც აბუხალოს გამოქვაბულები...
Image

ეს ახლოდან..ზევით კლდეებში კარგათ დააკვირდით

Image

ესეც ზევიდან...ბევრი წვალების მერე როგორც იქნა ავედით...ოოო მაგრამ კეი იყო კეი....ხო ეს მე არ ვარ ეს ბატონი თემურია :D

Image


ხო ეს მე და აბუხალოს ჩანჩქერი...აქ რატომღაც ძალიან კეთილი ვარ :D
უკან რო ირემი ან რამე ცხოველი იდგეს სერიოზული ფოტო იქნებოდა მარა ამასაც არაუშავს :D

Image

ყინწვისი-ქოზიფა-აბუხალო

Posted: 15 სექ 2007, 07:13
by Toma
gio giorgi
დიდი მადლობა ძალიან საინტერესოა და იმ გამოქვაბულებში რა ხდებოდა? კელიები იყო? და როგორ უნდა მივიდეთ ქოზიფადან აბუხალომდე?

ყინწვისი-ქოზიფა-აბუხალო

Posted: 15 სექ 2007, 07:26
by popins
საინტერესო ადგილებში გივლიათ კაცებო! :)

ყინწვისი-ქოზიფა-აბუხალო

Posted: 15 სექ 2007, 09:52
by Giorgi Bagrationi
აბუხალოს გამოქვაბულებში გარდა სენაკებისა ეკლესიაც იყო. ეს მხატვრობა ამ ეკლესიიდანაა. სავარაუდოდ XIV-XV სს-ისა უნდა იყოს
Image

ყინწვისი-ქოზიფა-აბუხალო

Posted: 15 სექ 2007, 12:01
by gio giorgi
Toma

თითონ გამოქვაულებს თავდაცვითი სახე უფრო ქონდა ვიცრე სამონასტრე რამდენიმე მცირე ზომის და მოგრძო გამოქვაბულებია და ერთი მხიდან კედლით და სათოფურებიათ დატანილი...სილ დაახლოებით 7 გამოქვაბულია და აქედან 3 დიდი ზომის და 4 შედარებით პატარა მარა ეხლა ძაან დაზიანებულია...შესასვლელში თავის დროზე წყაროც ყოფილა და 1940 წელს მიწისძვრის შემდეგ დამშრალა..მისასვლელათ ქოზიფიდან ადვილი მისასვლელია დაახლოებით 2-3 საათის სავალზეა.ეგაა რო გზას და მდინარეს ზოგჯერ ერთი კალაპოტიაქ და მდინარეში .გატოპვა ხშირად მოგიწევს

ძამის ხეობა ბოლოსკენ იყოფა სამ ტოტათ .ტყემლოვანისწყალი.სადაქ სოფელი ტყემლოვანა აწ უკვე ბერთუბანია და ქოზიფა ,აქედან შეილება გადახვიდე გუჯარეთის ხეობაში სოფ უკანუბანში...მეორე აბუხალოსწყალი აქ აბუხალოს გამოქვაბულებია აქედან გადადიხარ როგორც ტანას ისევე გუჯარეთის ბოლო სოფელში თუ არ ვცდები წითელსოფელში და სოფ გუჯარეთში და მესამე ტოტი მუხილეთისწყალი აქ მონასტერი მუხილეთია და რამოდენიმე მარტომცხოვრები მამაცაა ერთ ერთია მამა ანტონი რომელიც თავის დროზე პალესტინაში აბაწმინდაში და ათონის მთაზეც მოღვაწეობდა....

Image

ყინწვისი-ქოზიფა-აბუხალო

Posted: 15 სექ 2007, 14:58
by BioHazard
მმმ...

რაგატს...

არტსბუნებამომტსონს...

დაარტსარაფერ...

დავინებმიდიჰარტ...

იქნებეგმაინტს...

მომეტსონოს...

: )

ყინწვისი-ქოზიფა-აბუხალო

Posted: 17 სექ 2007, 09:55
by tio74
gio giorgi
:) შარშან დეკებბერს და წელს შობას ძამის ხეობაში შევხვდი ღამისთევით ქართის მამათა მონასტერში! :) ..
დეკემბერში სოფ. სათერძეში დავრჩით 3 დღე :) საოცრება იყო! :) ... შემდეგ კი ხცისში გადავედით ქართიდან ფეხით მუხლამდე თოვლში 2-ნი და ბერი ისიდორე :) და ტყეში დავიკარგეთ :)))))))) დილის 5-ზე წირვის მერე გასულები ხცისში საღამოს 9-ზე შევედით! :) ...
ძალიან კარგად მაგონდება ყველაფერი :)
განსაკუთრებით შობა იყო ქართაში სასწაული! :) ...
...
თავად ძამის ხეობა მხოლოდ ზამთარში მინახავს! :) ... _და იგი საოცრებაა! :) ... ალბად ზაფხულში მეტად მშვენიერი იქნება! :)
აქ არის ძალიან კარგი სანადირო ადგილები და მდინარე სავსეა კალმახით! :) ...
...
ნეტავი ეს ხეობა მართლაც ყოფილიყო მსგავსად ივერონის მთისა!_როგორც ეს მეუფე იობს სურდა!!!..
მაგრამ რაღა ეშველებოდა სახელმწიფოს_რომელიც ამ ტყეების ჩეხვით "ირჩენს თავს" :( ...
ყველაფერი ღვთის ნებაა! :) ..
...

ყინწვისი-ქოზიფა-აბუხალო

Posted: 17 სექ 2007, 14:25
by gio giorgi
tio74


მართალი ხარ ზაფხულში მარლასც ძალზე ლამაზია თან შენ ზემოთა წელი არ გინახია ძამის ხეობის..ქოზიფა ...აბუხალო....მუხილეთი...გირჩევ მომავალ ზაფხულს აუცილებლად ახვიდე .........