გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Post by qvevri » 13 დეკ 2007, 18:42

მართალია თავი შევაწყინე კარავს ჩემი ნაწერებით, მაგრამ ესეც მინდა დავდო. სწორედ იმ დღის მერე დავწერე როცა ბოლოს ვიყავი იქ. ასე რომ ესეც ლაშქრობას უკავშირდება :?
Image
შფოთავდა, ბორგავდა ვერ ისვენებდა. სიზმარში რაღაც საშინელი, აფთრის თავიანი არსება ორი რქითა და ორი იატაგანით მისი მშობლების საფლავებთან მისულიყო და მათ დაპატრონებას ლამობდა. საბრალო გიორგის უნდოდა მორეოდა, გაეგდო ურჩხული საფლავებიდან, მაგრამ ხელ ფეხი შებორკილი ჰქონდა. ან კი, რას გახდებოდა შიშველი ხელებით რქიან და ალმასივით ბასრ იატაგანებიან აფთართან, რომელიც ხმლებს აქეთ იქით იქნევდა და ღრიალებდა. გიორგი მიაჩერდა აფთრის ბინძურ პირსა და კბილებს, რქებსა და თვალებს და უცებ...... ეს ხომ ის თვალებია... აფთარს ადამიანის თვალები ჰქონდა. იმ ადამიანისა, რომელმაც გიორგის მშობლებს მისსავე თვალწინ ყელები დააჭრა. ცოცხლები წამართვა და მკვდრებსაც აღარ მანებებს, გაიფიქრა, მშვილდივით მოიზიდა, დაპატარავდა, უცებ გაიშალა, გადახტა, აფთარს რქებში სწვდა და თავი ლოდზე დაახლევინა. ამპარტავანი ამ თავხედობას ვიღაც პირტიტველასაგან არ მოელოდა და ბრაზისაგან ისეთი ჭყივილი დაიწყო როგორსაც დასაკლავად განწირული ღორი გამოსცემს. ჭყივილი განმეორდა, მაგრამ უკვე ცხადში, გაბმულად. ოფლში გალუმპულმა გამოიღვიძა და თვალი ჯერ მუხის ძელებიან ჭერს მერე შუაცეცხლზე მოთუხთმხე ქვაბსა და აგურის იატაკს მიავლ-მოავლო. საკუთარ ყურებს არ დაუჯერა, როდესაც ჭყივილის ხმა კიდევ გაიგონა. გიორგიმ ხელი მამისეულ, შავტრიან სატევარს წამოავლო და სარკმელიდან ფრთხილად გაიხედა. ვაჩე, გიორგის ბიძა რთველს აპირებდა და მეზობლებისათვის შველა ეთხოვა. ფეხები კაცო ფეხები დაუჭით იძახდა ვაჩე და წამოქცეულ კერატს ყელში ყამას უყრიდა, ვერ გაიგე ადამიანო ფეხები დაუჭით თორემ გაგვექცა და მოგვეჭრა თავი კაცოოო. ვაჩეს საადრეო ვენახი ედგა ეზოს უკან, ფერდობზე. ზაფხული იყო მაგრამ გარემოში შემოდგომის სურნელი იდგა. ეზოში დიდი სამზადისი იყო, კაცები, ვინ სართვლო ცხვირმოკაუჭებულ დანებსა ჰპირავდა, ვინ გოდრებს აწყობდა კამეჩებშებმულ ურემზე, ვინ ამ დღისათვის გაზრდილი ღორის დაკვლაში იღებდა მონაწილეობას, ზოგი მარანში ფუსფუსებდა, სხვებიც სხვა საქმეებით იყვნენ გართულნი. გაგაღვიძეთ? ჰკითხა ვაჩემ გიორგის ღიმილით და საქმეს მიუტრიალდა. გიორგიმ ეზო გადაჭრა და დედ მამის საფლავებისაკენ გასწია. მალევე მივიდა და იმ ქვაზე ჩამოჯდა, რომელიც ამ ორი წლის წინ სამების ტყიდან ჩამოიტანა ზურგით და რომელზეც წუხანდელ სიზმარში აფთარს თავი დაახლევინა. ვინ იცის რამდენჯერ მოსულა გიორგი აქ, ამ ადგილას, რამდენჯერ გადმოუღვრია ცრემლები ჩუმად, ხმის ამოუღებლად და რამდენჯერ შეუვედრებია