Page 1 of 5

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 14:39
by Archil
დედულეთი კახეთში მაქვს, სოფელი შილდა. ეს სოფელი დიდი ხანია კახეთის ფოსპოსტია და უმთავრესად ლეკების შემოსევებს უმკლავდებოდა. სოფელი 20 ათასზე მეტ მოსახლეს ითვლის და ბუნებრივია მნიშვნეოვან სამხედრო ძალასაც წარმოადგენდა. თანაც იცით კახელების ამბავი, მაგენი თუ დადგნენ ერთ ადგილას, სულამც რომ გაწყდნენ, უკან დახევა აზრადაც არ მოუვათ. ეგეთი ზნე და ჩვევა აქვთ. ურთიერთობაში სიყვარულით სავსენი არიან და ადამიანი მოყვარედ მიაჩნიათ და ადვლად ვერ იმეტებენ სამტროდ. ბოროტება რომ გაუკეთო, მაინც სუფრასთან დაგიძახებს, ერთი ჭიქა დაგვილიე და ისევ სიყვარულის მორევში ჩაგითრევს. მაგრამ თუ შენი საშველი არაა, მაშIნ ერთს დაგკრავს და გაგათავებს - ამის გამოსწორება არ იქნაო, იტყვის დამწუხრებული მერე. ერთი სიტყვით კარგი ხალხია.

ნათესავებს მიზეზი გამოუჩნდათ (გამოიჩინეს) სოფელში წასვლის და იქ ქეიფის მოწყობის. არ წასვლა ყველას მომდურებას ნიშნავდა, ასე რმ უარი ვთქვი ხადას ხეობაზე, დათვისჯვარ-შუაფხოზე და კახეთს გავემგზავრე.

სოფელი შილდა ყვარლის რაიონში მდებარებს, შილდელებს თუ დავუჯერებთ, ილია ჭავჭავაძის სახელი რომ არა, რაიონულ ცენტრად შილდა უნდა აერჩიათ, ილიას მადლმა კი ეგ საქმე გაკეთაო და შილდა ისევ სოფლად დარჩენილა.

შილდა სიტყვა "შლიდა"-სგან გამომდინარეობს. ერთი სიტყვით თამარ მეფე, სხვა ხელმწიფე თუ მდინარე ჩელთი შლიდა, შლიდა ამ სოფელს უფრო პატარა ნაწილებად, მარა ვერ დაუშლიათ, ასე შეერქვა დაუშლელებს შილდა.

შილდის სალოცავი ნეკრესია. გინდა ამერიკაში იყოს, შილდიდან წასული კაცი მაინც ნეკრესის მადლს დაილოცება, იმის მადლი შეგვეწიოსო იტყვის. ნეკრესი გარეგნულად იმდენი არაფერი, მარა მადლი და მნიშვნელობა დიდი აქვს. ამასთანავე მთელს საქრისტიანოში გამორჩეული. მგონი ერთადერთი ადგილია, სადაც ღორი შეეწირება. ამ ისტორიასაც გიამბობთ.

ნეკრესი ერთ-ერთი 13 ასურელ მამათთაგანის - აბიბოს ნეკრესელის ალაგია. ხვდებით რამხელა მადლი აქვს ამ ადგილს. აზერბაიჯანში დარჩენილი ქართული ეკლესიებიც ნეკრესის საეპისკოპოს განეკუთნება. ისტორია ვინც ჩემზე უკეთ იცის, ვთხოვ მის შესახებ მეტი მოყვეს, მე ბევრი არც ვიცი და რაც ვიცი, იმას აქვე მოგახსენებთ.

