Page 3 of 5

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 21:12
by Archil
ეს იგივე კოშკი უკანა მხრიდან

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 21:14
by Nika
Archil
სოფელი 20 ათასზე მეტ მოსახლეს ითვლის
ალბათ წარსულ დროში უნდა დაგეწერა.

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 21:20
by Archil
ნუ, რა ვიცი აბა, მემართება ხოლმე ეგეთი რაღაცეები...

ამ კოშკში შეძრომა მოვინდომე. შესასვლელი პირდაპირ მარანზე გადმოდის და კლდეზე ზრომის ოსტატობის გახსენება დამჭირდა, რომ კოშკის შიგნით ავღმოჩენილიყავი. ისე, მაშინ გამიხარდა რომ ნათესავები არ ამომყვნენ, იქ აძრომაზე მთელი ვაი-ვუში ატყდებოდა და შიგნით ვერ მოვხვდებოდი. მარტოკას კი თავისუფლად შემეძლო მემოქმედა

ეს თაღი, რომლითაც სახურავი იქმნებოდა სასახლის. ქართული თაღის პრინციპითაა აგებული, ისე რომ არ ჩამოიშლება არასდროს. ალბათ ამიტომაც გაუძლო ამდენ ხანს

Image

ესეც კოშკი, როდესაც შესასვლელის ძირში მოვექეცი. ფრთხილად, არ ჩამოვარდე, თორემ მომშველებელიც არავინაა ნეკრესში ...ანგელოზების გარდა...

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 21:30
by Archil
Nika wrote:Archil
სოფელი 20 ათასზე მეტ მოსახლეს ითვლის
ალბათ წარსულ დროში უნდა დაგეწერა.
არა, კომუნისტების დროს 22 თუ 25 ათასი იყო და არა მგონია 20-ზე დაბლა ჩამოსულიყო. ნამდვილად არ დამითვლია რამდენი არიან, მაგრამ სოფელში უცნობს არ მესალმებოდნენ. ანუ, იმდენი ხალხია, რომ მისალმება აუცილებელ წესად არ ითვლება, როგორც ეს სხვაგანაა. ქართულ სოფლებში მისალმება აუცილებელი მოთხონაა, აქ კი სალამზეც არ მპასუხობდნენ როგორც უცნობს.

აწმყოზეც ვამბობ, მაგათ რა დაშლის, შილდელები არიან :) :D

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 21:36
by Archil
კოშკიდან მარანი ასე მოჩანდა

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 21:44
by Archil
შიგნით შესულს ასეთი სურათი დამხვდა

Image

გადახურვები აღარ არსებობს, ასე რომ კედელზე აცოცებით მომიწია მაღლა ასვლა. კედელ-კედელ, სარკმელების გამოყენებით ავძვერი ზემოთ

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 21:47
by Archil
აი, ასეთი სურათი იშლება კოშკის სათოფურებიდან

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 21:50
by Archil
აი, ასეთი სათოფურები აქვს კოშკს

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 21:54
by Archil
ესეც სასახლის უკანა მხარეს კარიბჭე

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 23:21
by Archil
გადავიდეთ შემდეგ ეკლესიაზე.

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 00:38
by Archil
თავიდან რომ მივედი, დაკეტილი დამხვდა, საბედნიეროდ ცოტა ხანში, სანამ სასახლეს ვათვალიერებდი, იქაური ბერი თუ მოძღვარი გამოსულიყო და ეკლესიაში ფუსფუსებდა, კანედლს ამაგრებდა კედელში და ხატის ჩამოსაკიდებელს ამზადებდა.

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 01:13
by Archil
დახმარება შევთავაზე, მადლობა მომიხადა, მე თვითონ შევძლებო

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 01:27
by Archil
ამ შემთხვევამ საშუალება მომცა შიგნით არსებული ფრესკების შემორჩენილი ნაწილების გადაღება მეცადა, რაც გამოვიდა ჩემი ფოტოაპარატით, აგერ იხილეთ

Image

Image

Image

Image

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 01:46
by tio74
საოცარი კომპლექსია!..
და ძლაიან მიხარია, რომ იქ ბერები მოღვაწეობენ..
როგროც ვიცი იქ ბევრი დამთვალიერებელიც ადის.. მაინტერესებს.._რაიმე ბუკლეტი თუ არსებობს ნეკრესის?!.. თუ არ არსებობს, მაშინ თუნდაც ამ ფოტოებით შეიძლება გაკეთდეს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე .. :) .. მგონი ძალიან კარგი იქნება და ასე თუ ისე _ მნიშვნელოვანი!..
რა ვიცი.. ასე ვფიქრობ.. :)

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 02:03
by Archil
tio74
მაგდენი არ ვიცი, მაგრამ მისი პოპულარიზაცია მართლაც კარგი იქნებოდა. მისადგომად ადვილია, მხოლოდ 3 კმ უნდა გაიაროს ფეხით ადამიანმა და ამხელა კომპლექსს ნახავს.

ბუკლეტი რომ გააკეთოს ვინმემ, ამის დაინტერესება უნდა არსებობდეს. ჩვენი დაინტერესება რაა? რომ იყოს, ყველა ადგილის ბუკლეტს გავაკეთებდით, რატომაც არა. ასე რომ.... თუმცა ამაზეც შეიძლება ვიმსჯელოთ