Page 1 of 4

ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07

Posted: 14 სექ 2007, 17:46
by gobe
ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07



02.09.07 ანუ პროლოგი
სამსახურიდან ზემო სვანეთს მიმავლინეს. ექსპედიციის მიზანს წარმოადგენდა მყინვარული წარმოშობის მდინარეების გამოკვლევა; რა თქმა უნდა რამოდენიმე მდინარის, რადგან ყველას გამოკვლევას სულ ცოტა 1 თვე მაინც დასჭირდებოდა, თუ მეტი არა...).

მზიანი, უქარო კვირა დღე იყო. მშვენივრად ვიმგზავრეთ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გზად, სოფელ ბეჩოს გადასახვევთან ვიღაც ტიპები გადაგვიდგნენ და არაფრის დიდებით არ გაგვატარეს. ბოლოს მაინც ქრთამმა გაჭრა - ლუდი და სიგარეტი მივეცით, დაგვემშვიდობნენ და გზა გაგვიხსნეს. დამშვიდობებისას ვთხოვე, სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ ერთად მეთქი.

Image

ეჭვის ნატამალიც კი არ გასჩენიათ. ეხლა ამ ფოტოს ამუშავებენ ერთ ადგილას. დამპირდნენ, დარდი ნუ გაქვთ, ყველას ვიპოვნით იმ ერთის გარდა, სახეს რომ მალავსო.

...

დაახლოებით 9 საათიანი მგზავრობის შემდეგ მივუახლოვდით სოფელ მაცხვარიშს.

სოფელი მაცხვარიში (~1340 მ. ზ.დ). უკანა პლანზე, ანუ აღმოსავლეთით, თეთნულდი
Image

სოფლის სახელწოდება "მაცხოვარიდან" გამომდინარეობს. ამ სოფელს ზოგი ლატალად მოიხსენიებს, თუმცა ლატალი სოფელთა გაერთიანებაა (სასოფლო საბჭოს), რომელშიც რამოდენიმე სოფელია გაერთიანებული, მათ შორის მაცხვარიშიც. სწორედ მაგ სოფელში, ცხოვრობენ ჩვენი ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ნათესავები. მათი სახლიდან სულ რაღაც 30 მ-ში, პატარა გორაკზე დგას IX საუკუნის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ხოლო სახლის პირდაპირ კი, დაახლოებით 100 მეტრში, X (თუ XI ?) საუკუნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია.

მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია
Image

მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, გადაღებული სხვა მხრიდან.
უკან, სამხრეთით, მოჩანს მთა ლაჰლა (რუკაზე: ლაილი), რომელიც პირდაპირ უშბას უყურებს.
Image

მაცხოვრის სახელობის ეკლესია
Image


მასპინძლები, რომლებიც გაშლილ სუფრასთან, უკვე საათზე მეტ ხანს გველოდნენ, არაჩვეულებრივად დაგვიხვდნენ. გემრიელად ვივახშმეთ, ცოტა დავლიეთ და არც თუ ისე გვიანი იყო, როცა ავიშალეთ - დილიდან მუშაობა უნდა დაგვეწყო.


(გაგრძელება იქნება)

ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07

Posted: 14 სექ 2007, 17:47
by meko
gobe
გაააააიხაარეე.... :P

ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07

Posted: 14 სექ 2007, 17:49
by gobe
(გაგრძელება)

03.09.07. მარშრუტი: მაცხვარიში-მესტია-მდ. მესტიაჭალის ხეობა (მესტიის აეროპორტის გავლით)-ჭალაათი

მზიანი დილა გათენდა.
გავიღვიძეთ თუ არა, ავდექით, მოვწესრიგდით და დავსახეთ გეგმები.

დღე 1 - ჭალაათის მყინვარული მდინარე
დღე 2 - წანერის მყინვარული მდინარე
დღე 3 - ლაჰლას (რუკაზე ლაილი) მყინვარული მდინარე
დღე 4 - გულის მყინვარული მდინარე
(თუმცა, სამწუხაროდ, დროის უქონლობისა და რაღაც-რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო, მყინვარის ძირთან მისვლა, მხოლოდ ორგან მოვახერხეთ)

Image

შერჩეული მყინვარებიდან ორი - ჭალათი და გული უშბასთან ახლოს მდებარეობს. კერძოდ, უმოკლესი მანძილი გულის მყინვარიდან მწვერვალ უშბამდე დაახლოებით 1.5-2 კმ-ია, ჭალაათის მყინვარის დასავლეთით მდებარე ბოლოდან კი 1-1.5 კმ.
წანერის მყინვარის აღმოსავლეთ ნაწილი მწვერვალ თეთნულდიდან ჩრდილოეთით მდებარეობს დაახლოებით 2-3 კმ-ის მანძილზე, თუმცა ჩვენს მიერ შერჩეული ადგილი 5-6 კმ-ის დაშორებით იყო თეთნულდიდან.
მყინვარი ლაჰლა მდებარეობს მაცხვარიშიდან დაახლოებით 14 კმ მანძილზე, თუმცა გზის უმეტესი ნაწილის გავლა შესაძლებელი არის მაღალი გამავლობის მანქანით.


