Page 3 of 7

თრუსო, გერგეთი, დარიალი 2007 წლის 9 სექტემბერი

Posted: 11 სექ 2007, 14:21
by Gvalva
Mta Mkvarebia

მეც ყაზბეგი-დარიალი მოვიარე გუშინ, შენი თემა რომ ვნახე, მეგონა რომ ერთ დღეს ვიყავით და რომელ სამარშუტოში იჯექი, თეთრში თუ შავში მეთქი უნდა მეკითხა, მათთან ერთად ვიარეთ ფაქტიურად მთელი დღე

თრუსო, გერგეთი, დარიალი 2007 წლის 9 სექტემბერი

Posted: 11 სექ 2007, 14:25
by gobe
Mta Mkvarebia, ეხლა მჯერა, რომ Mta gkvarebia

:)

გაიხარე-თ!

თრუსო, გერგეთი, დარიალი 2007 წლის 9 სექტემბერი

Posted: 11 სექ 2007, 14:43
by Mta Mkvarebia
Image
Image
გზად ჯომარდის მოყვარულებიც შეგვხვდნენ. რომ მივესალმეთ, გაუხარდათ, ქართველები ხართო?: სამწუხაროა, რომ ასეთ ლამაზ ადგილებში უცხოელებს უფრო შეხვდები, ვიდრე ქართველებს. სამწუხარო იმიტომ, რომ ქართველები ნაკლებად ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის სილამაზეს, თორემ უცხოელების სიმრავლოე და ტურიზმის განვითარება რომ ამ მხარისთვის აღორღინებისათვის მისწრებაა, ორი აზრი არ არსებობს.

თრუსო, გერგეთი, დარიალი 2007 წლის 9 სექტემბერი

Posted: 11 სექ 2007, 14:48
by Mta Mkvarebia
Gvalva

ლურჯ მარშუტკაში ვიჯექით. სხვათაშორის თქვენი მძღოლი ჩვენი მძღოლის ახლობელი იყო. თქვენს გოგოებს , რომლებიც სამთო ქიმიასთან მოვიდნენ, და ხადას მარშრუტი იკითხეს, დიდუბის ავტოსადგურისკენ მოასწავლა გზა. თქვენი გოგოები რომ გამოგველაპარაკნენ და მერე გობემ რომ წაიყვანა ამაზეც ვწერდი ზემოთ, მარშრუტის დასაწყისში.

თრუსო, გერგეთი, დარიალი 2007 წლის 9 სექტემბერი

Posted: 11 სექ 2007, 14:49
by Mta Mkvarebia
gobe
მართლა მყვარებია.

თქვენც გაიხარეთ.

თრუსო, გერგეთი, დარიალი 2007 წლის 9 სექტემბერი

Posted: 11 სექ 2007, 14:53
by Mta Mkvarebia
გზადაგზა გვხვდებოდა ცხვრის ფარა...


Image

ვირუკელა...

Image

თრუსო, გერგეთი, დარიალი 2007 წლის 9 სექტემბერი

Posted: 11 სექ 2007, 14:55
by Mta Mkvarebia
Image
მთელი გზა ეს ულამაზესი პეპელა გვაცილებდა, ტანსაცმელზე გვაჯდებოდა და ისე მოგვყვებოდა...

თრუსო, გერგეთი, დარიალი 2007 წლის 9 სექტემბერი

Posted: 11 სექ 2007, 15:04
by Mta Mkvarebia
უზარმაზარი კლდეები დევებივით იმზირებოდნენ


Image

თრუსო, გერგეთი, დარიალი 2007 წლის 9 სექტემბერი

Posted: 11 სექ 2007, 15:08
by Mta Mkvarebia
და ასეთი ხედები იშლებოდა:

Image

Image

თრუსო, გერგეთი, დარიალი 2007 წლის 9 სექტემბერი

Posted: 11 სექ 2007, 15:21
by meko
Mta Mkvarebia
ძალიან ლამაზი ადგილებია.. და ლამაზადაა გადაღებული :)

მე ეხლა კვირას მივდივარ მანდ და თურმე რა სილამაზე მელის წინ :shock: რა მაგარიააააა :D :P

თრუსო, გერგეთი, დარიალი 2007 წლის 9 სექტემბერი

Posted: 11 სექ 2007, 15:23
by Mta Mkvarebia
მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი თრუსოს ხეობასთან იმ დღის ნაცნობობა ამით დამთავრდა. თავიდან ვწერდი, რომ განზრახული გვქონდა, თუ სიღრმეში ვერ შევიდოდით დროის ნაკლებობის გამო, გარკვეული მანძილი მაინც გაგვევლო. ჩაფიქრებული გვქონდა პირველ ტბამდე მაინც მივსულიყავით. მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. გზაში ჯერ ერთი ცხვარი ვნახეთ მუცელგამოფატრული, მერე მეორე, მერე კიდევ შორიდან რომ გზაზე შეფენილი ცხვრის ფარა გვეგონა, ახლოს მისულებს 50-მდე დახოცილი ან ნახევრად ცოცხალი და შიგნეულობა გამოყრილი ცხვარი შეგვრჩა ხელთ. ასეთი შემზარავი სურათი არასოდეს მინახავს. მივხვდით, რაშიც იყო საქმე. მერე მწყემსის წამოგვეწია და გვითხრა, ხეობაში მგელიაო. იარაღის გარეშე გზის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, თან ბავშვები გვახლდა, თან გვეჩქარებოდა. ამიტომ უკან დავბრუნდით. ქვემო სურათში გზაზე მოჩანს (თუმცა ძნელად გასარკვევია) ის ფარა, ჩვენ ცოცხალი ცხვრები რომ გვეგონა.
Image

თრუსო, გერგეთი, დარიალი 2007 წლის 9 სექტემბერი

Posted: 11 სექ 2007, 15:29
by Mta Mkvarebia
ისევ გზას გავუდექით...

Image

თრუსო, გერგეთი, დარიალი 2007 წლის 9 სექტემბერი

Posted: 11 სექ 2007, 15:41
by Mta Mkvarebia
Image
სიონის ეკლესია და კოშკი. აქ "ხევისბერი გოჩა"-ა გადაღებული.

თრუსო, გერგეთი, დარიალი 2007 წლის 9 სექტემბერი

Posted: 11 სექ 2007, 15:44
by Mta Mkvarebia
Image

სიონის კოშკი

თრუსო, გერგეთი, დარიალი 2007 წლის 9 სექტემბერი

Posted: 11 სექ 2007, 15:46
by ARCHILI
Mta Mkvarebia wrote:Image
სიონის ეკლესია და კოშკი. აქ "ხევისბერი გოჩა"-ა გადაღებული.
ამ მონასტრის წინამძღვარი არის იღუმენი პავლე.. 22 წლის არის.. კახელია წარმოშობით.. ძალიან მაგარი ადამიანია.. თუ კიდევ მოხვდებით მანდ, აუცილებლად შეიარეთ ლოცვა-კურთხევის ასაღებად, ძალიან დიდი მადლია მასთან გასაუბრებაც კი.. მაგარი ძმა და მამაოა..