Page 1 of 2

ქვემო სვანეთი

Posted: 13 სექ 2007, 09:10
by Giorgi Bagrationi
ამას წინათ ქვემო სვანეთში (ლენტეხის რ-ნი) მომიწია ექსპედიციაში ყოფნა. როგორც თვითონ ამბობენ აქ "ლაითი" სვანები ცხოვრობენ, თუმცა მოსახლეობის 50% ბარსელონაშია გადასახლებული :? ბევრი კარგი ხალხი შეგვხვდა, უნიკალური ხატები ვნახეთ (ჭედური ხატების ფიქსაციის ექსპედიცია იყო), ამინდებმაც გაგვიმართლა. თავად რაიონი უბადრუკ დღეშია: არ გააჩნიათ პურის საცხობი, არ არსებობს ბენზინ გასამართი სადგური და პროფილაქტიკა, სასტუმრო, ერთი კინკილა სასადილოა გამგეობასთან და საერთოდ თითქოს ძველ დროში არიან ჩარჩენილები. ამის საბუთად ჩვენი სახლის ნაწილის ფოტოც კმარა :wink:
Image

ქვემო სვანეთი

Posted: 13 სექ 2007, 09:24
by Kakha
იმედია სხვა რაღაცეებსაც გვაჩვენებ. მანდ მე ექსპედიციაში ვიყავი მხატვრობის წპეციალისტებთან ერთად ალბათ 92-ში ან 93-ში და მაგარი რაღაცეები ვნახეთ. ფრესკებიც და ხატებიც. რატომ არაა ეგ მხარე პოპულარული ვერ ვხვდები.

ქვემო სვანეთი

Posted: 13 სექ 2007, 09:28
by Giorgi Bagrationi
რამოდენიმე ფოტოს დავდებ:
ეს საყდრის (სოფლის სახელია) წმ. გიორგის X ს.ის ხატია
Image
ხატი კი ბევრს ენახა, მაგრამ შუშის უკან იყო ჩასმული; დიდი ხვეწნის შემდეგ პირველად გამოიღეს და უკნიდან X საუკუნისავე უნიკალური ბიზანტიური ნაქარგობა აღმოჩნდა (II შემთხვევაა საქართველოში)
Image
ეს ტაძრის ქტიტორის ფრესკაა, მაგარი პორტრეტია
Image
წმ. გიორგი (იშვიათი სცენაა მთავარანგელოზი რომ გვირგვინს ადგამს)
Image
ხედები
Image
Image
Image
ბავშვები
Image
ამ ქვაღორღის მინდვრის ქვეშ 2 წლის წინ სოფელი ჩუკული დაიმარხა (საბედნიეროდ მოსახლეობამ გაასწრო და მსხვერპლი არ ყოფილა)
Image
ეს X საუკუნის საკურთხევლის წინა ჯვრის შემკულობიდან გადარჩენილი მთავარანგელოზთა ჭედური გამოსახულებებია სოფელ ახაშიდან
Image
ეს კი სოფ. ნაცულის XI ს.-ის მთავარანგელოზის ჭედური ხატია (ეს ფირფიტები ამჟამად ქვაბშია ჩალაგებული და გამოსახულება ფოტო მონტაჟს წარმოადგენს, იმედია ხატს აღადგენენ და შესაბამისად მოუვლიან)
Image

ქვემო სვანეთი

Posted: 13 სექ 2007, 09:43
by Naia
Giorgi Bagrationi
ეს ხატები და ბიზანტიური ნაქარგობა შესწავლილი აქვთ ჩვენს მეცნიერებს?

ქვემო სვანეთი

Posted: 13 სექ 2007, 10:00
by Giorgi Bagrationi
Naia
ზუსტადაც სამეცნიერო ექსპედიცია იყო და თავისთავად შესწავლის საგანი გახლდათ. ნაქარგობაზე ინფორმაცია არ იყო. ის ორი ხატი კი თავის დროზე ერმაკოვს ქონდა გადაღებული შავ-თეთრად, შემდეგ დაკარგული ეგონათ დაეხლა ისევ აღმოჩნდა.

ქვემო სვანეთი

Posted: 13 სექ 2007, 10:52
by kob_m
Giorgi Bagrationi
(ეს ფირფიტები ამჟამად ქვაბშია ჩალაგებული და გამოსახულება ფოტო მონტაჟს წარმოადგენს, იმედია ხატს აღადგენენ და შესაბამისად მოუვლიან)

ქვაბშია ჩალაგებული - რას ნიშნავს?