დახოცილი მშობლების სულები უფლისათვის. გიორგის თხუთმეტი წლის წინ თურქებმა მშობლები თვალწინ დაუხოცეს, მაშინ იგი ხუთი წლისა იყო, მას შემდეგ გიორგი აღარ ლაპარაკობს, იგი დამუნჯდა. ვერ იქნა და ვერ შეეგუა მშობლების სიკვდილს, მაგრამ სიკვდილიც არის და სიკვდილიც... ორ რქიანი და ორ ხმლიანი, ნეტავი რას უნდა ნიშნავდეს? გაივლო გულში და იმ ადგილისაკენ გასწია რომელიც ამ რამოდენიმე დღის წინ ჩახერგეს მეფე დავითის ბრძანებით. (ამ ადგილებს ხალხი დღესაც ჩახერგილს უწოდებს). ხეობა ისე იყო ჩახერგილი რომ იქ გაძრომა თაგვსაც გაუჭირდებოდა. გიორგი მწვანე ქვების წყაროსთან გაჩერდა, წყალი დალია და ჩახერგილს მიადგა, სადაც ოცამდე იარაღასხმული ცხენოსანი მოგროვილიყო და ხმამაღლა რაღაცას ბჭობდა. ერთერთმა მხედარმა გიორგის ანიშნა მათთან მისულიყო. სადაური ხარ, მიმართა თეთრწვერა და სახენაიარევმა კაცმა გიორგის, მან ხელი უკან, სოფლისაკენ გაიშვირა და ამით ყველაფერი თქვა. იგია, ვაჩეს ძმისშვილი, ჩაილაპარაკა თავისთვის თეთრწვერამ. ხალხში მითქმა-მოთქმა იყო: ბევრზე ბევრი, თავით ფეხებამდე რკინაში ჩამჯდარი ჯარი მოედინებაო, უნდა გადაგვთელონო, ამოგვწყვიტონო, ჩვენ ალაგას თვითონ უნდა ისახლონო, მოდიან ცოლ-შვილიან ცხვარ-ფარიანადაო, ან ჩვენა და ან არავინაო და მისთანანი. მგლები დაგვეცნენ შვილო, თქვა თეთრწვერამ.
ჩადი და ბიძაშენს შეატყობინე მეფე გიხმობსთქო. გიორგი მყისვე მიტრიალდა და სოფლისაკენ სირბილით დაეშვა, ეზოში შევარდა და ბიძამისს მთლად გახვირთქული აეტუზა წინ. რა ამბით? ჰკითხა ვაჩემ, გიორგიმ ხელი ჩახერგილისაკენ გაიქნია, ვაჩე ყველაფერს მიხვდა და გაჩუმდა. უცებ მთავარანგელოზის საყდარიდან ზარების გაბმული რეკვა შემოისმა, რასაც სოფელში მსტოვრების შემოსვლაც დაერთო. ხალხმა ერთ ადგილას მოიყარა თავი, ხალხნო და ჯამაათნო დაიწყო ერთ-ერთმა მსტოვარმა, წინ დიდი ომი გველოდება, ეს არის ომი, როგორიც ჯერ არასოდეს ყოფილა ღვთისმშობლის წილხვედრში. ვისაც მკლავი გვიჭრის ზემოთ გვიხმობენ, დრო აღარ ითმენს ჯაჭვი აისხით და გამოგვყეთ. ჯერ კიდევ ადრიანი დილა იყო, ცაზე ახლად ამოსული მზე სხივებს უხვად უნაწილებდა ქვენას, ხალხი წავიდწამოვიდა..... ვაჩემ დაცარიელებულ ეზოკარს მოავლო თვალი: ქვითკირის სახლი, მარანი, კაკლის ხეებში მოლიცლიცე მზე, ეზოს კუთხეში ცეცხლზე მოთუხთუხე ვეება სპილენძის ქვაბი, დასაკრეფად გამზადებული ვენახი, კამეჩებშებმული ურემი, გოდრები, თვალცრემლიანი ცოლი, თამარი...... რომელსაც ხელში სართვლო დანები ეჭირა და ჩუმად ქვითინებდა. რა გატირებს დედაკაცო? განა გვჭირს რამე სატირი? ჰკითხავდა ვაჩე ცოლს. ვაჩე ჯან ღონით სავსე, შუა ხანს გადაცილებელი ვეება ვაჟკაცი იყო, რომელსაც სოფელში ბრძენის სახელი ჰქონდა. მისი სიდიდის გამო მას სოფლელები მეტსახელად ვაჩეგოლიათს ეძახდნენ. იგიცა და მისი ძმისშვილი გიორგიც მეფე დავითს ბარე ათჯერ მაინც ახლდნენ ბრძოლაში და კაი სახელიცა ჰქონდათ მოგროვილი.