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 14:51
by Naia
სურათებს დადებ? :)

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 14:53
by Archil
ნეკრესი შილდის გვერდით მდებარეობს. შილდის გადასახვევიდან ყვარლის მიმართულებით 6 კმ, მერე ნეკრესის გადასახვევიდან 2 კმ სამანქანო გზა და 3 კმ აღმართზე უნდა იარო. ნეკრესი აქამდე არ მენახა და გადაწყვეტილი მქონდა, რადაც არ დამჯდომოდა, მაინც მენახა ამ ჯერზე მაინცა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, კვირას ნეკრესში წამოსვლას ვითომცდა შეპირებული ნათესავები სუფრას რომ მიუჯდნენ, კაი-კაი საჭმელები რომ დაიდგეს წინ და კახური ღვინოც ჩამოისხეს, ბევრი ფიქრი აღარ დამჭირვებია იმის მისახვედრად, რომ მე მაგათი სუფრიდან ამფხიკველი ვერარ ვიყავი. არა, ამის დამალვა არ შეიძლება - ნეკრესის სადღეგრძელო არაერთხელ შესვეს, მე ვითომ ვერიდებოდი დალევას, მაგრამ ნეკრესისას როგორ არ ვიტყოდი და ... მაგრამ მაინც, ავდექი და მარტოკა დავადექი ნეკრესის გზას, თქვენი შემყურე აგერ 35 წელი მისრულდება და ნეკრესი არ მინახავსო... მერე წავიდეთო, ზამთარშიო.. ერთი სიტყვით მარტოკა გავუდექი ნეკრესის გზას.

ნეკრესში ღორი შეეწირება

ამის ისტორია მოკლე და მარტივია. ლეკები შესევიან ნეკრესს. არადა იმ დროს კახელებს იქა ღორები ყოლიათ და მწვადებს გეახლებოდნენ. ეტყობა ხსნილი იყო და... ჰოდა ეს ლეკები მდგარან, მდგარან, ახლოს ვერ მიკარებიან მათთვის უწმინდური ღორებს, უყლაპიათ ნერწყვი მწვადების შიშხინზე და მერე უომრად თავი დაუნებებიათ - არა ძმაო, ჩვენ მაგათი მომრევები ვერა ვართო და დაბრუნებულან სახლში. ასე იხსნენ ღორებმა ნეკრესი აწიოკებისაგან. იმის შემდეგ კახელებს ( მე შენ გეტყვი და არ იციან საუკეთესო მწვადი რისგან მზადდება) ეგრე დაუწესებიათ და ნეკრეს ღორი შეეწირება და არა ცხვარი.

ნეკრესში შობა დღეს - 7 იანვარს უნდა ახვიდეთ. მაგ დღეს მთელი შილდა ნეკრესს მიაწყდება და არის ღორების გამწვადების პროცესი დაჩქარებული ტემპით. ერთმა ნათესავმა მითხრა, შვილიშვილების გადარჩენისათვის მოზვერს შევპირდი ნეკრესო და იმასაც მაგ დროისათვის ზრდის. ასე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შილდელების ცხოვრებაში შობა დღეა. თუ გინდათ, მოვახერხოთ ერთ შობა დღეს და ვესტუმროთ ნეკრესს, იქიდან მშიერსა და ფხიზელს არავინ არ გამოგიშვებს ძალიანაც რომ მოინდომო

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 14:54
by Archil
Naia wrote:სურათებს დადებ? :)
მაშ არადა (კახურად ;) )

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 14:54
by ARCHILI
შილდაში რამენიმე წლის წინ ვისვენებდი, ახლობლები მყავს, მაგარი ხალხი ცხოვრობს, მაგარი პატივი მცეს..

ისე, იმ ორ კვირაში, რაც იქ ვიყავი, სულ ერთი საათი ვიყავი ფხიზელი - ჩასვლის დროიდან პირველი საათის განმავლობაში!!!

:D

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 14:56
by lama
შილდაში მღერის დედას ლევანა
და ართანაში ყარალაშვილი

:)

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 15:01
by Archil
ARCHIL_I
კაი ხანი გაგიძლია :)

ისე, მე ნაკლებად მერჩიან, ყველა მაგათური წესი, ღვინოს როგორ გავუძლო, რა ვჭამო და როგორ დავლიო, ნასწავლი მაქვს. ისიც იციან, რომ მაგათიანი ვარ და ბოლომდე არ მიმეტებენ. ვაზის მოვლაზე რა გითხრათ, მაგრამ დაკრეფილ-დაწურულ-შესმული ბევჯერ გვაქვს ერთად და ... ერთი სიტყვით ვუყვარვარ :)

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 15:11
by Archil
ყვარლიდან შილდისკენ მიმავალ გზაზე, კუდიგორას რომ გასცდებით, ყვარლიდან მარჯვნივ, გადასახვევს დაინახავთ. ეხლა ფირნიშიცაა გაკეთებული. შილდიდან სულ რაღაცა 6 კილომეტრი ყოფილა ტრასით, მოკლეებით გაცილებით ნაკლები.