ქვემო სვანეთი

Posted: 13 სექ 2007, 12:13
by lama
Giorgi Bagrationi
zalian sainteresoa :)

ქვემო სვანეთი

Posted: 13 სექ 2007, 16:30
by Giorgi Bagrationi
kob_m
ქვაბში ჩალაგებული ნიშნავს ქვაბში ჩალაგებულს :wink:
ანუ ეს ეკლესია რამოდენიმე წლის წინ დაივა და ხანძრის მერე რაზეც დაკრული იყო ჭედური ხატები შესაბამისად დამწვარი აღმოჩნდა და გადარჩენილი ფირფიტები (ამ ხატის გარდა სხვებიცაა) დროებით ქვაბში აქვთ შენახული, რადგან ეკლესიას ადგილობრივი ძალებით რესტავრაციას უკეთებენ და სავარაუდოდ კარგი იქნება თუ ხატებსაც აღადგენენ და სათანადო ადგილს მიუჩენენ.

ქვემო სვანეთი

Posted: 17 სექ 2007, 14:51
by Mta Mkvarebia
ულამაზესი ხატები და ფრესკებია. რა სიმდიდრის პატრონები ვართ ქართველები?!

ქვემო სვანეთი

Posted: 17 სექ 2007, 16:21
by tiko_r
როგორც თვითონ ამბობენ აქ "ლაითი" სვანები ცხოვრობენ, თუმცა მოსახლეობის 50% ბარსელონაშია გადასახლებული

მე მყავს მეგობარი - ლიპარტელიანი... ისიც "ლაით სვანობას" იბრალებს რატომღაც :D:D:D

და იმასაც ბარსელონასკენ მიუწევს გული... ჰმმ....

ეს რამე ქვემო სვანური 'სენია'? :lol: :lol: :lol: :lol:

ქვემო სვანეთი

Posted: 17 სექ 2007, 16:27
by popins
ჰო ,ერთმა სვანმა გაკვალა გზა ბარსელონასკენ და გაკვალულზე კიდევ იოლია. :D

ქვემო სვანეთი

Posted: 21 აპრ 2008, 12:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
Giorgi Bagrationi

ახლა ვნახე ეს თემა.
როგორც ზემო, ასევე ქვედა სვანეთიც ძნ მომწონს.

ცაგერი-ლენტეხის გზა 8-9 წლის წინათ გავიარე. თუ სწორად მახსოვს, 26-28 KMია.
ხომ არ იცი, ახლა რა მდგომარეობაა? თონე ისევ არ აქვთ?
რის ნახვას მირჩევ.
ამ ზაფხულს მაგ გზაზე აუცილებლად ვივლი ფეხით.
ულამაზესი გზა-უღელტეხილებია.

ქვემო სვანეთი

Posted: 21 აპრ 2008, 12:59
by გვალდა
GAMARJOBA SAKARTVELO
მე ვნახე ადამიანი, რომელმაც ცაგერი-ლენტეხისკენ გზა მესტიიდან (ქვემო სვანეთისკენ) ახლახანს თავიდან "გაკვალა". როცა მოისურვებ გალაშქრებას, დაკვალიანებას არ დაგზარდება.

ქვემო სვანეთი

Posted: 21 აპრ 2008, 13:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
გვალდა wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მე ვნახე ადამიანი, რომელმაც ცაგერი-ლენტეხისკენ გზა მესტიიდან (ქვემო სვანეთისკენ) ახლახანს თავიდან "გაკვალა". როცა მოისურვებ გალაშქრებას, დაკვალიანებას არ დაგზარდება.
გადასარევია. გმადლობ მაკა.
კარაველებთან 1ად სიამოვნებით გავივლიდი მაგ გზას

ქვემო სვანეთი

Posted: 21 აპრ 2008, 13:28
by ლეონტი
Giorgi Bagrationi wrote:Naia
ის ორი ხატი კი თავის დროზე ერმაკოვს ქონდა გადაღებული შავ-თეთრად, შემდეგ დაკარგული ეგონათ დაეხლა ისევ აღმოჩნდა.
მე |ჩუბინიშვილის სქელი ორტომეულიდან მახსოვს.
ალბათ ერმაკოვს დაესესხა.