ვისაუზმეთ.
დავილოცეთ: ჯგრააგ ლაქვშედა!*
გავემზადეთ და დავიძარით მესტიისკენ.

გზად გავლილი სოფლებიდან ერთ-ერთი ყველაზე მეტად შთამბეჭდავი სოფელი სოლი აღმოჩნდა, რომელშიც ყველაზე მეტი კოშკი ყოფილა პროცენტულად (ფართობზე გადაანგარიშებით).

სოფელი სოლი
Image

მანძილი მაცხვარიშიდან მესტიამდე დაახლოებით 10 კმ-ია.

დაბა მესტია
Image

მესტიიდან გზა ჩრდილოეთისკენ გავაგრძელეთ. მანქანით კიდევ დაახლოებით 10 კმ ვიარეთ და გავჩერდით იმ ადგილის ახლო-მახლო, სადაც მდ. ჭალაათი მდ. მესტიაჭალას უერთდება.

მდ. მესტიაჭალის ხეობა
Image

მდ. მესტიაჭალაზე საკმაოდ სიმპატიური, ორიგინალური ხიდია გადებული, რომლითაც ჭალაათის ხეობისკენ გადავდივართ.

Image

Image

ხიდთან დგას მესაზღვრის სახლი, უფრო სწორედ, ქოხი (~1600 მ ზღვის დონიდან).
Image

მესაზღვრემ გამოგვკითხა ვინაობა, იქ მისვლის მიზანი, ჩაიწერა ჩვენი მონაცემები პირადობის მოწმობებიდან და მწვანე შუქი აგვინთო.

გავუყევით ფეხით მდ. ჭალაათის ხეობას მყინვარის ძირისკენ. შეიძლება ითქვას, რომ ულამაზესი და უმარტივესი მარშრუტი იყო. რომც მოგვენდომებინა, გზა მაინც არ აგვერეოდა.
Image

იქ, იმავე დროს, იყვნენ ჩვენგან ფაზაში აცდენილი ბრიტანელი და არგენტინელი ტურისტები - ჩვენ რომ მივდიოდით ისინი მოდიოდნენ. კი შემოგვხედეს გაკვირვებით, ნეტა ეს „პაპკიანი“ ტიპები ვინ არიანო და გზა განაგრძეს (ზურგჩანთიანებიანებიც გვყავდა, მაგრამ ცოტა მოშორებით მოდიოდნენ).

სულ მალე, მდინარის ხმაური გაძლიერდა და მეც ბილიკიდან გადავუხვიე.

მდ. ჭალაათის ხეობა. (თუ არ ვცდები, უკან უნდა ჩანდეს მწვერვალი ჩათინი, რომლის სამხრეთ ფერდობებზეც ყალიბდება ჭალაათის მყინვარი)
Image

10-15 წუთი გავჩერდი ერთ ადგილას და ვტკბებოდი ბუნების სილამაზით. შემდეგ, კვლავ ბილიკს დავუბრუნდი და გზა განვაგრძე. შორს მყინვარი გამოჩნდა.

Image

Image

ამინდი გაუარესდა. დაიწყო წვიმა, თუმცა მზესთან გადავრეკე და 15-იოდე წუთში ყველაფერი მწყობრში ჩადგა.

დაახლოებით 2 კმ-ის გავლის შემდეგ მყინვარის ძირს მივადექით.

მყინვარ ჭალაათის ძირი, ~1830 მ ზღვის დონიდან. მყინვართან, თაღის მარვენა მხარეს ჩანს ჩემი თანამშრომელი, რომელიც წყლის სინჯს იღებს.
Image

Image

ავიღეთ სინჯები და დავეშვით ქვემოთ.
იქ კიდევ, ასე როგორ დავიშალოთ, ააააბა აქეთ მობრძანდითო...
Image

სახლში მეტად ნასიამოვნებები დავბრუნდით და... დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორი იქნებოდა შემდეგი დღე.


(გაგრძელება იქნება)



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
* - შეგვეწიოს წმ. გიორგი

ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07

Posted: 14 სექ 2007, 17:49
by ARCHILI
ჩვენ სვანეთში გობეს მადლით შევივსეთ და...