გვერდიდან არ მოიშორო, მაგის მეტი არავინა მყავს, სლუკუნებდა თამარი. გული ცუდს მითხრობს, ეს რთველიც რაღა დღეს წამოიწყეო წყრომით იძახდა ეზოში გადი-გამოდიოდა. მასეთ არეულ საუბარს აბგა გაგვიმზადო იქნება სჯობდეს, სთქვა ვაჩემ და ჯაჭვის ასხმა დაიწყო. გიორგის უკვე ჩაეცვა რკინა და ეზოში თავდახრილი და რაღაცაზე დაფიქრებული დააბიჯებდა. გამომიტანე, გასძახა ვაჩემ ცოლს მოკლედ და თან ხელი სახლისდაკენ გაიშვირა. თამარმა ცოტა ხანში ორივე ხელით, ფრთხილად მიართვა ქმარს მისი განუყრელი იარაღი, ლახვარი. ლახვარი ვაჩეს პაპისეული იყო. მას ტარად ძელქვა ეგო, ხოლო პირად ბასრი, დაკბილული რკინა ეკეთა. ვაჩემ ლახვარს თვალი აავლ ჩაავლო, შემდეგ ცოლს გამოართვა და ჰაერში გაიქნ-გამოიქნია. გიორგი როგორც ყოველთვის ბრძოლაში მამისეული სატევარის ამარა შედიოდა, ხოლო მარცხენაზე ფარის ნაცვლად ღაჯია ეკეთა. ვაჩემ ცალ ხელში ფარი და ლახვარი დაბღუჯა მეორეთი კი თამარს მოეხვია, მიიზიდა და ცრემლიანი თვალები ჩაუკოცნა, რა გატირებს? ასე არასოდეს მოქცეულხარ დედაკაცო, რა გჭირს? არ ვიცი არა, გიორგიზე თვალი გეჭიროს ხო იცი მაგის მეტი არავინა მყავს. ნუ გეშინიან გენაცვალე, ილოცე.... უთხრა ვაჩემ ცოლს და გასწია. თამარი გიორგისთან მივიდა და გადაეხვია. გამარჯვებით დამიბრუნდი შვილო ჩასჩურჩულა მან ყურში გიორგის. ვაჩეგოლიათი... ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა მსტოვარმა ჩუმად, რომელიც მუხის ჩრდილში ელოდა ხალხს სხვა მსტოვრებთან ერთად. მშვიდობა ვაჩევ, დაიძახა მან ხმხმაღლა, ცხენიდან ჩამოხტა და ვაჩეს გადაეხვია. მშვიდობა შენცა და ქვენასაც გაბრიელ, უთხრა ვაჩემ თავის ძველ მეგობარს, რომელთანაც არაერთხელ უბრძოლია მხარდამხარ. სულ არ შეცვლილხარ მოხევევ. რაით უნდ შავცვლილიყვ, ხინკალ და ლუდ ხევჩი ბევრ გვეშოვნის, ძროხ და ცხორ ჯერამც დამიდის და მკლავთვალი ჯერამც მიჭრის, ეგ არი რჯულძაღლა იმუქრის ზენას, ესა სთქვა და ხელი მაღლა, მთებისაკენ გაიშვირა. გვემუქრება და ავაკითხოთ კაცო მკლავები რისთვინ გვასხია? მაშ ჩვენი მამა პაპის ძვლებზე მაგათ უნდა გაიხარონ? ჰაი დედასა მე მაგათ დღე დაუყენო ჩემი მეფის გამარჯვებამ, იძახდა ბრაზმორეული ვაჩე და თავის მეგობარს მხარძე ხელს ურტყავდა. ცოტა ხანში ხუთასიოდე მებრძოლი ქართველთა მთავარ ლაშქარს შეუერთდა, რომელიც უკვე დაწყობილიყო და საოცარი სიდინჯითა და მდუმარებით ელოდა თავის ხვედრს. ვაჩემ იქაურობას მოავლო თვალი: ცხენოსნები, შუბოსნები, მეხმლეები, მოისარენი, მეშურდულეები, მებუკეები, მედროშენი, ასისთავნი, ათასისთავნი, სარდლები, მეფე..... მეფე დავითთან ერთიმეორის მიყოლებით მიდიოდნენ სარდლები, იღებდნენ დავალებებს და თავიანთ ალაგს