Page 1 of 11
ხადას ხეობა - 09.09.2007
Posted: 10 სექ 2007, 11:49
by Naia
რახან სხვები ჯერ არ ჩანან, მე დავიწყებ...
შეკრება დანიშნული იყო დილის 7.15-ზე დიდუბეში. მე პირველი მივედი, მერე გამოჩნდა გობე, ცოტა ხანში მეკო და ვალიკო. მოკლედ, საბოლოოდ 8:30-ზე გავედით შემდეგი შემადგენლობით:
1. გვალვა 4 პლიუსით
2. გობე
3. ეჰ_დათო ოჯახით
4. გურული
5. Jnosy
6. მეკო 3 პლიუსით
7. ვალიკო
8. ნაია
9. გიორგი ბაგრატიონის 2 უცხოელი პლიუსი
დუშეთის გადასახვევთან შემოგვიერთდა კახა ოჯახით და გვალვას მეგობარი და ძალიან მაგარი ადამიანი ბაბუა ალუდაური
მოკლედ, აღმოჩნდა რომ 15 კაციან მარშუტკაში 20-ზე მეტი კაციც ეტევა (როგორ ამას ნუ მკითხავთ

ხადას ხეობა - 09.09.2007
Posted: 10 სექ 2007, 11:55
by Naia
ჩვენი წინამძღოლი იყო ბაბუა ალუდაური, რომელმაც გადაწყვიტა რომ ხეობაში პირდაპირ შესვლას გუდაურის სერპანტინზე მანქანით ასვლა, სეთურებთან ჩამოსვლა და ცეცხლიჯვარზე გადასვლა ჯობდა.
ჩვენც ასე მოვიქეცით. მარშუტკა გავაჩერეთ სეთურებთან და გზა ფეხით გავაგრძელეთ. გადავჭერით თივის ზვინებით სავსე მინდორი და შევუდექით საშინელ აღმართს, რომელზედაც ბილიკი არ იყო.
ზოგიერთი სურათი მობილითაა გადაღებული, ამიტომ ხარისხის გამო წინასწარ ბოდიშს გიხდით

ხადას ხეობა - 09.09.2007
Posted: 10 სექ 2007, 11:56
by Naia
ქვემოთ გუდაურის გზა და მიმდებარე სოფლები ჩანს, რომელთა სახელებიც სამწუხაროდ არ მახსოვს
პს. ცნობისათვის, გობე ყველაფერს იწერდა, მოგვიანებით, იმედია შემოვა და თავის სათქმელს იტყვის

ხადას ხეობა - 09.09.2007
Posted: 10 სექ 2007, 11:58
by Naia
გადაღებულია იგივე ადგილიდან ოღონდ სხვა მხარეს.
ამ გორის უკან გუდაურია

ხადას ხეობა - 09.09.2007
Posted: 10 სექ 2007, 12:02
by Naia
კარაველები ცეცხლისჯვრისკენ მიმავალ აღმართზე

ხადას ხეობა - 09.09.2007
Posted: 10 სექ 2007, 12:09
by Naia
ხადას ხეობა - 09.09.2007
Posted: 10 სექ 2007, 12:12
by Naia
როგორც იქნა ცეცხლიჯვარის კოშკსაც მივუახლოვდით.
როგორც ბაბუამ აგვიხსნა, ეს კოშკი სათვალთვალო-სასიგნალო კოშკს წარმოადგენდა, რომელიც ხეობას გადაყურებდა და სხვა სათვალთვალოებს მტრის გამოჩენას კოშკზე დანთებული ცეცხლის მეშვეობით ატყობინებდა.

ხადას ხეობა - 09.09.2007
Posted: 10 სექ 2007, 12:15
by Naia
კოშკი პირდაპირ გაყურებს ლომისის წმ. გიორგის საყდარს (ვინც ნამყოფია ადვილად ამოიცნობს ეკლესიის ადგილმდებარეობას)

ხადას ხეობა - 09.09.2007
Posted: 10 სექ 2007, 12:16
by Naia
კოშკი ახლოდან

ხადას ხეობა - 09.09.2007
Posted: 10 სექ 2007, 12:19
by Naia
კოშკის მარჯვენა მხარეს გუდაურისკენ მიმავალი გზა, სოფლები და თეთრი არაგვის ხეობა მოჩანდა. მარცხენა მხარეს კი ხადას ხეობა
ცეცხლიჯვრის კოშკიდან დანახული ხადას ხეობა

ხადას ხეობა - 09.09.2007
Posted: 10 სექ 2007, 12:24
by ZVIOSULI
ხადას ხეობა - 09.09.2007
Posted: 10 სექ 2007, 12:29
by Naia
ბაბუას ეგ არ უთქვამს და არ ვიცი

ხადას ხეობა - 09.09.2007
Posted: 10 სექ 2007, 12:36
by ლეონტი
Naia wrote:
ცეცხლიჯვრის კოშკიდან დანახული ხადას ხეობა

მარცხნივ რომ პატარა სოფელია, მაგას ქვია იუხო.
ისე ხადის ხევში ყოფილა შემდეგი სოფლები:
ბეგოთკარი, ბენიანთკარი, იუხო, მიღურე, მიდელაურთკარი, როსტიანთკარი,
სვიანანთკარი, ქოროღო, შარუმანთკარი, ციხიანთკარი და წკერე.
წკერე სულ ზევითაა, ხევის სიღრმეში.
ხადას ხეობა - 09.09.2007
Posted: 10 სექ 2007, 12:38
by Naia
ხო, მართლა, დამავიწყდა დამეწერა, რომ ამ ლაშქრობაში იყო ლეონტი თავისი ოჯახით:) ოღონდ ისინი ხეობას სამანქანო გზით შეუყვნენ და ბოლო სოფლამდე ავიდნენ. ჩვენ კიდევ, როგორც დავწერე სეთურებიდან გადმოვედით და ხადას ხეობას ჩამოვუყევით. ერთმანეთს ხეობის გამოსასვლელში შევხვდით. თუმცა, ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერთ

ხადას ხეობა - 09.09.2007
Posted: 10 სექ 2007, 12:40
by zura N.
Naia wrote:
ბაბუას ეგ არ უთქვამს და არ ვიცი

იქნებ ესაა პასუხი..
Naia wrote:როგორც ბაბუამ აგვიხსნა, ეს კოშკი სათვალთვალო-სასიგნალო კოშკს წარმოადგენდა, რომელიც ხეობას გადაყურებდა და სხვა სათვალთვალოებს მტრის გამოჩენას კოშკზე დანთებული ცეცხლის მეშვეობით ატყობინებდა.