:roll: :roll: :roll:

გარკვეულ სვანურ საკითხებს მიმართეთ:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1478

რა იცი, რაში გამოგადგება...

:wink: :wink: :wink:

=================

ისე.. მაგ ტიპებს სურათზე (ბეჩოში) მეც ვიცნობ.. მაგარი ნაგლი ხალხია.. ეგრე დგანან და თუ ლუდი და სიგარეტი არ მიეცი, არ გაგატარებენ...

:!: :!: :!:

ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07

Posted: 14 სექ 2007, 17:52
by gobe
(გაგრძელება)


04.09.07. მარშრუტი: მაცხვარიში-მესტია-ჟაბეში-წანერი

გათენდა.
ვისაუზმეთ.
ჯგრააგ ლაქვშედა!
დავიძარით წანერისკენ. გზად კვლავ მესტია უნდა გაგვევლო, ოღონდ გზა პირდაპირ, აღმოსავლეთისკენ უნდა გაგვეგრძელებინა. დაახლოებით 25 კმ-ის გავლის შემდეგ შევედით ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ჟაბეშში (~1580 მ ზ.დ.).

Image

თურმე სიტყვა „ჟაბეში“ ნიშნავს „ბოლოს, დასასრულს“, ანუ როგორც ადგილობრივებმა აგვიხსნეს, ამ სოფლის იქით აღარაფერია მწვერვალების გარდაო :) მწვერვალებს იქით კი უკვე ყაბარდო-ბალყარეთიაო.

მანქანა სოფელში დავტოვეთ და გზა ფეხით განვაგრძეთ. ჩვენგან მარცხნივ, ჩრდილოეთისკენ, გამოჩნდა კოშკი, რომელიც თურმე ამ ხეობაში ასევე „ბოლო“ ყოფილა, რომელიც სათვალთვალო და სასიგნალო კოშკის ფუნქციას ასრულებდა.

Image

კოშკიდან მარცხნივ, სიღრმეში არის მდინარე ტვიბერის ხეობა. სოფელ ჟაბეშთან მდინარე ტვიბერისა და მდ. წანერის შეერთების შედეგად იქმნება მდინარე მულხურა.

მდ. წანერის ხეობა
Image

გეგმაში გვქონდა მდ. წანერის სათავიდან (ანუ მყინვარის ძირიდან) წყლის სინჯების აღება, მაგრამ გამყოლი მესაზღვრის ინფორმაციით, მყინვარის ძირი საკმაოდ იყო უკან წასული... სამწუხაროდ, ასვლა-ჩამოსვლისთვის დაახლოებით 8-9 საათი იყო საჭირო, რაც ჩვენი გეგმის ბოლომდე განხორციელების საშუალებას არ იძლეოდა. ეჰ... არადა სოფლიდან მხოლოდ 2.5 კმ თუ გვექნებოდა გავლილი...
(აი, კარაველები თუ მოვხვდით მაგ მხარეებში, იმედია წინ ვერაფერი დაგვიდგება ;) )

მდ. წანერი
Image

Image

ავიღეთ მდინარის წყლის სინჯები და დავბრუნდით ჟაბეშში.

ხედი სოფელ ჟაბეშიდან აღმოსავლეთისკენ
Image

ასე როგორ გაგიშვათ, სტუმრები ხართ, ააააბა აქეთ მობრძანდით...
Image

ეს ერთი დღეც გავიდა... ეჰ, როგორ მინდოდა ბოლომდე მისვლა...


(გაგრძელება იქნება)

ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07

Posted: 14 სექ 2007, 17:54
by gobe
(გაგრძელება)


05.09.07. მარშრუტი: მაცხვარიში-კვანჭიანარი-ლაჰილი-ჭალაი (მესაქონლეთა „კარავი“)-ტბა-ლაჰლას მყინვარის ძირი

მაცხვარიშიდან ლაჰლა ასე ჩანს.
Image

კვლავ მზიანი დილა გათენდა.
ვისაუზმეთ.
ჯგრააგ ლაქვშედა!
ავძვერით სატვირთო მანქანის (მგონი გაზ-130) ძარაზე და დავიძარით. ენგურზე გადებული ხიდი გავიარეთ და გავუყევით ლაჰილისკენ მიმავალ აღმართს.
ლაჰილიდან უშბა დავინახეთ (წინ მოჩანს სოფელ მაცხვარიშის ნაწილი).
Image

ძირითადად ხეების ტოტებქვეშ გვიწევდა გავლა და არც თუ ისე იშვიათი იყო შეძახილები: თავი! ტოტები! უჰ შენი!... ჩაიკუზეთ! მორჩა ავიკუზეთ! ფრთხილად... თვალებს გაუფრთხილდით... თავებსაც! ჩავიკუზეთ!