უბრუნდებოდნენ. მეფე გიხმობს... მეფე? გაიკვირვა ვაჩემ, მე? დიახ მიუგო ვაჩეს მსტოვარმა. ადექი, უთხრა მეფემ მის წინ დაჩოქილ და მიწამდე თავ დახრილ ვაჩეგოლიათს, რომელმაც ბრძანება მოისმინა, ერთხანს მეფეს თვალებში უყურა და თავისიანებთან დაბრუნდა. ორასი ვაჯკაცი, ჩაილაპარაკა მან და მებრძოლებს გადახედა. ვაჩემ მეფის დანაბარები ხმამაღლა გადასცა იქ მდგომთ ხოლო თვითონ დაუმატა: ქართველებო, დღეს ჩვენ, ჩვენს დიდ წინაპრებს შევეყრებით და ვინძლო პირი არ შევირცხვინოთ... ორ წუთში მის წინ ორასიოდე ქართველმა მოიყარა თავი, აქედან ასამდე ფარ-შუბიანი თუში და დანარჩენი მეხმლე ქართლელ-კახელნი იყვნენ, მათში შედიოდნენ ვაჩეცა და გიორგიც....
ორასივემ კარგად შეიგნო თუ რას ითხოვდა მათგან ჟამი. საჭირო იყო მათი მტრის ლაშქარში შესვლა, მაგრამ რატომ, რისთვის? ეკითხებოდა თავის თავს ვაჩე, თუმცა მან ყველაფერი უკვე კარგად იცოდა. მაშ დავიხოცებით, სამუდამოდ აქ დავჩებით? მაშ ეს არის ჩვენი სააქაო ბოლო დღე? ვაჩეს უცბად გაახსენდა სახლკარი, ვენახი, თამარი, გიორგი, გიორგიიი დაიძახა მან ხმამაღლა, გიორგი მყისვე მასთან გაჩნდა, აბა შენ იცი შვილო უთხრა მან თავის ძმისშვილს და შუბლზე აკოცა, ერთი ახედ-ჩახედა და ფიქრი განაგრძო, თამარი ვაჟკაცი ქალია არ გაუჭირდება მარტო ცხოვრება, თანაც მეზობელ-მოკეთეებიც ბლომადა მყავს ღვის მადლითა და ისინი დაუდგებიან გვერდში დაქვრივებულსა და მარტოხელას...
გამოჩნდა მტერი. გაივსო ხეობა, ზეგანი, ტყე, ბილიკი... მოდიოდნენ და მოჰქონდათ სიბნელე, სიშავე, ღრიანცელი, სიკვდილი. ცოტა ხანში თურქები და ქართველობა პირისპირ იდგა. ქართველთა წინა რიგებში ცხენზე ამხედრებულ დავით მეფეს ჯაჭვი ვერცხლისფრად უბზინავდა. მუზარადი და ჯაჭის პერანგი ილღაზსაც უელვარებდა, მაგრამ იგი თავისი ჯარის ბოლო რიგებში იდაგა და ბრძოლის ველს იქიდან ადევნებდა თვალს. დავით მეფემ მტერს ზურგი აქცია, ქართველთა ლაშქარისაკენ მიტრიალდა და თავის ხალხს მიმართა: ეჰა მეომარნო ქრისტესანო.... და ჯარი დალოცა. მთელ ლაშქარს ჟრუანტელმა დაურბინა. ვაჩე მიხვდა თავისი ჟამის მოახლოვებას და თავისი ორასი ვაჟკაცით მეფისაკენ გასწია. იმზეგრძელე მეფეო, დაიძახა მან ხმამაღლა, მარცხენა ხელზე მიბმული ფარი მოიხსნა, და მეფეს ფეხებთან დაუდო. ასე მოიქცნენ დანარჩენებიც. შემომიწირავს ჩემი სიცოცხლე შენი და ქვეყნის დღეგრძელობისათვის, უთხრა ვაჩემ მის წინ მდუმარედ მდგომ მეფეს, შეტრიალდა და მტრისაკენ აუჩქარებლად გასწია... თავი გასწირეს, ჩაიდუდუნა დავითმა... ხომ გეუბნებოდი დიდო სარდალო ქართველთა ლაშქარი ორად არის მეთქი გახლეჩილი, ჩაჰსისინა ილღაზს მისმა მარჯვენა ხელმა გველურად და უშნოდ გაიღრიჭა. თავად სარდალი უცქერდა ერთ მუჭა ქართველობას და ალაჰს მადლობას სწირავდა უდავო გამარჯვების წყალობისათვის. გადავთელავ, ერთიანად