ამ გადასახვევიდან კიდევ 2 კმ სამანქანო გზა მიდის და მიხვალთ იმ ადგილთან, რომელსაც ქვემო ნეკრესს ეძახიან.

Image

ქვემო ნეკრესში აბიბოს ნეკრესელის ქანდაკებაა, პატარა ეკლესიასავით აგებული და სანთლების დასანთები ადგილი. ასევე საქეიფო ადგილები სკამ-მაგიდებით გაწყობილი ოხრად. მოხუცები და ისინი, ვისაც ზემოთ ასვლა ეზარებათ, აქ მოილოცებენ ხოლმე და ცეცხლსაც აქვე დაანტებენ საკვების მოსამზადებლად. როგროც ARCHIL_I აღნიშნავდა, ღვინო აქვთ იქაურებს, ასე რომ....

ამ გზიდან მოჩანს ნეკრესი, მთის კალთაზე შემოსკუპული, ჩახუტებული...

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 15:12
by Kakha
არჩილ,

რაც შენ მოყევი ღირის შეწირვაზე ეგ ძალზე გავრცელებული ლეგენდაა, მეც გამიგია. მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ რომ მაგ ტრადიციის ფესვები გაცილებით ადრინდელია ვიდრე მუსულმანების გამოჩენა და თუნდაც ქრისტიანობა და უკავშირებენ მითრას, მზის ღმერთის კულტს. მითრაიზმში ერთ-ერთი შესაწირი ცხოველი იყო ტახი. ჰოდა ჰგონიათ, რომ ნიკრესი ქრისტიანობამდე წარმოადგენდა მითრაიზმთან დაკავშირებულ საკულტო ადგილს.

ქვმოთ, მონასტრის წინ გაშლილ ველზე რომ ნაგებობის ნანგრევია, საძირკვლის დონეზე გადარჩენილი, ხომ შეამჩნიე. ეგეც წინარე ქრისტინაული დროისაა. მსგავი უცნაური ნაგებობა მე არ მინახავს. ერთ-ერთი მოსაზრებით ცეცხლთაყვანისმცემლების (ზოროასტრების) ტაძარი უნდა იყოს. მოკლედ მაგრაი საინტერესო ადგილია ნეკრესი და მისი შემოგარენი.

კიდევ ერთი, აბიბოს ნეკრესელმა, ისტორიული წყაროების მიხედვით ტაძარი ქალაქ ნეკრესში ააგო - ის რაც შენ ნახე მონასტერია. ანუ არაა ნაქალაქარი. მონასტრიდან დასავლეთით, დაბლობზე ოღონდ ტყეში რამდენიმე წლის წინ გათხრები დაიწყო და მრავალი ნაგებობაც აღმოჩნდა (მათ შორის ეკლესია ოთხკუთხა აბისიდით, რაც დიდი იშვიათობაა). შეიძლება ეგ იყო ქალაქი ნეკრესი. შეიძლება ქალაქი იქ იყო სადაც მე რომ ვახსენე ის უცნაური ნაგებობა აღმოჩნდა. ალბათ ახალ აღმოჩენებს უნდა ველოდეთ მაგ ადგილებიდან....

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 15:20
by Nika
Kakha
ეგ ნანგრევები მე ვნახე და ძაან შთამბეჭდავი იყო.

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 15:32
by Archil
Kakha

მადლობ კომენტარებისთვის, შენ გაცილებით მეტი იცი მაგ ადგილების შესახებ, მახსოვ ერთი შეხვედრისას მიყვებოდი, თუ რა შეიძლება მოვინახულოთ მანდ.

Nika

ეხლა ნანგრევები შემცირებულია და ბერების ხელი ატყვია იქაურობას

lama

დედას ლევანას 6 წლამდე აწოვებდა თურმე დედა ძუძუს და მიტომაც დარქვევია დედას ლევანა და მიტომაც ჰქონია ამისთანა განსაკუთრებული ხმა - მე ესენი მითხრეს შილდელებმა და ეცოდინებოდათ მაგათ ეგ ამბავი. ამ სოფლიდანვეა მომღერალი მერი შილდელიც.