ტყიდან უშბა ასე ჩანდა
Image

და ასეც...
Image

რამოდენიმეჯერ გზის მორებით ჩახერგილობის გამო გავჩერდით,... ვასუფთავებდით გზას და ვაგრძელებდით დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს: ჩავიკუზეთ! ავიკუზეთ! თავები... ტოტები... ერთი-ორი, ერთი-ორი...
და ბოლოს, როგორც იქნა, ვარჯიში, რომელმაც დაახლოებით 10-12 კმ სიგრძეზე 1.5 საათი გასტანა, დასრულდა.

მანქანიდან ჩამოვედით და ფეხით გავუდექით გზას. მივადექით მესაქონლეთა „კარავს“.
Image

ცოტა შევისვენეთ, წყალი დავლიეთ და გზა განვაგრძეთ. ერთ ადგილას დიდი ქვა დაგვხვდა, რომელზედაც თურმე მონადირეები ადიან ბინოკლებით (თოფებითაც) და კლდეებზე ჯიხვებს უთვალთვალებენ.
Image

მალე გამოჩნდა ლაჰლას მყინვარული ჩანჩქერები.
Image

დაახლოებით 2.5-3 კმ გავლის შემდეგ მივადექით ალაგ-ალაგ დაჭაობებულ, პატარა ტბას, რომლის უკანაც მოჩანდა ჩანჩქერები.
Image

Image

მცირეოდენი შესვენების შემდეგ, ჯგუფის რამოდენიმე წევრმა, რომლებსაც მყინვარის შედარებით ახლოდან ნახვის სურვილი გვქონდა, გზა განვაგრძეთ. ტბიდან დაახლოებით 800 მეტრში კიდეც მივადექით მყინვარის ძირს.

Image

Image

Image

მყინვარის ზედა ნაწილი
Image

სიამოვნება?
დიიიიდი!
შთაბეჭდილებები?
სუპერ!
ფოტოაპარატი?
ვერ ლავეს!

ნასიამოვნებები გავუდექით გზას უკან, „კარვისკენ“ სადაც...

დუბლი â„– 3:
ასე როგორ გაგიშვათ, სტუმრები ხართ, ააააბა აქეთ მობრძანდით...
Image

გაგრძელება მაცხვარიშში შედგა.
და დღეც მიილია...


(გაგრძელება იქნება)

ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07

Posted: 14 სექ 2007, 18:02
by gobe
(გაგრძელება)


06.09.07. მარშრუტი: მაცხვარიში-დოლი-(მაზერი)-ბაღვდანარი-გული

მზიანი დილა.
ვისაუზმეთ.
ჯგრააგ ლაქვშედა!
და დავიძარით...
თუმცა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2 დღის წინ, ტელეფონით დაგვიკავშირდნენ მესტიის გამგეობიდან და გვთხოვეს დახმარება, რაც, აი რაში გამოიხატებოდა: უშბის ქვემოთ, ჭალაში, ჩამოწოლილი ზვავის დადნობის შემდეგ, რამოდენიმე ადგილიდან, ერთმანეთთან ძალიან ახლოს, მოყავისფრო-მოწითალო სითხეს დაუწყია ამოსვლა მიწის ზედაპირზე. ჰოდა გვთხოვეს, იქნებ ნახოთ, ნავთობი ხომ არ ამოდისო. არადა, წესით მანდ ნავთობს რა უნდა... თუმცა თხოვნაზე უარს ხომ არ ვეტყოდით? ჰოდა, ამიტომაც, ჯერ მაზერისკენ დავიძარით და კითხვა-კითხვითა და გამყოლის დაუზარელი თანადგომით „მჟავე წყლისკენ“ გავეშურეთ, რომელიც თურმე იმ ნაზვავართან ახლოს ყოფილა.
მივედით...
ეეეჰ, როდესაც გამგეობას ეს ამბავი ამცნეს, იმას რატომ არ შეხედეს, რომ მჟავე წყლის ამოსავალი სულ მთლიანად მონგრეული იყო სწორედ იმ ზვავის მიერ. აი, კარს რომ დაგიკეტავენ გარედან და გეტყვიან, იჯექი მანდო, პირველ რიგში ხომ ფანჯარა გაგახსენდება... ჰოდა ა, შედეგი:

Image

ძველმამლუქური ანდაზა გამახსენდა: ქართველები კი ბატონო, მაგრამ საქართველოს ერაყში რა უნდაო...

