Page 5 of 7

გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Posted: 10 სექ 2007, 10:52
by popins
მწვად მინდა :roll:

გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Posted: 10 სექ 2007, 11:57
by guruli
Makena - გუშინ ხადას ხეობაში შენი მოგვარე დაგველაშქრა, რომელიც დღეიდან კარაველიცაა უკვე. დიდი მოკითხვები დამაბარა შენთან. ამიერიდან შეგიძლია, თავადაც ე-პმ-ო. :wink: :wink:

გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Posted: 11 სექ 2007, 11:27
by qvevri
დიდგორზე ერთი ხე მომეწონა, ნეკერჩხალი. საერთოდ ეს ჩემი საყვარელი ხეა და იმის ნერგი წამოვიღე ეზოში დასარგავად, დავრგე კიდევაც და გაიხარა. ნეკერჩხლის ეს ჯიში გამორჩეულია იმით, რომ მას ზაფხულიდან მოყოლებული ფოთლები უწითლდება და წითლად "ღუდღუდებს" (ალბათ წაგიკითხიათ რეზო ინანიშვილის ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი ეს ნამდვილი შედევრია, მე ალბათ 20ჯერ მაინც მექნება წაკითხული). საერთოდ არსებობს ნეკერჩხლის ოთხი სახეობა: ქორაფი, მთის ბოკვი, ჩვეულებრივი ნეკერჩხალი და ლეკა. მაკენა დამცინოდა ნეკერჩხლის მაგივრად პანტა რომ იყოს ეგ ნერგიო :lol:

გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Posted: 11 სექ 2007, 11:34
by tiko_r
Makena wrote:აბა როგორია? :lol: :lol:
Image

არრრაჩვეულებრივია... სად დევს ეს? :roll:

გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Posted: 11 სექ 2007, 11:40
by qvevri
tiko_r wrote:
Makena wrote:აბა როგორია? :lol: :lol:
Image

არრრაჩვეულებრივია... სად დევს ეს? :roll:
ეს დევს ჩემთან(ჯერ-ჯერობით)

გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Posted: 11 სექ 2007, 19:16
by qvevri
Gvalva wrote:ისე მართლა რა მონუმენტია?

დიდგორში არ ვარ ნამყოფი :oops:
პატივცემული მებუკე. საოცარი სანახავია, როცა ავდივარ სულ ჟრუანტელი მივლის ტანში მაგის დანახვაზე. გიორგობას (23.11.07)იმედია ერთად ავალთ დიდგორზე კარველების ერთი ნაწილი მაინც :wink:
Image

გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Posted: 11 სექ 2007, 20:32
by Gvalva
qvevri

გაიხარე!!

მართლაც შთამბეჭდავი ჩანს, ვინახულოთ

გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Posted: 11 სექ 2007, 20:38
by paata_
qvevri

ვაა, მართლა მაგარია

ვინაა ავტორი?

გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Posted: 12 სექ 2007, 13:50
by lama
paata_
ise avtori marTla mec mainteresebs :)

vinaa????

გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Posted: 11 დეკ 2007, 18:48
by qvevri
Image
Image
დიდგორს გვიგინებენ...
დამეთანხმებით, რომ დიდგორის ბრძოლა ყველაზე დიდი და საკვირველი ბრძოლაა ქართველი ერის ისტორიაში. იგია არამარტო ბრწყინვალედ დაგეგმილი და შესრულებული ბრძოლა, არამედ სიმბოლო და გვირგვინი ქართველი ერის ბოროტზე გამარჯვებისა. დავით აღმაშენებელის ანდერძის თანახმად, ყოველმა ქართველმა, რომელიც მის საფლავთან მივა, საფლავის ქვას უნდა დაადგას ფეხი. რა არის ეს? თავის დამდაბლება? იმისი აღიარება მისსივე მხრიდან, რომ იგი იმსახურებს მისი საფლავის ფეხქვეშ გათელვას? არა! დავითი ამ ანდერძს უბარებს ქართველებს და არა უცხო ქვეყნის შვილებს იმისათვის, რომ მან ჩვენთან, დღევანდელ ქართველობასთან კავშირი არ გაწყვიტოს იქიდანაც, რომ შეგვეხოს და შეგვახსენოს, რომ თუ გაჭირდა მისი სახელი და მისი ძვლებიც კი შესაძლოა ისეთი ბასრი იარაღი იყოს როგორც მჭრელი მახვილი. ამიტომაც მოითხოვდა დავით მეფე ყველა ქართველს ფეხი დაედგა მისი საფლავისათვის, რომ შეევსო საუკუნეების განმავლობაში მიმქრალი და ჩაფერფლილი რწმენა იმისა, რომ ქართველობისათვის თუკი ღვთისა და მამულის გულისათვის მტკიცედ და რწმენით იბრძოლებდა დაუმარცხებელი ეშმაკის მოციქული კი არა თვით ეშმაკიც არ დარჩებოდა. მან მიაღწია უმაღლეს მწვერვალს და შესძლო ის რაც ვერ შესძლო ვერავინ მაშინდელ ევროპაში. დიდგორის ბრძოლა იყო ხანგრძლივი შრომისა და ბრძოლის ნაყოფი და გვირგვინი. დავითმაც და იმ დროინდელმა, სულიერების მაღალ საფეხურზე მდგარმა ქართველობამაც დაიმსახურეს ის, რომ დიდგორზე წმინდა გიორგი მდგარიყო ქართველთაAრიგებში და მათთან ერთად ებრძოლა...
მაგრამ მას მერე ბევრი დრო გავიდა. ერთი კი მოვახერხეთ რომ ერი შევინარჩუნეთ, მაგრამ სახელმწიფო კი ნაწილ-ნაწილ შემოგვეძარცვა გარშემო ჩვენივე უნიათობის გამო. ეგ კი არა დღეს ისიც კი საკითხავი და საორჭოფო გავხადეთ თუ სად მოხდა დიდგორის ბრძოლა სინამდვილეში. ხოლო იმ ფაქტს, რომ დიდგორზე ქართველთა გვერდით წმინდა გიორგი იბრძოდა მარტო უცხოელები და საქართველოს მტრები კი არა, ბევრი ქართველიც კი ლეგენდად და ისტორიის გასალამაზებლად შექმნილ ლამაზ ტყუილად მიიჩნევს და ეჭვქვეშ არა მარტო ამ ფაქტს, არამედ მთელი ამ ბრძოლის მასშტაბებს აყენებს და ურცხვად აცხადებს, რომ ამდენი მებრძოლი თრიალეთის ქედის ამ ნაწილას ვერც დაეტეოდა და ვერც იბრძოლებდაო. აბა გადამთიელსა და უცხოს რა უნდა მოვთხოვო, როდესაც ჩვენი “შინაური მოკეთეები” ამ დღეში არიან? ეს ხომ სხვა არაფერია თუ არა დიდგორის გინება? თუმცაღა ეს ჩვენი “შინაური მოკეთეები” ერთ რამეში კი ნამდვილად მართლები არიან, როდესაც აცხადებენ, რომ დიდგორის მთებზე ამდენი ხალხი ვერ დაეტეოდა და ვერ იბრძოლებდაო. “ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო” ნათქვამია. დავით აღმაშენებელსაც სწორედ ის უნდოდა, რომ მტრის ლაშქარი დიდგორზე ვერ დატეულიყო და აქედან გამომდინარე ვერც ებრძოლა მხარგაშლილად. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, ბრძოლა ქართველთა გრანდიოზული გამარჯვებით ოთხსა თუ ხუთ საათში დასრულებულა, ესე იგი მტრმა ბრძოლა ჯერ კიდევ მაშინ წააგო სანამ მათი ბოლო რიგები ჩაებმებოდნენ ბრძოლაში. მართალია ჩვენ არ ვიცით თუ ვინ გადავიდა პირველი იერიშზე, მაგრამ დიდათ სავარაუდოა, რომ იერიშზე სწორედ დავითი გადავიდა პირველი. ყოველი შემთხვევისათვის ქართველთა ჯარიდან ორასი მებრძოლის გამოყოფა, მტრის ჯარში შესვლა და უეცრად ბრძოლის ატეხვა სხვა არაფერია თუ არა ბრძოლის პირველი დაწყება. დიდგორზე გათვლილი იყო ყოველი წამი. ერთი შეცდომა დავითის მხრიდან და საქმე ბრძოლის წაგებით კი არა, საქართველოს არსებობის შეწყვეტით დასრულდებოდა. ბრძოლა სწორედ ისე წარიმართა როგორც ეს დავით მეფეს ჰქონდა დაგეგმილი. დიდგორი მხოლოდ ერთ დღეს მომხდარი ბრძოლა არ იყო, არამედ იგი იყო დავით მეფის მიერ დიდი ხნის წანთ დაგეგმილი და განჭვრეტილი ბრძოლა. თავისთავად ცხადია დავითს ექნებოდა და ჰქონდა კიდეც წინასწარი ინფორმაცია მოსალოდნელი დიდი ბრძოლის შესახებ. ასევე იცოდა დავითმა მტრის მოსალოდნელი რიცხვიც. ქართველებისათვის რიცხვმრავალი მტერი უცხო და საკვირველი არასოდეს ყოფილა და არც დიდგორზე გაჰკვირვებია ქართველობას თურქთა ზვირთების დანახვა. დიდგორი დავითის კარგად გათვლილი და “გათამაშებული” სატყუარა იყო. მან თავშივე განჭვრიტა, რომ გაშლილ ველზე ბრძოლის