გადავთელავ ქართველთა ლაშქარსა და მთელ საქართველოს ალაჰსა ვფიცავ, ჩურჩულებდა იგი. მტრის პირველი რიგები ალაყაფივით გაიღო და ორასი ქართველი გაატარა. ორასი ქართველი, ორასი ფარი, ორასი ნაბიჯი ილღაზამდე. ქართველები გაჩერდნენ..... გვიბრძანე მიმართა ვაჩეს მის გვერდში მდგომმა თუშმა, რომელსაც შუბი დაებღუჯა და თვალში თურქთა მედროშე ამოეღო მისგან ოციოდე ნაბიჯზე მდგარი. ღმერთო ეს ხომ...... ეს ხომ ის არის...... გუშინდელი, არა, არა ის ხომ სიზმარი იყო... იქნებ ცხადიც, მაგრამ როგორ? გიორგის წინ ორ რქიანი და ორ ხმლიანი იდგა, რომელსაც მუზარადზე აფთრის თავი ჰქონდა გამოსახული. წმინდა გიორგი გვიწინამძღვრე, დაიძახა ვაჩემ ხმამაღლა და ლახვარი მოიქნია. წამში ორასი თურქი ძირს ეგდო. რას ბედავენ წყეულნი, დაიღრიალა ილღაზმა და მთელი, ზღვასავით ჯარი ქართველებზე მიუშვა არეულად. თურქები ალაჰის ყივილით გაცვივდნენ ქართველებისაკენ, გიორგი აფთარს აეტუზა ცხვირწინ, მას მამისეული სატევარი გაეშიშვლებინა და აფთრისაკენ გაეწვერა, პირი ოდნავ გაეღო და ჯიქივით აელვებდა კბილებს. ჯიქი და აფთარი.......
წამი გაჩერდა, პირველად ჯიქმა შეუტია, მაგრამ ვერას გახდა მთლიანად რკინაში ჩამჯდარ აფთართან. აფთრის მოქნეულმა იატაგანმა გიორგის ცხვირწინ გაუწუილა და რომ არ ემარჯვა ალბათ თავს წააგებდა. შევწირავ, ჩემი მშობლების საფლავებს შევწირავ მაგ მუზარადს, გაივლო გიორგიმ გულში და ლაზეთში ნაჭედი გააელვა... აფთარს იატაგანები გაუცვივდა, მუხლებზე დაეცა და ხელები გამოღადრულ ყელზე იტაცა. გიორგი თურქს მიეჭრა და თავიდან აფთრის თავიანი მუზარადი ააგლიჯა. თურქს თვალები დაეჭყიტა და ყელიდან თუ პირიდან სისხლს ათხევდა.
“მუხლო და მკლავო გასჭერი
გულო ნუ შეგვიშინდები
სისხლისა ნატალახარსა
ფეხო ნუ მოგვიცურდები”
-ხალხური-
ქართველები არ იძროდნენ. ისინი მდუმარედ უცდიდნენ მათკენ მომქროლავი თურქების ზვირთებს. დავითმა მარჯვენა ხელი ასწია, გაისმა ღოროტოს გაბმული ხმა. თურქები სულ ახლოს იყვნენ, ისინი მორბოდნენ ცხენებით, ფეხით, ჯორებით, აქლემებით, მოკლედ ყველაფრით რასაც კი ფეხები ება....დავითმა პირველმა მოსხლიტა ცხენი, მიჰყვნენ ქართველები საყვარელ მეფეს. მტრის ჯარში ცოტა არ იყოს შიში დაითესა, მათკენ ხმალშემართული დავითი მოჰქროდა. თურქებმა იცოდნენ რომ ძალზე ბევრნი იყვნენ, რომ ქართველობა ძალზე ცოტა იყო, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ დავითს არც ერთი ბრძოლა არ ჰქონდა წაგებული და აი, მათ წინ იდგა უძლეველი დავითი. ორი ძალა ერთმანეთს შეასკდა და შეელეწა, ერთმანეთს შეემსხვრა ფარი, შუბი, ხმალი. ქართველებმა თურქთა პირვილი რიგები გადათელეს და მტრის თითქმის შუაგულში მოექცნენ. მთელი ძალებით, მთელი ძალებით ხაოდა უკანასკნელი ხმით ილღაზი. ქართველთა მეშურდულეებმა და მშვილდოსნებმა ცა დá