რა თქმა უნდა გარკვეული დრო დავკარგეთ. რა გაეწყობოდა... გავეშურეთ ბაღვდანარისკენ, საიდანაც აღმართ-აღმართ უნდა გაგვეგრძელებინა გზა გულის მყინვარისკენ, რომელიც დაახლოებით 6-7 კილომეტრით (ჩვენი ვარაუდით) უნდა ყოფილიყო აღნიშნული სოფლიდან.

გზიდან ასეთი ხედები იშლებოდა.
Image

Image

სამწუხაროდ, მანქანას შეექმნა პრობლემა. მერე საბურავი დაგვეშვა. მოკლედ, დრო დავკარგეთ. გულის მყინვარამდე ვერ მივედით. არადა, ზემონახსენები 4 მდინარიდან, ყველაზე სუფთა, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, სწორედაც რომ გულის მყინვარული მდინარე იყო.

ეს დღეც იწურებოდა.

საღამოს სვანური სახლი დაგვათვალიერებინეს.

საქონლის სადგომი. ბაგა.
Image
თურმე საქონელს ზომის მიხედვით ათავსებდნენ სადგომში. იწყებდნენ დიდით მარცხნიდან და ამთავრებდნენ პატარით.

სუპერ ორნამენტი :)
Image


(ეპილოგის ნაცვლად)

შემდეგ იყო სუფრა, სადღეგრძელოები და დამწუხრება. მართლა ვერ ველეოდი იქაურობას. მომდევნო დღეს თბილისში მოვდიოდით. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ორიოდე კვირით კიდევ დავრჩებოდი და „ მაინც ამოვთხრიდი“.

დღესაც მენატრება იქაურობა... და არა მხოლოდ იქაურობა, საერთოდ სვანეთი... ზემოც და ქვემოც...

ეს იყო და ეს.

ჯგრააგ ლაქვშედა!


(დასასრული... თუმცა, ... მაინც ამოვთხრი(თ)!)

ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07

Posted: 14 სექ 2007, 18:11
by გვალდა
უჰ...

ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07

Posted: 14 სექ 2007, 18:12
by ARCHILI
ფრიად სასიამოვნოა ბატონო გობე.. მართალია, სურათები ჩემთან არ იხსნება (*), მაგრამ ძალიან მომეწონა..

აი, ის სასტავი არ დამევასა, პირველივე ფოტოზე, ბეჩოში რომ შეგხვდათ, რარაც ავაზაკური სახეები აქვთ...

იოლად გადარჩენილხართ, მათ რომ გააღწიეთ..

გილოცავთ..


===================
* - აკრძალვაა აქ!!

ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07

Posted: 14 სექ 2007, 19:02
by caucasica
gobe
იცოცხლე
აუ საკმაოდ კარგად მოგივლიათ ზალიან მაგარი ადგილები.
აუ რა ნაცნობი ადგილებია....
მყინვარებზე ვაფანატებ....
ნუ ეს სახელწოდებებივ მე ლაჰილი- ლაილა ვიცი
კიდევ ჭალააათის მაგივრად ჭალადიდი
გობე ბატონო მდ. წანერის და ტვიბერის შეერთების და მულხურად გადაქცევის ადგილიც გექნება გადარებული. :wink:

ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07

Posted: 14 სექ 2007, 19:07
by lama
gobe
ამიტომ მიყვარხარ :D:D:D:D:D

ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07

Posted: 14 სექ 2007, 20:01
by popins
გობე გობე მზიანო :!:

ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07

Posted: 14 სექ 2007, 20:43
by Nika
ვახ ძაან მაგარია.
წანერის მყინვარი წელს 2X2-ელების ჯგუფმა მოინახულა
აი აქ ნახეთ
http://2x2.cdn.ge/Forum/viewtopic.php?t=356

ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07

Posted: 15 სექ 2007, 20:24
by ninia
gobe
არაჩვეულებრივი ფოტოებია, თითქოს ეკრანზე კი არა ყველაფერს ცხადად ვხედავ, ულამაზესია!

ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07

Posted: 15 სექ 2007, 21:11
by Gvalva
გობე!! რა მაგარი ხარ!!

ულამაზესი ფოტოებია!! მშვენიერი რეპორტაჟი!!

შენი ფოტოების გარეშე არ ვნახო რეპორტაჟი, სადაც ნამყოფი ხარ!!

ძალიან ვისიამოვნე...

მე ჩემის მხრივ, ვეცდები "ჯგრააგ ლაქვშედა!" დავიზეპირო, მარა ვერ დაგპირდებით :)