მიღება შესაძლოა ტრაგედიით დასრულებულიყო და გარდაუვალად ჩათვალა მტერი დიდგორზე შემოეტყუებინა, რაც საკმაოდ ძნელი იყო, თუმცა მან ეს ბრწყივალედ შესძლო. საქართველოში შემოსულ და გამარჯვებაში ღრმად დარწმუნებული ილღაზის ჯარს, გზადაგზა ერთიმეორის მიყოლებით ეგებებოდნენ სოფლებისა და ციხეების თავკაცები თუ თავადები და ყოველგვარი ძალდატანებისა და ბრძოლის გარეშე აბარებდნენ ციხეებსა თუ სოფლებს და თავგამოდებით ეფიცებოდნენ ერთგულებაში მტერს. აქ უკვე მტრის ჯარს შეექმნა იმის ილუზია, რომ ქართველობა უბრძოლველად აპირებდა დანებებას ბრძოლის წინ. ამ ყოველივეს ბრძოლისავე წინ ორასი ქართველის მტრის ლაშქარში შესვლაც დაემატა, რაც მტერმა სავარაუდოა, რომ სწორედ “დანებებული” ლაშქრის სარდლებად ჩათვალა. ხოლო ის ფაქტი, რომ დავითმა დიდგორზე ასასვლელი გზები მოჭრილი ხეებით ჩაახერგინა, ვფიქრობ, შინაარსობრივად სულ სხვა დატვირთვას ატარებს ვიდრე ის ერთად-ერთი აზრი, რომელიც დღემდეა ჩვენში გავრცელებული. რა თქმა უნდა და თავისთავად ცხადია, ხეობების ჩახერგვა ერთის მხრივ უკავშირდება იმას, რასაც თავად დავითი ამბობს ბრძოლის წინ ქართველების გასაგონად, მაგრამ მეორეს მხრივ აქაც დავით მეფის წინასწარ და ამავდროულად ბრწყივალედ გათვლილი მტრისათვის დაგებული სატყუარაა, რომელმაც თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ სატყუარამ მიაღებინა ილღაზს ბრძოლის, სწორედ დიდგორზე გამართვის გადაწყვეტილება. ერთის მხრივ მტერი ფიქრობდა, რომ საბრალო ქართველობას გადაუწყვეტია ერთიანად შეაკლან თავი ჩვენს უთვალავ ლაშქარს და თავიანთი უკან დასახევი გზა თვითონვე შეუკრავთო, ხოლო მეორეს მხრივ სავარაუდოა, რომ ილღაზი ასევე ფიქრობდა ამ რაღაც საეჭვო “ჩახერგილის” შესახებ, რომლის აზრი მთლად ბოლომდე ვერ გაეგო. ცნობილია, რომ ილღაზი ბრძოლის მოგების შემთხვევაში თბილისის მმართველი უნდა გამხდარიყო და თავისთავად ცხადია, რომ მას საკუთარი თავი უკვე ამ ამპლუაში ჰქონდა წინასწარ წარმოდგენილი და თბილისსაც უკვე თავისად სთვლიდა, მაგრამ რა სიმდიდრე თუ იდუმალება იმალებოდა “ჩახერგილს” მიღმა? როგორც ვხედავთ დიდგორი თავისი შინაარსით თავად წარმოადგენს ერთგვარ სატყუარას, რომელზედაც ილღაზი მისდა საბედისწეროდ კარგა გვარიანად წამოეგო. დავითს აზრადაც არ უნდა დაეშვა ბრძოლის სხვაგან გამართვა, რასაც შესაძლოა როგორც უკვე ავღნიშნეთ საბედისწერო შედეგი მოჰყოლოდა ჩვენთვის, ამიტომაც მან მტერს ფიქრის საშუალება აღარ დაუტოვა. ბრძოლა სწორედ ისე და მაშინ დაიწყო როგორც ეს დავითსა და საქართველოს აწყობდა. დიდგორზე საქმე საათებზე კი არა წამებზე იყო. დავითი მტრის ლაშქარში ორას ქართველს აგზავნის. ორასი ქართველი ერთის მხრივ გარდაუვალ სიკვდილზე, ხოლო მეორეს მხრივ დიდი მისიით შედის მგლის ხახაში. მათ ბრძოლის სწორედ იმ წამს დაწყების პროვოცირება უნდა გამოეწვიათ, რომელი დრო და წამიც დავით მეფეს აწყობდა. ის, რომ დიდგორის ბრძოლა სწორედ იქ გაიმართა, სადაც ამჟამად მემორიალი დგას ამას ის ფაქტიც ამტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ ბრძოლიდან სულ მალევე, დავით მეფეს სულთანისაგან მოსდის მუქარისა და ამავდროულად ირონიული ხასიათის შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ შენ დიდგოზე ტყემ გიხსნა და თუ მართლა რამე შეგიძლია გაშლილ ადგილას ვიბრძოლოთო. სავარაუდოა რომ დიდგორის მთები მეთორმეტე საუკუნეში კიდევ უფრო მეტი და ხშირი ტყით იქნებოდა დაფარული, სულთანიც სწორედ ამას აღნიშნავს თავის შემონათვალში დავითის მიმართ. მათ გასაგონად კი, ვისაც გადაუწყვეტია ჩვენს ისტორიას წაჰგლიჯოს ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ფურცელი ვიტყვი, რომ ნუთუ ერთხელ მაინც არ ყოფილხართ დიდგორზე? ნუთუ ერთხელ მაინც არ შეგიგრძვნიათ იმ დროისა თუ სიმაღლის სიამაყე? რატომ გინდათ დიდგორზე მომხდარი “ძლევაი საკვირველი” ხალხს მხოლოდ ლამაზ ლეგენდათ დაანახოთ? თუ თქვენ ვერ გრძნობთ და ვერ იჯერებთ დავითისა და იმდროინდელი საქართველოს ესოდენ მაღალ სიმაღლეზე ყოფნას სხვას მაინც ნუ უმღვრევთ გონებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ დიდგორის ბრძოლა სწორედ იმ ადგილას და იმ დროს მოხდა რაც დღესდღეისობითაა ცნობილი და არამც და არამც არ შეიძლებოდა იგი გამართულიყო სხვაგან. ხოლო ქართველი ერის ისტორია ერთი თუ ორი, სახელისა და ისტორიაში შესვლის მოწყურებული ადამიანის თავგამოდებული მცდელობით არც შეცვლილა და არც შეიცვლება.

გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Posted: 11 დეკ 2007, 21:56
by Linda
qvevri

გაღიარე :!: :shock: ძალიან მაგარია

გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Posted: 11 დეკ 2007, 21:58
by Linda
მაისის თვეში დიდგორში თოვლია??

ისე თქვენ რამდენი ტრადიციად ქცეული გასვლები გაქვთ :D

გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Posted: 11 დეკ 2007, 23:39
by tama
qvevri–სამწუხაროთ საქართველოს არასდროს არ აკლდნენ "ვაი ქართველები".

მთავარია ამ "ვაი ქართველებმა" არც რიცხობრივათ და არც სულიერად არ აჯობონ ქართველებს.

დიდგორის ბრძოლა, ჩემი აზრით არის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე!
წმინდა გიორგის გამარჯვება ეშმაკზე!

გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Posted: 13 დეკ 2007, 08:57
by qvevri
Linda wrote:მაისის თვეში დიდგორში თოვლია??

ისე თქვენ რამდენი ტრადიციად ქცეული გასვლები გაქვთ :D
ეს გასვლა უკვე ტრადიციულად ითვლება მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ ერთხელ ვიყავით, შენ ალბათ წამოსვლა გინდა, ასე არ არის? 8)

გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Posted: 13 დეკ 2007, 08:58
by qvevri
tama wrote:qvevri–სამწუხაროთ საქართველოს არასდროს არ აკლდნენ "ვაი ქართველები".

მთავარია ამ "ვაი ქართველებმა" არც რიცხობრივათ და არც სულიერად არ აჯობონ ქართველებს.

დიდგორის ბრძოლა, ჩემი აზრით არის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე!
წმინდა გიორგის გამარჯვება ეშმაკზე!
გეთანხმები, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, რომ ეს ვაი ქართველები ყოველთვის მეტი იყვნენ ვიდრე ქართველები სამწუხაროდ. :?