User avatar
chamoxeuli bilbordebi
MoDiGLiaNi
Posts: 868
Joined: 29 ოქტ 2007, 01:14
Location: Jამაიკა
გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Post by chamoxeuli bilbordebi » 15 დეკ 2007, 02:18

ქალურად რომ გავატარო დღე არ გამოვა? :roll:
წითელი, ყვითელი, მწვანეImage

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Post by Gvalva » 15 დეკ 2007, 04:07

qvevri

ისე დავიწყე კითხვა, არ ვიცოდი რას ვკითხულობდი, მეფე რომ გამოჩნდა კიდევ უფრო დავიბენი, მაგრამ ერთი წამით ვერ მოვწყდი რომ გადამეშალა/გადამეხვია და გამეგო რა იყო...

ბოლოს გავიგე

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Post by likakoo » 15 დეკ 2007, 13:26

qvevri

გაგახარებს ღმერთი!!!!! :)


ერთხელ, მამა ტარიელს ვკითხე: (ჯვრის მამის წინამძღვარს)

-რა მეშველებოდა სხვა ქვეყანაში, რომ დავბადებულიყავმეთქი?

მიპასუხა:

-ღმერთს უყვარხარ შვილო, რომ ქართველი ხარ და მართლმადიდებელიოო!!!

გმადლობთ, რომ არ დაიზარე ამხელა ტექსტის აკრეფა, უფ კარგი იყო, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ჩვენი ისტორიის ეს პატარა მონაკვეთი :)

მეამაყება მებრძოლი ქვეყნის შვილობაა!!!!!!......

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Post by lama » 15 დეკ 2007, 13:28

qvevri
ეს შენი ნაწერია :?:)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Post by ZVIOSULI » 15 დეკ 2007, 14:56

qvevri

მაგარია!!! ვისიამოვნე ფრიად!!!

(ოღონდ ლახვარი - რა ტიპის იოარაღია ეგეც რო დაწერო)
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Post by GOGONA » 15 დეკ 2007, 15:54

qvevri
ამოვბეჭდე, თან წავიღებ, ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ :roll:
Who is John Galt?

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Post by shatilis asuli » 15 დეკ 2007, 19:47

qvevri

მოკლედ მატირე რა, ძალიან მაგარია, ყოჩაღ

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Post by qvevri » 17 დეკ 2007, 09:19

lama wrote:qvevri
ეს შენი ნაწერია :?:)
კი :oops:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Post by qvevri » 17 დეკ 2007, 09:20

ZVIOSULI wrote:qvevri

მაგარია!!! ვისიამოვნე ფრიად!!!

(ოღონდ ლახვარი - რა ტიპის იოარაღია ეგეც რო დაწერო)
მაგის სურათი იქნებ ვიშოვო სადმე და დავდებ. ისე კი კაცური რამეა.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Post by qvevri » 17 დეკ 2007, 09:21

chamoxeuli bilbordebi wrote:ქალურად რომ გავატარო დღე არ გამოვა? :roll:
გაატარე რამდენიც გინდა, მარა რას გულისხმობ :?:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Post by qvevri » 17 დეკ 2007, 09:23

Gvalva wrote:qvevri

ისე დავიწყე კითხვა, არ ვიცოდი რას ვკითხულობდი, მეფე რომ გამოჩნდა კიდევ უფრო დავიბენი, მაგრამ ერთი წამით ვერ მოვწყდი რომ გადამეშალა/გადამეხვია და გამეგო რა იყო...

ბოლოს გავიგე
შენ "გარაჟის მეღვინეები და სპირტის ბოჭკების საიდუმლო"-ც შუიდან დაიწყე ,მახსოვს. კითხვის ასეთი სტილი გაქვს :lol: :?: :lol:


User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
გიორგობა დიდგორის ველზე ანუ ერთი კაცურად გატარებული დღე

Post by tiko_r » 21 თებ 2008, 00:26

qvevri
ჰეჰ.. აქ რატომ არ ვარ ნამყოფი... რა საინტერესო და იდუმალი ფოტოა!

წავიდეთ!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]