ისე, ცოდვა გამხელილი სჯობია და მე იქ სიმღერა არ გამიგია, არადა ძლიერი ტრადიციები ჰქონდათ სიმღერაში. არ ვიცი, შეიძლება სხვაგან, მაგრამ ჩვენს საურმეში მაგისთანა ნიჭი არავის გაუმხელია ჯერჯერობით და მერე ვნახოთ რა იქნება :)

ეხლა სახლში წავალ და იქინან გავაგრძელებ სურათების დადებას. აქ რაღაც ნელა ხდება ეგ პროცესი და თქვენ კიდევ მოუთმენლად ელოდებით სურათებს.

აგერ ერთი სურათიც გამზადებულა :)
აი ასეთი ხედი იშლება ნეკრესზე მიმავალი გზიდან, ქვემოთ მოცანს კახეთის სახნავ-სათიბი მიწები, ლამაზი სანახავია, ბარაქა იგრძნობა მის მიწაში

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 15:41
by Archil
ნეკრესამდე ასვლაა საჭირო, მაშ

ადგილობრივები შემხვდნენ გზაში. ვიკითხე როგორი გზაა თქო. მსუბუქი მანქანებიც ავლენო, ასე მითხრეს, თუმცა ის არ დაუზუსტებიათ როგორ მდგომარეობაში ჩამოვიდოდნენ იქიდან. ერთი სიტყვით, ვინც 06-ით შატილში დადის, იმათთვის შეიძლება, მოახერხებენ ასვლას. ნივისთვის და ჯიპისთვის, თუ გამოცდილი მძღოლი ზის, ასევე შესაძლებელია ბოლომდე ასვლა. ქვემო ნეკრესამდე მისვლა კი ნებისმიერი მანქანით შეიძლება მისვლა. ნატალიას დაბალპასატკიანი მინი ვანიც კი ისე მივა, რომ ერთხელაც არ ჩამოსვავს შიგნით მჯდომებს ნატალაი. ;)

ფეხით ამსვლელებისათვის ცოტათი რთულია, დასვენებებით ადიან. მე, მიუხედავად იმისა, რომ მზე აჭერდა უკვე, ერთი ამოსუნთქვით ავედი. ოფლი კი გამდიოდა ოხრად. აქ ზაფხულში უხსენებლებიც არიანო, მაშინებდნენ ბიძაშვილები, მაგრამ მე ერთიც არ დამინახია და... ეტყობა ხალხსი მომრავლებამ თავისი საქმე ქნა.

შეიძლება მეშლებოდეს, მაგრამ 7 მოსახვევი დავითვალე. ქვემო ნეკრესიდან ზემომდე გზაზე წყალი არაა, ასე რომ მომარაგება ქვემოთაა საჭირო. მე წყლის გარეშე ვიყავი და ამიტომაც დასვენებას აზრი არ ქონდა, უფრო მეტად დამცხებოდა პაპანაქება სიცხეში თაკარა მზის ქვეშ. ისე ჩრდილში გავლისას კი ვანელებდი სიჩქარეს, ცოტათი მაინც რომ გავგრილებულიყავი.

როდესაც ხვატიანი გზა ჩრდილიანით შეიცვლება და ასეთ ადგილთან მიხვალთ

Image

მიხვდებით რომ ნეკრესთანაც მისულხართ.

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 15:46
by Archil
თქვენ ან აქეთკენ წახვალთ წყლისაკენ

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 16:02
by qvevri
lama wrote:შილდაში მღერის დედას ლევანა
და ართანაში ყარალაშვილი

:)
ლამას გაუმარჯოს. შენს პატივსაცემად ვდებ დედასლევანას სურათს.
Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 10 სექ 2007, 17:49
by Archil
qvevri wrote: ლამას გაუმარჯოს. შენს პატივსაცემად ვდებ დედასლევანას სურათს.
ეგა კი შენ საპატივსაცემოდ, ნეკრესული ქვევრები

Image