Page 1 of 1

ფავნისი 09.09.2007. გირჩევთ ნახოთ.

Posted: 10 სექ 2007, 13:56
by qvevri
გუშინ მე და ჩემი მეგობრები რკონისაკენ გავეშურეთ, მაგრამ სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო ბილომდე ვერ მოხერხდა ასვლა. სამაგიეროდ დავათვალიერეთ გზათ მყოფი ტაძრები: ერთაწმინდა, ფავნისი და სხვა პატარა საყდრები. ერთაწმინდა რა თქმა უნდა ყველას ექნება ნანახი მარა რაც შეეხება ფავნისს.... :?: ეს არის ძალიან საინტერესო ბაზილიკა. რომელშიც ასევე ძალიან საინტერესო და მდიდრული ფრესკებია, დაზიანებულია მაგრამ ნახვად ნამდვილად ღირს. ტაძარი მდებარეობს სოფელ ახალქალაქის თავზე, სასაფლაოებზე. ეს არის რკონისაკენ მიმავალ გზაზე.
Image
ტაძარი.
Image
უკომენტაროდ :wink:
Image
ქვაჯვარი ტაძრის აღმოსავლეთ კედელში.
Image
საინტერესო ფრესკის ნაწილი "მშვილდოსნები"
Image
საკურთხევლის მთავარი ფრესკა.

ფავნისი 09.09.2007. გირჩევთ ნახოთ.

Posted: 10 სექ 2007, 14:32
by lama
ეჰ სამწუხაროდ არ იხსნება ჩემთან ფოტოები :(

ფავნისი 09.09.2007. გირჩევთ ნახოთ.

Posted: 10 სექ 2007, 14:52
by Naia
qvevri
რა მაგარი ფრესკებია

ფავნისი 09.09.2007. გირჩევთ ნახოთ.

Posted: 10 სექ 2007, 15:17
by qvevri
გეთანხმები ძალიან მდიდრული ფრესკებია.მიუხედავათ იმისა რომ ჩვეულებრივი ციფრულითა მაქვს გადაღებული, მაგრამ რაც ერთაწმინდაში ვნახე ესეთი ფრესკა ჯერ არ მინახია...
Image

ფავნისი 09.09.2007. გირჩევთ ნახოთ.

Posted: 10 სექ 2007, 15:20
by Kakha
ფრესკები ამ რამდენიმე (ალბათ ათოიდე) წლის წინ გაწმინდეს თორემ მანამდე მაგარი შეჭვარტლულ გამურული იყო.

ფავნისი მოხვდედრილია ფილმ ლონდრეში. გახსოვთ სოფელი რომ იკრიბება ბოლო კადრებში ტაძართან რომლის კარნიზედაც სანთლები ანთია და ქორწილს მართავენ და თანაც მღვდელს ღვინოს რომ ასმევენ ეგაა ფავნისი.

ფავნისი 09.09.2007. გირჩევთ ნახოთ.

Posted: 10 სექ 2007, 18:22
by Toma
qvevri
რა საოცარი ფრესკაა ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ჯვარცმასთან ეს ფურ-ირემი?

ფავნისი 09.09.2007. გირჩევთ ნახოთ.

Posted: 10 სექ 2007, 18:35
by GOGONA
Toma wrote:qvevri
რა საოცარი ფრესკაა ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ჯვარცმასთან ეს ფურ-ირემი?
ეს ისტორია სვანეთის მუზეუმში მოგვიყვნენ, იქაც არის ასეთი სურათი:

ურჯულო მონადირე (აღარ მახსოვს ვინ :oops: ) უმოწყალოდ ჟლეტდაო ღვთისგან შექმნილ არსებებს, ერთ-ერთი ნადირობის დროს ირმის რქებში მაცხოვრის ხატება გამოეცხადა და იმის შემდეგ გაქრისტიანდა და თუ არ ვცდები წმინდანებშია შერაცხული :oops: :oops:
აი ამ ნადირობის სცენაშია გამოხატული ირმის რქებში მაცხოვარი.

ფავნისი 09.09.2007. გირჩევთ ნახოთ.

Posted: 10 სექ 2007, 18:39
by GOGONA
qvevri
უკაცრავად გადახვევისთვის :oops:

Image

ფავნისი 09.09.2007. გირჩევთ ნახოთ.

Posted: 10 სექ 2007, 20:53
by Giorgi Bagrationi
ეს წმინდა ესტათეა. ეს სცენა ბევრ ქართულ ეკლესიას ამშვენებს.

ფავნისი 09.09.2007. გირჩევთ ნახოთ.

Posted: 11 სექ 2007, 09:39
by qvevri
Toma wrote:qvevri
რა საოცარი ფრესკაა ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ჯვარცმასთან ეს ფურ-ირემი?
ფურ ირემი კი არა ხარ ირემი

ფავნისი 09.09.2007. გირჩევთ ნახოთ.

Posted: 20 სექ 2007, 21:49
by de-koberi
მაგარია ნამდვილად. მეც ნამყოპი ვარ მანდ კაი ხნის წინ ოგონდ. მასჰინ სამწუხაროდ ცუდად ჩანდა პრესკები, მაგრად გამიხარდა რო ჩამოუწმენდიათ ის მურები :!:

ფავნისი 09.09.2007. გირჩევთ ნახოთ.

Posted: 24 სექ 2007, 22:17
by Makena
qvevri wrote:გუშინ მე და ჩემი მეგობრები რკონისაკენ გავეშურეთ, მაგრამ სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო ბილომდე ვერ მოხერხდა ასვლა. სამაგიეროდ დავათვალიერეთ გზათ მყოფი ტაძრები: ერთაწმინდა, ფავნისი და სხვა პატარა საყდრები. ერთაწმინდა რა თქმა უნდა ყველას ექნება ნანახი მარა რაც შეეხება ფავნისს.... :?: ეს არის ძალიან საინტერესო ბაზილიკა. რომელშიც ასევე ძალიან საინტერესო და მდიდრული ფრესკებია, დაზიანებულია მაგრამ ნახვად ნამდვილად ღირს. ტაძარი მდებარეობს სოფელ ახალქალაქის თავზე, სასაფლაოებზე. ეს არის რკონისაკენ მიმავალ გზაზე.
Image
ტაძარი.
Image
უკომენტაროდ :wink:
Image
ქვაჯვარი ტაძრის აღმოსავლეთ კედელში.
Image
საინტერესო ფრესკის ნაწილი "მშვილდოსნები"
Image
საკურთხევლის მთავარი ფრესკა.
qvevri
საოცარი ეკლესიაა, ასეთ პატარა ტაძარში ამდენი ფრესკები? რკონში ნამყოფი ვარ, ერთაწმინდაშიც თუმცა ეს ეკლესია გამოგვრჩა ეტყობა :? იკვში რომ წავალთ მაშინ ვნახოთ აუცილებლად :)